„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-24
ბიუროს ნომერი 367
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
30.05.2017,
სარეგისტრაციო კოდი: 340150000.05.001.018458)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51.
განლაგება
თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაცია ან/და
1. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ1“, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა.ზ1“
და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) სტანდარტიზებული
შეფუთვის გარეშე რეალიზაცია ან/და განლაგება.
2. თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი განისაზღვრება ამ
კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“.“.
ბ) პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9–მე-13 პუნქტები:
„9. ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით
განისაზღვრება თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ1“, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა.ზ1“
და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) და მისი შეფუთვის
სტანდარტიზების წესი, რომლის მიზანია:
ა) თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირება;
ბ) სამედიცინო გაფრთხილების ეფექტიანობისა და თვალსაჩინოების გაზრდა;
გ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვით თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების შესახებ
მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობის შემცირება.
10. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ1“, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა.ზ1“
და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე (კოლოფი,
ბლოკი, კონტეინერი და სხვა) ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი
სხვა ელემენტის გამოყენება, გარდა თამბაქოს ნაწარმის მიკვლევადობის ნიშნისა. თამბაქოს
ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ1“, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა.ზ1“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და
სხვა) წარწერა, გარდა თამბაქოს ნაწარმის ბრენდის სახელისა და ვარიანტის სახელისა,
შესრულებული უნდა იყოს ერთიანი, უნიფიცირებული შრიფტით, საქართველოს
სახელმწიფო ენაზე და მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანა. თამბაქოს ნაწარმის
(გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ1“, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა.ზ1“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე ამ ნაწარმის ბრენდის სახელი ან
ვარიანტის სახელი შესრულებული უნდა იყოს ერთიანი, უნიფიცირებული შრიფტით,
საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში იგი შეიძლება
შესრულდეს აგრეთვე ინგლისურ ენაზე და ზომით არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს
სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ამასთანავე,
ფილტრიან სიგარეტზე,
უფილტრო სიგარეტზე, პაპიროსზე, სიგარასა და სიგარილაზე რაიმე სახის წარწერის
დატანის საკითხი რეგულირდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
11. საქართველოს მთავრობა ნორმატიული აქტით იღებს გადაწყვეტილებას თამბაქოს
ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ1“, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა.ზ1“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შემდეგი მახასიათებლების ან/და ელემენტების
დაშვების (გამოყენების) ან აკრძალვის ან მათ მიმართ რაიმე სახის მოთხოვნების
განსაზღვრის შესახებ:
ა) თამბაქოს ნაწარმის ან მისი შეფუთვის ფერი, ზომა და ფორმა;
ბ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის მასალა და ფაქტურა;
გ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გახსნის სახე;
დ) თამბაქოს ნაწარმის გარსი და შიგთავსი;
ე) თამბაქოს ნაწარმსა და მის შეფუთვაზე დასატანი გარკვეული სიტყვები ან ნიშნები (მათ
შორის, გარკვეული სახის ბრენდის, ლოგოს ან სავაჭრო ნიშანი);
ვ) სიტყვები ან ნიშნები, რომელთა თამბაქოს ნაწარმზე ან მის შეფუთვაზე დატანაც
დაშვებულია;
ზ) თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის განმასხვავებელი მახასიათებლები, მათ შორის,
თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის იერსახის ან შინაარსის შეცვლისკენ მიმართული
მახასიათებლები, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის შემდეგ ხმის გამოსაცემად ან სურნელის
გამოსაფრქვევად;
თ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაში მოთავსებული ან გამოყენებული საგანი ან მასალა,
რომელიც არ არის ამ შეფუთვის განუყოფელი ან აუცილებელი ნაწილი;
ი) თამბაქოს ნაწარმზე ან მის შეფუთვაზე მიმაგრებული საგანი, გარდა სავალდებულო
აქციზური მარკისა და ამ მუხლით განსაზღვრული სამედიცინო გაფრთხილებისა;
კ) თამბაქოს ნაწარმის წონის განმსაზღვრელი, რომელიც შეიძლება ამ ნაწარმის შეფუთვაში
იყოს მოთავსებული;
ლ) თამბაქოს ნაწარმის ისეთი მახასიათებელი ან ელემენტი, რომელიც გამოიწვევს ამ
ნაწარმისთვის დამახასიათებელი გემოს მიცემას.
12. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ1“, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა.ზ1“ და „ა.ი“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე ბრენდის სახელის ან
ვარიანტის სახელის გამოსახვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის
ნორმატიული აქტის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის აღნიშნული ნორმატიული
აქტით შესაძლებელია განისაზღვროს:
ა) ბრენდის სახელის ან ვარიანტის სახელის სიგრძის ლიმიტი;
ბ) ბრენდის სახელში ან ვარიანტის სახელში იმ სიტყვებისა და ფერების გამოყენების
აკრძალვა, რომლებმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი თამბაქოს ნაწარმის
მახასიათებლების, ჯანმრთელობაზე ზეგავლენის, რისკის ან გამოფრქვეული
ნივთიერებების შესახებ ან იმის თაობაზე, რომ თითქოს თამბაქოს ეს ნაწარმი სხვა
ნაწარმთან შედარებით ნაკლებად მავნებელია ან მასზე უკეთესია, რადგან ნატურალურია
ან ორგანულია ან სასარგებლოა ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის;
გ) ისეთი სიტყვების ან ფრაზების გამოყენება, რომლებიც გამიზნულია მომხმარებლის
ეკონომიკური წახალისებისთვის;
დ) მოთხოვნები სიტყვების ან ნიშნების გამოსახვის წესის შესახებ, მათ შორის, მანერა და
გარემოებები, რომლითაც და რომლებშიც ეს სიტყვები ან ნიშნები გამოისახება, შესაბამისი
შრიფტის სახე, ზომა და ტიპი, აგრეთვე თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სიტყვების
მდებარეობა და ორიენტაცია.
13. ამ მუხლის მე-9–მე-12 პუნქტების შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტები არ
უნდა ახდენდეს გავლენას პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე –
დაარეგისტრიროს სავაჭრო ნიშანი და საავტორო უფლება, ფლობდეს და განკარგავდეს
მათ.“.“.
გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი და მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს
2024 წლის 1 ოქტომბერს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი განხორციელებული
ცვლილებების შედეგად უკვე აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის დახურულ სივრცეში მოწევა,
თამბაქოს შიდა და გარე ხილვადობა, მომხმარებელთან კომუნიკაცია, რეკლამა. ასევე,
ამოქმედდა სამედიცინო გაფრთხილებების დატანის ვალდებულება და კომპანიებს
დაეკისრათ თამბაქოს ნაწარმისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის
წარდგენის ვალდებულება. გასათვალისწინებელია, რომ თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში
სიკვდილიანობის გამომწვევ მესამე მიზეზადაა დასახელებული. ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის ჩარჩო კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ ადგენს, რომ სიგარეტის
შეფუთვას უნდა ჰქონდეს გარკვეული გამაფრთხილებელი გრაფიკულ/ტექსტური
ეტიკეტები, რომლებიც ჯანმრთელობის რისკებისა და მოწევით გამოწვეული პოტენციური
დაავადებების ილუსტრირებას მოახდენს.
კანონმდებლობის დახვეწის პროცესში, აუცილებელია, თანაბრად იქნას
გათვალისწინებული იმ პირების უფლებები, რომლებზეც გავლენას ახდენს შესაბამისი
ცვლილებები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ერთი მხრივ შენარჩუნდეს „თამბაქოს
კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის სულისკვეთება, რომელიც სრულად
მიმართულია თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შემცირებისკენ და მეორე მხრივ,
მინიმალიზირებული იქნეს შესაბამისი ნაწარმის იმპორტიორთა და მწარმოებელთა
შესაძლო ეკონომიკური დანაკარგები. გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლის 31 ივლისიდან
ამოქმედდება რიგი რეგულაციები, რომელიც გაამკაცრებს თამბაქოს ნაწარმის
შეფუთვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, რაც გარკვეულ ეკონომიკურ გავლენას
მოახდენს ამ ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე, მიზანშეწონილია ამ პირებს
მიეცეთ გარკვეული ვადა, რათა მათ შეძლონ ბაზარზე განთავსებული თამბაქოს ნაწარმის
რეალიზება და გამკაცრებულ კანონმდებლობასთან თავიანთი საქმიანობის სრული
შესაბამისობა.
