„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-24
ბიუროს ნომერი 367
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №76, 29.12.2010, მუხ. 500) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) თამბაქოს ნაწარმი – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნაწარმი (გარდა
ნიკოტინის შემცველი სამკურნალწამლო საშუალებისა), რომელიც განკუთვნილია
მოსაწევად, დასაღეჭად, საწუწნად ან შესასუნთქად, მათ შორის:
ა.ა) ფილტრიანი სიგარეტი, უფილტრო სიგარეტი;
ა.ბ) პაპიროსი, სიგარილა;
ა.ბ1) სიგარა;
ა.გ) საჩიბუხე თამბაქო, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო;
ა.დ) შესახვევი თუთუნი;
ა.ე) დასაღეჭი თამბაქო, საწუწნი თამბაქო, შესასუნთქი თამბაქო;
ა.ვ) ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი
მასალა/კარტრიჯი/კაფსულა;
ა.ზ) თამბაქოს ახალი ნაწარმი − თამბაქოს შემცველი პროდუქტი, რომელიც არ შედის ამ
მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თამბაქოს ნაწარმის არცერთ სხვა კატეგორიაში;
ა.ზ1) ნიკოტინის შემცველი პროდუქტი თამბაქოს გარეშე, განკუთვნილი ადამიანის მიერ
ნიკოტინის მისაღებად;
ა.თ) თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები;
ა.ი) გასახურებელი თამბაქო − თამბაქოს ნაწარმი (გარდა ელექტრონული სიგარეტის ან სხვა
მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალისა/კარტრიჯისა/კაფსულისა),
რომელიც განკუთვნილია მხოლოდ გახურების გზით მოხმარებისთვის;
2. მე-6 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ1“, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა.ზ“, „ა.ზ1“ და „ა.ი“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) თითოეულ კოლოფსა/ბლოკსა
და შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით
დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება. აღნიშნული სამედიცინო გაფრთხილება
უნდა მოიცავდეს ძირითად სამედიცინო გაფრთხილებას, დამატებით სამედიცინო
გაფრთხილებას
(საქართველოს
კანონმდებლობით
დამტკიცებული
შესაბამისი
პიქტოგრამით, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში – შესაბამისი ტექსტობრივი წარწერით) და საკონტაქტო
ტელეფონის ნომერს.
ბ) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ1“, „ა.ე“, „ა.ზ“, „ა.ზ1“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული უნდა
იყოს საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება,
ამასთანავე საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს
შესაბამისი პიქტოგრამის დატანის ვალდებულება და სათანადო წესი.“.
გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ძირითადი სამედიცინო გაფრთხილების 3 ნიმუშს,
დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების 9 ნიმუშს და შესაბამისი პიქტოგრამის 9 ნიმუშს,
ტექსტობრივი წარწერის 1 ნიმუშს, შესაბამისი საინფორმაციო ფურცლის ფორმებს, ამ
კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ1“, „ა.ე“, „ა.ზ“, „ა.ზ1“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
თამბაქოს ნაწარმისთვის − სამედიცინო გაფრთხილების 2 ნიმუშს და საჭიროების
შემთხვევაში, შესაბამისი პიქტოგრამის 2 ნიმუშს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს,
აგრეთვე სამედიცინო გაფრთხილების კომპიუტერულ შრიფტსა და ზომას, გამოსახულების
ხარისხის შესაბამის პარამეტრებს.
4. პიქტოგრამის ნიმუში უნდა შეესაბამებოდეს და შეიცავდეს დამატებითი სამედიცინო
გაფრთხილების ტექსტს, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ1“, „ა.ე“, „ა.ზ“, „ა.ზ1“ და „ა.ი“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში − სამედიცინო
გაფრთხილების ტექსტს და უნდა იკავებდეს სამედიცინო გაფრთხილების საქართველოს
მთავრობის მიერ დამტკიცებულ ნაწილს.“;
დ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა წლის განმავლობაში უნდა
გამოიყენოს ყველა ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის
„ა.ბ1“, „ა.ე“, „ა.ზ“, „ა.ზ1“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის
შემთხვევაში − ყველა სამედიცინო გაფრთხილება, იმგვარად, რომ ისინი გასაყიდი
თამბაქოს ნაწარმის თითოეული სახეობის კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე თანაბრად
განაწილდეს;“;
ე) მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) განთავსებული: დამატებითი სამედიცინო გაფრთხილება − კოლოფის წინა გვერდზე;
ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება − კოლოფის უკანა გვერდზე, ხოლო ამ კანონის მე-3
მუხლის „ა.ბ1“, „ა.ე“, „ა.ზ“, „ა.ზ1“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს
ნაწარმის შემთხვევაში − კოლოფის წინა და უკანა გვერდებზე.
