„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.06.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი; ირაკლი კირცხალია; ბეჟან წაქაძე; გოჩა ენუქიძე
ნომერი
#07-3/454/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-24
ბიუროს ნომერი 367

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-80 მუხლის ა) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს 71 ნაწილი შემდეგი რედაქციით: „71. ფიზიკური პირის, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.“. ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილე პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის მიერ სათამაშო აპარატების სალონის მომწყობისგან ან სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხისა).“. 2. 81-ე მუხლის 32 ნაწილის შემდეგ დაემატოს 33 და 34 ნაწილები შემდეგი რედაქციით: „33. ამ მუხლის 31 და 32 ნაწილებით გათვალისწინებული გადასახადები არ ეხება სისტემურელექტრონული ფორმით აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებულ დასაბეგრ შემოსავალსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხას. 34. უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტულ ან/და სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურელექტრონული ფორმით აზარტული ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 5 პროცენტით.“ 3. 97-ე მუხლის: ა) 9, 91და 92 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში, პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება ამ კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული შემოსავლისა); 91. უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შემთხვევაში, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში, პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა; 92. უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 5 პროცენტით; ბ) 92 ნაწილის შემდეგ დაემატოს 93 და 94 ნაწილები შემდეგი რედაქციით: 93. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში აღნიშნული საქმიანობის ნაწილში პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა; 94. ამ მუხლის მე-9 და 93 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იმავე ნაწილებით გათვალისწინებული საქმიანობებიდან მიღებული მოგების თანხის იდენტიფიცირებისთვის მიიჩნევა, რომ პირის მიერ დივიდენდის განაწილებისას პირველ რიგში ეს თანხა გაიცემა.“ 4. 135-ე მუხლის მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს 31 ნაწილი შემდეგი რედაქციით: „31. პირისთვის, რომელიც საშემოსავლო/მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის 71 ნაწილით ან 97-ე მუხლის 91 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნაწილში საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.“. 5. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე1) სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორი, რომელიც მოთამაშეზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან, გასცემს თანხას (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორისა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეზე სისტემურელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გასცემს თანხას).“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის დამატებითი საჭიროება წარმოიშვა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებებიდან გამომდინარე. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ხორციელდება ცვლილებები, რომელიც შეეხება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორი პირების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორი პირებისა და ასევე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტულ ან/და სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობებში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხების საკითხების მოწესრიგებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტი ითვალისწინებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეების და მათი სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული შემოსავლის დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებას. გამომდინარე იქედან, რომ შემოთავაზებული საკითხები რეგულირდება საკანონმდებლო აქტით, „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“, ბუნებრივია, რომ არსებული საკითხის დაზუსტებისათვის აუცილებელია ამავე საკანონმდებლო აქტში სათანადო ცვლილების ასახვა. აღსანიშნავია რომ, დღეის მდგომარეობით, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და ტოტალიზატორის თამაშობებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხვედრითი წილი ძალიან დაბალია (2%), რაც მათ შორის გამოწვეულია მაღალი საგადასახადო განაკვეთებით. შესაბამისად, აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, როგორც არსებული ნებართვის მფლობელებისთვის მეტი მოტივაციის შექმნასა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოზიდვაზე ორიენტირებას, ასევე ახალი ნებართვის მაძიებლების დაინტერესებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, კანონი