სოფლის მეურნეობის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები;
📋 განხილვის ეტაპები
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-06-19
კომიტეტის სხდომის ნომერი 12
შენიშვნა კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა:
2024 წლის 19 ივნისი, 15:00 საათი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა №37ю
1.აგრარულ საკითხთა კომიტეტი;
2.ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2928?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი გასვლითი
სხდომა
თარიღი
19 ივნისი 2024 15:00
2024 წლის 19 ივნისი, 15:00 საათი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა N37
დღის წესრიგი
1. სოფლის მეურნეობის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ
ვალდებულებათა
შესრულების
2014-2024
წლების
შედეგები
და
დარჩენილი
ვალდებულებების შესრულების გეგმები;
მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;
აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხი
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
დაქვემდებარებული
პროექტი
„სავალდებულო
სასოფლო-სამეურნეო
კულტურათა
სერტიფიცირებისადმი
ჯიშების
გასავრცელებლად
დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (07-2/379; 11.04.2024) (კომიტეტი წამყვანია; მეორე მოსმენა);
მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე.
6/21/2024, 4:09 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ოქმი N12
2024 წლის 19 ივნისი, 1500 საათი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა N37
სხდომას თავმჯდომარეობდა:
გელა სამხარაული
(კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომა ჩატარდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: გელა სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი
(დაჩი) ბერაია - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამველ
მანუკიანი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზაალ დუგლაძე (უფლებამონაცვლე
-
ანზორ
ბოლქვაძე),
სუმბატ
კიურეღიანი
-
(უფლებამონაცვლე - ირაკლი ზარქუა), გიორგი სოსიაშვილი, სოზარ სუბარი,
გოდერძი ჩანქსელიანი, გიორგი ცაგარეიშვილი - (უფლებამონაცვლე - გიორგი
ხახუბია).
აპარატის თანამშრომლები: ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის
უფროსი, სიმონ უროტაძე, ირმა ქიტიაშვილი, ნინო ჟღენტი.
მოწვეული სტუმრები: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, მაკა ბოჭორიშვილი
-
ევროპასთან
ინტეგრაციის
ინტეგრაციის
კომიტეტის
კომიტეტის
წევრები
(ნინო
თავმჯდომარე,
წილოსანი
-
ევროპასთან
საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ქარუმიძე - ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით
სონღულაშვილი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარე, სალომე ქურასბედიანი - გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვიქტორ
სანიკიძე - სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი
ხახუბია) და ამავე კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, ფრიდონ ფუტკარაძე
- აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე, ტიტე აროშიძე, მარინე გვიანიძე, ნადიმ ვარშანიძე - აჭარის
უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის
წევრები, ზაზა შავაძე - აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, არჩილ ბერიძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე.
1
დღის წესრიგი (პროექტი)
1. სოფლის
მეურნეობის
გათვალისწინებულ
სფეროში
ასოცირების
ვალდებულებათა
შესახებ
შესრულების
შეთანხმებით
2014-2024
წლების
შედეგები და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები.
(მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე)
2. საქართველოს
მთავრობის
წარმოდგენილი
მიერ
საკანონმდებლო
საქართველოს
სერტიფიცირებისადმი
კანონის
ინიციატივის
პროექტი
დაქვემდებარებული
წესით
„სავალდებულო
სასოფლო-სამეურნეო
კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/379;
11.04.2024) (კომიტეტი წამყვანია; მეორე მოსმენა).
(მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე).
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი
სახით.
I. მოისმინეს:
ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია - სოფლის მეურნეობის სფეროში
ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა
შესრულების 2014-2024 წლების შედეგების და დარჩენილი ვალდებულებების
შესრულების
შესახებ.
