„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.06.2024
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ინიციატორი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
ნომერი
#07-3/451/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-24
ბიუროს ნომერი 367

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 216-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. დასაშვებია პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლა. პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის წესს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი, 2024 წლის .... შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ; ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი; ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 216-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოქმედი რედაქციის მიხედვით დასაშვებია პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლა. პარლამენტის აპარატში სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 6 თვით, ხოლო სტაჟირება ცხადდება წელიწადში ორჯერ. პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის წესს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 841 მუხლი განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სხვადასხვა დაწესებულებაში და მათ შორის საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის წესი განისაზღვრება შესაბამისი საჯარო დაწესებულების დებულებით ან უმაღლესი თანამდებობის პირის (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის) კანონქვემდებარე აქტით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 841 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს სტაჟირების ვადასაც, კერძოდ: - პირის მიერ ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის ვადაა არანაკლებ 1 და არაუმეტეს 12 თვისა.“. ზემოხსენებულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან ამოღებულ იქნეს დათქმა სტაჟირების ხანგრძლივობასთან და სტაჟირების გამოცხადებასთან დაკავშირებით, ხოლო აღნიშნული საკითხები შემდგომ გათვალისწინებული იქნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული - პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის წესით; ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა: გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს პარლამენტის სტაჟირების ხანგრძლივობას და სტაჟირების გამოცხადებას პირდაპირ ითვალისწინებს და განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი მუხლი, ბუნებრივია, რომ არსებული საკითხის დაზუსტებისათვის აუცილებელია ამავე საკანონმდებლო აქტში, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში სათანადო ცვლილების ასახვა; ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, რომ - „პარლამენტის აპარატში სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვე. პარლამენტის აპარატში სტაჟირება ცხადდება წელიწადში ორჯერ.“, აღნიშნული დებულების ამოღებით კი პარლამენტის აპარატში სტაჟირების ხანგრძლივობა და სტაჟირების გამოცხადების წესი გათვალისწინებული იქნება არა საკანონმდებლო აქტით, არამედ კანონქვემდებარე აქტით; ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტით ნორმის მოქმედი რედაქციიდან ხდება ჩანაწერის „პარლამენტის აპარატში სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვე. პარლამენტის აპარატში სტაჟირება ცხადდება წელიწადში ორჯერ.“ ამოღება, შესაბამისად ამ ცვლილების მიხედვით სტაჟირების გამოცხადების წესი და მისი ხანგრძლივობაც განისაზღვრება აპარატის უფროსის წარდგინებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის წესით; ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიმართ (რეგლამენტის პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ); ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: გამომდინარე იქედან, რომ რეგლამენტის სრულად ასამოქმედებლად დამატებითი ღონისძიების განხორციელება ან/და დრო არ არის საჭირო, აგრეთვე ამ რეგულაციის შინაარსის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ეს რეგლამენტი ამოქმედდეს მისი შესაბამისი წესით გამოქვეყნებისთანავე. რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს; ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): უკვე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საჯარო დაწესებულებაში იზრდება სტაჟიორთა რიცხოვნობა, ასევე, დარეგულირდა სტაჟიორის მივლინებისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების საკითხი, წინამდებარე ცვლილებები ამოქმედდება 2024 წლის 1 ივლისიდან, შესაბამისად საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოესწროს აღნიშნული რეგლამენტის პროექტის მიღებაც. შესაბამისად, მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი); ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს რაიმე დამატებით ხარჯების გაწევას; ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას; ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: რეგლამენტის პროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება; ბ.ვ) რეგლამენტის პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას; ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება: რეგლამენტის პროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე; ბ2) გენდერული თანასწორობის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: მდგომარეობაზე ინიციატორთა მოსაზრებით რეგლამენტის პროექტს ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე; რეგლამენტის არა აქვს პროექტის მოსალოდნელი გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან; გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; ორგანიზაციებში გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, რეგლამენტის პროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი აქტი ან ხელშეკრულება არ არსებობს; დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა; ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი. ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: ფრაქცია „ქართული ოცნება“.