საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობისა და 2024 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.03.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#[50f8]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-03-22
კომიტეტის სხდომის ნომერი 4

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2756?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 22 მარტი 2024 15:00 2024 წლის 22 მარტი პლენარული სხდომის შესვენების დროს (15.00 სთ) ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) დღის წესრიგი საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობისა და 2024 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ კონსტანტინიდი; თანამომხსენებელი: საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი - მუხრან გულაღაშვილი. 6/18/2024, 5:01 PM საქართველოს პარლამენტი 2 of 2 https://parliament.ge/print/announcement/2756?local=true 6/18/2024, 5:01 PM
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N4 2024 წლის 22 მარტი პლენარული სხდომის შესვენების დროს (15.00 სთ) ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა ოდიშარია. სხდომას ესწრებოდნენ: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: გივი ჭიჭინაძე, ნოდარ ტურძელაძე, ფრიდონ ინჯია, რესან კონცელიძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, დავით ხაჯიშვილი (ლევან ხაბეიშვილის უფლებამონაცვლე), თამარ ჩარკვიანი. სხდომას არ ესწრებოდა: აბდულა ისმაილოვი, კობა ნაყოფია. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 8 წევრის დასწრებით. სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ: კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები. დღის წესრიგი საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობისა და 2024 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა. მომხსენებელი: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ კონსტანტინიდი; თანამომხსენებელი: საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი - მუხრან გულაღაშვილი. სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდმა სამინისტროს მიერ 2023 წელს ქართული დიასპორის მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ​ მინისტრის მოადგილემ დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლებისა და კულტურული კერების მხარდამჭერ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, საზღვარგარეთ 300-ზე მეტი ქართული დიასპორული ორგანიზაცია და 120-მდე საკვირაო სკოლა ფუნქციონირებს. დიასპორის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ კულტურის, განათლების, ეკონომიკის, მეცნიერებისა და მედიცინის მიმართულებით პროექტებში. მომხსენებლის განცხადებით განათლების მიმართულებით მაღალია აქტივობა. ამის მაგალითია საკვირაო სკოლები, სადაც ქართულ ენასთან ერთად ახალგაზრდა თანამემამულეები სწავლობენ საქართველოს ისტორიას და სხვა საგნებს, რაც უზრუნველყოფს მათი კავშირის შენარჩუნებას სამშობლოსთან. სხდომაზე საუბარი შეეხო დიასპორის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. აღინიშნა, სახელმწიფოსა და დიასპორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის აუცილებლობა და მნიშვნელობა. ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, დიასპორასთან მიმართებაში სამინისტროს აქვს მზარდი ბიუჯეტი. კერძოდ, დღეისათვის 2 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული დიასპორულ საკითხებზე, იქნება ეს საგრანტო პროექტები თუ საკვირაო სკოლების მხარდაჭერა. ​ მინისტრის მოადგილემ დიასპორის კუთხით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა. ​ საუბარი ასევე შეეხო დიასპორული პოლიტიკის დახვეწის მხრივ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს. ​ სხდომაზე 2024 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრეს და აღინიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის მხარდამჭერ პროგრამებს გააგრძელებს. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა საზღვარგარეთ არსებული შესაძლებლობები გამოიყენონ და შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ. კომიტეტის წევრებმა ასევე, იმსჯელეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ბექა ოდიშარიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა იაქტიურონ და კომიტეტთან ერთად იზრუნონ თანამოქალაქეებზე. მისი განცხადებით აუცილებელია ვიფიქროთ არა იმაზე რაც გვაშორებს, არამედ იმაზე, რაც გვაერთიანებს და ასეთი სწორედ დიასპორაა. მომხსენებელმა კომიტეტის სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტმა გადაწყვიტა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მოისმინა ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობისა და 2024 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. სხდომის თავმჯდომარე: ბექა ოდიშარია სხდომის მდივანი: ბექა ბიძინაშვილი