საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის 4-10 ივნისს არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (გელა სამხარაული, დავით სონღულაშვილი, გიორგი ცაგარეიშვილი, გოჩა ენუქიძე, გიორგი ხახუბია) ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.06.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული
ნომერი
#2-8866/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-24
ბიუროს ნომერი 367

📜 ტექსტი

წერილი
აგრარულ საკითხთა კომიტეტი 2-8866/24 18-06-2024 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს საორგანიზაციო დეპარტამენეტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს წარმოგიდგენთ, 2024 წლის 04-10 ივნისს, არგენტინის რესპუბლიკაში, საპარლამენტო დელეგეციის მიერ, განხორციელებული ვიზიტის ანგარიშს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
არგენტინის რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ანგარიში როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 30 წელზე მეტს ითვლის. მისი ისტორია 1992 წლის 2 ნოემბრიდან იწყება. თუმცა ბოლო წლების განმალობაში, ურთიერთ თანამშრომლობამ კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ახალი დატვირთვა შეიძინა. 2024 წლის 2 მაისს, არგენტინაში საქართველოს საელჩოში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს არგენტინის საგარეო უწყების, დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო ორგანოს, ღვინის სკოლებისა და არგენტინული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, სომელიებმა, მეღვინეობის დარგის სხვა სპეციალისტებმა. ღონისძიებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია არგენტინის მხარის წარმომადგენლებს შორის და საქართველოსთან მჭიდრო კონტაქტების დამყარების სურვილი გაზარდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ არგენტინის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მიმდინარეობს ინტენსიური დიალოგი, რომელსაც საქართველო აწარმოებს ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან. არგენტინა მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. იგი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც ამა წლის 4 ივნისს, პირველად 2008 წლის შემდეგ მხარი დაუჭირა გენერალურ ასამბლეაზე, 78ე სესიის ფარგლებში, მიღებულ რეზოლუციას „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. შედეგად, საქართველოს რეზოლუციის მხარდამჭერი 103 ქვეყანა ყავს. არგენტინის მხარე, ასევე დადებითად აფასებს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მზარდ პოტენციალს და მჭიდრო კონტაქტების დამყარების სურვილს გამოხატავს, მათ შორის, აგრარული სფეროს მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული დარგია. საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია საქართველოს პარლამენტის როლი. საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულებას და მათ ეფექტიანობას კი მნიშვნელოვნად აფერხებს ცნობიერების დაბალი დონე ფერმერებში და შესაბამის ბიზნეს სუბიექტებში. მიუხედავად სახელმწიფო და კერძო სექტორის აქტიური კამპანიებისა, თვალსაჩინოა, რომ ფერმერების დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ არ არის ცხადი ევროპის ერთიანი და მსოფლიო ბაზრის სიკეთეები და შექმნა, რათა დაინტერესდნენ საკუთარ ვერ ხდება მათთვის სწორი მოტივაციის საწარმოებში შესაბამისი დამკვიდრებით და აგროსასურსათო პროდუქციით გარე ბაზარზე ვაჭრობით. სტანდარტების ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უაღრესად მნიშვნელოვანია აგრარული მიმართულებით ისეთ დაწინაურებულ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირების ქონა, როგორიცაა არგენტინა მისი მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლებით. ოფიციალური ვიზიტი არგენტინის რესპუბლიკაში დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოს საელჩოს უშუალო მონაწილეობით. დელეგაცია განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით: - გელა სამხარაული - აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (დელეგაციის ხელმძღვანელი); - დავით სონღულაშვილი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე; - გიორგი ცაგარეიშვილი - საქართველოს