2. 121 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. 2025 წლის 1 მარტამდე საქართველოს ბაზარზე განთავსება და 2025 წლის 1 აპრილამდე
რეალიზაცია შესაძლებელია თამბაქოს იმ ნაწარმის, რომელიც შესაბამისობაშია 2024 წლის
1 ოქტომბრამდე მოქმედ საქართველოს კანონმდებლობასთან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
განმარტებით ბარათში აღწერილია რიგი საკითხები, რომელიც წარმოადგენს გამოწვევას
გამკაცრებული რეგულაციების ამოქმედებასთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა 2024
წლის 31 ივლისიდან ამოქმედდება რეგულაცია, რომლის მიხედვითაც მწარმოებლებს აღარ
ექნებათ უფლებამოსილება შესაბამის თამბაქოს ნაწარმის ღერზე დაიტანონ შესაბამისი
წარწერა (ბრენდის და ვარიანტის დასახელება), რაც თავისი შინაარსით საგრძნობლად
ართულებს წარმოების პრობლემას, რამდენადაც ტექნიკურად გართულდება თამბაქოს
ნაწარმის მწარმოებლის მიკვლევადობა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ბაზარზე
ძირითადად უცხო ქვეყნის ქარხნებში დამზადებული თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია
ხდება, თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორებს კიდევ უფრო გაურთულდებათ ისეთი
ქარხნების მოძიება, რომლებიც შეძლებენ თამბაქოს ნაწარმის ღერიის შესაბამისი წარწერის
გარეშე დამზადებას.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული ომის
გამო, ახლო წარსულში ინდუსტრიას ერთხელ უკვე მოუწია წარმოების სხვა
ქვეყნებში/ქარხნებში გადატანა და ქარხნების კიდევ ერთხელ ცვლილება, არსებითად
უარყოფითად იმოქმედებს უცხო ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის იმპორტიორებზე.
ამასთანავე, ღერზე წარწერის (ბრენდის და ვარიანტის) არ დატანა გაადვილებს
პროდუქციის ფალსიფიცირების შესაძლებლობას. შესაბამისად, ღერზე აღნიშნული
წარწერების დატანა გაართულებს პროდუქტის ფალსიფიცირების შესაძლებლობას და
გააძლიერებს მომხმარებლის მიერ პროდუქტის კონტროლის შესაძლებლობას, რათა
შეცდომაში არ იქნას შეყვანილი.
თავის მხრივ, თამბაქოს პროდუქტები, რომლებიც იწარმოება ევროკავშირის წევრ
ქვეყნებში (საექსპორტო მიზნებისთვისაც კი) უნდა მოიცავდეს შესაბამის ნიშანს Systems for
tobacco traceability and security features - European Commission (europa.eu) თუ აღნიშნული
ნიშანდება არ იქნება დაშვებული, შეუძლებელი გახდება ევროკავშირის ქვეყნებიდან
იმპორტი.
გარდა ამისა, საჭიროა რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის
რეგულირების სფეროში მოექცეს პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს, თუმცა არის
ნიკოტინის შემცველი ისეთი პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს და
განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად.
მიზანშეწონილია, რომ ამ პროდუქტზე, რომელიც შეიცავს ნიკოტინს თუმცა,
შემადგენლობაში არ აქვს თამბაქო, არ გავრცელდეს სტანდარტიზებული შეფუთვის
რეგულაცია, ვინაიდან, მსოფლიოში არ გვხვდება შემთხვევა, რომ ასეთ პროდუქციას
ჰქონდეს სტანდარტიზებული შეფუთვა. გამომდინარე აქედან, ასეთი პროდუქტების
სტანდარტიზებული შეფუთვისადმი დაქვემდებარება დაკავშირებულია დამატებით
ხარჯებთან და რესურსებთან, რომელთა გაღება ნაკლებსავარაუდოა მოხდეს მარტოოდენ
საქართველოს ბაზრისთვის. შესაბამისად, აღნიშნული მიგვიყვანს იმპორტიორების
ეკონომიკური საქმიანობის არაპროპორციულ შეზღუდვამდე.
გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ ჯერ-ჯერობით არ არის მიღებული საქართველოს
მთავრობის დადგენილება თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის
შესახებ, მწარმოებლებს კი - ახალ რეგულაციებთან ადაპტირებისთვის შესაბამისი დროის
პერიოდი ესაჭიროებათ, შესაბამისად იმისათვის, რომ თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებს
არ წარმოეშვათ გარკვეული ლოჯისტიკური პრობლემები აუცილებელია, ახალი
გამკაცრებული რეგულაციების გონივრული ვადით გადავადება. ასევე, მნიშვნელოვანია
რომ მწარმოებლებს თამბაქოს ნაწარმის დასამზადებლად წინასწარ აქვთ გაკეთებული
ისეთი შეკვეთები, რომლებიც გამომდინარეობს დღეს მოქმედი რეგულაციიდან,
შესაბამისად აღნიშნული შეკვეთების შეცვლა და ახალ რეგულაციაზე მორგება საკმაოდ
რთული პროცესია და საჭიროებს დროის გარკვეულ პერიოდს.
აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია თამბაქოს ნაწარმის იმპორტიერებს მიეცეთ
გარკვეული დრო თამბაქოს ნაწარმის განთავსებისთვისა და რეალიზებისთვის.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის
დარეგულირებისთვის აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი ცვლილების მიღების შემთხვევაში, 2025 წლის 1 მარტამდე
საქართველოს ბაზარზე განთავსება და 2025 წლის 1 აპრილამდე რეალიზაცია შესაძლებელი
იქნება თამბაქოს იმ ნაწარმის, რომელიც შესაბამისობაშია 2024 წლის 1 ოქტომბრამდე
მოქმედ საქართველოს კანონმდებლობასთან. ამასთანავე, წარმოდგენილი ცვლილების
მიხედვით, საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლებამოსილება გასახურებელი თამბაქოს
ან თამბაქოს ახალი ნაწარმის შეფუთვაზე შესაბამისი პიქტოგრამის დატანის ვალდებულება
განსაზღვროს და დაადგინოს მისი დატანის წესი.
გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, დასაღეჭი, საწუწნი, შესასუნთქი
თამბაქოს, სიგარის, ასევე, ნიკოტინის შემცველი იმ პროდუქტის, რომელიც არ შეიცავს
თამბაქოს - შეფუთვაზე გავრცელდება
ზუსტად ის რეგულაციები, რაც დღეის
მდგომარეობით მოქმედებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3
მუხლის „ა.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ - გასახურებელ თამბაქოზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად ცვლილება შედის „თამბაქოს
კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის მე-6 პუნქტში, რის მიხედვითაც
2025 წლის 1 მარტამდე საქართველოს ბაზარზე განთავსება და 2025 წლის 1 აპრილამდე
რეალიზაცია შესაძლებელი იქნება თამბაქოს იმ ნაწარმის, რომელიც შესაბამისობაშია 2024
წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედ საქართველოს კანონმდებლობასთან. ამასთანავე,
წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით
შესაძლებელი გახდება გასახურებელი თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის შეფუთვაზე
შესაბამისი პიქტოგრამის დატანის ვალდებულებისა და შესაბამისი წესის განსაზღვრა.
გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს რიგ პუნქტებში ცვლილებას, რომლის
მიხედვითაც დასაღეჭი, საწუწნი, შესასუნთქი თამბაქოს, სიგარის, ნიკოტინის შემცველი
პროდუქტის, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს შეფუთვაზე აღარ გავრცელდება კანონის 51
მუხლით განსაზღვრული რეგულაციები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ
კანონპროექტზე, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილებების გამოქვეყნებისთანავე
ამოქმედება, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს
ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის
გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია საგაზაფხულო სესიის
დასრულებამდე მოესწროს აღნიშნული კანონპროექტის მიღება, გარდა ამისა, ახალი
რეგულაციები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამოქმედდება 2024 წლის 31
ივლისს, შესაბამისად ამ დრომდე შეუძლებელია კანონპროექტის სამი მოსმენით მიღება.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან და არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ცვლილების შედეგად, ვინაიდან როგორც გადავადების, ასევე გაუქმების
შემთხვევაში აღარ მოხდება სამართალდამრღვევი პირების დაჯარიმება, შესაბამისად არ
მოხდება პოტენციური ჯარიმების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში ასახვა.
პოტენციურად იმპორტიორები, რომლებზედაც ვრცელდება ინიციატივა, შეძლებენ
დამატებითი შემოსავლების მიღებას და შესაბამისი გადასახადები აისახება ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილში, რაც მოქმედი რედაქციით ვერ განხორციელდებოდა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფო მიერ
ახალი
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება სტანდარტიზების წესი შემდეგი
კატეგორიის პროდუქციისთვის:
ა.ბ1) სიგარა;
ა.ე) დასაღეჭი თამბაქო, საწუწნი თამბაქო, შესასუნთქი თამბაქო;
ა.ზ1) ნიკოტინის შემცველი პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს და
განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად.
შესაბამისად, ამ კატეგორიის პროდუქციის მწარმოებლებსა და იმპორტიორებს აღარ
მოუწევთ ხარჯების გაწევა თავიანთი პროდუქციის რეგულაციებთან შესაბამისობაში
მოყვანის მიზნით.
გარდა ამისა, მათ შეუნარჩუნდებათ ის მომხმარებლები, რომლებიც შესაძლოა
პროდუქციის სტანდარტიზების შედეგად დაეკარგათ.
ასევე, იმისა გათვალისწინებით, რომ შესაძლებელი გახდება 2025 წლის 1 მარტამდე
საქართველოს ბაზარზე განთავსება და 2025 წლის 1 აპრილამდე რეალიზაცია თამბაქოს
იმ ნაწარმის, რომელიც არ იქნება სტანდარტიზებულად შეფუთული.
ეს იქნება დადებითი ფინანსური გავლენა თამბაქოს მწარმოებლებსა და
იმპორტიორებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება:
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება
არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: ირაკლი კირცხალია
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: ირაკლი კირცხალია