საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი, „სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში“ - თემატურ მოკვლევაზე კომიტეტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.06.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#2-9072/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-24
ბიუროს ნომერი 367

📜 ტექსტი

წერილი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 2-9072/24 24-06-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა, რომელიც სწავლობდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის პრაქტიკას, დაასრულა მუშაობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ თემატური მოკვლევის დასკვნას. დანართი 54 გვერდი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიში სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიში სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში 2024 წელი თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები: რამინა ბერაძე − მთავარი მომხსენებელი გიორგი ჩაკვეტაძე − ჯგუფის წევრი ბაია კვიციანი − ჯგუფის წევრი თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიშზე მუშაობდნენ: გიორგი არზიანი − განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატი ნინო გრიგალაშვილი − განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატი სარჩევი შესავალი 6 თემატური მოკვლევის შესახებ 7 მოკვლევის ამოცანა 7 მეთოდოლოგია 7 საკითხის აქტუალობა 8 ეროვნული სასწავლო გეგმა 9 ეროვნული სასწავლო გეგმის გლობალური ხასიათი 10 ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა 12 სასკოლო სასწავლო გეგმა 15 დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები ეროვნულ სასწავლო გეგმაში 20 მოსწავლეთა კომპეტენციების შეფასება 22 თავის ძირითადი მიგნებები 23 პროფესიული განვითარება თავის ძირითადი მიგნებები კოლეგიალური ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობა 24 25 26 დეცენტრალიზაცია და ავტონომია 26 საგანმანათლებლო რესურსცენტრი 28 სამეურვეო საბჭო 29 მოსწავლეთა თვითმმართველობა 35 თავის ძირითადი მიგნებები 43 ძირითადი მიგნებები 45 რეკომენდაციები 47 შეჯამება 49 გამოყენებული ლიტერატურა 50 5 შესავალი სკოლის დემოკრატიული მმართველობა და მასში სასკოლო საზოგადოების მონაწილეობა უზრუნ ველყოფს სკოლების გაძლიერებას, მისი ფუნქციონირების პროცესში ამ საზოგადოების უნიკალური კულტურის ასახვას. ამასთანავე, მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უყალიბდებათ მი კუთვნების განცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ. თავის მხრივ, დემოკრატიული კანონმდებლობის აღსრულებისა და ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქცი ონირებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, ვინაიდან აღნიშნულმა სექტორმა უნდა უზრუნველყოს ახალგაზრდებში იმ ცოდნის, უნარების, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების განვი თარება, რომელსაც უნდა ფლობდეს პასუხისმგებლიანი მოქალაქე დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებისას.1 2023 წლის შემოდგომის სესიაზე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დაიწყო თემატური მოკვლევა სახელწოდებით − „სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში“. თემატური მოკვლევა მომზადდა სკოლის დირექტორების, სამეურვეო საბჭოს წევრების, მასწავლებ ლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წერილობითი, ზეპირი მოსმენებისა და ფოკუს-ჯგუფებში გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე. მოკვლევის ჯგუფმა მიიღო 100-ზე მეტი წერილობითი მოსაზრება, ჩატარდა 3 გასვლითი სამუშაო შეხვედრა და 5 ფოკუს-ჯგუფი. ანგარიშში განხილულია ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს სწავლა-სწავლების ხარისხს და მოითხოვს შეთანხმებას სასკოლო საზოგადოებასთან. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მის როლზე დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარების კუთხით. დოკუმენტში მიმოხილულია სკოლის კოლეგიალური ორგანოების, კერძოდ, სამეურვეო საბჭოსა და მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობა. აღნიშნული განხილულია დეცენტრალიზაციისა და ავტონომიურობის კონტექსტში, ამ თვალსაზრისით, კი დამხმარე მექანიზმად მიმოხილულია რესურს ცენტრის როლი და ფუნქცია. მონაწილეობის, ჩართულობისა და სკოლის დემოკრატიულ ინსტიტუციად ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დირექტორებისა და მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, რათა უზრუნველყონ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ასახული კომპეტენციების განვითარება და მეტი მიმღებლობა ჰქონდეთ სასკოლო საზოგადების ჩართულობის, მათ შორის, მათი კრიტიკული უკუკავში რის მიმართ. სწორედ ამ მიზნით, დოკუმენტში ცალკე თავად არის წარმოდგენილი პროფესიული განვითარების კომპონენტი. თემატური მოკვლევის ანგარიში მოიცავს ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს აღმასრულებელი ხელისუფლების მისამართით. 1 ევროპის საბჭო, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩო გზამკვლევი დანერგვისთვის, ხელმი საწვდომია: https://rm.coe.int/rfcdc-v3-geo/168098361b 6 თემატური მოკვლევის შესახებ თემატური მოკვლევა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ინსტრუმენტია, რომელიც აძლიერებს საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციებს და ხელს უწყობს ამ ფუნქციათა ქმედით შესრულებას. თემატურ მოკვლევას კომიტეტი იყენებს აქტუალური საკითხის შეს წავლისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. მიმდინარე თე მატური მოკვლევის მიზანია, სკოლის მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის პრაქტიკის, მიღწევებისა და გამოწვევების შესწავლა და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის შესა ბამისი რეკომენდაციების მომზადება. მოკვლევის ამოცანა სკოლის დემოკრატიულ მმართველობას განაპირობებს მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობა. მოკვლევის ძირითად ამოცანად განისაზღვრა: • ეროვნული სასწავლო გეგმის შესწავლა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითა რების კონტექსტში. ამასთანავე, სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის შეფასება; • სკოლის კოლეგიალური ორგანოების საქმიანობის ანალიზი და მასთან დაკავშირებული გამოწ ვევების იდენტიფიცირება; • სკოლის ბაზაზე განხორციელებულ არაფორმალურ აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობასთან დაკავშირებული გამოწვევების მიმოხილვა; • პროფესიული განვითარების პროგრამების ეფექტიანობა დემოკრატიული კულტურის კომპეტენ ციებთან და ეფექტიან ჩართულობასთან მიმართებით. მეთოდოლოგია როგორც უკვე აღინიშნა, თემატური მოკვლევა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვა ლისწინებული საზედამხედველო ინსტრუმენტია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ეხმარება აქ ტუალური საკითხის შესწავლაში, მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნვალყოფასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დასკვნის მომზადებაში. აღნიშნულ პროცესში, დაინტერესებულ მხარეებს ეძლევათ სა კუთარი მოსაზრებებისა და დაკვირვებების გაზიარების შესაძლებლობა, როგორც წერილობით, ასევე ზეპირი მოსმენების ფარგლებში. მოკვლევის მომზადების შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტმა მიიღო 2023 წლის 16 ოქტომბერს. ამის შემდეგ, შემუშავდა ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტი, რომელიც განთავსდა საქართველოს პარლა მენტის ვებგვერდზე, ხოლო დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ, მის საფუძველზე წარ მოედგინათ დასაბუთებული მოსაზრებები. მოცემულ დოკუმენტში წარმოდგენილი ანალიზი ეყრდნობა მიღებულ მოსაზრებებს, ზეპირი მოს მენებისას გამართულ დისკუსიებისა და ფოკუს-ჯგუფების შედეგებს, ასევე განსახილველ თემაზე ჩატარებულ კვლევებს. მოსაზრებების ავტორებს შორის არიან საჯარო სკოლების, დარგობრივი ორგანიზაციების, მასწავლებელთა პროფესიული კავშირის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საუნივერსიტეტო სექტორის წარმომადგენლები. ანგარიშში წარმოდგენილი მიგნებები ეყრდნობა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებს, ჩატა რებულ კვლევებისა და ზეპირი მოსმენების შედეგად მიღებულ ინფორმაციას. 7 საკითხის აქტუალობა სხვადასხვა თეორიის მიხედვით, სკოლა სოციალური ურთიერთობების სისტემაა, რომელიც შედგება ურთიერთქმედებაში მყოფი ადამიანებისგან. სკოლისთვის, როგორც სოციალური სისტემისთვის დამახასიათებელი ნიშნებია: • განსაზღვრული პოპულაცია; • ურთიერთდამოკიდებულების კომპონენტი; • უნიკალური კულტურა. სხვა სოციალური სისტემის მსგავსად, სკოლებზეც აისახება თემში არსებული ღირებულებების გავ ლენა, მასში გადანაწილებულია როლები და სტატუსები, ასევე სკოლებს აქვთ საერთო მიზანი, რაც გაწერილია სხვადასხვა ნორმატიულ დოკუმენტში.2 სასკოლო საზოგადოების ჩართულობა სკოლის მართვის პროცესში აუმჯობესებს სწავლის ხარისხს. მშობლების, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და თემის სხვა წევრების ჩართვა სასკოლო აქტივო ბებში, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღებაში უზრუნველყოფს პოლიტიკისა და პრაქტიკის შესა ბამისობას მოსწავლეთა საჭიროებებთან.3 სხვადასხვა კვლევა ცხადყოფს, რომ დაინტერესებულ პირთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ზრდის მათ მოტივაციას, მეტი წვლილი შეიტანონ სკოლის განვითარებაში. ამასთანავე, აღნიშნულმა მიდგომამ, შესაძლებელია, ხელი შეუწყოს სკოლისთვის საჭირო რესურსების მობილი ზებასაც, რაც აისახება სწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე.4 ამერიკის დაწყებითი სკოლის დირექტორთა ეროვნული ასოციაციის კვლევის მიხედვით, სკოლები, რომლებიც სხვადასხვა მექანიზმებით ხელს უწყობენ თანამშრომლობისა და კომუნიკაციის პლატ ფორმების განვითარებას, სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის სარგებლობენ მეტი ნდობით. საქართველოში სასკოლო თემის ჩართულობის ბაზას ქმნის არაერთი საკანონმდებლო აქტი, თუ პოლიტიკის დოკუმენტი. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, გამოიყოს ისეთი პლატფორმები, როგორიცაა სამეურვეო საბჭო და მოსწავლეთა თვითმმართველობა, რომელიც სავალდებულო სტრუქტურაა ყველა საჯარო სკოლისთვის. გარდა ამისა, არაერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აფუძნებს მოსწავლეთა კომიტეტს, ან სხვა სახის სტრუქტურებს მშობელთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად. სკოლის ინკლუზიურ მართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობასა და მოსწავლეთა მხარდაჭერის საკითხებს ითვალისწინებს ისეთი მარე გულირებელი დოკუმენტები, როგორიცაა: 2 • ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი; • ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები; • ეროვნული სასწავლო გეგმა; • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტი; სესილ გ. მისკელი, განათლების სფეროს ადმინისტრირება − თეორია, კვლევა და პრაქტიკა, USAID და EMP Epstein, J. L. (2011). School, family, and community partnerships: Preparing educators and improving schools. Westview Press. 3 Smylie, M. A., Conley, S., & Marks, H. M. (2015). Leadership for highly effective schools: Creating a col laborative culture. Routledge. 4 8 • საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი; • მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი; • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანება; • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეც ნიერების მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანება. ზემოხსენებულის მიუხედავად, არაერთი მოსაზრება და კვლევა ადასტურებს სკოლის კოლეგიალური ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობის პრობლემას. სწორედ ამ მიზეზით, მოცემული კვლევის ფარ გლებში, გაანალიზდება სკოლების დემოკრატიული მართვის ხელშემშლელი ფაქტორები. ეროვნული სასწავლო გეგმა სწავლის შედეგებზე, ზოგადი განათლების სისტემის მიღწევებსა და გამოწვევებზე მსჯელობისას ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული ხასიათის მქონე დოკუმენტი ეროვნული სასწავლო გეგმაა. ეროვნული სასწავლო გეგმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სავალდებულო დო კუმენტია, რომელიც მოიცავს სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებსა და რეკომენდაციებს, ასევე იმ უნარ-ჩვევების ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის დამთავრებისას.5 დოკუმენტი 2006 წლის 28 სექტემბერს დამტკიცდა, რომელსაც მოჰყვა დანერგვის გრძელვადიანი გეგმა, თუმცა მის შემუშავებას წინ ხანგრძლივი სამუშაოები უძღოდა.6 2011-2016 წლებში მოქმედებდა მეორე თაობის, ხოლო 2018 წლიდან მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის დანერგვის პროცესი ეხლაც მიმდინარეობს. თავის მხრივ, ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება „ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს“, დეკლარაციული ხასიათის პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს მომავალი თაობების აღზრდასა და სისტემის ფორმირებასთან დაკავშირებულ ძირითად მიდგომებს, ხედვებსა და ღირებულებებს. შესაბამისად, ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, უზრუნველყოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების პრაქტიკაში განხორციელება.7 ეროვნული სასწავლო გეგმის მისიაა მოსწავლის ჰოლისტური განვითარება, რომელიც მოიცავს შემეცნებით, ფიზიკურ და ფსიქო-სოციალურ განზომილებებს, ხოლო მიზნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია სასწავლო ამოცანებისა და ცხოვრებისეული პრობლემების წარმატებით გადაჭრა მრავალფეროვანი სტრატეგიებისა და მიდგომების საშუალებით.8 5 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N40/ნ ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ. 6 გ. ჭანტურია, მ. ქადაგიძე, გ. მელიქიძე, „სასკოლო განათლების ისტორია 1990 − 2020“, 2020. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N40/ნ ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ. 