პარლამენტის ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე; - გოჩა ენუქიძე - საქართველოს პარლამენტის ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; - გიორგი ხახუბია - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის და გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი; - ზურაბ ჩეკურაშვილი - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი; - ზურაბ კაზალიკაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის - ხელმძღვანელის მოადგილე; გიორგი ჯიბლაძე - სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე. არგენტინის რესპუბლიკაში შეხვედრები გაიმართა სენატის სხვადასხვა უწყებებთან, დეპუტატთა პალატის უწყებებთან და მენდოსას რეგიონის ხელმძღვანელებთან. კერძოდ:  არგენტინის რესპუბლიკის სენატში, შეხვედრა შედგა საგარეო ურთიერთობების და კულტთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორ ფრანსისკო პაოლტრონთან. დელეგაციის მასპინძლობისა ხელმძღვანელმა, სენატორს, და პოლიტიკური მტკიცე პირველ რიგში მადლობა მხარდაჭერისათვის, გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს და არგენტინას შორის ორმხრივი პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები და მათი კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სფეროში, ორ ქვეყანას შორის,როგორც თანამშრომლობის გაფართოების კონკრეტული შესაძლებლობებს, ასევე არგენტინის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს ერთწლიანი კულტურების და მესაქონლეობის თანამედროვე ტექნოლოგიების, აკვაკულტურის, მევენახეობა- მეღვინეობის კუთხით. აღინიშნა დარგის სპეციალისტების გაცვლისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების პოზიტიური შედეგების შესახებ, რაც განსაკუთრებით არგენტინისა და საქართველოს სეზონური კლიმატური პირობების განსხვავებიდან გამომდინარე, ორივე მხარისთვის ინტერესის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს.  შეხვედრა გაიმართა არგენტინის ეკონომიკის სამინისტროში აგუსტინ ტეხედა როდრიგესთან, აღნიშნული სამინისტროს აგრო-სასურსათო ბაზრებისა და საერთაშორისო ჩართულობის მდივანთან, გაბრიელ მარტინესთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საერთაშორისო ეკონომიკური მოლაპარაკებებისა და ინტეგრაციის საკითხებში, ასევე, აგრო-სასურსათო ჯანმრთელობისა და ხარისხის ეროვნული სამსახურის და სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე დელეგაციის წევრებს გააცნეს სოფლის მეურნეობის სფეროში, მათ შორის, მესაქონლეობის კუთხით, არგენტინის ზოგადი გამოცდილება, საუკეთესო პრაქტიკები და ტექნოლოგიური ინოვაციები. აქვე, არგენტინის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოსათვის სოფლის მეურნეობის სფეროს პრიორიტეტულობისა და აღნიშნულ სექტორში გატარებული ღონისძიებების, დაგეგმილი რეფორმების არგენტინიდან და საქართველოში დოკუმენტების ურთიერთშეთანხმების არსებული ექსპორტის გამოწვევების შესახებ. ხელშეწყობის განხილულ მიზნით, იქნა აუცილებელი ნებართვების, სერთიფიკატების ჰარმონიზაციისა და საკითხები. ასევე,საკითხთან დაკავშირებულდოკუმენტაციის წარმოებასთან მიმართებაში არსებული ბარიერების და მათიაღმოფხვრის საკითხები. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, შეთავაზებულ იქნა შესაბამისი ორმხრივი შეთანხმების გაფორმება, რაზეც არგენტინულმა მხარემ მზაობა გამოხატა. ქართული მხარის ინიციატივის პასუხად, შეთანხმდა, რომ მხარეები უახლოეს მომავალში დაიწყებენმუშაობას ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებისთვის საჭირო პროცედურებზე.  დელეგაციამ შეხვედრაგამართა არგენტინის კონგრესის დეპუტატებთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ფერნანდო იგლესიასსთან, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ატილიო ფრანსისკო სალვადორ ბენედეტისთან, დეპუტატთა პალატაში ახლადშექმნილ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, მარია ფლორენსია დე სენსისთან და მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. შეხვედრაზე, არგენტინის პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მხრიდან, ყურადღება გამახვილდა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, რის შესახებაც განახლებული ინფორმაცია იქნა