შესაბამისობაში მოვა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან. რაც ასევე, უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მონიტორინგსა და აღრიცხვიანობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად: - უქმდება უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხის საშემოსავლო გადასახადი 5%-ის ოდენობით. შესაბამისად, ცვლილება ხორციელდება საგადასახადო კოდექსის მე-80 და 81-ე მუხლებში. - უქმდება სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეების მიერ განთავსებული ფსონების გადასახადი 7%-ის ოდენობით. შესაბამისი ცვლილება ხორციელდება საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლში. ამასთან, პროექტით: - ფიზიკური პირისთვის, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი ხდება, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა. შესაბამისი ცვლილება ხორციელდება საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლში, რომელსაც მე-7 ნაწილის შემდეგ ემატება 71 ნაწილი - აგრეთვე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობებში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრას შემდეგნაირად: ამგვარი მოთამაშეების მიერ განთავსებული ფსონებისა და მათზე გაცემულ მოგებებს შორის სხვაობის (GGR) 5%-ს. კანონის პროექტით ასევე ხორციელდება სათანადო ტექნიკური/რედაქციული ხასიათის ცვლილებები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; გამომდინარე იქედან, რომ კანონის პროექტის სრულად ასამოქმედებლად დამატებითი ღონისძიების განხორციელება ან/და დრო არ არის საჭირო, აგრეთვე ამ რეგულაციის შინაარსის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ეს კანონი ამოქმედდეს მისი შესაბამისი წესით გამოქვეყნებისთანავე. კანონის პროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ვინაიდან კანონპროექტი შეეხება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორი პირების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორი პირებისა და ასევე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტულ ან/და სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობებში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხების საკითხების მოწესრიგებას, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ოპერატიულად განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულების სამართლებრივი მექანიზმები და აგრეთვე, გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე დარჩენილია საკმაოდ მცირე პერიოდი, საჭიროა კანონპროექტის განხილვა და მიღება მოხდეს დაჩქარებულ ვადაში, შესაბამისად მოთხოვნილია კანონპროექტის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლით დადგენილი დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: აღნიშნული კანონპროექტი შესაძლებელს ხდის საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას რამდენიმე მიმართულებით: ერთი მხრივ, არსებულ ნებართვის მფლობელებს ეზრდებათ მოტივაცია, მეტად იმუშავონ უცხოურ ბაზრებზე მოთამაშეების მოსაზიდად, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მარკეტინგული შესაძლებლობები, რათა გაზარდონ მათი შემოსავალი, მეორეს მხრივ კი საქართველო ხდება საინტერესო იურისდიქცია საერთაშორისო კომპანიებისთვის, რაც გამოიწვევს მათ დაინტერესებას ნებართვის აღებით და შემდგომი ოპერირების მიმართულებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სავარაუდოა საბიუჯეტო შემოსავლების სწრაფი ზრდა როგორც გადასახადების, ისე სანებართვო მოსაკრებლების ნაწილში. ამას საფუძვლად უდევს დარგთან გამართული კონსულტაციები და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება, თუ რა დადებითი ეფექტი იქონია მსგავსმა კანონმდებლობამ სხვა იურისდიქციებში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საბიუჯეტო შემოსავლების რისკი ძალიან დაბალია, რადგან დღეის მდგომარეობით უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხვედრითი წილი GGR-ში (მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა) 2%ის ტოლია და წლიდან წლამდე კლებისკენ მიდის (მიახლოებითი მონაცემები კლების ტენდენციაზე: 2023 წელი - 42 მლნ; 2024 წელი - 36 მლნ). 2024 წლის ხუთი თვის მონაცემებით, არარეზიდენტების მიერ გატანილი თანხების ჯამური ოდენობა შეადგენს - 33,666,074 ლარს (საშუალო თვიური გატანა შეადგენს 6,733,215 ლარს). 2024 წლის 5 თვის მონაცემით უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ გატანილი თანხების გადასახადმა შეადგინა 1,683,303 ლარი, ხოლო 2024 წლის დარჩენილ შვიდ თვეში არარეზიდენტი მოთამაშეების რაოდენობის უცვლელად დარჩენის შემთხვევაში ბიუჯეტი ვერ მიიღებს დაგეგმილ 2,3 მილიონ ლარს (6,733,215*7*5%). დამატებით აღსანიშნავია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების პროპორციული წილი GGRში შეადგენს 1250 ლარს საშუალოდ თვეში ერთ მოთამაშეზე, როცა საქართველოს მოქალაქეების პროპორციული წილი შეადგენს 850 ლარს ერთ მოთამაშეზე. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოზიდული ახალი მოთამაშე უცხო ქვეყნიდან მეტად მონაწილეობს GGR-ში, ზრდის დასაბეგრ ბაზას და შესაბამისად საბიუჯეტო შემოსავლებს. კანონპროექტის მიხედვით მე-80 მუხლს ემატება 71 ნაწილი, რომლითაც, ფიზიკური პირისთვის, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, ნაცვლად მიღებული ფსონებისა, განისაზღვრა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობით. ხოლო აღნიშნული დაბეგვრის ობიექტის განაკვეთი განისაზღვრა 81-ე მუხლის 34 ნაწილით. რაც შეეხება იურიდიული პირისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებიდან იღებენ შემოსავალს, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისთვის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, ნაცვლად მიღებული ფსონებისა, განისაზღვრა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობით. აღნიშნული განისაზღვრა 97-ე მუხლის 91 ნაწილით, ხოლო განაკვეთი განისაზღვრა ამავე მუხლის 92 ნაწილით. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებიდან დეკლარირებულმა გადასახადმა 2024 წლის 5 თვის ჭრილში შეადგინა 52 მლნ ლარი, საიდანაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილობრივი პროპორციის გათვალისწინებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილმა შეადგინა 936 ათასი ლარი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლების ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურელექტრონული ფორმით აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლისთვის წესდება საშემოსავლო და მოგების გადასახადების 5%-ნი განაკვეთი, ნაცვლად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობებისთვის დაწესებული მოთამაშეებისგან მიღებული ფსონების 7%ისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობებისთვის დაწესებული მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 15%ისა. ასევე 5%-ნი დაბეგვრის რეჟიმისგან თავისუფლდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხები. აღნიშნული ცვლილებებით შესაძლებელი იქნება, საქართველო გახდეს სასურველი ადგილი სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორი უცხოური კომპანიებისთვის, რომელთა მიერ, მათი საქმიანობის საქართველოს ტერიტორიიდან განხორციელებას მოყვება GGR-ის (მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა) ზრდა, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება ბიუჯეტზე. კერძოდ, ცვლილებების განხორციელების შემდეგ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტულ ან/და სისტემურ- ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორები რაოდენობას დაემატება დამატებით 15 ახალი ორგანიზატორი. თითოეული ასეთი ორგანიზატორის (არარეზიდენტებზე ორიენტირებული) GGR თვეში შეადგენს საშუალოდ 20-22 მლნ ევროს (60-66 მლნ ლარს), წელიწადში კი 700-850 მლნ ლარს, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ დღევანდელი GGR-ის წლიური 2.2 მლრდ-იანი მაჩვენებელი გაიზარდოს 10,5 მლრდ. ლარით (15 ახალი ორგანიზატორი * 700 მლნ). ამასთან, ასევე გაიზრდება საქართველოში უკვე მოქმედი ორგანიზატორების მიერ აკუმულირებული GGR-ის ბაზა, ვინაიდან მათ მიერ მოხდება ახალი მოთამაშეთა სეგმენტის მოზიდვა, რაც გაზრდის აღნიშნული ორგანიზატორების ვებგვერდებზე რეგისტრირებულ მოთამაშეთა რაოდენობას, რაც ასევე პირდაპირ პროპორციულად აისახება ორგანიზატორის და შემდგომ ბიუჯეტის შემოსავლებზე, რომელიც გადასახადების ნაწილში განისაზღვრება დამატებით დაახლოებით 500 მლნ ლარით, ხოლო სანებართვო და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ნაწილში განისაზღვრება დამატებით დაახლოებით 50 მლნ ლარით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით განისაზღვრება ახალი დასაბეგრი ბაზა და იცვლება გადასახადის განაკვეთები სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორ პირთათვის და შესაბამის თამაშობებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირთათვის. კერძოდ: 1. სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და ტოტალიზატორის თამაშობის მომწყობ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეების ნაწილში მცირდება 5%-მდე; 2. სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან თანხის გატანისას საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი უქმდება უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირთათვის. 3. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის ორგანიზების ნაწილში, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის შემთხვევაში, უქმდება ფსონის გადასახადი 7%-ის ოდენობით. 4. 5%-ნი დაბეგვრის რეჟიმისგან თავისუფლდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხები. 5. სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული შემოსავალი, ნაცვლად აზარტულ თამაშობებზე GGR-ის (მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა) 15%-სა და ტოტალიზატორის თამაშობებზე მიღებული ფსონების 7%-ისა, ორივე ნაწილში (აზარტული და ტოტალიზატორი) დაიბეგრება GGR-ის 5%ით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი; ირაკლი კირცხალია; ბეჟან წაქაძე; გოჩა ენუქიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი; ირაკლი კირცხალია; ბეჟან წაქაძე; გოჩა ენუქიძე.