საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატებთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.06.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-9043/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-24
ბიუროს ნომერი 367

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-9043/24 21-06-2024 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, 2024 წლის 31 მაისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა (N1-6244/24; 31.05.2024) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი. გიგზავნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-9039/24 21-06-2024 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ (N1-6244/24; 31.05.2024) 2024 წლის 31 მაისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა (N1-6244/24; 31.05.2024) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი. 2024 წლის 4 ივნისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება და თანდართული მასალები საქართველოს პარლამენტის ბიუროს N360/1 გადაწყვეტილებით გადაეცა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. I. კომიტეტის სამუშაო ჯგუფი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მისთვის წარდგინებისა და თანდართული მასალების გადაცემიდან 3 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2041 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად შექმნა სამუშაო ჯგუფი. კომიტეტმა სამუშაო ჯგუფში წარმომადგენლის დასახელება და ამ ჯგუფში მონაწილეობის მიღება შესთავაზა ყველა საპარლამენტო ფრაქციას, ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს, პარლამენტის უფრაქციო წევრთა ჯგუფს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. აღნიშნული სუბიექტების ნაწილმა წარადგინა წარმომადგენელი სამუშაო ჯგუფის წევრად და, შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ შემდეგი წევრები: თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge  რატი იონათამიშვილი  სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი (ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);  ანრი ოხანაშვილი (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);  ალექსანდრე ტაბატაძე (თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);  გივი მიქანაძე (განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);  დავით მათიკაშვილი (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);  ალუდა ღუდუშაური (ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);  თენგიზ შარმანაშვილი (თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);  ირაკლი შატაკიშვილი (საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);  სავალან მირზოევი (ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);  სალომე ქურასბედიანი (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);  გენრიეტა წიწავა (საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე);  ირაკლი კირცხალია (საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე);  ქეთევან ჩარკვიანი (საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);  იმედა ნიკურაძე (საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);  ლევან მაჭავარიანი (საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);  გურამ მაჭარაშვილი (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრი);  ფრიდონ ინჯია (საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე);  დავით სიმონია (საჯარო სამართლის იურიდიული პირის  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი);  თამარ ზარანდია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი). სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა 2024 წლის 6 ივნისს. შეხვედრის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეული კანდიდატის თაობაზე. ამასთანავე, სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ სამუშაო ჯგუფის წევრების შემაჯამებელი მოსაზრება და სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი სხდომის ოქმი. სამუშაო ჯგუფის წევრთა აზრით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები, მათ მიერ დამატებით წარმოდგენილი ცალკეული დოკუმენტების გათვალისწინებით, შეესაბამებიან კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს. II. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2024 წლის 4 ივნისის თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2041 სხდომაზე კომიტეტის მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტთან შეთანხმებით განსაზღვრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის პროცედურა; კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოველ კანდიდატს განესაზღვრა 5წუთიანი დრო კომიტეტის წინაშე თავის წარსადგენად, ხოლო საპარლამენტო და არასაპარლამენტო სუბიექტებს თითოეულ კანდიდატთან კომიტეტის საჯარო სხდომაზე გასაუბრებისთვის განესაზღვრათ შემდეგი დრო: − საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის მსგავსად, ყოველი საპარლამენტო ფრაქციისა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფისთვის განისაზღვრა იმდენი წუთი, პარლამენტის რამდენი წევრიც არის გაერთიანებული აღნიშნულ ფრაქციაში/საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფში, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა (შესაბამისად, საპარლამენტო ფრაქციას „ქართული ოცნება“ გასაუბრებისთვის თითოეულ განესაზღვრა კანდიდატთან 74 წუთი, კომიტეტის საჯარო სხდომაზე საპარლამენტო ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ − გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 20 წუთი, ხოლო საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს − 15−15 წუთი). ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის მსგავსად, პარლამენტის იმ წევრთა ჯგუფისთვის, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციასა თუ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფში, განისაზღვრა იმდენჯერ 3 წუთი, პარლამენტის რამდენი უფრაქციო წევრიც არის ამჟამად საქართველოს პარლამენტში (შესაბამისად, პარლამენტის 8 უფრაქციო წევრს თითოეულ კანდიდატთან კომიტეტის საჯარო სხდომაზე გასაუბრებისთვის განესაზღვრა ჯამში 24 წუთი). − კანდიდატებთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცათ აგრეთვე არასაპარლამენტო სუბიექტების − საქართველოს სახალხო დამცველის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს; არასაპარლამენტო სუბიექტებიდან თითოეულს ყოველ კანდიდატთან კომიტეტის საჯარო სხდომაზე გასაუბრებისთვის 15 წუთი (ჯამში 60 წუთი) განესაზღვრა. ამასთანავე, დადგინდა, რომ კომიტეტი კანდიდატებს მოუსმენდა მათი გვარების ანბანური თანამიმდევრობით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენა ღიად, გამჭვირვალედ, საჯაროობის უმაღლესი სტანდარტითა და საქართველოს კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით წარიმართა. ამასთანავე, უზრუნველყოფილ იქნა კომიტეტის სხდომის პროცესში ყველა შესაბამისი სუბიექტის მონაწილეობის შესაძლებლობა. მოსამართლეობის კანდიდატების იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის პროცესი ე. წ. live stream-ით გადაიცემოდა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდისა და შესაბამისი youtube-გვერდის მეშვეობით. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმინა 2024 წლის 20 ივნისის სხდომაზე. III. კენჭისყრის შედეგები საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები შეფასდნენ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. მათი შეფასებისას გათვალისწინებულ იქნა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2024 წლის 20 ივნისის სხდომაზე კენჭისყრისას დაფიქსირდა შემდეგი შედეგი: ა) გიზო უბილავა − კანდიდატი საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნია კომიტეტის 9 წევრმა (მოიპოვა კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა). ბ) ბადრი შონია − კანდიდატი საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნია კომიტეტის 9 წევრმა (მოიპოვა კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა). გ) გოჩა ჯეირანაშვილი − კანდიდატი საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნია კომიტეტის 9 წევრმა (მოიპოვა კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა). IV. რეკომენდაცია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მის მიერ ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გასცა რეკომენდაცია, რომ გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი არჩეულ იქნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად. ამასთანავე, კომიტეტი სასამართლოს მიიჩნევს, მოსამართლეობის რომ მიზანშეწონილია, აღნიშნულ კანდიდატებს საქართველოს უზენაესი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე, მათი გვარების ანბანური თანამიმდევრობით ეყაროთ კენჭი, ხოლო იმ კანდიდატმა, რომელიც რიგითობით პირველი იქნება არჩეული, დაიკავოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თანამდებობა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მოსამართლის ამჟამინდელი ვაკანტური