„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.06.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი: რატი იონათამიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ჯინჯოლავა, სუმბატ კიურეღიან, მერაბ ქვარაია, ირმა ზავრადაშვილი, ზაურ დარგალი, გენრიეტა წიწავა
ნომერი
#07-3/453/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-24
ბიუროს ნომერი 367

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი: 280010000.05.001.018881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სოციალური მუშაკის სერტიფიკატი არის სოციალური მუშაკის თანამდებობაზე მიღების მსურველის მიერ აუცილებელი ცოდნის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ პირს არ აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი. სერტიფიცირება ხორციელდება პირის მიერ იმ საბაზისო აკადემიური ცოდნის მიღების მიზნით, რომელიც აუცილებელია სოციალური მუშაკის ფუნქციის შეუზღუდავად შესასრულებლად.“; 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 481 მუხლი: „მუხლი 481. სოციალური მუშაკის დამატებითი სოციალური გარანტიები სოციალური მუშაკის მიმართ, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს იმ დასახლებაში, სადაც სოციალური მუშაკის მომსახურება შესაბამის სფეროში/სპეციალიზაციით ხელმისაწვდომი არ არის, დამსაქმებელი უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი სოციალური გარანტიები.“; 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 571 მუხლი: „მუხლი 571. სოციალური მუშაობის ხელშეწყობა ამ კანონის VIII თავით დადგენილი უფლებამოსილი დაწესებულებები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ატარებენ სათანადო ღონისძიებებს სოციალური მუშაკის პროფესიის მიმართ ინტერესის გაზრდის მიზნით, მათ შორის, ხელს უწყობენ მუნიციპალიტეტებში შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობას.“; 4. 64-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, 2024 წლის 1 ოქტომბრამდე, საქართველოს პარლამენტისა და ამ კანონის VIII თავით დადგენილი სხვა უფლებამოსილი დაწესებულებების მონაწილეობით შეიმუშაოს სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების პროგრამის დარგობრივი მახასიათებლები.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიცირების პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების დაკმაყოფილებას. 32. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება ამ პუნქტის ამოქმედებამდე განხორციელებულ სერტიფიცირების პროცესზე.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სოციალური მუშაკის სერტიფიცირებას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. სერტიფიცირება შეიძლება განხორციელდეს დისტანციური ფორმით. სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირება უნდა დასრულდეს 2030 წლის 1 იანვრამდე.“; დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 – 47 პუნქტები: „41. სოციალური მუშაკის სერტიფიკატი გაიცემა პირის მიერ სერტიფიცირების პროცესის წარმატებით გავლის შედეგად. სასერტიფიკატო პროგრამა შედგება არანაკლებ 45 კრედიტისგან. 42. სერტიფიცირების გავლის უფლება აქვს პირს, რომელიც 2024 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შესაბამის დაწესებულებაში ასრულებდა სოციალური მუშაკის ფუნქციებს, ან აქვს სოციალური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. 43. იმ პირის გარდა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სოციალური მუშაკის თანამდებობაზე ასევე შეიძლება დასაქმდეს: ა) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც მიღებული აქვს სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამის არანაკლებ 180 კრედიტი, ან სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტი; ბ) პირი, რომელსაც დასრულებული აქვს არანაკლებ 45-კრედიტიანი სოციალური მუშაობის დამატებითი პროგრამა და აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი სამართლის, საჯარო მმართველობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში ან არის იმავე სფეროში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი. 44. ამ მუხლის 43 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტუდენტი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან/შეუწყდება შრომითი ხელშეკრულება, თუ დასაქმებიდან 1 წლის ვადაში ვერ წარმოადგენს შესაბამისი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს. ასეთი დოკუმენტის წარმოდგენამდე, ის სოციალური მუშაკის უფლებამოსილებებს ახორციელებს დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში. 45. სოციალური მუშაკის თანამდებობაზე ასევე შეიძლება პირი დასაქმდეს მაძიებლად. 