7 საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასება, 2023 წელი. 8 9 თემატური მოკვლევის ფარგლებში შემოსული წერილობითი მოსაზრებების ავტორები, ზეპირი მოს მენებისა და ფოკუს-ჯგუფების მონაწილეები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე. მათი შემოთავაზებები და ინიციატივები შეიძლება სამ მიმართულებად დაიყოს: • ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა; • ეროვნული სასწავლო გეგმის როლი მოსწავლეებში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციე ბის განვითარების პროცესში; • ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე, სასკოლო საზოგადოების ჩართულობით, სასკოლო სასწავლო გეგმისა და საგნობრივი კურიკულუმების შემუშავება. ეროვნულ სასწავლო გეგმაში სწავლა-სწავლების პრინციპებს შორის დასახელებულია თანამშრომ ლობა და კომუნიკაცია. აღნიშნული გულისხმობს მოსწავლის, როგორც სასკოლო საზოგადოების აქტიური წევრის აღქმას. მოსწავლე სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებთან თანამშრომლობს, როგორც საერთო მიზნის განსაზღვრაში, ასევე მიზნების მიღწევის პროცესში, ამასთანავე აცნობიერებს თავის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობებს. მას ეძლევა მიზნობრივი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა, შესაბამისი პლატფორმების გამოყენების გზით. ეროვნული სასწავლო გეგმის გლობალური ხასიათი „მსოფლიოში კურიკულუმის ორგანიზების სამი გზა არსებობს: შინაარსი მოქცეულია საგნობრივ ჩარ ჩოში, კონკრეტული შინაარსი გადანაწილებულია საგნობრივ ბლოკებზე ან საფეხურებზე და გამჭოლი ხასიათით არის წარმოდგენილი. თუ გადავხედავთ საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმას სამივე მიმართულებას ვფარავთ.“ − ზეპირი მოსმენის ფარგლებში აღნიშნა თემატური მოკვლევის ერთერთმა მონაწილემ. ეროვნული სასწავლო გეგმისა და მისგან გამომდინარე საგნობრივი სტანდარტების შემუშავების პრო ცესში გათვალისწინებულია არაერთი საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტი და შეთანხმება. მათ შორისაა, ევროპის საბჭოს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები9 და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნები.10 მოცემულ ანგარიშში აქცენტი გაკეთდება დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებზე. ევროპის საბჭოს ინიციატივით შეიქმნა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო. აღნიშნული დოკუმენტის შექმნის საფუძველი გახდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ განათლების სისტემების, სკოლებისა და უნივერსიტეტების ძირითად დანიშნულებად უნდა იქცეს ახალგაზრდა თაობების მომზადება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის. ჩარჩო უზრუნველყოფს მოსწავლეებსა და სტუდენტებში იმ კომპეტენციების განვითარებას, რომლებიც უკავშირდება მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის ფლობას, ასევე იმ ქმედებებს, რომელთა განხორციელება მიზან შეწონილია ან უმჯობესია თავი შეიკავონ.11 ზემოხსენებულ დოკუმენტში განსაზღვრულია ოცი ძირითადი კომპეტენცია, რომელიც უნდა შეიძინოს მოსწავლემ, თუ ის აპირებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტიან მონაწილეობასა და ევროპის საბჭო, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩო, 2018, ხელმისაწვდომია: https://www. coe.int/en/web/reference-framework-of-competences-for-democratic-culture/descriptors-of-competences 9 10 United Nations, The 2030 Agenda for Sustainable Development’s 17 Sustainable Development Goals, 2015, ხელმისაწვდომია: https://sdgs.un.org/sites/default/files/2020-09/SDG%20Resource%20Document_ Targets%20Overview.pdf 11 ევროპის საბჭო, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/rfcdc-v3-geo/168098361b 10 ჩარჩო გზამკვლევი დანერგვისთვის, კულტურულად მრავალფეროვან დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვებთან მშვიდობიან თანაცხოვ რებას.12 აღნიშნული მოიცავს ცოდნას, უნარებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს, ის გამჭოლი სახით ინტეგრირებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში, შესაბამისად, თავს იჩენს როგორც ფორმა ლურ, ასევე არაფორმალურ განათლებაში. კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობის პროცესში კი პასუხისმგებლობები განაწილებულია სამთავრობო უწყებებსა და სასკოლო საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელს შორის. აღნიშნული კომპეტენციების განვითარება წინაპირობაა იმისა, რომ მოს წავლეები იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები, ეფექტიანად მონაწილეობდნენ პირველ ეტაპზე სასკოლო ცხოვრებაში, ხოლო შემდეგ სხვადასხვა საზოგადოებრივ სფეროში. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული დემოკრატიული კულტურის კომ პეტენციები. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების მოდელი ღირებულებები დამოკიდებულებები – ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასება; – კულტურული მრავალფეროვნების დაფასება; – დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება. – კულტურული განსხვავებულობისა და სხვა რწმენებისადმი, მსოფლმხედველობების, შეხედულებებისა თუ პრაქტიკისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებისათვის მზაობა; – პატივისცემა; – მოქალაქეობრივი აზროვნება; – პასუხისმგებლობა; – თავდაჯერებულობა; – გაურკვევლობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება. კომპეტენციები – დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევები; – ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები; – მოსმენისა და დაკვირვების უნარ-ჩვევები; – ემპათია; – მოქნილობა და შეგუების უნარი; – ენობრივი, კომუნიკაციური და მრავალენობრივი უნარები; – თანამშრომლობის უნარ-ჩვევები; – კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევები. უნარები – საკუთარი თავის შეცნობა და კრიტიკული გააზრება; – ენისა და კომუნიკაციის ცოდნა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება; – მსოფლიოს (პოლიტიკის, კანონის, ადამიანის უფლებების, კულტურის, კულტურათა, რელიგიების, ისტორიის, მედიის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების) შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება. ცოდნა და კრიტიკული გააზრება მოსწავლეთა მონაწილეობას თითოეული კომპეტენციის განვითარებაში შეუძლია წვლილის შეტანა, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია მონაწილეობის როლი შემდეგ კომპეტენციებთან მიმართებით: • მოქალაქეობრივი აზროვნება; • პასუხისმგებლობა; • თავდაჯერებულობა; • თანამშრომლობის უნარები; ევროპის საბჭო, სკოლის დემოკრატიული მმართველობისა და დემოკრატიული მოქალაქეობის სფეროში საქართველოში არსებული მდგომარეობის საბაზისო შეფასების ანგარიში, 2022. 12 11 • კონფლიქტის მოგვარების უნარ-ჩვევები; • კომუნიკაციის უნარები; • დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენა ესობის დაფასება.13 ზემოხსენებული საერთაშორისო შეთანხმებების განსაკუთრებული მნიშვნელოვნება და მათში წარ მოდგენილი ღირებულებების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ასახვა ხაზს უსვამს დოკუმენტის ინტერ ნაციონალურ ხასიათსაც, ვინაიდან მასში გათვალისწინებულია არამხოლოდ ეროვნული დონის, არა მედ გლობალური საკითხები. აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ადაპტირებადია ცვლად გარემოსთან და ორი ენტირებულია ინდივიდის თანამედროვე სამყაროში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის საჭირო კომ პეტენციების განვითარებაზე. აღნიშნულზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 2018 წლიდან მიმდინარეობს განახლებული გეგმის დანერგვა, რომელიც ორ ძირითად ამოცანას ემსახურება: • ყველა თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის საერთო, გამჭოლი პრიორიტეტების შენარჩუნება სა და გაძლიერებას; • წინა თაობების ეროვნული სასწავლო გეგმების ხარვეზების აღმოფხვრას. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი აქცენტი არის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პრინციპის გაძლიერება და მისი ფორმირების პროცესში სკოლისა და სასკოლო თემის, როგორც თანაშემქმნელების, როლის განსაზღვრა. გეგმა ეხმიანება კურიკულუმის განვითარების მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებს და წარმატებული საგანმანათლებლო სისტემების მიმ დინარე რეფორმის ძირითად იდეებს.14 ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სიახლეებს დადებითი შედეგები მოაქვს მოსწავლის განვითარებაზე, რაც გამოიხატება აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაში, მო ტივაციის ზრდასა და ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარებაში. ასევე, აღნიშნული მიდგომა მოსწავლეს ეხმარება გააუმჯობესოს ურთიერთობები, როგორც თანატოლებთან, ასევე სასკოლო თემის სხვა წარმომადგენლებთან.15 ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიმდინარეობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები სა ქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინტერესის სფეროცაა. შესაბამისად, 2023 წელს აღნიშნული უწყების დაქვემდებარებაში მყოფმა საჯარო სამართლის იური დიულმა პირმა − საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასება. კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მესამე თაობის სასწავლო გეგმის დანერგვის პრო ცესის ეფექტიანობის შეფასება. კვლევაზე მუშაობის პროცესში შეჯერდა დაინტერესებული პირების მოსაზრებები სამ ძირითად საკითხთან მიმართებაში: ევროპის საბჭო, სკოლის დემოკრატიული მმართველობისა და დემოკრატიული მოქალაქეობის სფეროში საქართველოში არსებული მდგომარეობის საბაზისო შეფასების ანგარიში, 2022. 13 საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასება, 2023 წელი. 14 საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასება, 2023 წელი. 15 12 • ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეფცია; • ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა; • გამოწვევების დაძლევის მექანიზმები.16 კვლევის მიხედვით, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ეხმარება მასწავლებლებს პედა გოგიური და საგნობრივი კომპეტენციების ამაღლებაში, რაც იწვევს სკოლის ორგანიზაციული კლიმატის გაუმჯობესებას და სასკოლო საზოგადოების გაერთიანებას განათლების მიზნების მისაღწევად. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ჩატარებულ კვლევაში ჩართული რესპონდენტების უმეტესობა დადებითად აფასებს ინიცირებულ ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ საქართველოში უნდა შენარჩუნდეს გრძელვადიანი კურსი ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგ მით გათვალისწინებული სიახლეების დასამკვიდრებლად.17 საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თე მატური მოკვლევის პროცესში ჩართული პირების აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებას, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა დოკუმენტური და სტრუქტურირებული თვალსაზრი სით გამართულია, თუმცა მთავარი გამოწვევები დაკავშირებულია მის დანერგვასთან და აქცენტი კეთდება ამ კუთხით ინტენსიური მუშაობის ინტენსივობის მნიშვნელოვნებაზე. ერთ-ერთი სკოლის დირექტორის განმარტებით, სკოლაში სიახლეების დანერგვას თან უნდა ახლდეს შესაბამისი მხარდამჭერი მექანიზმები: „მასწავლებელსა და მოსწავლეს სჭირდება დიდი დრო და ენერგია, ასევე რესურსი, რათა ფეხი აუწყოს სწავლა-სწავლების პროცესში არსებულ ახლებურ მიდ გომებს.“ ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიგნებები და გამოწვევები მეტწილად კავშირშია კომიტეტის თემატურის მოკვლევის ფარგლებში შემოსულ მოსაზრებებთან. ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის ერთ-ერთი მიგნების მიხედვით, „ყოველი მესამე პედაგოგი და დირექტორი თვლის, რომ მკაფიოდ არ ესმის რეფორმების არსი, ცალკეული სიახლეების დანიშ ნულება და სკეპტიკურ დამოკიდებულებას ავლენს რეფორმის კომპონენტების მნიშვნელოვნების, რეალისტურობისა და პრაქტიკაში გამოყენების წარმატებულობის მიმართ. ასევე, მასწავლებლების ნახევარი არ არის დარწმუნებული რეფორმის განხორციელებისათვის საკუთარ მზაობაში (კომ პეტენციების თვალსაზრისით) და მიიჩნევს, რომ არ აქვს მაღალი მოტივაცია რეფორმაში ჩართვის თვის.“18 მოკვლევის ფარგლებში ჩატარებულ ფოკუს-ჯგუფებში გამოვლენილი მოსაზრებებიც ემთხ ვევა კვლევის აღნიშნულ მიგნებას. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სასკოლო საზოგადოების წევრთა ნაწილს არ ესმის, რას გუ ლისხმობს და მოითხოვს ეროვნული სასწავლო გეგმა. ამასთანავე, ერთ-ერთი სკოლის დირექტორის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი პროგრესული ხასიათისაა და სკოლას მთელ რიგ ავტონომიას ანიჭებს, ტერმინების ნაწილი მათთვის არ არის ცხადი და მეტწილად ბუნდოვანია. კვლევის თანახმად, „მასწავლებელთა თითქმის ნახევარი და დირექტორების მესამედი კრიტიკულად აფასებს სიახლეების პრაქტიკაში გამოყენების წარმატებულობას, ყოველი მესამე პედაგოგი მიიჩნევს, რომ სკოლის დონეზე რეფორმის განხორციელებისათვის შესაბამისი კომპეტენციები არ არის. ხოლო ყოველი მეორე დირექტორი და მასწავლებელი ადასტურებს, რომ მწვავედ დგას მასწავლებლების გადატვირთულობის პრობლემა.“19 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, 16 საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასება, 2023 წელი. 17 საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასება, 2023 წელი. 18 საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასება, 2023 წელი. 19 იქვე. 13 კომიტეტში გამართული სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ ეროვ ნული სასწავლო გეგმის ეფექტიან დანერგვას სჭირდება მასწავლებელთა პროფესიული განვი თარების შესაბამისი მხარდაჭერა, რათა აღნიშნული დოკუმენტი მეტად ხელმისაწვდომი და გასაგები იყოს, განსაკუთრებით მოსწავლეებისთვის. საგანმანათლებლო კვლევების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მონაწილეები „რეფორმის შე მაფერხებელ გამოწვევად ასახელებენ მისი განხორციელების პროცესში ხშირ ცვლილებებს, რაც რეფორმის არაკოორდინირებულობულ და არათანმიმდევრულ ხასიათს გულისხმობს. კვლევის მონაწილეები საუბრობენ რეფორმის სხვადასხვა ელემენტის (სკოლების ავტორიზაცია, მასწავლებელთა ტრენინგი) ფორმალურ ხასიათზე, ურთიერთგადამფარავ აქტივობებზე და ურთიერთსაწინააღმდეგო მესიჯებზე.“20 იმავე კვლევის მიხედვით, „მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში, სასკოლო სასწავლო გეგმის არა მხოლოდ განხორციელების, არამედ შემუშავების უფლებამოსილების სკოლის დონეზე დელეგირება აფართოებს სკოლების ავტონომიას. დარგში ჩატარებული კვლევები ცხადჰყოფს, რომ რიგ შემთხვევებში მეტი ავტონომია, პარადოქსულად, პირიქით ზღუდავს შედეგების მრავალფეროვნებას. ამასთანავე, ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების დაწესება, შესაძლებელია, გრძელვადიან პერსპექტივაში, სკოლების დამოუკიდებლობის და სისტემის ეფექტიანობის ზრდას უწყობდეს ხელს. ავტონომიის შეზღუდვის/გაფართოების გადაწყვეტილებები უნდა ეყრდნობოდეს ემპირიულ მტკიცებულებებს (სკოლის კულტურული, სტრუქტურული და მა ტერიალური რესურსების ანალიზს), რადგან, სათანადო მზაობის არარსებობის შემთხვევაში, ავ ტონომიის გაფართოებას გარკვეული უკუეფექტები მოსდევს და უთანასწორობას იწვევს მოსწავლე თა შედეგებში“.21 თემატური მოკვლევის ფარგლებში ჩართული ერთ-ერთი სკოლის დირექტორის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალმა ეროვნულმა სასწავლო გეგმამ სკოლას მიანიჭა მეტი ავტონომიურობა, შეფასების საგანია რამდენად მზადაა სკოლა ამისთვის და რა სახის მხარდამჭერი მექანიზმები სჭირდება მას. ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის შეფერხების გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს საგანმანათ ლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევაც. დოკუმენტში მოცემული ინ ფორმაციის მიხედვით უმნიშვნელოვანეს დაბრკოლებას ამ რეფორმის ლეგიტიმაციის ნაკლებობა წარმოადგენდა, ვინაიდან მას არ ჰქონდა მასიური მხარდაჭერა, მისი მიზნები სათანადოდ არ იყო გაზიარებული. ასევე, არ არსებობდა ეროვნული სასწავლო გეგმის ფორმირებაში საზოგადოებრივი მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმები. რეფორმის ლეგიტიმაციის, სისტემური მხარდაჭერის ნაკლებობა უარყოფითად აისახებოდა რეფორმის დინამიკაზე და ხელს უშლიდა რეფორმისადმი მიმღებლობის ფორმირებას.22 მოკვლევის ზეპირ მოსმენებში ჩართულ პირთა მოსაზრება ამყარებს კვლევის აღნიშნულ მიგნებას. ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, გამოწვევა უკავშირდება ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას, რაც მეტწილად დაკავშირებულია სასკოლო საზოგადოების დაბალ ცნობიერებასთან, როგორც დოკუმენტის შესახებ, ასევე მასში მოცემულ პრინციპებთან დაკავშირებითაც. შესაბამისად, პრობლემის დაძლევის მთავარ ნაბიჯად ასახელებს ცნობიერების ამაღლების საკითხს. საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასება, 2023 წელი. 20 21 22 14 იქვე. იქვე. სასკოლო სასწავლო გეგმა ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე სკოლები იმუშავებენ სასკოლო სასწავლო გეგმებს, რო მელშიც გათვალისწინებულია სკოლის ინდივიდუალური საჭიროებები და აზუსტებს სკოლის პრიო რიტეტებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით. სასკოლო სასწავლო გეგმა წარმოაჩენს სერვისებს, რომელსაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესე ბულება სთავაზობს მოსწავლეს პიროვნულ განვითარებისთვის. მისი ფუნქციაა, ერთი მხრივ, ასახოს სკოლის ტრადიციები და პრიორიტეტები, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს შეთანხმება სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის. კურიკულუმის დანერგვა მაშინ მიმდინარეობს წარმატებით, როცა მის შინაარსს იზიარებენ და მის განვითარებაში მონაწილეობენ სკოლის მასწავლებლები, დირექცია და მშობლები.23 სასკოლო სასწავლო გეგმა ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და კონკრეტული ზოგადსაგან მანათლებლო დაწესებულებისთვის განსაზღვრავს შუალედურ სასწავლო მიზნებს, ძირითად და დამატებით საგანმანათლებლო რესურსებს, საათობრივ დატვირთვას, შეფასების ინსტრუმენტებს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას, ამავე დოკუმენტით გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებასა და სააღმზრდელო მომსახურებას, ტრანზიციის მხარდამჭერ და სასკოლო საგანმანათლებლო აქტივობებს.24 მოსწავლის ჰოლისტური განვითარება მნიშვნელოვან როლს ანიჭებს კოგნიტურ და სოციოემოციურ განვითარებას. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ცოდნის გარკვეული ცნებებით აღწერა სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ელემენტია. ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩანს კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სასკოლო კურიკულუმს (სასკოლო სასწავლო გეგმა) შორის:25 ეროვნული სასწავლო გეგმა სასკოლო კურიკულუმი სწავლა-სწავლების პრინციპები სკოლისთვის სავალდებულოა მოთხოვნა − დააფუძნოს სასწავლო პროცესი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სწავლა-სწავლების პრინციპებს სკოლა ორიენტირდება ეროვნული კურიკულუმით − ფუნქციურ-კომპონენტური უნარები განსაზღვრულ მიზნებზე, თუმცა, აქ მოცემულ კომპონენტებზე დაფუძნებით მან უფრო ფოკუსირებულად უნდა გამოკვეთოს − აღმზრდელობით-ღირებულებითი საკუთარი მისია. ასპექტები კურიკულუმის მიზნები − პრიორიტეტული თემები საგნობრივი ჯგუფის მიზნები სავალდებულო საგნები 23 24 25 საჯარო სკოლა ვალდებულია ასწავლოს ეროვნული სასწავ ლო გეგმით განსაზღვრული სავალდებულო საგნები, თუმცა, საშუალო საფეხურზე მას შესაძლებლობა აქვს საგანთა განსხვავებული განაწილება შესთავაზოს მოსწავლეებს, რომლებიც მოემსახურება საგნობრივი ჯგუფის მიზნების რეალიზებას; სკოლა მოსწავლეს ასევე სთავაზობს დამატე ბით სააღმზრდელო-სასწავლო მომსახურებას. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, კურიკულუმის განვითარების მეთოდოლოგია. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი. ურიკულუმის განვითარების მეთოდოლოგია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 15 სავალდებულო საგნების სწავლასწავლების გრძელვადიანი მიზნები: − საფეხურის შედეგები: − სამიზნე ცნებები ეროვნული სასწავლო გეგმა სავალდებულოდ განსაზღვრავს სავალდებულო საგნების სწავლა-სწავლების მიზნებს (ზოგიერთ საგანში სასწავლო თემებსაც), თუმცა, სკოლამ თავად უნდა შეარჩიოს რა საგნობრივ საკითხებს შესთავაზებს მოსწავლეებს ამ მიზნების მისაღწევად. სასწავლო თემები და საგნობრივი საკითხები სასწავლო რესურსები სამინისტრო სკოლას ყველა სავალდებულო საგნისთვის სთავაზობს გრიფირებულ სახელმძღვანელოებს, თუმცა, საგანმანათლებლო დაწესებულებს შეუძლია გრიფირებული სახელმძღვანელო ჩაანაცვლოს სხვა სახელმძღვანელოთი; საკუთარი შეხედულებისამებრ სასწავლო პროცესი გაამდიდროს დამატებითი სასწავლო რესურსებით სწავლა-სწავლების მეთოდები და სტრატეგიები ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღწერილია სწავლა-სწავლე ბისა და შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლები. ამ საფუძვლების გათვალისწინებით სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება ეფუძნება მონაწილეობითობის პრინციპებს. აღნიშნულ პრო ცესში ჩართულია სკოლის დირექტორი, პედაგოგიური საბჭო და სამეურვეო საბჭო. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, წარმოადგენს მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების ხმას სკოლის მართვის პროცესში. სკოლის ადმინისტრაცია სასკოლო სასწავლო გეგმით დამტკიცებულ ძირითად თემებს წარუდგენს მოსწავლეებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა. ზემოხსენებულ პროცესში რეალური მონაწილეობა გულისხმობს არა მხოლოდ ინფორმირებასა და კონსულტირებას, არამედ ინტენსიურ თანამშრომლობასა და გამჭვირვალე ანგარიშვალდებულების სისტემის დაწესებას. სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში მასწავლებლებსა და დირექციას მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქციები აქვთ. კერძოდ, სწავლა-სწავლების პროცესში მასწავლებელი ვალდებულია აქტუალური და პრობლემური საკითხები განიხილოს მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან, რაც აჩენს კურიკულუმის განვითარებაში მათი ჩართულობის შესაძლებლობებს. სკოლამ თავად უნდა დააკონკრეტოს, რა ფორმით უნდა განხორციელდეს მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში.26 თითოეულმა სასკოლო საგანმა უნდა მოიცვას ეროვნული სასწავლო გეგმის ყველა ზოგადი კომპეტენცია (წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში), ხოლო მისი მიზნები და ამოცანები აღნიშნულიდან უნდა გამომდინარეობდეს. ისინი უნდა ინტეგრირდეს საგნის სწავლებაში, როგორც საგნის ამოცანა, ან სწავლა -სწავლების მეთოდოლოგია.27 26 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, კურიკულუმის განვითარების მეთოდოლოგია. ევროპის საბჭო, სკოლის დემოკრატიული მმართველობისა და დემოკრატიული მოქალაქეობის სფეროში საქართველოში არსებული მდგომარეობის საბაზისო შეფასების ანგარიში, 2022. 27 16 პრობლემის გადაჭრა კრიტიკული აზროვნება შემოქმედებითი აზროვნება თანამშრომლობა კომუნიკაცია ეთიკა შუამავლობა; ინიციატივების განსაზღვრა და განხორციელება • პრობლემის იდენტიფიცირება, აღწერა და ანალიზი; • პრობლემის გადაჭრის გზების ძიება და მათგან ყველაზე ეფექტურის შერჩევა. • ფაქტების, რწმენების, მოსაზრებების კრიტიკული განხილვა; • კითხვების ფორმულირება და სათანადო პასუხების ძებნა; • არგუმენტირება, ე.ი. საკუთარი მოსაზრების განმტკიცება სათანადო არგუმენტებითა და მაგალითებით; • გააზრებული არჩევანის გაკეთება და მისი დასაბუთება. • გამჭრიახობის შემოქმედებითი განხორციელება; • ორიგინალური იდეების განსაზღვრა და მათი შესრულება, ახალი იდეების წარმოქმნა; • პრობლემის გადაჭრის არასტანდარტული გზების ძიება; • გარემოს გარდაქმნა-გაუმჯობესების მცდელობა; • გამოწვევების მიღება; სკოლის აქტივობაში თამამი ნაბიჯების გადადგმა. • ჯგუფური/გუნდური მუშაობისას სამუშაოს თანაბარი განაწილება და შესრულება; • ჯგუფში/გუნდში სხვადასხვა ფუნქციის შესეულებისთვის მზაობა (მაგ. ლიდერის ფუნქციებისა); • სხვადასხვა იდეისა და შეხედულების კონსტრუქციული განხილვა; • რესურსების, მოსაზრებების და ცოდნის გაზიარება პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღების მიზნით. • გამოცდილების/ფიქრის გაზიარება მსმენელისთვის/მკითხველისთვის და მათზე შთაბეჭდილების მოხდენა; • ინფორმაციის გაზიარება ვითარების შესაფერისი ვერბალური და არავერბალური საშუალებების გამოყენებით; • სხვებისთვის მოსმენისა და მათი გაგების უნარი; • პიროვნულ ღირებულებათა გაგებისა და დაფასების უნარი. • ეთიკის ნორმების დაცვა; • სოლიდარობის გრძნობა; • ემპათია; • შემწყნარებლობა, განსხვავებულობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებისათვის მზაობა; • საკუთარ მოქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება. • სწავლების/სწავლის პროცესში ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გამოვლენა; • ახალი იდეების, მიდგომების, შესაძლებლობების ძიება და მათი განხორციელება სწავლის გასაუმჯობესებლად; • გამოწვევებისადმი მზაობა; თამამი ნაბიჯების გადადგმა. 17 დროსა და სივრცეში ორიენტირება კვლევა სწავლის სწავლა დამოუკიდებელი აქტივობები პასუხისმგებლობა • თანამედროვე რეალობის გაგება და გააზრება დროსა და სივრცეში; • მულტიპერსპექტიული ხედვის ჩამოყალიბება დროისა და სივრცის ფაქტორების გათვალისწინებით; • კვლევის ამოცანის, კვლევის პროცედურებისა და მონაცემთა შეგროვებისა და ჩაწერის გზების განსაზღვრა; სათანადო რესურსების შერჩევა; • კვლევის ჩატარება, მონაცემთა ჩაწერა და მათი სხვადასხვა ფორმით წარდგენა/ორგანიზება; • მონაცემთა ანალიზი, დასკვნების გამოტანა არგუმენტების საფუძველზე; კვლევის შედეგების შეფასება; • ეთიკისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა კვლევის ჩატარებისას. • აქტივობების/ამოცანების ღირებულებების განსაზღვრა − მოსწავლემ უნდა დაინახოს, რას მიიღებს აქტივობიდან, რა პიროვნულ და სოციალურ სარგებელს მიიღებს მისგან; • აქტივობების/ამოცანების დაგეგმვა − მოთხოვნების გააზრება და მათ შესასრულებლად აუცილებელი ცოდნის განსაზღვრა; აქტივობის/ ამოცანის მთავარი იდეის განსაზღვრა; წარმატებული შესრულების კრიტერიუმების განსაზღვრა; აქტივობების საფეხურების განსაზღვრა; განჭვრეტა იმისა, თუ რა იქნება მისთვის ადვილი და რა იქნება რთული, რა ასპექტებში იქნება დახმარება საჭირო; მუშაობის ყოველი ეტაპისათვის სათანადო სტრატეგიის შერჩევა; • სასწავლო პროცესის მონიტორინგი − სასწავლო პროცესზე დაფიქრება, იმ პირობებისა და ფაქტორების დადგენა, რომლებიც მხარს უჭერს ან ხელს უშლის პროგრესს, პროგრესის მხარდასაჭერად სათანადო ზომების მიღება; თვითშეფასება ძლიერი და სუსტი მხარეების დასადგენად, სუსტი მხარეების სიძლიერედ ქცევის გზების დასახვა; • სოციო-ემოციური მართვა − ნერვიულობის მინიმუმამდე დაყვანა, საჭიროებიდან გამომდინარე დახმარების თხოვნა, სირთულეების დაძლევის ძალის პოვნა საკუთარ თავში; შეცდომებისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და მათი გამოყენება პროგრესისათვის; • ცალკეული აქტოვობებისთვის გამოყოფილი დროის ეფექტური გამოყენება. • სასკოლო აქტივობებში (სასკოლო ცხოვრებაში) დაკისრებული მოვალეობების შესრულება; • საუშაოს დასრულება და ჩაბარება დადგენილ ვადაში; • საკუთარი ქცევის მართვა, საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღება, სოციალური აქტივობები. • ინფორმაციული და საკომუნიკაციო • ტექნოლოგიების • გამოყენება წიგნიერება 18 • კავშირების დამყარება; ინფორმაციის გავრცელება; ელექტრონული რესურსების მოძიება და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში. ზეპირი და წერილობითი საშუალებებით ინფორმაციის მიღების, მისი დამუშავების, გააზრების, სისტემატიზების, ანალიზის, განმარტების, წარდგენისა და გაზიარების უნარები. თემატური მოკვლევის ფარგლებში შემოსული მოსაზრებების ავტორები ხაზს უსვამენ სასკოლო საზოგადოების აქტიურობის მნიშვნელოვნებას, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიურობის ზრდის პროცესში, ასევე სკოლის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და უნიკალურ კულტურაზე მორგებული სასწავლო გეგმის შემუშავებისას. „ძალზედ მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების როლი სკოლის ავტონომიურობის ზრდასა და უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნის პროცესში. თანამშრომლობით, სასწავლო გეგმის დანერგვაგანვითარებასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრის საშუალებები უფრო ეფექტიანად აისახება სასკოლო ცხოვრებაზე.“ − აღნიშნავს ერთ-ერთი სკოლის წარმომადგენელი. როგორც უკვე აღინიშნა, სკოლა წარმოადგენს სოციალურ სისტემას, რაც გამოიხატება იმაში, რომ მას აქვს თავისი მიზანი, სტრუქტურირებულია, ნორმატიულია, ანუ ქცევები რეგულირდება ფორმალური და არაფორმალური წესებით, ამასთანავე სკოლები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ღირებულების სისტემითაც.28 შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება იყოს ინკლუზიური და ეფუძნებოდეს მონაწილოებითობის პრინციპს, ამასთანავე, ის დაეფუძნოს სას კოლო საზოგადოების ფართო კონსესუსს. აღნიშნული, მიზანშეწონილია, დოკუმენტის შედეგების ეფექ ტიანობისათვის, რათა მასში არეკლილი იყოს იმ საზოგადოების უნიკალური კულტურა და მოთხოვ ნები, რომელიც აღნიშნულ სოციალურ სისტემას ქმნის. თუმცა, ერთია, რას სთავაზობს სახელმწიფო ორგანოები და კანონმდებლობა სკოლას, ხოლო, მეორეა, იმპლემენტაციასთან დაკავშირებული გამოწვევები, რასაც მოვლენების სხვადასხვა მხარეს მყოფი აქტორები სხვადასხვანაირად ხსნიან. სკოლები, რიგ შემთხვევაში, პრობლემის მიზეზად ასახელებენ მშობლების ინერტულობას, დაბალ მოტივაციასა და ინტერესს, ასევე მასწავლებლების გადატვირთულობას. მოკვლევაში მონაწილე პირთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ჩართულობის ნაკლებობა, შესაძლებელია, განპირობებული იყოს მისი სირთულითა და ადამიანთა თავისებურებით, რაც გულისხმობს სიახლისადმი უარყოფით დამო კიდებულებას: „სასკოლო საზოგადოება ნაწილობრივაა ჩართული კურიკულარული და ექსტრა კურიკულარული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რაც გამოწვეულია სიახლის მიუღებ ლობითა და სირთულით.“ − აღნიშნავს ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი. ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებენ მოკვლევის პროცესში ჩართული მშობლები. ერთ-ერთი მათგანის მოსაზრებით, სკოლის მიერ მშობელი, რიგ შემთხვევაში, აღქმულია რგოლად, რომელიც არღვევს სკოლაში არსებულ სიმყუდროვეს შესაბამისად, დირექტორთა ნაწილს არ სურს, გაუზიაროს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც საგანმანათლებლო დაწესებულებები დგანან. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევაში არსებობს მშობელთა კლუბები, მათ ფორმალური ხასიათი აქვთ და ისინი ნაკლებად არიან ჩართული სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში. სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობის შემაფერხებელ ფაქტორად, ასევე სახელდება მცირე დრო, რომელიც მისი განხილვა/ შეჯერებისთვის არის განსაზღვრული. მოკვლევაში ჩართული პირები განმარტავენ, რომ სკოლა ვალდებულია ყოველი ახალი სასწავლო წლისთვის შეიმუშავოს თავისი სასწავლო გეგმა. აღნიშნული პროცესის ეფექტიანად განხორციელებას სჭირდება წინა წელს მოქმედი გეგმის შეფასება და მიგნებების საფუძველზე განახლება, თუმცა განსაზღვრული დრო რეალურად ძალიან მცირეა. „ყოველი წლის 15 ივნისს სრულდება სასწავლო პროცესი. 2 კვირის განმავლობაში უნდა შეჯერ დეს მასალები, გადამუშავდეს, ასევე ჩატარდეს სემესტრული და წლიური გამოცდები, შემდეგ მასწავლებლები გადიან შვებულებაში. შესაბამისად, მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე მცირე დრო რჩება სასკოლო სასწავლო გეგმის განსაახლებლად, რაც ხელს უშლის ჩართულობის კომპონენტის უზრუნველყოფას. იმისათვის, რომ მასწავლებელმა განსაზღვროს კურიკულუმის სუსტი და ძლიერი მხარეები, რეალურად, სკოლებს რჩებათ 2 კვირა სემესტრის დასრულების შემდეგ, ხოლო 2 კვირა − დაწყებამდე.“ თუმცა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 28 სესილ გ. მისკელი, განათლების სფეროს ადმინისტრირება − თეორია, კვლევა და პრაქტიკა, USAID და EMP. 19 წარმომადგენელთა პოზიციის მიხედვით, სკოლებს მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ, იმუშაონ სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასებაზე და შეიტანონ ცვლილებები. ამ მხრივ, ისინი შეზღუდულები არ არიან. შესაბამისად, შეფასების საგანია აღნიშნული პროცედურის პრაქტიკაში განხორციელება, კერძოდ, ის სუბიექტური, თუ ობიექტური გარემოებები, რომელიც სასწავლო გეგმის მონიტორინგში სკოლებს ხელს უშლის. შემოსული მოსაზრებების ავტორები განმარტავენ, რომ სასკოლო სასწავლო გეგმის ეფექტიანო ბისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისი პერმანენტული შეფასება და აღნიშნულ პროცესში მასწავლებლებთან ერთად, მოსწავლეებისა და მშობლების ჩართვა. სასწავლო გეგმის შეფასების მექანიზმებს არაერთი სკოლა იყენებს პირადი ინიციატივით. მათ შორის, მექანიზმების მოდიფიცირებას ახორციელებენ იმგვარად, რომ სასკოლო საზოგადოების წევრები იყვნენ პასიური და არა ცნობიერი შემფასებლები, თუმცა აღნიშნული პრაქტიკის მქონე სკოლების წარმომადგენლებიც განმარტავენ, რომ ამ ფორმებსაც, კი, რეალური შედეგი არ აქვს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციის ახალი სტანდარტის მიხედვით, სკოლებს გააჩნიათ ზემოხსენებული მექანიზმების გამოყენების ვალ დებულება. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები ეროვნულ სასწავლო გეგმაში როგორც უკვე აღინიშნა, ევროპის საბჭოს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდა ციო ჩარჩოში განსაზღვრულია ოცი ძირითადი კომპეტენცია. თავის მხრივ, თანამედროვე საზოგადოება დგას ბევრი ისეთი გამოწვევის წინაშე, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმურობასა და მშვიდობიან თანაარსებობას. იმისათვის, რომ დემოკრატიულმა კულტურამ წარმატებას მიაღწიოს, საზოგადოებას სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკური და სამართლებრივი სტრუქტურები და პროცედურები, არამედ, კომპეტენტური მოქალაქეები, რომლებსაც შეუძლიათ დე მოკრატიულ პროცესებში ეფექტიანი მონაწილეობა. ახალგაზრდებისათვის დემოკრატიული მონა წილეობის გამოცდილების შესაძლებლობის მიცემა, მნიშვნელოვანი საშუალებაა კომპეტენციების განვითარების ხელშესაწყობად.29 როგორც უკვე აღინიშნა, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები გამჭოლი სახითაა წარმოდგენილი ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ხოლო მისი ეფექტიანი დანერგვა განაპირობებს ხსენებული კომპე ტენციების განვითარებას, რაც გულისხმობს მოსწავლეების მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვ რების სხვადასხვა სფეროში მათ შორის, სკოლის მართვის პროცესშიც. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარების პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმის როლზე აქცენტს აკეთებენ მოკვლევაში ჩართული პირები. მოსაზრებების ავტორთა შეფასებით, კომპეტენციების განვითარებას უზრუნველყოფს, როგორც კონკრეტული საგნები, ასევე ზოგადად სასკოლო კლიმატი. „დღეისათვის მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმა მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს პიროვნებისა და მოქალაქის აღზრდასა და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებზე. ეს უკანასკნელი აისახება საგნებში: „მე და საზოგადოება“, „ჩვენი საქართველო“ და „მოქალაქეობა“. საგნის უწყვეტობა და შინაარსი იძლევა საშუალებას, მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილ იქნას დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარება. რამდენადაც ეს კომპეტენციები ხელს უწყობს მოსწავლეებისთვის გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ცოდნის, უნარების, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების განვითარებას, შეიძლება ითქვას, მოსწავლეთა ჩართულობა სკოლაში მიმდინარე პროცესებში უნდა იყოს მაღალი“. − აცხადებს სკოლის წარმომადგენელი. 29 ევროპის საბჭო, სკოლის დემოკრატიული მმართველობისა და დემოკრატიული მოქალაქეობის სფეროში საქართველოში არსებული მდგომარეობის საბაზისო შეფასების ანგარიში, 2022. 20 ჯერ კიდევ 90-იან წლებში, სასწავლო გეგმაში გაჩნდა ახალი საგანი სამოქალაქო განათლება. სწორედ აღნიშნული დისციპლინა უნდა ყოფილიყო სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების შემოდინებისა და დამკვიდრების მთავარი არხი. ის მოსწავლეებში ჯგუფური მუშაობის, თანამონაწილეობის, პრობ ლემების გადაჭრის და კრიტიკული აზროვნების განვითარების შესაძლებლობას აჩენდა.30 უფრო ფართო კონტექსტში − გლობალური მოქალაქეობის არსი არის მოსწავლეთა წახალისება და დარწმუნება, რომ მათ შეუძლიათ დადებითი ცვლილებების განხორციელება. ეს მოითხოვს: • ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას; • ცვლილებების განხორციელების სურვილს; • ცვლილებების განხორციელების უნარს. განათლება გლობალური მოქალაქეობისთვის არ გულისხმობს მოსწავლეებისთვის იმის თქმას, თუ რა და როგორ უნდა გააკეთონ. მისი მიზანია, წაახალისოს მოსწავლეები, რათა მათ აქტიური მო ნაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და შეძლონ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. მოსწავლეებს ინფორმირებული ცვლილებების განხორციელებაში ხელს უწყობს უკვე ნაცნობი მო საზრებების კრიტიკულად შეფასება, თავდაჯერებულობა და აქტიური კომუნიკაციის უნარები. გლობალური მოქალაქეობისათვის განათლების საკვანძო ელემენტებია: ცოდნა და გაგება უნარები ღირებულებები და დამოკიდებულებები სოციალური სამართლიანობა და თანასწორობა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება თვითმყოფადობის შეგრძნება და თვითშეფასება იდენტობა და მრავალფეროვნება თანაგრძნობა სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის ერთგულება გლობალიზაცია და ურთიერთკავშირი თვითშემეცნება და რეფლექსია ადამიანისა და მისი უფლებების პატივისცემა მდგრადი განვითარება კომუნიკაცია მრავალფეროვნების დაფასება მშვიდობა და კონფლიქტი თანამშრომლობა და კონფლიქტის მოგვარება გარემოსა და მდგრად განვითარებაზე ზრუნვა ადამიანის უფლებები სირთულეებთან და გაურკვევლობასთან გამკლავება მონაწილეობის ვალდებულება და ინკლუზია ძალაუფლება და მმართველობა ცოდნაზე დაფუძნებული, გააზრებული ქმედება რწმენა, რომ ადამიანს შეუძლია ცვლილების მოხდენა 31 30 გ. ჭანტურია, მ. ქადაგიძე, გ. მელიქიძე, „სასკოლო განათლების ისტორია 1990 − 2020“, 2020. დ. მალაზონია, ს. ლობჟანიძე და სხვანი, „მოქალაქეობრივი განათლება“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2021. 31 21 ზემოხსენებული კომპეტენციების განვითარებაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, სკოლის მზაობა, საკლასო აქტივობები, მასწავლებელთა დამოკიდებულება და რწმენები, ამასთანავე არაფორმალური აქტივობები. „ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, თუ როგორ გამოიყენებს თავად სკოლა ამ მიდგომას საკუთარი სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენისას, რადგან კონკრეტული აქტივობები გამოავლენს, თუ რის გაკეთებას გეგმავს სკოლა ამ მიმართულებით კურიკულუმის ნაწილში, ფორმალური თუ არაფორმალური განათლების გზით ან/და სასკოლო პროექტის/პროექტების განხორციელებისას. ბუნებრივია ისიც, რომ თუ სკოლა ძალისხმევას არ იშურებს და ცდილობს ყველა გზით, იქნება ეს სადამრიგებლო საათი, საგაკვეთილო პროცესი თუ საკლუბო და საწრეო მუშაობა, მოსწავლეებში განავითაროს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოთი განსაზღვრული ცოდნა, უნარები, დამოკიდებულებები და ღირებულებები, მაშინ ასეთი მიდგომით აღზრდილი მოსწავლე აქტიურად ჩაერთვება გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეს ჩართულობა არ იქნება „ჩართულობა ჩართულობისთვის“. − აღნიშნავს ერთ-ერთი საჯარო სკოლის წარმომადგენელი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებზე საუბრისას. მოსწავლეთა კომპეტენციების შეფასება განათლებისა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე პირები თანხმდებიან, რომ მშვიდობიანი და დემოკრატიული საზოგადოების ასაშენებლად, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, რაც უზრუნველყოფს აქტიური, ჩართულობასა და მონაწილეობაზე ორიენტირებული მომავალი თაობების აღზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ფარავს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებს, დღემდე არ ჩატარებულა მოსწავლეთა რელევანტური შეფასება, რამდენად ხორცილდება პრაქტიკაში სასწავლო გეგმაში მოცემული საკითხები და რეალურად რა მდგომარეობაა ქვეყანაში აღნიშნული კომპეტენციების პრაქტიკაში განხორციელების კუთხით. ამ მიმართულებით, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ერთ-ერთი საერთაშორისო ინსტრუმენტია სამოქალაქო და მოქალაქეობრივი განათლების საერთაშორისო კვლევა (ICCS). კვლევა პირველად 2009 წელს ჩატარდა, რასაც მოჰყვა მომდევნო ციკლი 2016 და 2022 წლებში. ICCS იძლევა ინფორმაციას იმ ცოდნის შესახებ, რომელიც ახალგაზრდებს აქვთ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აგრეთვე მათი შეხედულებების, დამოკიდებულებებისა და ქცევების თაობაზე. ასევე, კვლევის შედეგები იძლევა მნიშვნელოვან მონაცემებს როგორც მოქალაქეობის საკითხების სასწავლო გეგმებში ასახვასა და მის დანერგვასთან დაკავშირებით, ასევე, ამ მიმართულებით, მას წავლებელთა კვალიფიკაციის შესახებ. აღნიშნულ კვლევას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან მიმართებით ქვეყნების მიერ მიღწეული შედეგების შესახებ მონაცემების შეგროვებაშიც. კვლევას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს იმასთან დაკავშირებული მტკიცებულებების თავმოყრაში, თუ რა შედეგები აქვს სკოლაში სამოქალაქო და მოქალაქეობრივ განათლებას და რამდენად ამზადებენ ქვეყნები მოსწავლეებს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. კვლევა მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ქვეყნების გაგება ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა მდგრადობა, სოციალური ინტერაქცია და სამოქალაქო ჩართულობა.32 32 22 ICCS | IEA.nl თავის ძირითადი მიგნებები მოსწავლეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა და ჩართულობა თავისთავად არ ხდება, მას სჭირდება შესაბამისი კომპეტენციები, რომელიც მოსწავლეს შესაძლებლობას მისცემს იცხოვროს მრავალფეროვან გარემოში, შეეძლოს თავისი მოსაზრებების ღიად ჩამოყალიბება და არგუმენტირება, ჰქონდეს შესაბამისი გამბედაობა, აღნიშნულზე გავლენას, კი, ახდენს სასკოლო კლი მატი, საზოგადოების დამოკიდებულება, მოსწავლეთა სოციოემოციური მდგომარეობა, მშობელთა ჩართულობა და მათი მხარდაჭერა. სასკოლო კლიმატის ჩამოყალიბებას, თავის მხრივ, განსაზღვრავს სკოლის ადმინისტრაციის კომუ ნიკაციის ხარისხი სასკოლო საზოგადოების წევრებთან, მისი მზაობა ინიციატივებისა და სიახლეების მიღებაზე, თანამშრომლობითი გარემოს ხარისხი, თუმცა კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე სასკოლო სასწავლო გეგმის ეფექტიან განხორციელებას, როგორც მონაწილეობისათვის საჭირო კომპეტენციების განვითარების, ასევე მასში იმ ღირებულებებისა და მოთხოვნების ასახვის კუთხითაც, რომელიც საზოგადოებას გააჩნია. ძირითადი მიგნებები: • ეროვნული სასწავლო გეგმა შინაარსისა და სტრუქტურირების თვალსაზრისით დახვეწილია − ის ამომწურავად გადმოსცემს სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებსა და რეკომენდაციებს, ასევე იმ უნარ-ჩვევების ჩამონათვალს, რომელსაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფე ხურის დამთავრებისას; • ეროვნულ სასწავლო გეგმაში გათვალისწინებულია გლობალური საკითხები − აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება მაღალი ლეგიტიმაციისა და კონსესუსის საფუძველზე შემუშავებულ საერ თაშორისო შეთანხმებებს. შესაბამისად, ეროვნული მნიშვნელობის საკითხებთან ერთად ფარავს იმ თემატიკასაც, რომელიც თანამედროვე დინამიურად განვითარებადი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია; • ეროვნული სასწავლო გეგმა სასკოლო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცხადია − მათ ნაკლებად ესმით, რას გულისხმობს აღნიშნული დოკუმენტი, რა შესაძლებლობებს აძლევს მათ და რა სახის მოთხოვნებს უყენებს. ამასთანავე, მთელი რიგი საკითხები და ტერმინები მათთვის ბუნდოვანია; • შესაფასებელია, რამდენად არიან სკოლები მზად ავტონომიურობისთვის − მიუხედავად იმისა, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლებს მეტ ავტონომიურობას ანიჭებს, რიგ შემთხვევებში, სკოლები მზად არ არიან რეალური ავტონომიურობის პირობებში ეფექტიანი პოზიციონირებისთვის და სჭირდებათ დამატებითი მხარდაჭერა. • სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ფორმალურია − ამის მიზეზად სახელდება სასწავლო გეგმის შესამუშავებლად განსაზღვრული დროის სიმცირე. მიუხედავად იმისა, რომ სკოლებს შეუძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეაფასონ სასწავლო გეგმა და ცვლილებები შეიტანონ მასში, დატვირთული სამუშაო გრა ფიკიდან გამომდინარე, ისინი ამას ვერ ახორციელებენ და რეალურად ამის დრო რჩებათ მხო ლოდ სასწავლო წლის დასრულებიდან ახალ სასწავლო წლის დაწყებამდე შუალედში. ასევე, მიზეზებს შორის აღნიშნულია სასკოლო საზოგადოების ნაკლები მოტივაცია და ინტერესი, ასევე სკოლის ხელმძღვანელთა მხრიდან მზაობის არ არსებობა პროცესის ინკლუზიურად წარმართვასთან დაკავშირებით; • დღემდე არ ჩატარებულა მოსწავლეთა შეფასება მოქალაქეობასთან და სამოქალაქო განათ ლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე − მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამჭოლადაა წარმოდგენილი, ამ კომპეტენციებს 23 მოსწავლეებს მეტწილად მოქალაქეობა და სამოქალაქო განათლება უვითარებს. აღნიშნულ საგნებს განსაკუთრებული როლი აქვს მოსწავლეების გააქტიურებაში, მათ შორის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის თვალსაზრისითაც. იმ ფონზე, როდესაც, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და სამთავრობო უწყებების აქტიურობით არაერთი პროექტი ხორციელდება, რეალურად არ შეფასებულა, რა გავლენა აქვს მას მოს წავლეებზე. პროფესიული განვითარება როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსწავლეთა ჩართულობა პირდაპირ კავშირშია დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებთან, ხოლო მათ განვითარებას სჭირდება მომზადებული მასწავლებელი და დირექტო რი. თავის მხრივ, დირექტორის კომპეტენციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული გა რემოს ჩამოყალიბების პროცესში. საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი ეფუძნება გაზიარებული ლიდერობის პრინციპს, რაც გუ ლისხმობს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც წაახალისებს გაზიარებულ პასუხისმგებლობასა და თანამონაწილეობას სკოლის მართვის პროცესში. ამასთანავე, მას მოეთხოვება სასკოლო საზო გადოებაში ცოდნაზე, გულწრფელობაზე, ღიაობაზე, თანამონაწილეობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების, დემოკრატიის პრინციპების გაზიარება. დირექტორმა უნდა ჩამო აყალიბოს გაზიარებულ ღირებულებებზე დაფუძნებული სასკოლო კულტურა.33 თემატური მოკვლევის პროცესში ჩართული საჯარო სკოლის დირექტორები საუბრობენ პროფესიული განვითარების პროგრამების სიმცირესა და მათი ინტენსიურობის აუცილებლობაზე. ამ კუთხით, ყველაზე ეფექტიან პროგრამად ლიდერობის აკადემიას ასახელებენ, რომელიც ათასწლეულების განვითარების ფონდი − საქართველოს მიერ იყო ინიცირებული და სხვა საკითხებთან ერთად, სკოლის მართვის გაუმ ჯობესებასაც ეხებოდა. მონაწილეობასთან დაკავშირებულ თემატიკას ითვალისწინებს მასწავლებლის პროფესიული სტან დარტიც. კერძოდ, მასწავლებლის პასუხისმგებლობებში გაწერილია სკოლის განვითარებისკენ მიმართულ აქტივობებში მონაწილეობა, სასკოლო და სათემო აქტივობების ინიცირება, ასევე, მას წავლებელს ევალება, სხვათა ჩართულობით განახორციელოს დემოკრატიული კულტურის, ინკლუ ზიური გარემოს, გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობი აქტივობები.34 სახელმწიფო, ზემოხსენებულ საკითხებზე, მასწავლებლებს სთავაზობს სხვადასხვა პროგრამებს, მათ შორისაა: • დემოკრატიული კულტურის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასკოლო ქსელების (eTwinning) გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამა; • არაფორმალური განათლების ხელშეწყობის პროგრამა. მოკვლევაში ჩართული პირების მთავარი კითხვა უკავშირდება არსებული პროგრამების ეფექტიანობას. საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წელს ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანიც იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N109/ნ, საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ. 33 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №67/ნ მასწავ ლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ. 34 24 კვლევის მიგნებების მიხედვით, საქართველოში პროფესიული განვითარების ძირითადი მექანიზმი მოკლევადიანი ტრენინგებია, რომელთაც მასწავლებლები აღიქვამენ, არა როგორც მხარდაჭერის წყაროს, არამედ, როგორც ვალდებულებას და მათ საჭიროებას ვერ ხედავენ. მასწავლებლების განცხადებით ტრენინგების მთავარი დანიშნულება, რიგ შემთხვევაში, არის ინფორმაციის გადაცემა ან საერთო საკომუნიკაციო ენის ჩამოყალიბება, ხოლო პროგრამების არჩევანი არის მწირი. მასწავლებლის პროფესიული განვითარების არსებული მოდელი ნაკლებად უზრუნველყოფს კავშირს მასწავლებლის განვითარებასა და მოსწავლეების სწავლის შედეგების გაუმჯობესებას შორის, რად გან ის მოწყვეტილია მასწავლებლის ყოველდღიურ საქმიანობას. მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ მიუხედავად მრავალჯერადი გამოკითხვისა, პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული გადა წყვეტილებები არ ეფუძნება მტკიცებულებებს. მასწავლებლის შეფასების მოდელში შეტანილი ცვლი ლებები კი − ასუსტებს სკოლის გავლენას.35 მოკვლევაში ჩართული პირები მიიჩნევენ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარება უნდა ეფუძნებოდეს სკოლის ავტონომიურობისა და დეცენტრალიზაციის პრინციპებს. შესაბამისად, აღნიშ ნულ პროცესში უნდა გაიზარდოს სკოლის როლი. პროფესიული განვითარება უნდა მოხდეს სკოლის ბაზაზე და შემუშავდეს მისი მდგრადი ფორმები, როგორც ცოდნის გაზიარების, ასევე მიზნობრივი მხარდაჭერის კუთხით. აღნიშნულ პროცესში ისინი აღნიშნავენ ადგილობრივი რესურსცენტრების როლს. თავის ძირითადი მიგნებები სკოლის მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფაში კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებლისა და დირექტორის კომპეტენციას. ესენი არიან ის პირები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მოსწავლეებში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციის გან ვითარება, გაზიარებული სასკოლო კლიმატი ჩამოყალიბება და თავიანთი პასუხისმგებლობების გააზრება. • სკოლის ადმინისტრაციის პროფესიული განვითარების პროგრამები შეზღუდულია − სკოლის მართვის, დემოკრატიული და მონაწილეობითი გარემოს ჩამოყალიბების მიმართულებით გა დამზადების მნიშვნელობაზე საუბრობენ სკოლის დირექტორები, თუმცა უჭირთ, გაიხსენონ ამ მიმართულებით უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული, ეფექტიანი პროგრამები. • მასწავლებლის ტრენინგების ეფექტიანობა დაბალია − აღნიშნულის მიზეზად სახელდება მათი ფორმა და შინაარსი. კერძოდ, შემოთავაზებული ტრენინგების შინაარსი მწირია, ხოლო მოკ ლევადიან პროგრამებს ნაკლები ეფექტი აქვთ. • მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესში სკოლის როლი არ ჩანს − აღნიშნული ხელს უშლის განვითარების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, დეცენტრალიზაციისა და ავ ტონომიურობის უზრუნველყოფას, ამასთანავე, მიზეზშედეგობრივი კავშირს მასწავლებლის განვითარებასა და მოსწავლის სწავლის შედეგებს შორის. 35 მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასება, საგანმანათლებ ლო კვლევების ეროვნული ცენტრი, 2023. 25 კოლეგიალური ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობა სკოლის მართვის პროცესში სკოლის კოლეგიალური ორგანოების აქტიური და ეფექტიანი ჩართუ ლობა განაპირობებს მის ავტონომიურობას, ხელს უწყობს დეცენტრალიზაციის პროცესსა და ანგა რიშვალდებულების სისტემის ჩამოყალიბებას. თავის მხრივ, აღნიშნული სახელმწიფოს პრიორიტეტიცაა, რასაც ადასტურებს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022-2030. დოკუმენტის თანახმად, ზოგად განათლებაში პრიორიტეტულია რესურსების ეფექტიანად გამოყენების, თვითმმართველობისა და ანგარიშვალდებულების სისტემის გაძლიერება, რაც განაპირობებს სკო ლის დემოკრატიულ მმართველობას. ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2022-2030 წლებში საგანმა ნათლებლო რესურსცენტრების მხარდაჭერით წახალისდება სკოლის თვითმმართველობები მათი ავტონომიურობის ამაღლების, დირექტორების, მასწავლებლებისა და სამეურვეო საბჭოს შესაძლებ ლობათა გაძლიერებით. სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ჩამოყალიბდება ახალი კონცეფცია, რომელიც სკოლის ხელმძღვანელის, როგორც სისტემური ლიდერის კომპეტენციების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.36 ტერმინი „სკოლის მმართველობა“ ნიშნავს სკოლის ხელმძღვანელობას ფართო გაგებით, რაც მოი ცავს როგორც ინსტრუმენტულ, ასევე, იდეოლოგიურ ასპექტებს, ხოლო დემოკრატიული მმართველო ბის ტერმინში სიტყვა „დემოკრატიული“ მიანიშნებს, რომ სკოლის მმართველობა ეფუძნება ადამია ნის უფლებებსა და ღირებულებებს, მოსწავლეების, სკოლაში დასაქმებული პერსონალისა და ყველა დაინტერესებული მხარის საჭირო რესურსებით აღჭურვასა და მათი ჩართულობის უზრუნველყო ფას სკოლაში მიმდინარე გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.37 ჩართულობაზე დაფუძნებულ მმართველობას სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ სკოლისთვის, არამედ განათლების სისტემისთვის. კერძოდ, უმჯობესდება დისციპლინა, სწავლა-სწავლების პროცესი, მცირდება კონფლიქტების წარ მოქმნის ალბათობა და სკოლა ხდება კონკურენტუნარიანი, რაც ხელს უწყობს მდგრადი დემოკრატიის განვითარებას.38 დეცენტრალიზაცია და ავტონომია უკანასკნელი წლების განმავლობაში განათლების სისტემის დეცენტრალიზაციის ტენდენცია თვალ შისაცემია, რაც გულისხმობს სკოლებზე უფლებებისა და პასუხისმგებლობების დელეგირებას, შესა ბამისად ავტონომიურობის გაზრდას. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინის ტროს პრიორიტეტს, დეკლარირებულ დონეზეც კი, მინისტრი ხშირად ამახვილებს სკოლების ავტო ნომიურობაზე ყურადღებას და ასახელებს აღნიშნულ საკითხს განათლების სისტემის ერთ-ერთ პრი ორიტეტულ მიმართულებად.39 აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითა რება სკოლების ბაზაზე, ავტორიზაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვა და ახალი ეროვნული სას წავლო გეგმის დანერგვა. 36 განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022-2030. ელისაბედ ბეკმენი, ბერნარდ ტრაფორდი, სკოლების დემოკრატიული მმართველობა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2013. 37 ელისაბედ ბეკმენი, ბერნარდ ტრაფორდი, სკოლების დემოკრატიული მმართველობა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2013. 38 39 https://1tv.ge/news/giorgi-amilakhvari-aucileblad-gadasakhedia-zogadi-ganatlebis-erovnuli-mizne bi-vinaidan-tanamedrove-saertashoriso-ganatlebis-standartebtan-aranairad-ar-modis-tankhvedrashi/ 26 სკოლის ავტონომიურობის გაზრდის მომხრეების მთავარი არგუმენტის მიხედვით, სკოლამ უკეთ იცის, რა სჭირდება და რა არის გასაკეთებელი, ვიდრე იმ უწყებების წარმომადგენლებმა, რომლებიც დისტანციიდან მართავენ სკოლას. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღების სკოლაზე დელეგირებას მის საჭიროებებზე მორგებისა და უკეთესი შედეგების მიღების საშუალებად განიხილავენ. კიდევ ერთი არგუმენტის მიხედვით, სკოლის დირექტორს უნდა ჰქონდეს სხვადასხვა რესურსის გამოყენების შესაძლებლობა სკოლის წინაშე არსებული ამოცანების გადასაჭრელად. მომხრეთა დამატებითი არ გუმენტი უკავშირდება თვითმყოფადობის ფსიქოლოგიის განვითარებას სასკოლო თემში. მკვლე ვართა ნაწილის აზრით, სკოლის დირექტორისა და პერსონალისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უფლების მინიჭება სკოლის საქმიანობის გაუმჯობესებაზე მეტ პასუხის მგებლობას აღვივებს.40 საქართველოში საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სარგებლობენ ავტონომიურო ბის გარკვეული ხარისხით. კანონმდებლობის მიხედვით გაწერილია, რომ სკოლის დონეზე ხდება გადაწყვეტილებების მიღება გამოყოფილი ბიუჯეტის განაწილებასთან დაკავშირებით, ასევე აღსა ნიშნავია, რომ სკოლა თავად ახდენს დირექტორის დანიშვნასა და მასწავლებლის დაქირავებას. ამას თანავე, სწავლისთვის გამოყენებულ სახელმძღვანელოებს ირჩევს სკოლა, სამინისტროს მიერ გრი ფირებული სახელმძღვანელოების ნუსხიდან, ასევე, სკოლას შეუძლია აირჩიოს არაგრიფირებული სახელმძღვანელოც, თუმცა სამინისტროსთან მისი შეთანხმება აუცილებელია. ავტონომიურობის ხარისხი ყველა საჯარო სკოლაზე ერთნაირად ვრცელდება, თუმცა სკოლები, მასწავლებლების კომ პეტენციის, განვითარების სტადიის და სხვა მახასიათებლებით, განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რაც მათ მიმართ დივერსიფიცირებული მიდგომის − გარკვეულ სკოლებზე ავტონომიურობის გაზრდის შე საძლებლობას იძლევა.41 დეცენტრალიზაცია და ავტონომიურობის ხარისხი დამახასიათებელია წარმატებული საგანმანათ ლებლო სისტემების მქონე ქვეყნების დიდი ნაწილისთვის. მაგალითისთვის მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში, სასკოლო საზოგადოების ჩართულობას განსაზღვრავს იქ არსებული კანონმდებლობა, მისი ფორმების არჩევა დელეგირებულია უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე. ეროვნულ დონეზე არსებული საკანონმდებლო აქტები განსაზღვრავს სტუდენტთა, მოსწავლეთა, მშობელთა ან მეურვეთა სასკოლო საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის ზოგად საფუძვლებს, თუმცა არ განსაზღვრავს თუ რა ფორმით უნდა იყოს მათი ჩარ თულობა უზრუნველყოფილი. მონაწილეობის ფორმების განსაზღვრის უფლება აქვს უშუალოდ სა განმანათლებლო დაწესებულებებსა (ამ შემთხვევაში სკოლებს) და მუნიციპალიტეტებს. შვედეთში მმართველობა მეტად დეცენტრალიზებულია, განათლებასთან დაკავშირებული მთელი რიგი უფლე ბამოსილებები დელეგირებულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელისუფლებებთან, მუნიცი პალიტეტის ან რეგიონის დონეზე შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ადგილობრივი საბჭოები, როგორც სასკოლო სისტემის ნაწილი. ადგილობრივი საბჭოების წევრებს შორის უნდა იყვნენ სტუდენტთა და მშობელთა წარმომადგენლები, თუმცა არ არის აუცილებელი რომ ისინი წარმოადგენდნენ საბჭოს წევრთა უმრავლესობას. ადგილობრივ საბჭოებს, მუნიციპალიტეტის ან რეგიონული ადმინისტრაციების გადაწყვეტილებით შესაძლოა გადაეცეს ისეთი უფლებამოსილებები, რომელიც ეხება სკოლის შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის განსაზღვრას, რესურსების გადანაწილების შესახებ გადაწყვეტილებე ბის მიღებას.42 სასკოლო ავტონომიის რეფორმის წარმატების რამდენიმე წინაპირობას გამოყოფენ. ერთ-ერთი ყვე ლაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა სასკოლო თემის კოლექტიური კომპეტენციაა, რაც გამოიხატება საერთო მიზნის მისაღწევად თანამშრომლობასა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.43 40 კოალიცია განათლება ყველასთვის − საქართველო, სასკოლო სისტემის მართვის დივერსიფიცირება: თეორია და პრაქტიკა, 2017. 41 ზოგადი განათლების მართვის მოდელის ეფექტიანობის ანგარიში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 2024. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის პრაქტიკა, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, 2023. 42 27 მნიშვნელოვანი საკითხია, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლი სკოლების დეცენტრა ლიზაციის პროცესში. საგანმანათლებლო რესურსცენტრი არსებული კანონმდებლობის მიხედვით, რესურსცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა საქარ თველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგ რამებისა და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა. ამასთანავე, საჯარო სკოლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რიგ შემთხვევაში აღნიშნული სკოლისთვის დამატებითი ტვირთია, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ შესაბამისი ადამიანური რესურსი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ავტონომიურობის კონტექსტში სკოლების ეფექტიანი ფუნქციონირება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე რესურსცენტრების ძირითადი ფუნქციაა სკოლებში არსებული სასწავლო პროცესების მონიტორინგი, მოკვლევის პროცესში ჩართული პირები აქტიურად საუბრობენ აღნიშნული სტრუქტურის რეფორმირების საჭიროებაზე და მის როლს, სხვა საკითხებთან ერთად, მარ თვის პროცესის მხარდამჭერადაც განიხილავენ. საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლზე ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ზოგადი განათლების მართვის მოდელის ეფექტიანობის 2024 წლის ანგარიში. აღნიშნულ ანგარიშში მიმოხილულია ის საკითხები, რაც უარყოფით გავლენას ახდენს რესურსცენტრების მუშაობაზე, მათ შორის სახელდება ის ფაქტი, რომ მათი პასუხისმგებლობა სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ყველა საჯარო სკოლასთან მიმართებით იდენტურია. შესა ბამისად, დაფარვის ზონაში მყოფი სკოლების და მოსწავლეების რაოდენობა მნიშვნელოვან გავ ლენას ახდენს რესურსცენტრების ფუნქციების შესრულებასა და სამუშაო დატვირთვაზე. აუდიტის ჯგუფმა გააანალიზა რესურსცენტრების და მათში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის თანაფარდობა საჯარო სკოლების და მოსწავლეების რაოდენობასთან მიმართებით. რიგ შემთხვევაში სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლების/მოსწავლეების რაოდენობა რაიონების მიხედვით, მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა, რესურსცენტრებში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა იდენტურია.44 ამავე ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია რესურსცენტრების მუშაობის ფორმალურობაზეც, რომელიც ეფუძნება რესურსცენტრების მიერ შემუშავებულ ყოველწლიურ ანგარიშსა და გასული წლის გეგმის შესრულებას, აუდიტის დასკვნის მიხედვით სამოქმედო გეგმაში მოცემულია წლის განმავლობაში რესურსცენტრის მიერ განსახორციელებული ძირითადი აქტივობები. აუდიტის ჯგუფმა რესურსცენტრების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების შეფასების მიზნით შეის წავლა 14 რესურსცენტრის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა და საქმიანობის წლიური ანგარიშები 2019-2021 წლების პერიოდზე. სამოქმედო გეგმების შინაარსობრივი ანალიზიდან იკვეთება, რომ რესურსცენტრების მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა არაერთგვაროვანია და გარკვეულ შემ თხვევებში ატარებს ფორმალურ ხასიათს. გეგმა არ წარმოადგენს კონკრეტული აქტივობების ამ სახველ დოკუმენტს. კერძოდ, 14 რესურსცენტრიდან 8 რესურსცენტრს ყოველწლიურად შემუშავე ბული აქვს იდენტური ან თითქმის იდენტური სამოქმედო გეგმა. გაწერილი აქტივობები არის ზოგადი, საპროგნოზო რაოდენობრივი მაჩვენებლისა და მოსალოდნელი შედეგის მითითების გარეშე, თუმცა, იკვეთება შემთხვევები, როცა საპირისპირო სურათი გვაქვს.45 კოალიცია განათლება ყველასთვის − საქართველო, სასკოლო სისტემის მართვის დივერსიფიცირება: თეორია და პრაქტიკა, 2017. 43 44 28 ზოგადი განათლების მართვის მოდელის ეფექტიანობის ანგარიში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 2024. რესურსცენტრების ეფექტიანობის გაზრდა სახელმწიფოს მიზანიცაა, რაზეც მეტყველებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2023 წელს წარმოდგენილი ინიციატივა, კერძოდ ცვლილებები შევიდა საჯარო სამსახურისა და საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონებში, რომლის მიხედვითაც საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსები გახდნენ საჯარო მოხელეები, გაიზარდა მათი ანაზღაურებაც. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა და განათლების სისტემაში მიმდინარე სხვა რე ფორმები მოითხოვს საგანმანათლებლო რესურსცენტრის გააზრებას სკოლების ავტონომიურობის ზრდის კონტექსტში, ამასთანავე მნიშვნელოვანია მათი საქმიანობისა და სკოლებთან ურთიერთობის პრინციპების გადახედვაც.46 როგორც უკვე აღინიშნა, რესურსცენტრების როლის ამგვარ გადააზრე ბაზე აკეთებენ აქცენტს თემატური მოკვლევის პროცესში ჩართული პირები, „მნიშვნელოვანია გავიაზ როთ რესურსცენტრის როლი და მაკონტროლებელი ორგანოს ნაცვლად გახდეს სკოლების რეალურ მხარდაჭერაზე ორიენტირებული სტრუქტურა“ − აღინიშნა ფოკუს-ჯგუფების მსვლელობისას. განათ ლების სპეციალისტების აზრით, მნიშვნელოვანია რესურსცენტრების ფუნქცია მოიცავდეს სკოლების ადვოკატირებას და ჩამოშორდეს სამინისტროსა და სკოლებს შორის დამაკავშირებლის როლი.47 სამეურვეო საბჭო სკოლების ავტონომიურობა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება, სხვა საკითხებთან ერთად, მათი მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობასაც გულისხმობს. არსებული კა ნონმდებლობის მიხედვით, საქართველოს ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებუ ლებაში არსებობს სამეურვეო საბჭო, მმართველი ორგანო, რომელიც დაკომპლექტებულია მასწავ ლებლებისგან, მშობლებისა და მოსწავლისაგან. ჯერ კიდევ, 2000 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოსცა ბრძანება „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლების ტიპური დებულების შეკვეცილი ვერსიის საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში განხორციელების შესახებ“, რომლის თანახ მადაც უნდა განხორციელებულიყო განათლების სისტემის მართვის დეცენტრალიზაციის პროგრამა და შემუშავებულიყო დემოკრატიული საგანმანათლებლო სტრუქტურის მოდელი. შეირჩა საპილოტე სკოლები თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და ქვემო ქართლში, სადაც გამოიცადა სკოლის თვითმმარ თველობის სავარაუდო მოდელი.48 სამეურვეო საბჭო, შესაძლებელია ითქვას, წარმოადგენს სკოლის მთავარ კოლეგიალურ ორგანოს, რომელიც შედგება 6-12 წევრისგან, ხოლო ისინი აირჩევიან მთლიანად სასკოლო საზოგადოების მიერ. აღნიშნულ ორგანოს კანონით განსაზღვრული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, მათ შორისაა, სკოლის დირექტორის არჩევა, სკოლის ყოველწლიური ბიუჯეტის, შინაგანაწესის, დირექ ტორის ყოველწლიური ანგარიშის დამტკიცება, მას ასევე შეუძლია ვადაზე ადრე შეუწყვიტოს უფლებამოსილება სკოლის დირექტორს. სამეურვეო საბჭო ირჩევს დისციპლინური კომიტეტს. 2006 წლიდან დაიწყო სამეურვეო საბჭოების არჩევის პროცესი, ხოლო 2007 წლიდან საქართველოში არსებულ 1166 საჯარო სკოლას სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორი ჩაუდგა სათავეში.49 საერთაშორისო პრაქტიკით, სკოლის მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის კუ თხით მთელი რიგი განსხვავებები იკვეთება, მაგალითად ფინეთის კანონები სასკოლო და პროფესიუ 45 46 ზოგადი განათლების მართვის მოდელის ეფექტიანობის ანგარიში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 2024. იქვე. განათლების კოალიცია, საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქართველოში − საჭიროების კვლევა, 2021. 47 48 49 გ. ჭანტურია, მ. ქადაგიძე, გ. მელიქიძე, „სასკოლო განათლების ისტორია 1990–2020“, 2020. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი. 29 ლი განათლების შესახებ არ ითვალისწინებს, თუ როგორ უნდა იყოს ორგანიზებული სკოლების ადმინისტრირება და მართვა. ეს პროცესი რეგულირდება ადგილობრივ, ინსტიტუციურ დონეზე დამო უკიდებელი აქტით, თითოეული სკოლის დებულების მიხედვით. შესაბამისად, სკოლების მართვის სტრუქტურა განსხვავებულია ერთმანეთისგან. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, თითოეულ სკოლას მოეთხოვება ჰყავდეს დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელია სასკოლო საქმიანობაზე, თუმცა სკო ლა-სახლის თანამშრომლობის ძირითად პრინციპებს ადგენს განათლების ეროვნული საბჭო, ხოლო მის ორგანიზებას კი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულება. ადგილობრივი ხელისუფლე ბის გადაწყვეტილებით, სკოლებს შეუძლიათ ჰყავდეთ დაწესებულების მაკოორდინირებელი ორგანო − დირექტორთა საბჭო. ხშირად, დირექტორთა საბჭოები დაკომპლექტებულები არიან მოსწავლეთა მშობლებითაც. დირექტორთა საბჭო იღებს სკოლის ინსტიტუციურ დებულებას. რამდენიმე ფინური სკოლის ინსტიტუციური დებულების მიხედვით, სკოლის მართვას ახორციელებს, ასევე კოლეგიური ორგანო სკოლის საბჭო, რომელშიც შედის სკოლის დირექტორი, ხაზინადარი, დირექტორთა საბჭო და აუდიტორი. განსხვავებული პრაქტიკაა ესტონეთში, სადაც სკოლის უმაღლესი მმართველი ორგანო სამეურვეო საბჭოა, რომლის გადაწყვეტილებების აღსრულება სავალდებულოა და რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია სასწავლო პროცესის ყველა მონაწილე. სამეურვეო საბჭო არის მუდმივმოქმედი ორგანო, რომლის ამოცანაა მოსწავლეების, მასწავლებლების, მოსწავლეთა მშობლების, კურსდამ თავრებულების და ორგანიზაციების ერთობლივი მოქმედებით განათლებისთვის ეფექტური პირობე ბის შექმნა, განათლებისა და ტრენინგების დაგეგმვა და მონიტორინგის სწორად წარმართვა. სკოლის დირექტორი ანგარიშვალდებულია სამეურვეო საბჭოს წინაშე. იგი ადგენს სკოლის სახელფასო სტრუქტურის პრინციპებს, წარუდგენს მათ მასწავლებელსა და სამეურვეო საბჭოს. ამასთან, სკოლის სასწავლო გეგმა და მისი ცვლილებები განსახილველად წარედგინება სკოლის სამეურვეო საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმარველობას და განათლების საბჭოს. ლატვიაშიც განათლების კანონი აწესრიგებს სასკოლო მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის საკითხებს და ადგენს, რომ, სკოლებში უნდა არსებობდეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბჭოები, რომელიც კოლეგიური ორგანოა და შედგება მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა წარმომადგენლებისაგან. გარდა ამისა, მშობელთა ჩართულობა საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავებაში უზრუნველყოფილია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზეც, სკოლის თვითმმართველი ორგანოების და არასამ თავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ლატვიაში არსებული პრაქტიკის მიხედვით, მშობელთა წარ მომადგენლები (მეურვეები) უნდა შეადგენდნენ საბჭოს უმრავლესობას, რომელთა არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრების მიერ ხმათა უმრავლესობით. საბჭოს მოვალეობებში, სხვა საკითხებთან ერთად, შედის მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული პირებისთვის გაცნობა, ასევე საგან მანათლებლო დაწესებულებას და საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის უზრუნველყოფა, ინტერესთა ჯგუფების შექმნა მშობლების, მოსწავლეების და მასწავლებელთა ჩართულობით. გაერ თიანებულ სამეფოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასკოლო საზოგადოების ჩარ თულობა ხორციელდება კოლეგიური საბჭოების, მმართველი ორგანოების (Governing Bodies) საშუალებით, რომლის შემადგენლობაში შედიან როგორც მშობლები, ასევე, სკოლისა და მუნიცი პალიტეტის წარმომადგენლები. მას, საჭიროების შემთხვევაში, აქვს დამატებითი მმართველების დანიშვნისა და ცალკეული ფუნქციური საბჭოების შექმნის უფლება. ფუნქციური საბჭოები შედგება ასოცირებული წევრებისაგან, რომლებსაც არჩევს მმართველი ორგანო და ის წარმოადგენს მთავარ გადაწყვეტილების მიმღებს. მას ასევე უფლება აქვს გარკვეული პასუხისმგებლობების დელეგირება მოახდინოს სკოლის დირექტორზე. მმართველი ორგანო პასუხს აგებს სკოლის სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებასა და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაზე. ამასთან, მმართველი ორგანო არ ერევა სკოლის ყოველდღიურ, რუტინულ საქმიანობაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში საზოგადოების ჩართულობა ხორციელდება როგორც სასკოლო რაიონების (school boards of school district), ასევე კონკრეტული სკოლების დონეზე. სკოლების დონეზე მართვა ხორციელდება კოლეგიური საბჭოების მეშვეობით (Local School Councils). საბჭოს წევრი შეიძლება იყოს მშობელი, საზოგადოების წევრი, მოსწავლე, სკოლის მასწავლებელი, სკოლის დირექტორი. საბჭოს წევრობა შესაძლებელია არჩევისა და დანიშვნის გზით. 30 საბჭოს ყოველი წევრისთვის დადგენილია წევრობის წინაპირობები: წარმომადგენელი მშობელი ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენელი მასწავლებელი სკოლის საშტატო ერთეულის წარმომადგენელი მოსწავლე წევრობის წინაპირობა • არის სკოლის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი; • არ არის სასკოლო რაიონის მართვის საბჭოს წევრი. • არის არაუმცირეს 17 წლის; • ცხოვრობს სკოლის სააარჩევნო უბნის საზღვრებში; • არ არის სკოლის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი; • არ არის სასკოლო რაიონის მართვის საბჭოს წევრი. • სკოლაში არის სრულ განაკვეთზე დასაქმებული; • სამუშაო ვალდებულების უმრავლესობას ახორციელებს სკოლის ბაზაზე (Attendance Center). • სკოლაში არის სრული განაკვეთით დასაქმებული ისეთ პოზიციაზე, რომლისთვისაც მასწავლებლის კვალიფიკაცია სავალდებულო არ არის; • სამუშაო ვალდებულების უმრავლესობას ახორციელებს სკოლის ბაზაზე (Attendance Center). • არის სკოლის მოქმედი მოსწავლე; • არის სკოლის მოსწავლე, სადაც სწავლება გრძელდება XII კლასამდე; • არის სკოლის მოსწავლე, სადაც სწავლება გრძელდება VIII კლასამდე. მიუხედავად, სამეურვეო საბჭოებისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებისა და საქართველოში არსებული პრაქტიკის წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკასთან თანხვედრისა, თემატურ მოკ ვლევაში ჩართული პირები ერთხმად თანხმდებიან მისი ფორმალური ხასიათისა და ნაკლებად ეფექტიანობის შესახებ, ამავეს ადასტურებს სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევებიც. „სამეურვეო საბჭო ნაკლებეფექტიანად ახორციელებს მასზე კანონით დაკისრებულ ფუნქციებს. ეს ინფორმაციის ნაკლებობის, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოუყალიბებლობის, დროის ფაქტორის და სოციალური გარემოს მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ამ პრობლემების მოსაგვარებლად შესაძლოა სა ხელმწიფომ და სკოლამ დაგეგმოს სხვადასხვა ღონისძიება. მაგალითად, ხარისხიანი და მდგრადი შედეგების მომცემი ტრენინგები, გაზიარდეს სხვადასხვა დემოკრატიული სახელმწიფოების გამოც დილება.“ − ნათქვამია ერთ-ერთი სკოლის წერილობით მოსაზრებაში. 31 თემატური მოკვლევის ფარგლებში შემოსული წერილობითი მოსაზრებების, გამართული სამუშაო შეხვედრებისა და ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების საფუძველზე, შესაძლებელია სამეურვეო საბჭოების მუშაობის ნაკლებეფექტიანობის მიზეზები შემდეგნაირად წარმოვადგინოთ: • საბჭოს წევრთა დაბალი კომპეტენცია; • სამეურვეო საბჭოს საქმიანობის შესახებ სასკოლო საზოგადოების დაბალი ცოდნა და ცნო ბიერება; • მასწავლებელთა და მშობელთა დროის სიმცირე; • დირექტორის გავლენა; • საბჭოს წევრთა პოზიციის მოხალისეობრივი ხასიათი, ანაზღაურების გარეშე; • საბჭოს ანგარიშვალდებულების არ არსებობა სასკოლო საზოგადოების წინაშე; • საბჭოს წევრთა ფორმალური ფუნქციები; • სკოლის დაბალი ავტონომიურობა. 