სპორტის ფსიქოლოგია და გამოწვევები საქართველოში
📋 განხილვის ეტაპები
სპორტის კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-06-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 80
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2924?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
სპორტის კომიტეტის სხდომა
თარიღი
17 ივნისი 2024 12:00
2024 წლის 17 ივნისი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, N307)
დღის წესრიგი
1.
საქართველოს
მოქალაქე
მაია
რობაქიძის
წინადადების
„ბავშვთა
სპორტის
საქართველოს
კანონში
ცვლილების
მიერ
სახელმწიფო
შეტანის
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
ფონდის“
და
„სპორტის
შესახებ“
თაობაზე
„საქართველოს
კანონის
პროექტებთან დაკავშირებით (01-5479/24; 02.05.2024) განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი მეძმარიაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარე;
2. სპორტის ფსიქოლოგია და გამოწვევები საქართველოში;
მომხსენებლები:
ანა
არველაძე,
ა(ა)იპ.
უზნაძის
სახელობის
მაღალ
შედეგიანობის
ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პრეზიდენტი, დოქტორანტი;
ქეთევან ინასარიძე, სსიპ. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტის პროფესორი.
6/17/2024, 11:06 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომის
ოქმი N80
2024 წლის 17 ივნისი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, N307)
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ირაკლი მეძმარიაშვილი, ეკა სეფაშვილი
(დავით კაჭარავას ნაცვლად), მანუჩარ კვირკელია, ვლადიმერ კახაძე (შოთა ხაბარელის
ნაცვლად), ზაზა ლომინაძე, გივი მიქანაძე, იმედა ნიკურაძე, მიხეილ ყაველაშვილი,
ირაკლი (დაჩი) ბერაია, ჰერმან საბო (იაგო ხვიჩიას ნაცვლად), როსტომ ჩხაიძე
კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვიქტორ სანიკიძე, ლევან
კობიაშვილი, ცეზარ ჩოჩელი და კახაბერ ოქრიაშვილი;
სხდომაზე მოწვეული პირები:
1.
იოსებ ბაღათურია - საქართველოს კულტურის და სპორტის მინისტრის
პირველი მოადგილე;
2. ვახტანგ მეიფარიანი - ა(ა)იპ. საქართველოს ხელბურთის ეროვნული
ფედერაციის პრეზიდენტი;
3. კონსტანტინე ლაშხი - ა(ა)იპ. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული
ფედერაციის პრეზიდენტი;
4. ზურაბ ქაცარავა - ა(ა)იპ. საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის გენერალური
მდივანი;
5. ზურაბ კოსტავა - ა(ა)იპ. საქართველოს სათხილამურო ფედერაციის
პრეზიდენტი;
6. ბესიკ ობოლაძე - ,,უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის“
თავმჯდომარე;
7. გიორგი ობოლაძე - ა(ა)იპ. ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს ფედერაციის
პრეზიდენტი;
8. მალხაზ დავიტაშვილი - ა(ა)იპ. საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული
ფედერაციის წარმომადგენელი;
9. შალვა ონიანი - ა(ა)იპ. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის
წარმომადგენელი;
10. ალექსანდრე გასვიანი - ა(ა)იპ. საქართველოს ფრენბურთის ეროვნული
ფედერაციის წარმომადგენელი;
11. მელიტა თაგაური - ა(ა)იპ. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის
წარმომადგენელი;
სხდომას ასევე ესწრებოდნენ: სპორტის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, მედიის
წარმომადგენლები;
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის 11 წევრის დასწრებით.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადების ,,ბავშვთა სპორტის სახელმწიფო
ფონდის“ და ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე „ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით
(N01-5479/24;02.05.2024) განხილვა
/მომხსენებელი: ირაკლი მეძმარიაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარე/
2. სპორტის ფსიქოლოგია და გამოწვევები საქართველოში
/მომხსენებლები: ანა არველაძე, ა(ა)იპ. უზნაძის სახელობის მაღალ შედეგიანობის
ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პრეზიდენტი, დოქტორანტი
ქეთევან ინასარიძე, სსიპ. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო
სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი/
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი;
დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის თაობაზე მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი
მეძმარიაშვილის მოხსენება, რომელმაც კომიტეტის წევრებს მოქალაქე მაია რობაქიძის
მიერ წარმოდგენილი ,,ბავშვთა სპორტის სახელმწიფო ფონდის“ და ,,სპორტის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე „ საქართველოს კანონის
პროექტებთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება გააცნო.
საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებით, დღესდღეობით, საქართველოში
სპორტი ყველა ბავშვისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი არ არის. ეს დამოკიდებულია
სხვადასხვა ფაქტორზე, თუმცა ყველაზე დიდი ფაქტორი ოჯახის ეკონომუკური მხარეა.
ბავშვების
სწავლა-განვითარების
პარალელურად
მშობლები/ოჯახი
ვეღარ
უზრუნველყოფს ბავშვისთვის/ბავშვებისთვის სპორტზე მიყვანას, როგორც ბავშვის
ფსიქიკური
და
ფიზიკური
განვითარებისთვის
აუცილებელ
საჭიროებას.
საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოთხოვნაა ,,ბავშვთა სპორტის სახელმწიფო
ფონდის“ შექმნა და ცვლილების განხორციელება ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს
კანონში, რათა საქართველოს მოქალაქეობის მქონე თითეულ ბავშვს მიეცეს სპორტის
ვაუჩერი, მინიმუმ, თითო სპორტის სახეობისთვის, რომელსაც ისინი დამოუკიდებლად
აირჩევენ.
გადაწყვიტეს: კომიტეტს მიაჩნია, რომ სპორტის განვითარების მიზნით ფონდის შექმნა,
,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში რაიმე ცვლილების შეტანას არ საჭიროებს,
ვინაიდან ფონდი იქმნება ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“,,მეწარმეთა შესახებ“
და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის სპორტის
კომიტეტის წევრებმა, ჩატარებული კენჭისყრის შედეგად,
წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება ცნო უარყოფილად.
დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის თაობაზე მოისმინეს: ა(ა)იპ.
უზნაძის სახელობის მაღალ შედეგიანობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პრეზიდენტის
ანა არველაძისა და სსიპ. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტის
პროფესორ
ქეთევან
ინასარიძის
მოხსენებები
სპორტული
ფსიქოლოგიის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
მომხსენებლების ინფორმაციით, სპორტის ფსიქოლოგიის საგანია სპორტსმენის
პიროვნული თვისებების, პიროვნული და პროფესიული რესურსებისა და სპორტული
ქცევის თავისებურებების შესწავლა. სპორტის ფსიქოლოგია უდიდეს როლს ასრულებს
სპორტსმენის ემოციური მდგომარეობის მართვაში, რესურსული მდგომარების
შენარჩუნებაში,
გამძლეობის,
სიმტკიცისა
და
კონცენტრაციის
უნარების
გაუმჯობესებაში. ევროპაში სპორტის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბება მე-20 საუკუნის
დასაწყისში დაიწყო. მნიშვნელოვანი პროგრესი სამეცნიერო კვლევებისა და
პროფესიული ორგანიზაციის დაარსების შედეგად მიღწეულ იქნა 1960-1970-იან წლებში.
1920-იან წლებში კოლემან გრიფიტის მიერ პირველი სპორტული ფსიქოლოგიის
ლაბორატორია დაარსდა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა დარგის მიმართ ინტერესი,
ხოლო 1985 წელს დაარსდა გამოყენებითი სპორტის ფსიქოლოგიის ასოციაცია (AASP).
მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ ქრონიკული სტრესის პირობებში სპორტსმენები
მუდმივად განიცდიან შფოთვას, საშეჯიბრო მარცხის შემდეგ იმედგაცრუებას,
მოტივაციის ვარდნას. ძირითადი ყურადღება ეთმობა კოგნიტურ პროცესებს,
დაწყებული
კონცენტრირებით,
დასრულებული
ემოციების
მართვით.
ორიენტირებულია
შედეგიანობისა
და პროდუქტიულობის
გაუმჯობესებაზე,
გადამწყვეტ როლს თამაშობს სპორტსმენთა გონებრივი და ემოციური კეთილდღეობის
გაძლიერებაში.