46. მაძიებლის სტატუსით პირმა შეიძლება იმუშაოს არაუმეტეს 1 წლისა და ამ პერიოდში მას უნდა მიეცეს სოციალური მუშაკის თანამდებობისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ ნახევარი. მაძიებელი უფლებამოსილებებს ახორციელებს დამსაქმებლის ზედამხედველობით. მაძიებელი სერტიფიცირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სრულად ახორციელებს სოციალური მუშაკის უფლებამოსილებებს. თუ მაძიებელი სერტიფიცირებას წარმატებით ვერ გაივლის, ის გათავისუფლდება თანამდებობიდან. 47. მაძიებლის მიერ სერტიფიცირების გავლას უზრუნველყოფს დამსაქმებელი. დამსაქმებელი უფლებამოსილია მაძიებელს დაუდგინოს შრომითი ურთიერთობების დამატებითი პირობები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით.“; ე) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს: ე.ა) შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. ამ კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება ამ მუხლის 43 პუნქტით გათვალისწინებულ პირზე.“; ე.ბ) შემდეგი შენიშვნა: „შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის მაძიებელი არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს შრომის კოდექსით ან საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტით დადგენილი წესით სოციალური მუშაკის თანამდებობაზე დასაქმებული პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი სამართლის, საჯარო მმართველობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში, არ აქვს გავლილი სოციალური მუშაობის დამატებითი პროგრამა, აკმაყოფილებს ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გარდა პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა, მაძიებლობის პერიოდში გადის სოციალური მუშაკის სერტიფიცირების პროცესს და ახორციელებს სოციალური მუშაკის უფლებამოსილებებს დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ შეზღუდულ ფარგლებში.“; 5. 65-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ამ კანონის 64-ე მუხლის მე-3 – 47 პუნქტები და შენიშვნა მოქმედებს 2030 წლის 1 იანვრამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური მუშაკის პროფესიული კვალიფიკაციისათვის დადგენილი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, რომ მას ჰქონდეს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი. ხოლო იმავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი განმარტავს, რომ სოციალური მუშაკის სერტიფიკატი არის სოციალური მუშაკის თანამდებობაზე მიღების მსურველის მიერ აუცილებელი ცოდნის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ პირს არ აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი. ეს ნორმები ამოქმედდა და შესაბამისად, სოციალური მუშაკისთვის სერტიფიკატის ქონის ვალდებულება ძალაში შევიდა 2022 წლის 1 იანვრიდან ხსენებული ნორმების ამოქმედების შემდეგ, 2022 წლის 1 იანვრიდან, მოქმედება შეწყვიტა დასახელებული კანონის 44-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებმა, რომლებიც არეგულირებდა სოციალური მუშაკის სერტიფიკატი გაცემისა და თანმდევ საკითხებს. კანონის 64-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირება უნდა დასრულებულიყო 2021 წლის 1 იანვრამდე არაუგვიანეს 3 თვისა, იმავე მუხლის მე-10 პუნქტი კი, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2023 წლის 1 იანვრამდე, ითვალისწინებდა ისეთ შემთხვევას, თუ ამ კანონის შესაბამისი მუხლების ამოქმედების თარიღებისათვის სოციალური მუშაკების რაოდენობა საკმარისი არ იქნებოდა და ასეთ შემთხვევაში შესაბამის დაწესებულებებს ანიჭებდა უფლებამოსილებას სერტიფიცირების გავლის უფლება მიეცათ მომიჯნავე პროფესიების მქონე პირებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ზემოხსენებულ მოთხოვნებს. წარმოდგენილი კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების საჭიროება განაპირობა სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების პროცესის შეფერხებამ, რაც, თავის მხრივ, მეტწილად გამოწვეული იყო COVID-19 პანდემიის გავლენით. შედეგად, „სოციალური მუშაობის შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედების და 44-ე მუხლის მე-2 და მე3 პუნქტების მოქმედების შეწყვეტის დროისთვის (2022 წლის პირველი იანვარი), სოციალური მუშაობის