ასოცირების
შეთანხმების
ფარგლებში
თანამშრომლობის სფეროები მოიცავს სექტორში კონკურენტუნარიანობის
ამაღლებას,
პოლიტიკის
ევროკავშირში
არსებულ
დოკუმენტების
პრაქტიკებთან,
შესაბამისობაში
მოყვანას
აგრარულ
სექტორში
დასაქმებულთათვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ექსტენციას
და სხვა. მომხსენებელმა ისაუბრა სოფლის მეურნეობისა და სოფლის
განვითარების სტრატეგიაზე 2021-2027 წწ. სოფლის მეურნეობის და სოფლის
განვითარების სფეროები გამოცხადდა სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ
პრიორიტეტად; დარგში არსებული გამოწვევების დასაძლევად, შეიქმნა
დარგობრივი სტრატეგია და დამტკიცდა ევროკავშირის რეგულაციებზე
დაფუძნებული
კანონმდებლობა,
გაძლიერდა
ინსტიტუციური
შესაძლებლობები და დარგის დაფინანსება. საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაძლიერდა სოფლის მეურნეობისა
2
და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტი, რომლის მიზანია,
გაუმჯობესდეს და
გაძლიერდეს სოფლის
მეურნეობისა
და
სოფლის
განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ფუნქციები და როლი სოფლის
განვითარების
ევროპული
მართვის
ფარგლებში
დარგობრივი
მიმართულებების პროგრამებისა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების
კუთხით. ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს გადამხდელ სააგენტოდ
გარდაქმნის მიზანია სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
პოლიტიკის განხორციელების პროცესში ევროპული მართვის სტანდარტების
დანერგვა. სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს საქართველოს გარემოს
დაცვისა
და
სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს
მიერ
ინიცირებულ
პროგრამებს/პროექტებს. დღემდე განხორციელებულია სულ 26 დასახელების
სახელმწიფო პროგრამა; 2024 წელს ხორციელდება - 11 სახელმწიფო პროგრამა.
ბენეფიციარებთან დადებული ხელშეკრულების რაოდენობა - 257 037;
უნიკალური ბენეფიციარების რაოდენობა - 190 811; ინვესტიციის საერთო
მოცულობა 7 263 906 923 ლარი; სააგენტოს თანადაფინანსება - 1 961 541 807
ლარი;
მომხსენებლის განცხადებით, სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის
ჯამურმა მოცულობამ 7,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, საიდანაც სახელმწიფო
თანადაფინანსება თითქმის 2,0 მილიარდ ლარს შეადგენს.
„სოფლის
მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტი მოაწესრიგებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
მიმართულებით
სახელმწიფო
პოლიტიკის
დაგეგმვის,
მართვისა
და
კონტროლის მექანიზმებს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა მეთევზეობას და საზღვაო
მმართველობის მნიშვნელობას და ისაუბრა თანამშრომლობაზე თევზჭერის
რეგიონულ ორგანიზაციებთან, მათ შორის, ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის
გენერალურ კომისიასთან - GFCM. დადგინდა რეგულაციები უცხო ქვეყნის
ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია
ზღვაში თევზჭერასა
და თევზჭერასთან დაკავშირებულ
საქმიანობაში
ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების, ასევე საქართველოს
მოქალაქეებისა და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირთა მიერ
წარმოებულ არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ
თევზჭერასთან დაკავშირებული აქტივობისთვის, ასევე, უცხო ქვეყნის
დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ საქართველოს ნავსადგურებით
სარგებლობასთან დაკავშირებით.
წარმოდგენილი
პრეზენტაციის
თანახმად,
სანიტარიული
და
ფიტოსანიტარიული მიმართულებით - საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი საკითხები
3
გათვალისწინებულია,
როგორც
ასოცირების
შეთანხმების
სექტორული
თანამშრომლობის ნაწილით, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით. ასოცირების შეთანხმების
XI-B დანართის შესაბამისად, სურსათის უვნებლობის ვეტერინარიისა და
მცენარეთა დაცვის მიმართულებით - 200 EU სამართლებრივი აქტი
(განახლდა
2023
წელს).
სურსათის
დირექტივა/რეგულაცია/გადაწყვეტილება.
უვნებლობა:
86
ვეტერინარია:
47
დირექტივა/რეგულაცია/გადაწყვეტილება.
მცენარეთა
დირექტივა/რეგულაცია/გადაწყვეტილება.
2015
დაცვა:
წლიდან
67
დღემდე
დაახლოვებულია სულ 139 EU სამართლებრივ აქტი.
