„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-24
ბიუროს ნომერი 367
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონს
(www.matsne.gov.ge, 27.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.05.001.019734) დაემატოს
შემდეგი შინაარსის 1671 მუხლი:
„მუხლი
1671.
საქართველოს
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
მიწოდებული
ელექტროენერგიის რეგულირების საფასურისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის
კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურებისგან გათავისუფლება
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგულირების საფასურის გადახდისა
და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების
ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არ ვრცელდება
ენგურჰესისა და
ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებულ და საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიწოდებულ
ელექტროენერგიაზე.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის დადგენილების №246 „ელექტროენერგიის
ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტითა და
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვიტოს ბრძანების N77
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ 38-ე მუხლის მე-2
პუნქტის
შესაბამისად,
ენგურჰესის
და
ვარდნილჰესების
კასკადის
ჰიდროელექტროსადგურებიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება
ხორციელდება სრულიად
უსასყიდლოდ. აღსანიშნავია,
რომ ენგურჰესისა და
ვარდნილჰესების კასკადისთვის აფხაზეთში ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდების
ვალდებულების დაკისრების შემდეგ წარმოიშვა შესაბამისი მიუღებელი საფასურის
საგადასახადო მიზნებისთვის საწარმოს ერთობლივ შემოსავალში აღიარებასთან და ამ
თანხების საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხი. კერძოდ, არსებული
საკანონმდებლო მოწესრიგებით ენგურჰესი და ვარდნილჰესების კასკადი ვალდებული იყო
აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური ეღიარებინა
ერთობლივ შემოსავალში და საწარმოს მოგების გამოანგარიშებისას გაეთვალისწინებინა იგი.
აღნიშნული მიდგომა მეტად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენებდა კომპანიებს. სწორედ
ამ მიზნით, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული კომპანიის არასამართლიანი დაბეგვრა,
საგადასახადო კანონმდებლობაში განისაზღვრა შესაბამისი დებულება (საქართველოს
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-14 ნაწილი), რომლის თანახმად ენგურჰესსა და
ვარდნილჰესების კასკადს მიეცა უფლება განესაზღვრა და ჩამოეწერა აღნიშნული (აფხაზეთის
ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება) თანხა, როგორც უიმედო
ვალი. თუმცა, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებით შპს „ენგურჰესსა“ და შპს
„ვარდნილჰესების კასკადს“, აფხაზეთში უსასყიდლოდ მიწოდებული ელექტროენერგიის
ნაწილში, კვლავ აკისრია ვალდებულება გადაიხადოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულირებისა და საქართველოს
ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების
მარეგულირებელი
ეროვნული
კომისიის
ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ 2008 წლის 4 დეკემბერის დადგენილების №33 მე-5
მუხლით განსაზღვრული ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის
მომსახურების საფასურები. აღნიშნული კი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აყენებს
საქართველოს ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურად
მიჩნეულ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტ კომპანიებს - შპს „ენგურჰესსა“ და შპს
„ვარდნილჰესების კასკადს“.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიისათვის რეგულირების საფასურის გადახდის ვალდებულება განსაზღვრულია
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „რეგულირების
საფასურის შესახებ“ და „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს
კანონებით. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასური განისაზღვრება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ 2008 წლის 4 დეკემბერის დადგენილებითა №33 და
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვიტოს ბრძანებით N77
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“, თუმცა,
აღნიშნული საფასურების გადახდის ვალდებულების საფუძველი და ძირითადი
ნორმატიული აქტია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი.
შესაბამისად, არსებული პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ცვლილება შევიდეს
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში, რათა განხორციელდეს
ენგურჰესისა
და
ვარდნილჰესების
კასკადის
მიერ
აფხაზეთის
ტერიტორიაზე
ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილში შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების
კასკადისათვის“ რეგულირების საფასურისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის
კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონის პროექტის მიღების შედეგად შპს „ენგურჰესი“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადი“, მათ
მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის აფხაზეთისათვის მიწოდების ნაწილში,
გათავისუფლდება რეგულირების საფასურისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის
კომერციული
ოპერატორის
მომსახურების
ღირებულების
ანაზღაურების
ვალდებულებისაგან, რაც დადებითად აისახება კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე.
აგრეთვე, აღნიშნულით, დაცული იქნება სამართლიანი ბალანსი მათთვის დაკისრებულ
კანონისმიერ ვალდებულებასა და რეგულირებისა და კომერციული ოპერატორის
მომსახურების საფასურის გადახდევინების/დაწესების მიზნებს შორის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ, კანონს ემატება 1671 მუხლი, რომლის მიხედვითაც
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგულირების საფასურის გადახდისა და
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების
ანაზღაურების ვალდებულება არ გავრცელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის
მიერ წარმოებულ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიწოდებულ ელექტროენერგიაზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ენგურჰესისა
და
ვარდნილჰესების
კასკადის
მიერ
აფხაზეთის
ტერიტორიაზე
ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში (ყოველთვიურ და
ყოველდღიურ რეჟიმში), შესაბამისად, ვინაიდან საკითხი ეხება ზემოაღნიშნული
ელექტროსადგურების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის
ნაწილში რეგულირების საფასურისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული
ოპერატორის მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებას,
კანონპროექტის მიზანი მით უფრო სწრაფად და ჯეროვნად მიიღწევა, რაც უფრო სწრაფად შევა
ცვლილება ძალაში. შესაბამისად, კანონის ამოქმედება განსაზღვრულია გამოქვეყნებისთანავე.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
შპს „ენგურჰესსა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადს“ რეგულირებისა და სისტემის
კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასური ერიცხებათ, ყოველდღიურად,
აფხაზეთის ტერიტორიაზე თითოეულ მიწოდებულ კვტ.სთ-ზე, რაც ზემოაღნიშნული
კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. გამომდინარე აქედან,
კომპანიის გადახდისუნარიანობის შენარჩუნებისათვის თითოეული თეთრი სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია, საფრთხის ქვეშ შესაძლოა დადგეს არა მხოლოდ საინვესტიციო და
ფინანსური, არამედ მიმდინარე ხარჯების დაფარვის შესაძლებლობაც კი. ვინაიდან
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე დარჩენილია
მცირე პერიოდი, საჭიროა კანონპროექტის განხილვა მოხდეს დაჩქარებულ ვადაში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებას არ ახლავს ხარჯები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მოქმედება ვრცელდება სსიპ „საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას“, სს „ელექტროენერგეტიკული
სისტემის კომერციული ოპერატორს“, შპს „ენგურჰესსა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადზე“.
ზემოაღნიშული სუბიექტები ნათლად იაზრებენ და ეთანხმებიან კანონპროექტის მიღების
საჭიროებასა და მიზანს. მიუხედავად იმისა, რომ სსიპ „საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას“ და სს „ელექტროენერგეტიკული
სისტემის კომერციული ოპერატორს“ შეუმცირდებათ მისაღები თანხები, აშკარაა რომ
კანონმდებლობით დღეს მოქმედი რეგულაცია ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს, და
იმ პირობებში, რომ შპს „ენგურჰესი“ და შპს „ვარდინლჰესების კასკადი“ უსასყიდლოდ
ახორციელებენ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებას, არ უნდა ხდებოდეს აღნიშნულ
ელექტროენერგიაზე რეგულირებისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების
საფასურების დარიცხვა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
კანონპროექტი არ გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა
სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე, ლევან მგალობლიშვილი, ვასილ
ჩიგოგიძე, ირაკლი კირცხალია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით
სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე, ლევან
მგალობლიშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი კირცხალია.