სპორტის ფსიქოლოგია ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს შეჯიბრებებისა და
ორთაბრძოლებისათვის სპორტსმენის მენტალური და ემოციური მომზადების
საკითხში. არსებობს საინტერესო მცნება - ფსიქოლოგიური მარცხი, რაც ერთგვარად
აღნიშნავს შეჯიბრზე არა ტაქტიკურ ან ტექნიკურ მარცხს, არამედ ემოციურ
მდგომარეობას, რომელიც შესაძლოა გახდეს მარცხის მიზეზი. სპორტის ნებისიერ
სახეობაში მისი გამოყენების აუცილებლობა დასტურდება არაერთი სამეცნიერო
ნაშრომით და დარგის ირგვლივ დაგროვებული უდიდესი გამოცდილებით.
სპორტის ფსიქოლოგიის ძირითადი მიმართულებებია:
კონცენტრაციის წვრთნა;
მენტალური გამძლეობისა და სიმტკიცის წვრთნა;
სტრესის მართვა;
ემოციების რეგულაცია;
თვითრწმენის განმტკიცება;
მოტივაცია;
ნებისყოფა;
ტრავმების სწრაფი რეაბილიტაცია;
მარცხთან გამკლავება;
სხვადასხვა სახის შიშთან და ფობიასთან გამკლავება;
დამოკიდებულებებთან ბრძოლა.
ეს უკანასკნელი ითვლება თანამედროვე სპორტის უდიდეს გამოწვევად, როგორც
ქიმიურ (მაგ. დოპინგი), ასევე ქცევით დამოკიდებულებებთან (მაგ. გემლინგი)
მიმართებაში. სწორი, დროული და მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ინტერვენცია
უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მსგავსი ადიქციების პრევენციაში.
სპორტის ფსიქოლოგია მნიშნველოვან როლს არსულებს
გუნდურ სახეობებში
სპორტსმენთა ურთიერთ-დინამიკის გაძლიერებაში, უზრუნველყოფს ეფექტური
კომუნიკაციის ხელშეწყობას, კონფლიქტური სიტუაციების მართვას და ეხმარება
საერთო მიზნის ირგვლივ კონსოლიდირებაში.
სპორტის ფსიქოლოგია იყენებს მრავალფეროვან თერაპიულ ინტერვენციებს
სპორტსმენთა ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად - მაგალითად კოგნიტური
რესტრუქტურიზაცია
გამოიყენება
ნეგატიური
აზროვნების
შაბლონების
იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისათვის. გონებრივი სიმტკიცის სავარჯიშო
პროგრამები ფოკუსირებულია მდგრადობის, გამძლეობისა და სირთულეებთან
გამკლავების უნარზე. მიზნების დასახვის სტრატეგიები გვეხმარება თანმიმდევრული
სტრატეგიების დაგეგმვასა და მიზნის ერთგულებაში.
ფსიქო-თერაპიული ინტერვენციები ხელს უწყობს წინა საშეჯიბრო სტრესისა და
შფოთვის მართვას, ეხმარება სპორტსმენს საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებაში,
შიშებთან გამკლავებაში. ყურადღების კონტროლის ტექნიკები სპორტსმენებს ეხმარება
შეინარჩუნონ კონცენტრირება შესაბამის სტიმულებზე და შეძლონ ხელის შემშლელი
სტიმულების იგნორირება.
სპორტის ფსიქოლოგია აქტიურადაა ჩართული როგორც ინდივიდუალური, ასევე
გუნდური მიზნების დასახვის პროცესში. გამომდინარე იქიდან, რომ ემოციური და
მენტალური სიმტკიცე მიზნის მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და შეიძლება
ითქვას, აუცილებელი პირობაა, საჭიროა სპორტსმენთა ემოციურ მდგომარეობაზე
მუდმივი დაკვირვება, რაც ახდენს მარცხის პრევენციას და ეხმარება სპორტსმენტს
რესურსული მდგომარეობის შენარჩუნებასა და მართვაში.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის
პერიოდული სკრინინგი, სპორტის ფსიქოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლების
მიზნით პერიოდული საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფა, როგორც
სპორტსმენების, ასევე მწვრთნელეთათვის. აღნიშნული ინტერვენციები ხელს შეუწყობს
ფსიქიკური ჯანმრთელობის სიმპტომების ადრეულ იდენტიფიკაციასა და მართვას,
თვითშეგნების გაუმჯობესებას.
