„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-24
ბიუროს ნომერი 367
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლატარიების , აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ “
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , №15, 19.04.2005, მუხ . 96) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე -11 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა
შესაძლებელია გაიცეს როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე, ისე მის გარეშე. ამასთანავე, სისტემურელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია
არაუმეტეს ორი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება, საიდანაც
ორი ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის არსებობის შემთხვევაში, ერთი ინტერნეტდომენი და
ვებგვერდი გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის,
ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის. მხოლოდ ერთი
ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზების შემთხვევაში აღნიშნული
შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე
მოთამაშეებისთვის, ან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან
როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების
ნებართვა შესაძლებელია გაიცეს როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე, ისე მის გარეშე. ამასთანავე, სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით
დასაშვებია არაუმეტეს ორი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება,
საიდანაც ორი ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის არსებობის შემთხვევაში, ერთი
ინტერნეტდომენი და ვებგვერდი გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს მოქალაქეობის მქონე
მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის.
მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზების შემთხვევაში
აღნიშნული შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე
მოთამაშეებისთვის, ან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან
როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა
გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის
საფუძველზე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების
ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია არაუმეტეს ორი ინტერნეტდომენის სახელით
არსებული ვებგვერდების ორგანიზება, საიდანაც ორი ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის
არსებობის შემთხვევაში, ერთი ინტერნეტდომენი და ვებგვერდი გამოყენებულ უნდა იქნეს
საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის
მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის. მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული
ვებგვერდის ორგანიზების შემთხვევაში აღნიშნული შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ
საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის
მქონე მოთამაშეებისთვის, ან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე
მოთამაშეებისთვის.“;
2. მე-12 მუხლის 12 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება
მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება, ასევე სასერვერო ინფრასტრუქტურის
საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ადგილი (მისამართი);
3. მე-19 მუხლის 13 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება
თამაშობის მართვა და ორგანიზება, ასევე სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს
ტერიტორიაზე განთავსების ადგილი (მისამართი);
4. მე-20 მუხლის 11 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება
თამაშობის მართვა და ორგანიზება, ასევე სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს
ტერიტორიაზე განთავსების ადგილი (მისამართი);
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, მოაწესრიგოს სანებართვო საქმიანობასთან
დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები, იმ მიზნით რომ, ხელი შეეწყოს სანებართვო პირობების
დაზუსტებას. კერძოდ, ეფექტური მონიტორინგის, გამჭვირვალობისა და აღრიცხვიანობის
(კონტროლის ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის გენერირების გამარტივება) მიმართულებით,
რაც მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ბაზის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში
მოყვანისათვის.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან მნიშვნელოვანია შემოთავაზებული ცვლილებით გათვალისწინებული საკითხების
საკანონმდებლო აქტით დარეგულირება, ბუნებრივია, რომ აუცილებელია „ლატარიების, აზარტული
და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში სათანადო ცვლილების ასახვა,
რათა დროულად მოხდეს ქმედითი მექანიზმების დანერგვა და პრაქტიკაში გამოყენება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით გაიზრდება ერთი მხრივ საქართველოში ნებართვის მაძიებელთა
რიცხვი, ხოლო მეორე მხრივ - არსებული ნებართვის მფლობელების მიერ სისტემურ-ელექტრონული
ფორმით ორგანიზებულ თამაშობებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეების
რაოდენობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ნებართვის მფლობელებისთვის განისაზღვრა ინტერნეტ-დომენების და ვებგვერდების
ოდენობა და მათი ოპერირების წესი. ამასთან, ნებართვის მფლობელებს დაემატათ ვალდებულებები
საქართველოს ტერიტორიიდან თამაშების მართვა/ორგანიზებასთან მიმართებით და ასევე სასერვერო
ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ნაწილში.
კერძოდ, კანონის პროექტის შესაბამისად:
- სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა და
სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა
შესაძლებელია გაიცეს როგორც შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის
საფუძველზე, ისე მის გარეშე.
- ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების
ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია არაუმეტეს ორი ინტერნეტდომენის სახელით არსებული
ვებგვერდების ორგანიზება, საიდანაც ორი ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის არსებობის
შემთხვევაში, ერთი ინტერნეტდომენი და ვებგვერდი გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს
მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე
მოთამაშეებისთვის.
- მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზების
შემთხვევაში აღნიშნული შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის
მქონე მოთამაშეებისთვის, ან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან
როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის.
გარდა
საკითხები.
ამისა,
ზუსტდება
შესაბამისი
დოკუმენტების
წარდგენასთან
დაკავშირებული
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის
პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
გამომდინარე იქედან, რომ კანონის პროექტის სრულად ასამოქმედებლად დამატებითი
ღონისძიების განხორციელება ან/და დრო არ არის საჭირო, აგრეთვე ამ რეგულაციის შინაარსის
გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ეს კანონი ამოქმედდეს მისი შესაბამისი წესით
გამოქვეყნებისთანავე. კანონის პროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ვინაიდან კანონპროექტი შეეხება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების
ორგანიზატორი პირების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების
ორგანიზატორი პირებისა და ასევე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტულ ან/და სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობებში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობის
შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით
ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლებისა და
უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი
თანხების საკითხების მოწესრიგებას, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ოპერატიულად
განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულების სამართლებრივი
მექანიზმები და აგრეთვე, გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტის 2024
წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე დარჩენილია საკმაოდ მცირე პერიოდი, საჭიროა
კანონპროექტის განხილვა და მიღება მოხდეს დაჩქარებულ ვადაში, შესაბამისად მოთხოვნილია
კანონპროექტის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლით დადგენილი დაჩქარებული
წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ
ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
2024 წლისთვის, დღეს მოქმედი სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორებისგან მოსალოდნელია 2,2 მლრდ-ნი GGR მაჩვენებელი, რაც
მომდევნო წლებისთვის გაიზრდება დაახლოებით 30%-ით.
ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებულ
დამატებითი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოეშვებათ.
ნებართვის
მფლობელებს
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონის პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
ინიციატორთა მოსაზრებით კანონის პროექტს არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი;
ირაკლი კირცხალია; ბეჟან წაქაძე; გოჩა ენუქიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი;
ირაკლი კირცხალია; ბეჟან წაქაძე; გოჩა ენუქიძე.