2008, 2012 და 2014 წლებში ჩატარებული სხვადასხვა კვლევა, ისევე, როგორც 2024 წელს გან ხორციელებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში აღნიშნავს, რომ სამეურვეო საბჭოების საქმიანობა არ არის ეფექტიანი, ხოლო, რიგ შემ თხვევაში, მათი საქმიანობა სასკოლო საზოგადოებისთვის გაუგებარია. 2014 წელს განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტმა, განათლების კოალიციას თან ერთად, განახორციელა სკოლის სამეურვეო საბჭოების კვლევა, რომელიც ეფუძნებოდა ფოკუსჯგუფების სერიასა და ექსპერტების პანელს. კვლევაში ჩართული პირების განცხადებით, სამეურვეო საბჭოების არსებობა აუცილებელია, ვინაიდან ის წარმოადგენს დემოკრატიული მართვის ინსტრუ მენტს. ამავე კვლევის თანახმად, სამეურვეო საბჭოების მუშაობის ეფექტიანობა სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული იყო, კერძოდ, საწყის ეტაპზე, როდესაც დირექტორების არჩევის უფლება პირველად დაეკისრათ, მათი მოტივაცია მაღალი იყო და შესაბამისად, უფრო აქტიურად მუშაობდნენ. განსა კუთრებულ წუხილს გამოთქვამდნენ არაურბანულ დასახლებაში მდებარე, პატარა სკოლების წარ მომადგენლები, მათი განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც მცირეკონტიგენტიან სკოლებს შეზღუდული რაოდენობის რესურსი გააჩნია, გადასაწყვეტი არც არაფერია, შესაბამისად, შეუძლებელია საბჭოები აქტიურად ფუნქციონირებდნენ.50 აღნიშნულს ადასტურებენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატურ მოკვლევაში ჩართული პირებიც, მათი შეფასებით, სამეურვეო საბჭოს უწევს გადაწყვეტილებების მიღება ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომელიც მის ფორმალურ ჩართულობას მოითხოვს, ამის მაგალითად, სკოლების ბიუჯეტი მოჰყავთ, რომელში ცვლილების განხორციელების რეალური შესაძლებლობაც საბჭოებს არ გააჩნიათ. როგორც უკვე აღინიშნა, სამეურვეო საბჭოების კომპეტენცია სახელდება მათი ფუნქციონირების და ბალი ეფექტიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. როგორც მოკვლევაში ჩართული პირების ნაწილი აცხადებს, მშობლების უმრავლესობამ არც კი იცის, რომ არსებობს მსგავსი ორგანო, რომელიც მათ აძლევთ სკოლის მართვის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, რომ სამეურვეო საბჭო სკოლების უმეტესობაში ფორმალური ხასიათისაა. „სასკოლო საზოგადოების წევრებს არ აქვთ სურვილი და კომპეტენცია იყვნენ ამ სტრუქტურული ერთეულების ნაწილი. შესაბამისად, თითქმის ყველა სკოლაში სამეურვეო საბჭო ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას. ამის მიზეზი არის საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე, კა რ. აფხაზავა, თ. ბრეგვაძე, სკოლის სამეურვეო საბჭოების საქართველოში − პრაქტიკა, გამოწვევები და რე კომენდაციები, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, განათლება ყვე ლასთვის საქართველო, 2014. 50 32 ნონის ზოგადი ხასიათი, კანონის წაკითხვის და გააზრების დაბალი კომპეტენცია, ფუნქციებში გა ურკვევლობა, ინდიფერენტული დამოკიდებულება. სკოლებში ცოცხალია ის სტრუქტურები, რო მელსაც ხელმძღვანელობს ლიდერი და მას ესმის გაზიარებული ლიდერობის მნიშვნელობა. ყველა ჩამოთვლილ მიზეზთან მიმართებაში საჭიროა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა.“ − აცხადებს ერთერთი სკოლის დირექტორი. ინფორმაციის ნაკლებობაზე ამახვილებს ყურადღებას ერთ-ერთი საჯარო სკოლის წარმომადგენელი. „ფაქტია ყველაფერი ისე არ არის როგორც კანონმდებლობაშია გაწერილი, საზოგადოება თავს იკავებს სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობისაგან. სკოლები, რომლებიც ზრუნავენ საზოგადოებისა და მშობლების ჩართვაზე სასკოლო პროცესებში, აქტიურად ეხმარებიან მათ ჩართულობის მეთოდების შესწავლაში, რასაც სარგებელი ორივე მხარისთვის აქვს. საღი დამოკიდებულება სკოლასა და თემის წარმომადგენლებს შორის შედეგიანი ურთიერთობის დამყარების პირველი ნაბიჯია. სკოლის კარი უნდა გაიღოს, მნიშვნელოვანია, ყველა მშობელს მიეწოდოს ინფორმაცია, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ მათ სამეურვეო საბჭოსგან, რა შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ საბჭოს ან მის ცალკეულ წევრს. სასურველია, საბჭოს ყოფილმა წევრებმა მოამზადონ ანგარიში, თუ რას საქმიანობდა საბჭო გასული სამი წლის განმავლობაში და წარუდგინონ სასკოლო საზოგადოებას.“ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამეურვეო საბჭოს ფორმატში, არამედ ზოგადად. საბჭო მშობელს აძლევს შესაძლებლობას გავლენა მოახდინოს დაწესებულების პოლიტიკის განსაზღვრასა და მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. უფრო ფართო გაგებით, მშობელთა ჩართულობას განსაკუთრებული ეფექტი აქვს მოსწავ ლის აკადემიური მიღწევების თვალსაზრისითაც, აღნიშნულზე მეტყველებს PISA 2018-ის შედეგები, რომელშიც სწავლა-სწავლებაზე მოქმედ ფაქტორებს შორის გამოყოფილია მშობელთა ჩართულობა.51 ის ფაქტი, რომ საბჭოს წევრთა ნაწილისთვის რთულია დაკისრებული ფუნქციების შესრულება, დასტურდება ზოგადი განათლების მართვის მოდელის ეფექტიანობის ანგარიშითაც. სხვა მიზეზებთან ერთად, საბჭოს წევრები ასახელებენ კომპეტენციის ნაკლებობასაც. კერძოდ, 170 გამოკითხული სამეურვეო საბჭოს წევრიდან 49 აღნიშნავდა, რომ მათთვის რთულია განსაზღვრული ვალდებულების შესრულება. განსაკუთრებით რთული ფუნქციები შემდეგნაირად გამოიყურება: ფუნქცია წევრთა რაოდენობა ბიუჯეტის დაგეგმვა 23 ფინანსური მონიტორინგი 18 სტრატეგიული დაგეგმვა 8 საჩივრების განხილვა 7 52 სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, საკითხზე მუშაობის პროცესში, შეისწავლა და გაანალიზა საბჭოს წევრთა ჩართულობა 2019-2021 წლებში ჩატარებული სხდომის ოქმების საფუძველზე, შესაბამისად დაადგინა, რომ საბჭოს წევრები ნაკლებად იჩენდნენ ინიციატივას საკითხების ინიცირების პროცესში, ხოლო მათ ჩართულობას, ძირითად შემთხვევაში, გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.53 მოკვლევის პრო ცესში ჩართული პირები აღნიშნულის მიზეზად ასახელებენ მშობლებისა და მასწავლებლების დროის 51 მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2018: საქართველოს ანგარიში, შეფასებისა და გამოცდების ცენტრი, 2020. 52 53 ზოგადი განათლების მართვის მოდელის ეფექტიანობის ანგარიში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 2024. ზოგადი განათლების მართვის მოდელის ეფექტიანობის ანგარიში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 2024. 33 დეფიციტს, იქედან გამომდინარე, რომ მშობლები დასაქმებულები არიან და ვერ ახერხებენ სამსა ხურის გაცდენას, სხდომებზე დასწრებისა და საქმიანობაში ჩართულობის შეზღუდული შესაძლებლობა გააჩნიათ. რამდენიმე სკოლის დირექტორი ამბობს, რომ პანდემიის პირობებში, მაშინ, როდესაც დასაშვები იყო დისტანციური შეხვედრები, საბჭოს წევრთა ჩართულობა გაცილებით მაღალი იყო. სამეურვეო საბჭოების დაბალექფექტიანობის მიზეზად, ასევე სახელდება უფლებამოსილებების გა მიჯვნის საკითხი დირექტორსა და საბჭოს შორის. მიუხედავად კანონით საბჭოსთვის მინიჭებული მაღალი უფლებამოსილებისა, საბჭოსა და დირექტორის ურთიერთობის პროცესში, იკვეთება სკოლის ხელმძღვანელის დომინანტობა, რასაც ადასტურებს მოკვლევის პროცესში ჩართული პირების მიერ გამოთქმული მოსაზრებები. კერძოდ, ისინი აღნიშნავენ, რომ ხშირ შემთხვევაში, სკოლის დი რექტორები ცდილობენ ხელი შეუწყონ იმ პირთა არჩევას საბჭოში, რომლებიც მათ მიმართ ლო იალური განწყობებით გამოირჩევიან, შესაბამისად, რიგ შემთხვევაში, საბჭოს წევრები ასრულებენ დირექტორის მითითებებს და არ არიან დამოუკიდებლები. ამასთანავე, საბჭოს საქმიანობაზე გავ ლენას ახდენს სკოლის დირექტორის გავლენები, მოკვლევაში ჩართული პირები განმარტავენ, რომ აღნიშნული უკავშირდება, როგორც მასწავლებლებს, ასევე მშობლებს. იქედან გამომდინარე, რომ საათობრივი ბადის გადანაწილების მექანიზმები ბუნდოვანია და არ არის გამჭვირვალე, აღნიშნული შესაძლოა იქცეს ინსტრუმენტად მასწავლებლის წინააღმდეგ, ისევე როგორც მოსწავლის ნიშანი − მშობლის წინააღმდეგ. ზემოთქმული ფაქტორები იწვევს დირექტორის გავლენას საბჭოს წევრებზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის დეკლარირებულ მიზნებთან. ზემოხსენებულის მიზეზად, შესაძლებელია დავასახელოთ არა დირექტორთა ცდუნება, ჩაერიონ კოლეგიალური ორგანოების საქმიანობაში, არამედ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელთა დაბალი მოტივაცია და სურვილი ჩართულნი იყვნენ სკოლის მართვის პროცესში. ამასთანავე, რიგ შემთხვევაში, განსაკუთრებით მშობლებისთვის, არ არის საყოველთაოდ ხელმისაწ ვდომი ინფორმაცია, როგორც საბჭოს არჩევნების, ასევე მათი ფუნქციებისა და იმ შესაძლებლობე ბის შესახებ, რომელსაც საბჭო სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს აძლევს. მოკვლევაში ჩართულ პირებს, სამეურვეო საბჭოების ეფექტიანობის გაზრდის მთავარ ფაქტორად მიაჩნიათ შე მადგენლობის გადახალისება, კერძოდ, საბჭოში უნდა იყოს თითო კლასის თითო მშობელი, რაც მათივე მოსაზრებით, დააზღვევს დირექტორების მიმართ ლოიალურ პირთა არსებობას სკოლის მთავარ კოლეგიალურ ორგანოში. მეორე ნაწილს კი, საბჭოს წევრთა გადახალისებაზე უფრო მნიშვნელოვან ფაქტორად ანგარიშვალდებულების სისტემის შემუშავება მიაჩნია, კერძოდ, იმგვარი მექანიზმების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს წევრთა მუდმივ კომუნიკაციასა და კოორდინაციას სასკოლო საზოგადოებასთან, აღნიშნული გაზრდის ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას, ასევე ჩართულობა მეტად საყოველთაო ხასიათის იქნება და წაახალისებს სხვადასხვა ჯგუფებს აქტიურად წამოაყენონ სკოლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. ამ კონტექსტში, მოკვლევაში ჩართული პირები საუბრობენ იმ პროგრამების შემუშავების აუცილებლობაზე, რომელიც უზრუნველყოფს მშობლებთან თანამშრომლობითი გარემოს ჩამოყალიბებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვითაც დასტურდება, რომ საბჭოს წევრთა ჩართუ ლობა სკოლის მართვის პროცესში ფორმალური ხასიათისაა, აუდიტის ჯგუფის მიერ შესწავლილი 42 სკოლიდან, 28 სკოლაში სამეურვეო საბჭომ განახორციელა ფინანსების ხარჯვის მონიტორინგი, ხოლო 14-მა არა, ასევე გამოკითხული საბჭოს 170 წევრიდან, 45-ის პასუხის მიხედვით, საბჭო არასდროს უზრუნველყოფს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილი საქმიანობის ანგარიშის საჯაროობას. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ სახელმწიფოს არ შეუსწავლია საბჭოების საქმიანობა, შესაბამისად არ არის დადგენილი მათი საჭიროებები და ეფექტიანობა. ასევე, არ არის განსაზღვრული საბჭოს ფუნქციონირების შედეგად მისაღწევი მიზანი.54 მოკვლევაში ჩართული პირები კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ საბჭოს წევრთა შესაძლებ ლობების გაძლიერებას მათი გადამზადების საჭიროებას, პროფესიული განვითარების ეფექტიანი 54 34 ზოგადი განათლების მართვის მოდელის ეფექტიანობის ანგარიში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 2024. პროგრამების შემუშავების გზით, ამასთანავე, მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ანგარიშვალდებულების სისტემის განსაზღვრა. გარდა ზოგადი განათლების შესახებ კანონით განსაზღვრული გარემოებებისა, რომელიც უზრუნველ ყოფს სკოლის მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია სკოლების ავტორიზაცია. ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში იდენფიტიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტო რიზაციის მიზანია შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკ მაყოფილების უზრუნველყოფა. საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი საქართველოში 20302031 წლამდე დასრულდება, თუმცა არსებული გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად მიმდინარეობს საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი. როგორც უკვე აღინიშნა, ავტორიზაციის მთავარი მიზანია შეაფასოს სკოლის მზაობა განსაზღვრულ სტანდარტებთან, თავის მხრივ, მისი ერთ-ერთი საკვანძო საკითხია სკოლის მართვა, შესაბამისად, 3.3.2 სტანდარტის მიხედვით, ფასდება, თუ რამდენად უზ რუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სასკოლო საზოგადოების წევრების ჩართუ ლობას სასკოლო ცხოვრებასა და კოლეგიალური ორგანოების საქმიანობაში.55 3.3.2. სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობის მართვაში უზრუნველყო ფილია სასკოლო საზოგადოების ჩართულობა • სკოლას აქვს მართვის პროცესებთან დაკავშირებით სასკოლო საზოგადოების ინფორმირების, უკუკავშირის მიღების და მასზე რეაგირების მექანიზმები; • უზრუნველყოფილია სასკოლო საზოგადოების წევრების სასკოლო ცხოვრებაში/მართვის კოლეგიალურ ორგანოებში ჩართულობა. მოსწავლეთა თვითმმართველობა მართვის პროცესთან ერთად, ავტორიზაციის განახლებულ სტანდარტში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მოსწავლეთა მხარდაჭერაზეც, კერძოდ, სკოლამ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მეშვეობით უნდა უზრუნველყოს დამატებითი/ არაფორმალური აქტივობების წახალისება და მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერა. ამასთანავე, მოსწავლეთა უკუკავშირის საფუძველზე სკოლამ უნდა გააუმჯობესოს მოსწავლეთა მომსახურება.56 სკოლის მართვის პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას უზრუნველყოფს მოსწავლეთა თვითმმარ თველობები, მის საქმიანობას არეგულირებს საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ. აღნიშნული ორგანოს მთავარი ფუნქციებია: 55 56 57 • სკოლის შინაგანაწესის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; • სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენლის არჩევა; • მოპოვებული გრანტების განკარგვაში მონაწილეობა; • სამეურვეო საბჭოსთვის წინადადების წარდგენა სკოლისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან და კავშირებით; • სასკოლო კლუბების შექმნა.57 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტი. საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ. 