მომხსენებლების ინფორმაციით, ამ სტრატეგიების დანერგვა არა მხოლოდ ეხმარება
სპორტსმენების
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
უშუალო
მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებას, არამედ ხელს უწყობს მათ გრძელვადიან კეთილდღეობას. სპორტულ
ორგანიზაციებს შეუძლიათ შექმნან უფრო მხარდამჭერი და ეფექტური გარემო
სპორტსმენებისთვის, მწვრთნელებისთვის და პერსონალისთვის, რაც საბოლოოდ
გაზრდის საერთო შესრულებას და კმაყოფილებას სპორტულ კონტექსტში.
მიუხედავად ამ გამოწვევებისა, სპორტსმენები ხშირად ერიდებიან დახმარების თხოვნას
სტიგმისა და კარიერის უარყოფითი შედეგების შიშის გამო. დამხმარე გარემოს შექმნა,
რომელიც ხელს უწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერებას და ადრეულ ჩარევას,
გადამწყვეტია. რეკომენდებული ინტერვენციები მოიცავს ფსიქიკური ჯანმრთელობის
სკრინინგს,
საგანმანათლებლო
პროგრამებს
და
განვითარების
პროგრამებს
თვითშეგნების გასაუმჯობესებლად და სტიგმის შესამცირებლად. ამ სტრატეგიების
განხორციელება არა მხოლოდ ითვალისწინებს ფსიქიკური ჯანმრთელობის უშუალო
საჭიროებებს, არამედ აძლიერებს გრძელვადიან კეთილდღეობას და შესრულებას.
საუბრის დასასრულს მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ
სპორტსმენთა სათანადო
მომზადება
მაღალკვალიფიციური
კადრების
არსებობას
საჭიროებს.
დღეს
საქართველოში სპორტის ფსიქოლოგია პირველ ნაბიჯებს დგამს, შესაბამისად სახეზე
გვაქვს მრავალი გამოწვევა რომელიც დახმარებას ითხოვს. საქართველოში სახელმწიფოს
მხრიდან
უდიდესი ინვესტიციები იდება სპორტსმენთა მაღალ შედეგიანობის
მისაღწევად გამომდინარე აქედან მნიშვნელოვანია სტრატეგიული ნაბიჯები გადაიდგას
სპორტის ფსიქოლოგიის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, ხოლო შემდგომ ეტაპზე,
მოხდეს შესაბამისი კადრების აღზრდა და დასაქმება, რაც უამრავ სპორტსმენს,
სპორტულ კლუბებს, ფედერაციებს, მწვრთნელებს მისცემს შესაძლებლობას განაგრძოს
მიზნისაკენ სვლა და შეძლოს მის ხელთ არსებული რესურსების მაქსიმალურად
გამოყენება.
დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის თაობაზე მომხსენებელს
შეკითხვები დაუსვეს და მოსაზრებები გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა: ი.
მეძმარიაშვილმა, მ. ყაველაშვილმა, ზ. ლომინაძემ, ი. ხვიჩიამ.
სპორტის ფსიქოლოგიის აქტუალურობას ხაზი გაუსვეს საქართველოს
კულტურის და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ და სპორტული
ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მინისტრის პირველმა მოადგილემ იოსებ
ბარათურიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მწვრთნელთა გადამზადება
სპორტული ფსიქოლოგიის მიმართულებით, რადგან მათ პორდაპირი და
მუდმივი კომუნიკაცია აქვთ სპორტსმენებთან.
სხდომის თავმჯდომარემ გამოთქვა მზაობა ითანამშრომლოს სპორტის
ფსიქოლოგიის
მიმართულებით
მომუშავე
ორგანიზაციებსა
და
სპეციალისტებთან, არსებული გამოწვევებების გადაჭრის მიზნით.
გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო
შედეგიანობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის
ინფორმაცია.
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი მეძმარიაშვილი
სხდომის მდივანი
მაგდანა ბზიკაძე
ა(ა)იპ. უზნაძის სახელობის მაღალ
პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი