თემატური მოკვლევა - „დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა“ - დასრულება და შემუშავებული რეკომენდაციების დამტკიცება

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.10.2023
ავტორი
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD)
ინიციატორი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#[50eb]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-10-16
კომიტეტის სხდომის ნომერი 14

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2464?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 16 ოქტომბერი 2023 16:00 2023 წლის 16 ოქტომბერი, 16:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) დღის წესრიგი - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის - „დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა“ - დასრულება და შემუშავებული რეკომენდაციების დამტკიცება; მომხსენებელი: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია; თანამომხსენებელი: მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის მენეჯერი ქეთევან გორგოშიძე. 10/16/2023, 1:50 PM
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N14 2023 წლის 16 ოქტომბერი, 16:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია. სხდომას ესწრებოდნენ: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: გივი ჭიჭინაძე, ნოდარ ტურძელაძე, ფრიდონ ინჯია, რესან კონცელიძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, აბდულა ისმაილოვი, კობა ნაყოფია, თამარ ჩარკვიანი. სხდომას არ ესწრებოდა: სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 9 წევრის დასწრებით. სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ: კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები. დღის წესრიგი - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის - „დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა.“ - დასრულება და შემუშავებული რეკომენდაციების დამტკიცება. მომხსენებელი: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია; სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. მომხსენებლის განცხადებით, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა, „მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ (ICMPD) მხარდაჭერით, დაასრულა მუშაობა თემატურ მოკვლევაზე - „დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა“. მოკვლევის მიზანს წარმოადგენდა დიასპორის ჩართულობის სისტემის განსაზღვრა, რათა მოხდეს დიასპორული კაპიტალის უფრო მძლავრად გამოყენება საქართველოს განვითარებისათვის. ასევე, დოკუმენტის შექმნის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია დიასპორის შესახებ არსებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწა. კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას განცხადებით, მოკვლევის ფარგლებში შემუშავდა ზოგადი და კონკრეტული ხასიათის შემდეგი რეკომენდაციები, რომლებიც დიასპორული პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებს მიეწოდებათ შესასრულებლად: ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები: - საქართველო ეტაპობრივად „ირლანდიურ მოდელზე“ გადავიდეს და დიასპორასთან დიასპორული ურთიერთობის პოლიტიკის ე.წ. განხორციელების ფუნდამენტურ პრინციპად განისაზღვროს დაფუძნებული“ თანამშრომლობა სახელმწიფოსა და დიასპორას შორის; „ნდობაზე - დიასპორასთან ურთიერთობის ე.წ. „ირლანდიური მოდელის“ პარალელურად, გათვალისწინებულ იქნას და დაინერგოს დიასპორებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილებისა და მდიდარი პრაქტიკის მქონე სამიზნე ქვეყნების ცალკეული დიასპორული პლატფორმები, პროგრამული მიმართულებები და პროექტები, რისი მაგალითებიც წარმოდგენილია აღნიშნულ კვლევაში. ქმედითი რეკომენდაციები: 1. დაიხვეწოს/განახლებულ იქნას დიასპორული საკანონმდებლო ბაზა, რაც უზრუნველყოფა დიასპორასთან ურთიერთობის გაუმჯობესებასა და დიასპორული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას; (შენიშვნა: კვლევაში ხაზგასმულია, რომ „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის“ არსებობა ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს (დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი), მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ამ კუთხით დაწყებული აქვს მუშაობა, მაღალი რანგის ექსპერტების მონაწილეობით). 2. შემუშავდეს დიასპორასთან ურთიერთობის გრძელვადიანი ძირითადი სამოქმედო დოკუმენტი - დიასპორასთან ურთიერთობის ეროვნული სტრატეგია, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოს დიასპორული პოლიტიკის ძირითად პრინციპებს; 3. სტრატეგიული ინვესტიცია განხორციელდეს დიასპორული ჩართულობის „რბილ უნარებში“, როგორიცაა დიასპორული დიპლომატიის განვითარება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებში; 4. უზრუნველყოფილ იქნას კომუნიკაციისა და ქსელური პლატფორმების გაძლიერება დიასპორასთან ურთიერთობის ხელშეწყობისა და დიასპორული პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების მიზნით; 5. სტრატეგიული ინვესტიცია განხორციელდეს ეფექტიან დიასპორულ კვლევებსა და დიასპორულ კვლევების განვითარებაში (R&D), საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით; 6. შეიქმნას მიზნობრივი და ინდივიდუალური სამოქმედო დიასპორული პორტფელები და გზამკვლევები დიასპორული კაპიტალის ყველა ფორმისათვის, კულტურული და სოციალური კაპიტალით დაწყებული ადამიანური და ეკონომიკური კაპიტალის ჩათვლით; 7. ხელი შეეწყოს გამჭვირვალე ქმედითი „დიასპორული კულტურის“ ფორმირებას, მოხდეს მისი რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება; 8. უზრუნველყოფილ იქნას დიასპორული პროექტების განხორციელებაში სახელმწიფო და კერძო ფონდების, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების ჩართულობა. რეკომენდაციები მოდელზე“ შეეხება გადასვლას, დიასპორასთან დიასპორასთან ურთიერთობის ურთიერთობის ე.წ. ეროვნული „ირლანდიურ სტრატეგიის შემუშავებასა და დიასპორული დიპლომატიის განვითარებას. ქმედითი რეკომენდაციები გულისხმობს დიასპორასთან ურთიერთობის ხელშეწყობისთვის, კომუნიკაციისა და ქსელური პლატფორმების გაძლიერებას, მიზნობრივი და ინდივიდუალური სამოქმედო დიასპორული გზამკვლევების შექმნას, „დიასპორული კულტურის“ ფორმირებასა და დიასპორული პროექტების განხორციელებაში სახელმწიფო და კერძო ფონდების ჩართულობას. „წარმოვადგინეთ მნიშვნელოვანი მოკვლევა, რომელიც ძალიან საინტერესო გახდება ფართო საზოგადოებისათვის. ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებამ სწორად შეხედოს აღნიშნულ გამოწვევას. მიიღოს ის არა მხოლოდ გამოწვევად, არამედ შესაძლებლობად და უპირატესობად. სრულიად იდეალური ქვეყანა ამ მიმართულებით არ არსებობს. თუ იქნება მეტი მოქნილობა, მეტი მოწოდება, რომ ამ ადამიანებს შევუქმნათ სწორი ნიადაგი, პლატფორმები, ხედვა, ჩვენ მოვახერხებთ ამ ხალხის დაბრუნებას და მათი შესაძლებლობების გამოყენებას საქართველოს განვითარებისათვის“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ. მისივე თქმით, თემატური მოკვლევა მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტის მარტინ რასელის ჩართულობით განხორციელდა. კომიტეტი თემატური მოკვლევის პროცესში აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა დარგობრივ უწყებებთან, მათ შორის: საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან. თემატურ მოკვლევაში კომიტეტს მხარს უჭერდა საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი. კომიტეტის წევრებმა თემატური მოკვლევის შედეგები და რეკომენდაციები მოიწონეს. ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ძალიან საინტერესო და სიღრმისეული კვლევა ჩატარდა, სადაც მოყვანილია ასევე, საინტერესო ქვეყნების მაგალითები. გარდა ამისა, მისივიე განმარტებით, კომიტეტის მიერ შემუავებლი რეკომენდაციები არის სრულიად მისაღები და სწორი. ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, დიასპორის ჩართულობის თვალსაზრისით, საქართველოსთვის ყველაზე მეტად მისაღებია ირლანდიური მოდელის დანერგვა, რომელიც ცნობილია მსოფლიოში თავისი ეფექტურობით. გივი ჭიჭინაძემ მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს, თემატურ მოკვლევაში ჩართულ უცხოელ და ადგილობრივ ექსპერტებს და კომიტეტის აპარატს გაწეული სამუშაოს შესრულებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ შთამბეჭდავია თემატრუი მოკვლევის ფარგლებში გაკეთებული ანალიზი და შესაბამისად შემუშავებული რეკომენდაციები. თამარ ჩარკვიანის განმარტებით, ის ყურადღებით გაეცნო თემატურ მოკვლევას, და თვლის, რომ შესანიშნავი მუშაობა არის გაწეული მოკვლევის ფარგლებში. კომიტეტმა გადაწყვიტა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა დაასრულა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევა - „დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა“ და დაამტკიცა შემუშავებული რეკომენდაციები. სხდომის თავმჯდომარე: ბექა ოდიშარია სხდომის მდივანი: ბექა ბიძინაშვილი