გასათვალისწინებელია, რომ 2024 წლის 31 ივლისიდან ამოქმედდება რეგულაცია,
რომლის მიხედვითაც მწარმოებლებს აღარ ექნებათ ვალდებულება სიგარეტის ღერზე
დაიტანონ შესაბამისი წარწერა (ბრენდის და ვარიანტის დასახელება), რაც თავისი
შინაარსით საგრძნობლად ართულებს წარმოების პრობლემას, რამდენადაც ტექნიკურად
გართულდება ამ თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის მიკვლევადობა. გამომდინარე იქიდან,
რომ საქართველოს ბაზარზე ძირითადად უცხო ქვეყნის ქარხნებში დამზადებული
თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ხდება, თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორებს კიდევ უფრო
გაურთულდებათ ისეთი ქარხნების მოძიება, რომლებიც შეძლებენ შესაბამისი თამბაქოს
ნაწარმის ღერიის წარწერის გარეშე დამზადებას.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული ომის
გამო, ახლო წარსულში ინდუსტრიას ერთხელ უკვე მოუწია წარმოების სხვა
ქვეყნებში/ქარხნებში გადატანა და ქარხნების კიდევ ერთხელ ცვლილება, არსებითად
უარყოფითად იმოქმედებს უცხო ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის იმპორტიორებზე.
ამასთანავე, ღერზე წარწერის (ბრენდის და ვარიანტის) არ დატანა გააადვილებს
პროდუქციის ფალსიფიცირების შესაძლებლობას. შესაბამისად, ღერზე აღნიშნული
წარწერების დატანა გაართულებს პროდუქტის ფალსიფიცირების შესაძლებლობას და
გააძლიერებს მომხმარებლის მიერ პროდუქტის კონტროლის შესაძლებლობას, რათა
შეცდომაში არ იქნას შეყვანილი.
თავის მხრივ, თამბაქოს პროდუქტები, რომლებიც იწარმოება ევროკავშირის წევრ
ქვეყნებში (საექსპორტო მიზნებისთვისაც კი) უნდა მოიცავდეს შესაბამის ნიშანს Systems for
tobacco traceability and security features - European Commission (europa.eu) თუ აღნიშნული
ნიშანდება არ იქნება დაშვებული, შეუძლებელი გახდება ევროკავშირის ქვეყნებიდან
იმპორტი.
ასევე, ნიკოტინის შემცველ პროდუქტზე, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს და
როგორიც არის, მაგალითად, ნიკოტინის შემცველობით ბალიშები განკუთვნილი
ორალური გამოყენებისთვის, რომელსაც შემადგენლობაში არ აქვს თამბაქო,
მიზანშეწონილი არ არის გავრცელდეს სტანდარტიზებული შეფუთვა, ვინაიდან,
მსოფლიოში არ გვხვდება შემთხვევა, რომ ასეთ პროდუქციას ჰქონდეს სტანდარტიზებული
შეფუთვა.
გამომდინარე
აქედან,
ასეთი
პროდუქტების
სტანდარტიზებული
შეფუთვისადმი დაქვემდებარება დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან და
რესურსებთან, რომელთა გაღება ნაკლებსავარაუდოა მოხდეს მარტოოდენ საქართველოს
ბაზრისთვის. შესაბამისად, აღნიშნული მიგვიყვანს იმპორტიორების ეკონომიკური
საქმიანობის არაპროპორციულ შეზღუდვამდე.
გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ ჯერ-ჯერობით არ არის მიღებული საქართველოს
მთავრობის დადგენილება თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის
შესახებ, მწარმოებლებს კი - ახალ რეგულაციებთან ადაპტირებისთვის შესაბამისი დროის
პერიოდი ესაჭიროებათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ თამბაქოს
ნაწარმის მწარმოებლებს არ წარმოეშვათ გარკვეული ლოჯისტიკური პრობლემები
აუცილებელია, ახალი გამკაცრებული რეგულაციების ამოქმედების გონივრული ვადით
გადავადება. ასევე, მნიშვნელოვანია რომ
მწარმოებლებს თამბაქოს ნაწარმის
დასამზადებლად წინასწარ აქვთ გაკეთებული ისეთი შეკვეთები, რომლებიც
გამომდინარეობს დღეს მოქმედი რეგულაციიდან, შესაბამისად აღნიშნული შეკვეთების
შეცვლა და ახალ რეგულაციაზე მორგება საკმაოდ რთული პროცესია და საჭიროებს დროის
გარკვეულ პერიოდს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის
დარეგულირებისთვის აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, ახალი, გამკაცრებული რეგულაციები
ამოქმედდება 2024 წლის 1 ოქტომბრიდან, გარდა ამისა, თამბაქოს ნაწარმის ღერზე
შესაბამისი წარწერის დატანის აკრძალვა გაუქმდება და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე
შესაძლებელი იქნება თამბაქოს ნაწარმის მიკვლევადობის ნიშნის დატანა.
გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, დასაღეჭი, საწუწნი, შესასუნთქი
თამბაქოს, სიგარის, ნიკოტინის შემცველი პროდუქტის, რომელიც არ შიცავს თამბაქოს
შეფუთვაზე გავრცელდება ზუსტად ის რეგულაციები, რაც დღეის მდგომარეობით
მოქმედებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა.ი“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ - გასახურებელ თამბაქოზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტის თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის ახალი,
გამკაცრებული რეგულაციები ამოქმედდება 2024 წლის 1 ოქტომბრიდან, გარდა ამისა,
თამბაქოს ნაწარმის ღერზე შესაბამისი წარწერის დატანის აკრძალვა უქმდება. ამასთანავე,
თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე შესაძლებელი იქნება თამბაქოს ნაწარმის მიკვლევადობის
ნიშნის დატანა.
გარდა ამისა, ამასთანავე, კანონპროექტი ითვალისწინებს რიგ პუნქტებში
ცვლილებას, რომლის მიხედვითაც დასაღეჭი, საწუწნი, შესასუნთქი თამბაქოს, სიგარის,
ნიკოტინის შემცველი პროდუქტის, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს - შეფუთვაზე აღარ
გავრცელდება კანონის 51 მუხლით განსაზღვრული რეგულაციები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ
კანონპროექტზე, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილებების გამოქვეყნებისთანავე
ამოქმედება, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს
ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის
გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია საგაზაფხულო სესიის
დასრულებამდე მოესწროს აღნიშნული კანონპროექტის მიღება, გარდა ამისა, ახალი
რეგულაციები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამოქმედდება 2024 წლის 31
ივლისს, შესაბამისად ამ დრომდე შეუძლებელია კანონპროექტის სამი მოსმენით მიღება.
აღნიშნულიდან გამომდინარე
მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან და არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ცვლილების შედეგად, ვინაიდან როგორც გადავადების, ასევე გაუქმების
შემთხვევაში აღარ მოხდება სამართალდამრღვევი პირების დაჯარიმება, შესაბამისად არ
მოხდება პოტენციური ჯარიმების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში ასახვა.
პოტენციურად იმპორტიორები, რომლებზედაც ვრცელდება ინიციატივა, შეძლებენ
დამატებითი შემოსავლების მიღებას და შესაბამისი გადასახადები აისახება ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილში, რაც მოქმედი რედაქციით ვერ განხორციელდებოდა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები,
კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფო მიერ
ახალი
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი კანონპროექტით
კატეგორიის პროდუქციისთვის:
უქმდება
სტანდარტიზების
წესი
შემდეგი
ა.ბ1) სიგარა;
ა.ე) დასაღეჭი თამბაქო, საწუწნი თამბაქო, შესასუნთქი თამბაქო;
ა.ზ1)ნიკოტინის შემცველი პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს
განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად;
თამბაქოს
და
შესაბამისად, ამ კატეგორიის პროდუქციის მწარმოებლებსა და იმპორტიორებს აღარ
მოუწევთ ხარჯების გაწევა თავიანთი პროდუქციის რეგულაციებთან შესაბამისობაში
მოყვანის მიზნით.
გარდა ამისა, მათ შეუნარჩუნდებათ ის მომხმარებლები, რომლებიც შესაძლოა
პროდუქციის სტანდარტიზების შედეგად დაეკარგათ.
ასევე, თამბაქოს ნაწარმის ღერზე შესაბამისი წარწერის დატანის აკრძალვა გაუქმდება
და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე შესაძლებელი იქნება თამბაქოს ნაწარმის
მიკვლევადობის ნიშნის დატანა, შესაბამისად, ეს რეგულაციებიც დადებით გავლენას
იქონიებს თამბაქოს იმპორტიორებსა და მწარმოებლებზე, როგორც ხარჯების
შემცირების და მომხმარებელთა შენარჩუნების, ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან
თამბაქოს იმპორტის შესაძლებლობის კუთხით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება:
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება
არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: ირაკლი კირცხალია
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: ირაკლი კირცხალია