ჩატარებაზე უფლებამოსილი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დაწესებულებებში სოციალურ მუშაკთა რაოდენობა შეუსაბამო (მცირე) იყო ამ სამსახურებისთვის დაკისრებული უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებასთან. მიუხედავად ზემოაღნიშნული ობიექტურად შემაფერხებელი გარემოებისა, 2019-2021 წლებში მოხერხდა სულ 649 პირის გადამზადება, რაც არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად არასაკმარისი აღმოჩნდა და დღეის მდგომარეობით შესაბამის დაწესებულებებში სოციალური მუშაკის აქტიური ვაკანტური ადგილების რაოდენობა აჭარბებს 260 ერთეულს, მათ შორის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში - 80 ერთეული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში - 70 ერთეული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში - 37 ერთეული. ასევე, მუნიციპალიტეტები საჭიროებენ დამატებით დაახლოებით 75 სოციალური მუშაკის მომსახურებას. გარდა აღნიშნულისა, გარკვეული რაოდენობის კვალიფიციური სოციალური მუშაკები უნდა დასაქმდნენ ასევე არასახელმწიფო დაწესებულებებში - კერძო სექტორში. დღეს მოქმედი რეგულაციით სექტორში ახალი კადრის მიღება შესაძლებელია მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე სოციალური მუშაკისთვის. საქართველოში, სოციალური მუშაობის აკადემიურ პროგრამებს ახორციელებს მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელთა კურსდამთავრებულების რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს სისტემაში მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და არსებული დეფიციტის აღმოფხვრას. ამდენად, ზემოაღნიშნული პრობლემის დასაძლევად აუცილებელია გაგრძელდეს სოციალურ მუშაკად საქმიანობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი, თუმცა პრაქტიკამ ცალსახად აჩვენა, რომ მხოლოდ კანონის მოქმედი რედაქციით სერტიფიცირების გავლის უფლებამოსილ პირთა სერტიფიცირების პროცესის გაგრძელება პრობლემას ვერ გადაჭრის. ამდენად, აუცილებელია ხსენებული პრობლემის დაძლევამდე, გარდამავალ პერიოდში, სოციალურ მუშაკად დასაქმების შესაძლებლობა მიეცეს იმ პირსაც, რომლის უნარები და კომპეტენცია მაქსიმალურად მიახლოებულია კვალიფიციური სოციალური მუშაკის შესაძლებლობებთან, ამ გარდამავალ, კრიზისულ პერიოდში შეძლებს გარკვეული ფუნქციების შესრულებას სოციალური მუშაობის მიმართულებით შესაბამისი დაწესებულების საქმიანობის უზრუნველსაყოფად, ხოლო იმავე გარდამავალ პერიოდში სერტიფიცირების გავლის ან/და სათანადო პრაქტიკული გამოცდილების შეძენის შედეგად სრულფასოვნად და მაღალკვალიფიციურად გააგრძელებს სოციალური მუშაკის ფუნქციების განხორციელებას. აქვე გასათვალისწინებელია, რომ უკანასკნელ წლებში, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საპარლამენტო ანგარიშებში საქართველოს სახალხო დამცველი უთითებს სოციალურ მუშაკთა სიმცირის თაობაზე და გასცემს რეკომენდაციებს შესაბამისი უწყებების მიმართ, გაზარდონ სოციალურ მუშაკთა რაოდენობა. 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტსაც მიმართავს წინადადებით, განიხილოს სოციალურ მუშაკთა პროფესიული სერტიფიცირების ვადის გაგრძელების მიზნობრიობა და კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის საკითხი. ასევე, 2024 წლის 8-9 მაისს, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში საქართველოს მიერ წარდგენილი ბავშვის უფლებათა კონვენციის შესრულების მდგომარეობის შესახებ მე-5 და მე-6 გაერთიანებული ანგარიშების განხილვის შედეგად, კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნითი მოსაზრებები. დოკუმენტში ასახულია საქართველოში სოციალური მუშაკების სიმცირით შექმნილი გამოწვვები და გაცემულია რეკომენდაცია საქმიანობაში მეტი სოციალური მუშაკის ჩაბმის საჭიროებათან დაკავშირებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა კანონის მიღება აუცილებელია ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაობის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველსაყოფად. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნება ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაობის შეუფერხებელი წარმართვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიხედვით: ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი და ზუსტდება, რომ სოციალური მუშაკის სერტიფიცირება ხორციელდება პირის მიერ იმ საბაზისო აკადემიური ცოდნის მიღების მიზნით, რომელიც აუცილებელია სოციალური მუშაკის ფუნქციის შეუზღუდავად შესასრულებლად; კანონს ემატება 481 მუხლი, რომლითაც დამსაქმებელს ენიჭება სოციალური მუშაკის მიმართ დამატებითი სოციალური გარანტიების დადგენის უფლებამოსილება, გარკვეულ პირობებში ამ უკანასკნელის მხრიდან მომსახურების განხორციელების შემთხვევაში; კანონს ემატება ასევე 571 მუხლი, რომელიც დეკლარირებს, რომ ამავე კანონით დადგენილი უფლებამოსილი დაწესებულებები ატარებენ სათანადო ღონისძიებებს სოციალური მუშაკის პროფესიის მიმართ ინტერესის გაზრდის მიზნით; ახალი რედაქციით ყალიბდება 64-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი გარდამავალი დებულება, რის შედეგადაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ევალება შეიმუშაოს სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების პროგრამის დარგობრივი მახასიათებლები გონივრულ ვადაში, კერძოდ, 2024 წლის 1 ოქტომბრამდე, რაც უნდა განახორციელოს სხვა უფლებამოსილი დაწესებულებების მონაწილეობით; იმავე მუხლს ემატება 31 და 32 პუნქტები, რომელთა მიხედვით, სერტიფიცირების პროცესი უნდა უზრუნველყოფდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების დაკმაყოფილებას. ამასთან, ეს მოთხოვნა არ გავრცელდება ამ დათქმის ამოქმედებამდე განხორციელებულ სერტიფიცირების პროცესზე; ასევე, ახალი რედაქციით ყალიბდება 64-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც აზუსტებს, რომ სოციალური მუშაკის სერტიფიცირებას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აღნიშნავს, რომ სერტიფიცირება შეიძლება განხორციელდეს დისტანციური ფორმით და ადგენს, რომ სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირება უნდა დასრულდეს 2030 წლის 1 იანვრამდე; 64-ე მუხლს ემატება 41 – 47 პუნქტები და შენიშვნა, რომლებიც ადგენს იმ პირთა წრეს, ვისაც გარდამავალ პერიოდში ექნება სერტიფიცირების გავლის, აგრეთვე სოციალურ მუშაკად დასაქმების უფლება და მათ მიმართ განსაზღვრავს გარკვეულ პირობებს. სახელდობრ: ზუსტდება, რომ სასერტიფიკატო პროგრამა შედგება არანაკლებ 45 კრედიტისგან და სერტიფიცირების გავლის უფლება აქვს პირს, რომელიც 2024 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შესაბამის დაწესებულებაში ასრულებდა სოციალური მუშაკის ფუნქციებს, ან პირს, რომელიც არ მუშაობს სოციალურ მუშაკად, მაგრამ აქვს სოციალური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; დგინდება, რომ კანონის მოქმედი რედაქციით სოციალურ მუშაკად დასაქმების უფლებამოსილი პირის გარდა, სოციალური მუშაკის თანამდებობაზე ასევე შეიძლება დასაქმდეს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც მიღებული აქვს სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამის არანაკლებ 180 კრედიტი, ან სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტი; იმავე თანამდებობაზე დასაქმების შესაძლებლობა ექნება იმ პირსაც, რომელსაც დასრულებული აქვს არანაკლებ 45-კრედიტიანი სოციალური მუშაობის დამატებითი პროგრამა და იმავდროულად აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი სამართლის, საჯარო მმართველობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში ან არის იმავე სფეროში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტიც; ზემოაღნიშნული სტუდენტების მიმართ განისაზღვრება ვალდებულება, დასაქმებიდან 1 წლის ვადაში წარმოადგინონ შესაბამისი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან. ასეთი დოკუმენტის წარმოდგენამდე, ისინი სოციალური მუშაკის უფლებამოსილებებს განახორციელებენ მხოლოდ დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში; სოციალურ მუშაკად დასაქმების შესაძლებლობა ექნება ასევე ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიული სფეროებიდან ერთ-ერთში არანაკლებ ბაკალავრის ხარისხის მქონე პირსაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას არ ექნება დასრულებული სოციალური მუშაობის დამატებითი პროგრამა. მას ამ კანონის მიზნებისთვის დაერქმევა მაძიებელი. ამ სტატუსით ის ფუნქციებს განახორციელებს არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში, ამ პერიოდში მიეცემა სოციალური მუშაკის თანამდებობისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ ნახევარი, უფლებამოსილებებს განახორციელებს დამსაქმებლის ზედამხედველობით, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრულ შეზღუდულ ფარგლებში, იმავე 1-წლიან პერიოდში გაივლის სოციალური მუშაკის სერტიფიცირების პროცესს, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში სრულად განახორციელებს სოციალური მუშაკის