სურსათის უვნებლობის სფეროში დაახლოვების შედეგად კანონმდებლობით
მოწესრიგდა: სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესი და ცხოველური წარმოშობის
სურსათის ჰიგიენის წესები; სახელმწიფო კონტროლის წესი და ცხოველური
წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის წესი; მიკვლევადობის
მოთხოვნები;
მიკრობიოლოგიური
დამაბინძურებლების
პესტიციდების
მაქსიმალურად
ნარჩენების
პარამეტრები;
დასაშვები
მაქსიმალურად
სურსათში
ზღვრები;
სურსათში
დასაშვები
ზღვრები;
საკვებდანამატები და სხვ.; ვეტერინარიის სფეროში დაახლოვების შედეგად
კანონმდებლობით მოწესრიგდა: მიკვლევადობის მოთხოვნები; ცხოველთა
იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის
წესები;
ცხოველთა
კეთილდღეობის
საკითხები; ცხოველთა სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა;
ცხოველის საკვებში დანამატები. მცენარეთა დაცვის სფეროში მოწესრიგდა:
მცენარეთა
მავნებლების
წინააღმდეგ
ბრძოლა;
ვაზის
ჯიშობრივი
მახასიათებლების შემოწმებისათვის მინიმალური პირობები; სხვადასხვა
კულტურებით ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები; პესტიციდების
გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები; სხვადასხვა სახეობის თესლისა
და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების წესები და სხვა.
მომხსენებელმა
ისაუბრა
ასოცირების
მიღმა
განხორციელებული
საკანონმდებლო დაახლოვებაზე, ქართული ბაზრის აქტუალურობიდან
გამომდინარე ევრორეგულაციების შესაბამისად მიღებულ დადგენილებებზე.
მან ასევე ისაუბრა სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს ეტაპობრივ
გაძლიერებაზე, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის/ცხოველის საკვების
უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო
რეგულირებას და კონტროლს. სააგენტომ წარმატებით გაიარა საერთაშორისო
აუდიტის ყველა ეტაპი „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“
მიმართულებით და ევროკავშირის
ENPARD-ის ფარგლებში აღებული
ვალდებულებების შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტის
ხარისხის
მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკატი ISO 9001:2015 აიღო. სავალდებულო
4
გახდა სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნეს ოპერატორისთვის - საფრთხის
ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP)
პრინციპებზე
დაფუძნებული
სურსათის
უვნებლობის
პროცედურების
დანერგვა. ყოველწლიურად ტარდება 6 მილიონამდე ვეტერინარული
მანიპულაცია, ცხოველების უფასო ვაქცინაცია (7 სახის დაავადებაზე). შეიქმნა
მცენარეთა
მავნე
პესტიციდებისა
ორგანიზმების
და
აგრო
მონიტორინგის
ქიმიკატების
სისტემა,
სარეალიზაციო
გამკაცრდა
ობიექტების
კონტროლი. მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა
საკანონმდებლო დაახლოების უზრუნველსაყოფად; მეწარმეების დახმარება
კანონმდებლობის მოთხოვნებთან ადაპტაციის მიზნით; საინფორმაციო
შეხვედრები
სამოქალაქო
ევროკავშირის
ბაზარზე
და
ბიზნეს
სექტორის
საქართველოში
წარმომადგენლებთან
წარმოებული
პროდუქტების
დაშვების მოთხოვნებთან დაკავშირებით.
პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ლაბორატორიული შესაძლებლობების
განვითარებაზე: სსიპ - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ
გააფართოვა აკრედიტაციის სფეროები; 2023 წელს მიენიჭა რეფერენს
ლაბორატორიის სტატუსი; სრულიად დააკმაყოფილა ISO 9001 სტანდარტის
მოთხოვნები; დამტკიცდა „საქართველოს სურსათის/აგროლაბორატორიის
განვითარების კონცეფცია“ 2014 წლამდე სამინისტროს სისტემაში არ
არსებობდა სამეცნიერო-კვლევაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა; სოფლის
მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნის შედეგად შესაძლებელი
გახდა,
ქვეყნის
მასშტაბით
სამეცნიერო-კვლევითი
საქმიანობის
განხორციელება, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკის დაგეგმვის
პროცესში. მომხსენებელმა ისაუბრა სსიპ მიწის მდგრადი მართვის და
მიწათსარგებლობის
ეროვნული
სააგენტოს
ფუნქციებზე
და
განხორციელებულ აქტივობებზე. ხაზი გაესვა სსიპ - ღვინის ეროვნული
სააგენტოს, რომელიც ახორციელებს ღვინის წარმოების ხარისხის კონტროლს
და სერტიფიცირებას, ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საექსპორტო
პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას, ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის
კვლევას და პოპულარიზაციას, ვენახების საკადასტრო უწყებრივი რეესტრის
შექმნას და სხვა.
