საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძის მიერ წარმოდგენილ „ბავშვთა სპორტის სახელმწიფო ფონდის“ შესახებ კანონის შემუშავებისა და „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-5479/24; 02.05.2024) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-24
ბიუროს ნომერი 367
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
სპორტის კომიტეტი
2-8862/24
18-06-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებაზე ,,ბავშვთა სპორტის სახელმწიფო ფონდის“ და ,,სპორტის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტებთან დაკავშირებით ( N1- 5479/24; 02.05.2024)
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა
2024 წლის 17 ივნისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე მაია
რობაქიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,ბავშვთა სპორტის
სახელმწიფო ფონდის“ და ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს ,,სპორტის სახელმწიფო
ფონდის“ შესახებ კანონის მიღებას და ,,სპორტის შესახებ“ კანონში შესაბამისი
ცვლილებების შეტანას, რის შედეგაც მოხდება სახელმწიფოს მხრიდან სპორტის
ვაუჩერის გაცემა საქართველოს მოქალაქე თითოეული ბავშვისთვის.
კომიტეტს მიჩნია, რომ ბავშვთა სპორტის განვითარებასთან დაკავშირებით
ფონდის შექმნა, საქართველოს კანონში ,,სპორტის შესახებ” რაიმე სახით ცვლილების
განხორციელების
აუცილებლობას
არ
საჭიროებს,
ვინაიდან
ფონდი
იქმნება
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, ,,საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის“, ,,მეწარმეთა შესახებ“ და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“
საქართველოს კანონისა.
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
აღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება ცნო
უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი მეძმარიაშვილი