უფლებამოსილებებს. თუ მაძიებელი სერტიფიცირებას წარმატებით ვერ გაივლის, ის გათავისუფლდება თანამდებობიდან; 64-ე მუხლს ასევე ემატება მე-11 პუნქტი, რომელიც ეხება გარდამავალ პერიოდში სოციალური მუშაკის თანამდებობაზე დასაქმებულ პირს და ადგენს, რომ მასზე ამ გარდამავალ პერიოდში და ამ პერიოდის დასრულების შემდეგაც არ გავრცელდება კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ის მოთხოვნა, რომელიც მასზე გავრცელების შემთხვევაში შეუზღუდავდა ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობას; კანონის დასკვნით დებულებებს, 65-ე მუხლს ემატება მე-6 პუნქტი, რომელიც შემოსაზღვრავს ზემოთ ხსენებულ გარდამავალ პერიოდს და ადგენს, რომ გარდამავალი ხასიათის შესაბამისი ნორმები იმოქმედებს 2030 წლის 1 იანვრამდე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების ამოქმედება არ მოითხოვს წინასწარ მოსამზადებელ ღონისძიებებს, ამასთან საჭიროა მათი შეძლებისდაგვარად სწარაფად ამოქმედება. შესაბამისად, აღნიშნული ნორმების ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს ამ კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტი განხილული და მიღებული უნდა იქნეს დაჩქარებული წესით, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: აღნიშნული კანონპროექტი შემუშავებულია სოციალური მუშაობის სფეროში დასაქმებული სოციალური მუშაკების არასაკმარის რაოდენობასთან დაკავშირებული კრიზისის დაძლევის მიზნით, რაც აუცილებლად უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში და ამის უზრუნველმყოფელი იქნება მხოლოდ კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედება და იმპლემენტაცია. ამ ფონზე ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ამ კანონპროექტის ინიციირების მომენტისთვის საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე დარჩენილია მხოლოდ 1 სასესიო კვირა, რაც გამორიცხავს ამავე სასესიო პერიოდში კანონპროექტის სტანდარტული პროცედურებით მიღების შესაძლებლობას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტის განხილვის პროცედურების თუნდაც ნაწილის საშემოდგომო სესიისთვის გადატანის შემთხვევაშიც (რაც ისედაც გვიანი ვადაა ამ კანონის მიზნებისთვის) ვერ იქნება უზრუნველყოფილი კანონპროექტის დროულად მიღება, რადგან აღნიშნული დრო ემთხვევა საქართველოს პარლამენტის წინასაარჩევნო პერიოდს, რაც თავისთავად წარმოადგენს კანონშემოქმედებითი საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელების შემაფერხებელ ფაქტორს, ამასთან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 88-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, პარლამენტის არჩევნების წელს არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მიზნების მისაღწევად, რაც დაკავშირებულია სოციალური მუშაობის სფეროში არსებული კრიზისის უსწრაფესად დაძლევასთან, აუცილებელია ეს კანონპროექტი განხილული და მიღებული იქნეს დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო საჯარო დაწესებულებებთან მიმართებით კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო კერძო სექტორი ამ კანონით მისთვის მინიჭებული სერტიფიცირების უფლების რეალიზებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე რესპუბლიკის ამ კანონის ამოქმედება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გავლენის მოცულობა კი პირდაპირპროპორციულად იქნება დამოკიდებული ამ კანონის შესაბამისად სოციალურ მუშაკად დასაქმებულ პირთა რაოდენობაზე, კერძოდ, მათი ხელფასებიდან საშემოსავლო გადასახადის სახით გადარიცხული თანხების ოდენობაზე. ვინაიდან სერტიფიცირების პროცესს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განახორციელებს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მეშვეობით, ამდენად, ამ პროცესში აღნიშნული სსიპ-ს მიერ მიღებული თანხა აისახება მის საკუთარ შემოსავლებში და გავლენა არ ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე რესპუბლიკის კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების პროგრამის დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებას, ასევე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა სერტიფიცირებას, მათ შორის, დისტანციური ფორმით სერტიფიცირებას, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განახორციელებს საკუთარი რესურსებით, უკვე არსებული ასიგნებებების ფარგლებში. ამ კანონის საფუძველზე საჯარო დაწესებულების მიერ სოციალური მუშაკისთვის დამატებითი სოციალური გარანტიების დადგენის