აზრი გამოთქვეს: გელა სამხარაულმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა
მომხსენებელს ამომწურავი ინფორმაციისთვის და ისაუბრა საკანონმდებლო
ჰარმონიზაციის
პროცესში
საქართველოს
პარლამენტის
როლის
მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების
გაფორმებიდან დღემდე მიღებულია 58 ახალი საქართველოს კანონი,
ცვლილება შევიდა 570-ზე მეტ საქართველოს კანონში, პარლამენტმა მხარი
5
დაუჭირა 12 დადგენილებას და 26 საერთაშორისო შეთანხმებას და სხვა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო
უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა და
მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ აღებული ვალდებულებების ბოლომდე
განხორციელება, არამედ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების
ახალი დღის წესრიგის დადგენა, რომ წევრობის პერსპექტივიდან იმოქმედონ
და წინსწრებით მოაწესრიგონ ყველა ის საკანონმდებლო, თუ ინსტიტუციური
საკითხი, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობისთვის.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - სოფლის მეურნეობის სფეროში
ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა
შესრულების 2014-2024 წლების შედეგების და დარჩენილი ვალდებულებების
შესრულების გეგმების შესახებ.
II. მოისმინეს:
ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია - „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი
დაქვემდებარებული
სასოფლო-სამეურნეო
კულტურათა
ჯიშების
გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტის მიღების შედეგად დარეგულირდება და გამარტივდება
სასოფლო-სამეურნეო
გასავრცელებლად
კულტურათა
დაშვების
ჯიშების
პროცედურები,
საქართველოში
რაც
ხელს
შეუწყობს
დაინტერესებულ პირებს, საქართველოში შემოიტანონ და გაავრცელონ სხვა
ქვეყნებში
გამოცდილი
ახალი,
თანამედროვე
სასოფლო-სამეურნეო
კულტურათა ჯიშები. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის იმ
მუხლებში/პუნქტებში, რომელიც არეგულირებს ჯიშის სასოფლო-სამეურნეო
სარგებლიანობაზე გამოცდის საკითხებს.
მომხსენებელმა საკითხი მეორე მოსმენით განსახილველად წარმოადგინა და
განაცხადა,
რომ
წარმოდგენილ
პროექტში,
განხილვებისას
ცვლილება
განხორციელდა მე-2 მუხლში, განისაზღვრა ახალი ვადა სასოფლო-სამეურნეო
სარგებლიანობაზე გამოცდას/შემოწმებას დაქვემდებარებული სასოფლოსამეურნეო კულტურათა ნუსხის დამტკიცებასთან დაკავშირებით, რომელიც
საქართველოს მთავრობამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს
წარდგინებით,
2025
წლის
1
იანვრამდე
დადგენილებით უნდა დაამტკიცოს. ასევე, მესამე მუხლში ამოქმედების
ვადად განისაზღვრა 2025 წლის 1 იანვარი. აღნიშნული ვადების ცვლილება
6
განპირობებულია იმით, რომ ამ პერიოდში მოესწროს ის სამუშაო, რაც
ითვალისწინებს
ყველა
კანონქვემდებარე
აქტის
მიღებას
ევროპულ
სტანდარტებთან და პრაქტიკასთან დაახლოების მიმართულებით.
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 9 წევრი:
გადაწყვიტეს: (მომხრე - 9)
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს:
„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლოსამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და
მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად.
სხდომის თავმჯდომარე:
გელა სამხარაული
სხდომის მდივანი:
ირმა ქიტიაშვილი
7