წარდგენილი. საუბარი ასევე შეეხო, ორი ქვეყნის პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობების გაღრმავების და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ხაზი გაესვა ისეთ ხელსაყრელ ეკონომიკურ ფაქტორებს, როგორიცაა რეგიონში, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო პოზიცია, როგორც ადგილმდებარეობის, ისე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების არსებობის მხრივ. აღნიშნულ შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება დარგის სპეციალისტების გაცვლის შესაძლებლობაზე, რაც ორივე მხარის აზრით, შედეგის მომტანი იქნება და უწყებებს შორის კოორდინაციით, პირველი ნაბიჯები უახლოეს მომავალში უნდა გადაიდგასამ მიმართულებით.  შეხვედრა გაიმართა, არგენტინული ხორცის პოპულარიზაციის ინსტიტუტში. დელეგაციის წევრებს,ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ხორხე მარიო გრიმბერგმა წარუდგინა. აღინიშნა,საქართველოს არგენტინასთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების და როგორც შესაძლო დამაკავშირებელი როლისშესახებ რეგიონში;  საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ასევე მენდოსას პროვინციაში:  დელეგაციის წევრები შეხვდნენ სენატის პრეზიდენტს, მარტინ კერშნერს და სოფლის მეურნეობისა და მესაქონლეობის მდივნის მოადგილეს, სერხიო მორალეხოსს. ასევე, პროვინციის ვიცე-გუბერნატორს, ებე კასადოსს და წარმოების მინისტრს, როდოლფო ვარგას არისუსს. შეხვედრაზე განხილულ იქნა მენდოსას პროვინციასა და კახეთის რეგიონს შორის ურთიერთობების გაღრმავების გეგმები. გადაწყდა, აქტიურ ფაზაში გადავიდეს და მსვლელობა მიეცეს ორ რეგიონს შორის უკვე გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებულ პირობებსა და შეთანხმებებს. უწყებებმა ერთობლივად იმუშაონ საერთო ინტერესებსა და მათს შესრულებაზე.  მენდოსას პროვინციაში ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა შეხვედრა “მევენახეობა-მეღვინეობის არგენტინული კორპორაციის,” “Wines of Argentina”-ს და “საკუპაჟე ღვინის ექსპორტიორების არგენტინული პალატის” ხელმძღვანელ პირებთან, კარლოს ფიოჩეტასთან, მაგდალენა პესესთან და ხუან პალომოსთან; დელეგაციის წევრები გაეცნენ, არგენტინის პრაქტიკას მსოფლიო ბაზარზე ღვინის და ალკოჰოლური სასმელების პოპულარიზაციის, ასევე მცირე და საშუალო მარნების მხარდაჭერის კუთხით. განხილულ იქნა, საქართველოსა და არგენტინის გამოცდილების გაზიარების პრაქტიკული შესაძლებლობები მევენახეობა-მეღვინეობისა და ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით. მათ შორის, გრძელვადიან შედეგზე ორიენტრებული მნიშველოვანი ინსტრუმენტის, დარგის სპეციალისტების გაცვლის კუთხით. ორი მხარე შეჯერდა, რომ შესაბამისს უწყებებს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოინახება საუკეთესო შესაძლებელი გზა, რათა პრაქტიკოს, მევენახე-მეღვინეებს და მარცვლოვანი კულტურების მწარმოებელ ფერმერებს/სპეციალისტებს მიეცეთ საკუთარი უნარებისა და გამოცდილების გაზიარების საშუალება. ვინაიდან, სოფლის მეურნეობა ორივე ქვეყნისათვის ტრადიციული და ეკონომიკის მნიშვნელოვანი, წამყვანი მიმართულებაა, არგენტინის პრაქტიკული გამოცდილებების გაზიარება საქართველოსთვის ბევრი მიმართულებით არის საინტერესო. მათ შორის გამოყოფას საჭიროებს: ერთწლიანი კულტურების მოყვანის, მიწის ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგიები, მესაქონლეობა, აკვაკულტურა, მევენახეობა-მეღვინეობა. ცოდნისა და თანამშრომლობის გამოცდილების გაზიარებასთან განვითარებისათვის, ერთად, მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ერთობლივი ძალისხმევით გააქტიურდეს კომუნიკაცია ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის. საჭიროა გაღრმავდეს სავაჭრო ურთიერთობები, ხელი შეეწყოს საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას, ინოვაციების დანერგვას და გამოიძებნოს იმ საერთო გამოწვევებთან ბრძოლის გზები, რაც კლიმატის ცვლილებასთან და სურსათის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. არგენტინის რესპუბლიკაში ა/წ განმტკიცებული კონტაქტები ხელს 4-10 ივნისს შეუწყობს შემდგარი ვიზიტის არგენტინისა და ფარგლებში საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და მომავალში საერთო პროგრესის საწინდარი იქნება.