„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-24
ბიუროს ნომერი 367
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონს
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
13.03.2019,
სარეგისტრაციო კოდი: 010020000.05.001.019433) დაემატოს შემდეგი შინაარსის II1
თავი:
„თავი II1
სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებები
მუხლი 81
1. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს ახალარჩეული
პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია (შემდგომ - ცერემონია) იმართება
თანამდებობის დაკავების წინ, არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს საქართველოს
პარლამენტის სასახლეში.
2. ცერემონიას ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე. ცერემონიის ორგანიზებისა და გამართვის ხარჯები
ფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს
მოქმედი
პრეზიდენტის
საქართველოს
ახალ
უფლებამოსილების
პრეზიდენტს
და
ვადის
ამოწურვის
საქართველოს
ყოველ
შემდეგ
მომდევნო
პრეზიდენტს, 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით აირჩევს
საარჩევნო კოლეგია. საარჩევნო კოლეგია წარმოდგენილი იქნება 300 წევრის
შემადგენლობით, მათ შორის იქნება საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა
და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი
ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის
არჩევით დასრულდება სახელმწიფოს სრულად საპარლამენტო რესპუბლიკის
სისტემაზე გადასვლის პროცესი. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
გაიმართება
პარლამენტის
სასახლეში.
აღნიშნულიდან
საქართველოს
ახალარჩეული
პრეზიდენტის
ფიცის
დადების
გამომდინარე,
ცერემონიის
საქართველოს პარლამენტის სასახლეში გამართვა, საქართველოს პრეზიდენტის
არჩევის კონსტიტუციით გათვალისწინებული წესის ლოგიკური და აუცილებელი
გაგრძელებაა, რაც კარგი პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით საჭიროებს საკითხის
საკანონმდებლო აქტით მოწესრიგებას. აგრეთვე, მოქმედი კანონმდებლობით
განსაზღვრული არ არის საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიის
ხარჯების დაფარვის წყარო, რამაც წლების მანძილზე არაერთგვაროვანი პრაქტიკის
დამკვიდრება
განაპირობა.
წარმოდგენილი
კანონპროექტი მიზნად ისახავს
კომპლექსურად მოაწესრიგოს აღნიშნული საკითხი, რისთვისაც განსაზღვრავს, რომ
საქართველოს
ახალარჩეული
ორგანიზებას
უწევს
და
პრეზიდენტის
ხელმძღვანელობს
ფიცის
დადების
საქართველოს
ცერემონიას
პარლამენტის
თავმჯდომარე და რომ ცერემონიის ორგანიზებისა და გამართვის ხარჯები
დაფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის
დადების ცერემონია ევროპის არაერთ ქვეყანაში იმართება. ასეთი ქვეყნებია:
გერმანია, ავსტრია, იტალია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და სხვა.
1
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში
აღნიშნული
გამომდინარე, მოითხოვს
საკითხები,
მათი
მიზნიდან
და
არსიდან
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის
ფიცის დადების ცერემონიის გამართვის ადგილთან დაკავშირებით, ხელი შეეწყობა
საქართველოს პრეზიდენტის არჩევის კონსტიტუციით გათვალისწინებული წესის
შესაბამისი
კარგი
პრაქტიკის
დამკვიდრებას.
განისაზღვრება
ცერემონიის
ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ხარჯების დაფარვის საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის
დადების ცერემონია ტარდება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, რაც
საქართველოს პრეზიდენტის არჩევის კონსტიტუციით გათვალისწინებული წესის
ლოგიკური და აუცილებელი გაგრძელებაა.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტის სასახლეში სრულ
ადმინისტრაციულ
ფუნქციებს
ასრულებს
საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარე, სწორედ ის გაუწევს საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის
ფიცის დადების ცერემონიას ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას. ცერემონიის
ორგანიზებისა და გამართვის ხარჯები დაფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისათის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს
2
ამოქმედების
უფრო
გვიანდელი
ვადის
დადგენას.
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით
მიღების
საჭიროება
გამოწვეულია
მიმდინარე საგაზაფხულო სესიის დასრულების მოახლოებითა და მომავალი
საშემოდგომო სესიის შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის საკანონმდებლო
მოთხოვნიდან გამომდინარე (იხ.: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 88-ე
მუხლის მე-5 პუნქტი).
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა პარლამენტის ასიგნებები.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღების შედეგად ის ფიზიკური/იურიდიული პირები, რომლებიც
ჩართულნი იქნებიან ცერემონიალების გამართვის უზრუნველყოფაში, საქონლის
ან/და მომსახურების მიწოდების შედეგად გადაიხდიან შესაბამის გადასახადებს
შესაბამისი დონის ბიუჯეტში.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი, ცერემონიის მასშტაბიდან გამომდინარე, გავლენას მოახდენს
პარლამენტის
ბიუჯეტის
ხარჯვით
ნაწილზე,
ვინაიდან
პარლამენტის
ბიუჯეტიდან დაფინანსდება ცერემონიის ორგანიზებისა და გამართვის ხარჯები.
3
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მიღებას ფინანსური გავლენა ექნება იმ ფიზიკურ/იურიდიულ
პირებზე,
რომლებიც
ჩართულნი
იქნებიან
ცერემონიების
გამართვის
უზრუნველყოფაში, შესაბამისი საქონლის ან/და მომსახურების მიწოდების სახით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ აწესებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2 ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
4
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
5
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონის იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი,
გენრიეტა წიწავა, ირაკლი შატაკიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი,
გენრიეტა წიწავა, ირაკლი შატაკიშვილი.
6