შემთხვევაში კანონპროექტი გავლენას მოახდენს ამ დაწესებულების ხარჯვით ნაწილზე, რისი ოდენობაც დამოკიდებული იქნება აღნიშნული გარანტიის უზრუნველსაყოფად საჭირო თანხის ოდენობაზე. საჯარო დაწესებულება ამ ხარჯს განახორციელებს არსებული ასიგნებების ფარგლებში. ამ კანონის საფუძველზე საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვის შემთხვევაში კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის და დამსაქმებელი დაწესებულების ხარჯვით ნაწილზე, მათ მიერ დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანის სახით, რომლის ოდენობა დამოკიდებული იქნება დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობაზე. საჯარო დაწესებულება ამ ხარჯს განახორციელებს არსებული ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღებას ექნება ფინანსური შედეგები შემდეგ პირთათვის: ამ კანონის საფუძველზე დასაქმებული პირისთვის (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც მიღებული აქვს სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამის არანაკლებ 180 კრედიტი, ან სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტი; პირი, რომელსაც დასრულებული აქვს არანაკლებ 45-კრედიტიანი სოციალური მუშაობის დამატებითი პროგრამა და აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი სამართლის, საჯარო მმართველობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში ან არის იმავე სფეროში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი; სოციალური მუშაკის თანამდებობაზე მაძიებლად დასაქმებული პირი), რომელიც მიიღებს შესაბამის შრომის ანაზღაურებას. მის მიმართ ფინანსური გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება შრომის ანაზღაურების ოდენობაზე; სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის, რომელიც მიიღებს შემოსავალს სერტიფიცირების მიზნით გაწეული მომსახურებისთვის. მის მიმართ ფინანსური გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება სერტიფიცირების პროცესში ჩართულ პირთა რაოდენობაზე. ერთი პირის სერტიფიცირების ღირებულება იქნება დაახლოებით 500 ლარი; კერძო სექტორის დაწესებულებისთვის, თუ ის დააფინანსებს ამ დაწესებულებაში დასაქმებული პირის სერტიფიცირებას. ერთი პირის სერტიფიცირების ღირებულება იქნება დაახლოებით 500 ლარი; ფიზიკური პირისთვის, რომელმაც უნდა გადაიხადოს სერტიფიცირების ღირებულება, თავისივე ინიციატივით სერტიფიცირების გავლის შემთხვევაში. სერტიფიცირების ღირებულება იქნება დაახლოებით 500 ლარი. ამ კანონის საფუძველზე კერძო დამსაქმებლის მიერ სოციალური მუშაკისთვის დამატებითი სოციალური გარანტიების დადგენის შემთხვევაში კანონპროექტი გავლენას მოახდენს ამ დაწესებულების ხარჯვით ნაწილზე, რისი ოდენობაც დამოკიდებული იქნება აღნიშნული გარანტიის უზრუნველსაყოფად საჭირო თანხის ოდენობაზე. ამ კანონის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ სოციალური მუშაკისთვის დამატებითი სოციალური გარანტიების დადგენის შემთხვევაში კანონპროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს ამ სოციალურ მუშაკზე, რისი ოდენობაც დამოკიდებული იქნება აღნიშნული გარანტიის უზრუნველსაყოფად საჭირო თანხის ოდენობაზე. ამ კანონის საფუძველზე კერძო სექტორში დასაქმებული პირის დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვის შემთხვევაში კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის და დამსაქმებლის ხარჯვით ნაწილზე, მათ მიერ დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანის სახით, რომლის ოდენობა დამოკიდებული იქნება დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტს დადებითი გავლენა ექნება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან სოციალური მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ბავშვის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის საფუძველზე სოციალური მუშაობის სფეროში დასაქმებულ პირთა რაოდენობის ზრდა პირდაპირპროპორციულად გაზრდის ბავშვის უფლებების დაცვის არეალს და ხარისხს. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავების პროცესში, სამუშაო შეხვედრების ფორმატში და კომუნიკაციის სხვა ფორმების მეშვეობით კონსულტაციები გაიმართა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, აგრეთვე საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი: რატი იონათამიშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ჯინჯოლავა, სუმბატ კიურეღიანი, მერაბ ქვარაია, ირმა ზავრადაშვილი, ზაურ დარგალი, გენრიეტა წიწავა