35 მოსწავლეთა ჩართულობის სხვადასხვა ფორმა გვხვდება მსოფლიოს არაერთ, მათ შორის, მოკვლე ვის ფარგლებში შესწავლილ ქვეყნებშიც. ფინეთში არსებული კანონმდებლობის მიხედვით, თითოეულ საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა ჰყავდეს მოსწავლეთა გაერთიანება. სკოლებში, ასევე იქმნება მოსწავლეთა საბჭო, რომე ლიც არის მათი ხმა სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებში. მოსწავლეთა საბჭოში შედიან თავად მოსწავლეების მიერ არჩეული წარმომადგენლები სხვადასხვა კლასებიდან. საბაზო განათლების საფეხურზე, შესაბამისი ასაკის მოსწავლეები ერთიანდებიან მოსწავლეთა ასოციაციის სახით. ასოციაციის ამოცანაა ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მონაწილეობას და გავლენას მათთან დაკავში რებული საკითხების გადაწყვეტაში. მოსწავლეთა ასოციაციის საქმიანობის ორგანიზებას წყვეტს საგანმანათლებლო დაწესებულება. ამ დროს მხედველობაში მიიღება მოსწავლეების ასაკი და ადგი ლობრივი გარემოებები. ამასთანავე, დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა: • ზემოქმედება იქონიონ განათლების პროვაიდერის საქმიანობაზე და მის განვითარებაზე; • მონაწილეობა მიიღონ მოსწავლეთა საკითხების შესახებ გადაწყვეტილებების მომზადებაში. როგორც უკვე აღინიშნა, ესტონეთში მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მმართველი სტრუქტურის ნაწილია განათლების საბჭო, რომლის ამოცანაა საგანმანათლებლო პროცესის ანა ლიზი და შეფასება, ასევე მისი კომპეტენციის ფარგლებშია განათლებისა და აღზრდის შესახებ გა დაწყვეტილებების მიღება, საბჭოს წევრები, სხვებთან ერთად, ასევე არიან მოსწავლეთა თვით მმართველობის წარმომადგენლები, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულების დებულებით დად გენილი წესით, საგანმანათლებლო დაწესებულების პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობას იღებს მოსწავლეთა თვითმმართველობა. ესტონეთში წელიწადში ერთხელ ტარდება მოსწავლის გან ვითარებაზე ორიენტირებული შეხვედრა თავად მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის მონა წილეობით, რომლის დროსაც ხდება შეთანხმება სწავლის მომდევნო ეტაპსა და განვითარების მიზ ნებზე. ლატვიაში არსებული კანონმდებლობის მიხედვით, მოსწავლეებს უფლება აქვთ მოითხოვონ სასწავ ლო დაწესებულებაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზაციის შექმნა. სკოლების აკრე დიტაციის პროგრამა ითვალისწინებს მოსწავლეთა საბჭოს არსებობას. ამგვარი საბჭოების მონა წილეობის ხარისხი სკოლის მართვაში განსხვავებულია სკოლების მიხედვით. მათი უმრავლესობა თანამშრომლობს სკოლის ადმინისტრაციასთან. საბჭოები არსებობს არა მხოლოდ სკოლების, არა მედ რეგიონალურ დონეზეც, რათა ურთიერთთანამშრომლობით განახორციელონ ერთობლივი პრო ექტები. პოლონეთში მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი მოხალისეობრივი საქმიანობა. მოსწავლეთა თვითმმართველობას აქვს უფლება, სასკოლო სა კითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინოს სკოლის საბჭოს, მასწავლებელთა საბჭოსა და დირექტორს. კერძოდ: 36 • გაეცნოს სასწავლო გეგმას, მის შინაარსსა და მოთხოვნებს; • შეაფასოს სწავლის პროცესი; • ორგანიზება გაუწიოს სასკოლო აქტივობებს; • გამოსცეს სასკოლო გაზეთი; • დირექტორთან შეთანხმებით მოაწყოს კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული და გა სართობი ღონისძიებები. გაერთიანებულ სამეფოში არ არსებობს მოსწავლეთა ჩართულობის ცალკეული კოლეგიალური ორ განო, მოქმედი კანონმდებლობით მოსწავლეთა ჩართულობა მმართველი ორგანოს საქმიანობაში არ რეგულირდება. გაერთიანებული სამეფოს განათლების დეპარტამენტი რეკომენდაციას უწევს სკო ლებს, რომ ხელი შეუწყონ მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პრო ცესში. აღნიშნულის ერთ-ერთ გზად მოსწავლეებისგან შემდგარი სასკოლო საბჭოების ჩამოყალიბება მიიჩნევა.58 აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველი კვლევა მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანო ბასთან დაკავშირებით 2006-2007 წლებში ჩატარდა, გამოკითხულთა აბსოლუტურ უმრავლესობას (85.7 %-ს) აღნიშნული ორგანოს შექმნა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მიაჩნდა.59 მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ნათლად ასახავს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებს და საფუძველს ქმნის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის თვის, თემატურ მოკვლევაში მონაწილე პირთა მოსაზრებები, რიგ შემთხვევაში, საწინააღმდეგოზე მიუთითებს. „ხარისხიანი განათლების მიწოდება არის სკოლის დანიშნულება, მოსწავლე არის ის ვისთვისაც სკო ლა არსებობს, შესაბამისად ყველა დემოკრატიულ სკოლაში მოსწავლე უნდა იყოს ძირითადი შემ ფასებელი სასწავლო პროცესის ხარისხის, მოსწავლეთა თვითმმართველობა, კი ის რგოლი, რომე ლიც ჩართული უნდა იყოს შეფასებისა და კვლევის პროცესებში. უფრო მეტიც, თავად უნდა უწევდეს ორგანიზებას მსგავს აქტივობებს და რეკომენდაციის სახით აწვდიდეს ადმინისტრაციას. რეალურად, დღევანდელ სკოლაში ხშირად მოსწავლეების ასეთი აქტივობები თავგასულობად აღიქმება. სკოლის თანამშრომლების უმეტეს ნაწილს მიაჩნია, რომ დღეს მოსწავლეები მეტ ყურადღებას აქცევენ უფ ლებებს და არა მოვალეობებს. თუ ეს ფაქტია, გამოდის სკოლა სათანადოდ ვერ ახერხებს აღზარდოს პასუხისმგებლიანი თაობა. სწორედ ეს პასუხისმგებლობა უნდა ავაღებინოთ თვითმმართველობას და ზოგადად მოსწავლეებს სკოლის და საზოგადოების მიმართ. პასუხისმგებლობის აღება, კი, მხო ლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია, ამიტომ სკოლა და თვითმმართველობა უნდა იყოს მეტად ავტონომიური და სკოლას ჰყავდეს ლიდერი ხელმძღვანელი.“ − აცხადებს ერთ-ერთი სკოლის დირექტორი თვითმმართველობის მნიშვნელოვნებაზე საუბრისას. მოკვლევაში ჩართულ პირთა მოსაზრებების საფუძველზე, თვითმმართველობის საქმიანობის ხელ შემშლელი ფაქტორები, შესაძლებელია, შემდეგნაირად წარმოვადგინოთ: • თვითმმართველობის ფორმალური ხასიათი; • არჩევნების პროცესის ფორმალურობა; • ინფრასტრუქტურის პრობლემები და ფინანსური რესურსების სიმცირე; • გადატვირთული საგაკვეთილო ბადე; • მოსწავლეთა დროის სიმცირე; • ადამიანური რესურსი. თემატურ მოკვლევაში ჩართული პირები განმარტავენ, რომ თვითმმართველობის საქმიანობის პროცეს ში ჩართული პირები არ ფარავენ მთლიანად მოსწავლეთა თემს. „იმ სკოლებშიც კი, რომელსაც აქტიური მოსწავლეთა თვითმმართველობა ჰყავს, მოსწავლეთა ჩართულობა არ არის საყოველთაო, სკოლაში 58 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის პრაქტიკა, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, 2023. 59 გ. ჭანტურია, მ. ქადაგიძე, გ. მელიქიძე, „სასკოლო განათლების ისტორია 1990–2020“, 2020. 37 არსებობს ერთგვარი ბირთვი, რომელიც არ შეადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დიდ ნაწილს და მხოლოდ ისინი არიან ჩართული ყველა აქტივობის განხორციელებაში.“ − განმარტავს ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. სკოლების წარმომადგენლები ყველაზე აქტიურ კოლეგიალურ ორგანოდ სწორედ მოსწავლეთა თვითმმართველობას ასახელებენ და ამის განსამტკიცებლად, შესაბამისი არგუმენტებიც მოჰყავთ „მოსწავლეებს, როგორც წესი, მოსწონთ ნებისმიერი ტიპის აქტივობა, რაც მათ სერიოზული გადაწყვეტილების მიღების მონაწილედ აგრძნობინებს თავს, მაგალითად: კლუბების და წრეების ჩამოყალიბება, მათი ხელმძღვანელობა, ინიციატივების გაჟღერება და შემდეგ საკუთარი ინიციატივების სისრულეში მოყვანა, სასკოლო ღონისძიებების ორგანიზება, თემატურ კონკურსებსა და სპორტულ შეჯიბრებებში ჩართვა, საგრანტო განაცხადებზე მუშაობა, ლიდერობა, თანასწორგანმანათლებლობა − ეს იმ საქმიანობების არასრული ჩამონათვალია, რაც მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების ფუნქციაში შედის ან/და ითავსებენ და ამიტომ თითქმის ყველა მოსწავლე ოცნებობს, რაც შეიძლება მალე და აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესებში.“ − აცხადებს ერთ-ერთი სკოლის წარმომადგენელი. თუმცა თემატურ მოკვლევაში ჩართული პირები იმ ფაქტორებზეც საუბრობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება, აღნიშნული, კი, საბოლოო ჯამში ხელს უშლის მის ეფექტიან ფუნქციონირებს. მთავარ ფაქტორებს შორის სახელდება არჩევნების ფორმალური ხასიათი. აღნიშნულის მიზეზად სახელდება ინფორმაციის სიმცირე, კლასის დამრიგებლის გავლენა და მაღალი ჩართულობა შედეგებზე ზემოქმედების კუთხით. როგორც საჯარო სკოლის მასწავლებლები, აცხადებენ ბავშვებს არ ესმით რა მიზანი აქვს მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებს, ასევე რას გულისხმობს აღნიშნული ორგანო და ისინი არჩევანს აკეთებენ გაუცნობიერებლად. მოკვლევის ფარგლებში შემოსული მოსაზრებების ავტორები, ასევე განმარტავენ, რომ, რიგ შემ თხვევაში, ნაკლებად ხდება მოსწავლის სურვილის გათვალისწინება და კლასის დამრიგებელი თავად ასახელებს თვითმმართველობის კანდიდატს იმ მოსწავლეთა შორის, რომლებიც გამოირ ჩევიან აკადემიური მიღწევებით, აქტიურობით ან დისციპლინით. „სკოლამ, მოსწავლეთა თვით მმართველობების არჩევნების ჩატარებამდე უნდა ჩაატაროს მათი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, გააცნოს წარმატებული თვითმმართველობების საქმიანობები, მოაწყოს შეხვედრები იმ სკოლადამთავრებულ მოსწავლეებთან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სწავლის დროს მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობაში და ა.შ.“ − გვიზიარებს ერთ-ერთი სკოლის დირექტორი. როდესაც საუბარია სკოლის კოლეგიალური ორგანოების ეფექტიან ფუნქციონირებასა და მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობაზე, არსებითია სწორად ესმოდეთ მონაწილეობა, არამხოლოდ მოსწავლეებს, არამედ სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მშობლებს. მონაწილეობა ყოველთვის არ არის ნამდვილი, ის რიგ შემთხვევაში შესაძლოა იყოს ფორმალური და მოსწავლეთა ჩართულობა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამას მოითხოვს გარკვეული რეგულაციები. ამერიკელმა სოციოლოგმა, როჯერ ჰარტმა, რომელიც მოსწავლეებს გლობალური კონფერენციისთვის ამზადებდა, მოსწავლეთა ქცევებზე დაკვირვების გზით, შეიმუშავა მონაწილეობის რვასაფეხურიანი კიბე.60 60 38 ა. გოგლიჩიძე, მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში, PH International, 2011. ���� �������� ���� ���������� ბავშვების მიერ ინიცირება, გადაწყვეტილებების გაზიარება უფროსებისთვის ბავშვები ქმნიან თავიანთი სკოლის გაზეთს ან რადიო პროგრამას. ბავშვების მიერ ინიცირება და მართვა ბავშვებს სთხოვენ მიიღონ მონაწილეობა სათამაშო მოედნის დაგეგმარებაში. უფროსების მიერ ინიცირება, გადაწყვეტილებების გაზიარება ბავშვებისთვის შეთანხმება და ინფორმირება საზოგადოებრივი სამუშაოს შესასრულებლად ორგანიზებულია ბავშვების ჯგუფი, მაგრამ ისინი ინფორმირებულნი არიან მიზნების შესახებ და თვლიან, რომ საკითხი მათ განკარგალგულებაშია. დანიშვნა და ინფორმირება მოსწავლეები, რომლებიც საკუთარ აზრს კარგად გადმოსცემენ, შერჩეულნი არიან მრგვალ მაგიდაზე დასასწრებად სათანადო მომზადებისა და თანატოლებთან გასაუბრების გარეშე. სიმბოლიზმი ბავშვები მღერიან და ცეკვავენ ღონისძიებაზე, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ რასთან არის ეს დაკავშირებული დეკორაცია ბავშვები ორგანიზებულად მონაწილეობენ პოლიტიკურ დემონსტრაციაში ხელში პოლიტიკური შინაარსის პლაკატებით. მანიპულაცია ცრუ მონაწილეობა გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ბავშვებისგან რჩევას იღებს ქალაქის მერი; მათ აზრს სერიოზულობით ეკიდებიან. მონაწილეობის დონეები ბავშვები ახდენენ პრობლემის იდენტიფიცირებას სკოლაში, იწყებენ პროექტს პრობლემის გადაჭრის მიზნით და არწმუნებენ უფროსებს, რომ საჭიროა მისი განხორციელება. როჯერ ჰარტის თეორიის მიხედვით, მონაწილეობის რვა დონე არსებობს, პირველი სამი (მანიპულა ცია, დეკორაცია და სიმბოლიზმი) წარმოადგენს ყალბ მონაწილეობას. აღნიშნულ დონეზე მოსწავლე ები მხოლოდ იმიტომ ჰყავთ ჩართული, რომ ამას გარკვეული გარემოება მოითხოვს (კანონმდებლობა, ფორმატი, დავალება და ა.შ.), ამ დონეებზე ჩართული პირებისგან არ მოელიან რეალურ შედეგს, ხოლო დანარჩენი ხუთი ნამდვილი მონაწილეობის დონეებია, რომელიც იწყება მოსწავლეთა ინფორ მირებულობით და მთავრდება უმაღლესი დონით, უფროსებთან ერთად პროექტების ინიცირებით. 39 სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ნამდვილ მონაწილეობას სარგებელი მოაქვს არამხოლოდ მოს წავლეების, არამედ სკოლისა და ადგილობრივი თემისთვისაც. მოსწავლეებს უყალიბდებათ დემოკ რატიული კულტურის კომპეტენციები, ხდებიან მეტად გაბედულები და ყალიბდებიან საზოგადოების აქტიურ წევრებად, რომლებიც მუდმივად არიან აღმოჩენისა და საკუთარი თავის განვითარების პროცესში. მოსწავლეებს უყალიბდებათ მიკუთვნებულობის განცდა სკოლის მიმართ, რაც ამცირებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისციპლინასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასევე ზრდის სკოლის რეპუტაციას თემში, ვინაიდან სწორედ მოსწავლეები არიან თემის შესახებ ინფორმაციის ძირითადი გადამტანები. იმისათვის, რომ სკოლებში მონაწილეობა იყოს ნამდვილი არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, მათ შორისაა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგ რამა. პროგრამას შემუშავებული აქვს არაერთი რესურსი, როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებისთვის, არამხოლოდ ქართულ, არამედ ეთნიკური უმცირესობების ენებზეც. მათ შორისაა: • მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში; • თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის; • როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე; • სასკოლო სამოქალაქო კლუბის სახელმძღვანელო; • თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასა და მედიასთან; • დამხმარე რესურსები მასწავლებლებისათვის.61 ამასთანავე, PH International-ს შემუშავებული აქვს გრანტების პლატფორმა − Initiatives.ge. აღ ნიშნული ხელს უწყობს სამოქალაქო ინიციატივების დაფინანსებას ქვეყნის მასშტაბით. პლატფორმა 2010 წელს შეიქმნა, ამ დროიდან დღემდე, 750-ზე მეტი სამოქალაქო ინიციატივაა დაფინანსებული საქართველოს ყველა რეგიონში. ასევე, 2022 წელს ევროპის საბჭომ დაიწყო პროექტი „დემოკრატია იწყება სკოლაში“, რომელსაც ახორ ციელებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ეფუძნება ევროპის საბჭოს მიდგომებს, კერძოდ ცოდნის, უნარების, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ერთიან ხედვას, რომელიც გულისხმობს სკოლის დემოკრატიულ განვითარებასა და ახალგაზრდების სამოქალაქო გამოცდილების ინტეგრირებას ფართო საზოგადოებაში. პრო ექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს სამთავრობო უწყებებს გაატარონ ღონისძიებები, რომელიც უზ რუნველყოფს სკოლის მოსწავლეებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას, რათა ამაღლდეს მათი მოტივაცია სკოლისა და თემის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩასართავად. პრო ექტის ფარგლებში, შემუშავდა გზამკვლევი, რომელიც მოიცავდა აქტივობებს მოსწავლეების, მას წავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მშობლებისთვის. ორგანიზაცია, რამდენიმე თვის განმავლობაში, ახორციელებდა გზამკვლევის პილოტირებას, პროფესიული განვი თარების პროგრამას, გრანტების განაწილებასა და საერთაშორისო ვიზიტს. შესრულებულ სამუშაოებს განსაკუთრებული ეფექტი ჰქონდა, რაც გამოიხატა შეფასების შედეგებში, კერძოდ, საპილოტე მუნიციპალიტეტებსა და სკოლებში მიღწეულ წარმატებაში. 40%-ით გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში, 46%-ით − სკოლაში გადა წყვეტილების მიღების პროცესში, 17%-ით − მოსწავლეთა მიერ პროექტების ინიცირების კუთხით. PH International-ის სამოქალაქო განათლების რესურსები, ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.civics.ge/library-category/page/15 61 40 ამასთანავე, 24%-ით ზრდა დაფიქსირდა სათემო აქტივობებში ჩართულობის მიმართულებით, ხოლო 25%-ით − არასამთავრობო და კერძო სექტორთან ურთიერთობის თვალსაზრისით.62 აღნიშნული შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ინფორმაციის გავრცელების, მიზნობრივი ინტერვენციებისა და შესაბამისი მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების შემთხვევაში, შესაძლებელია სკოლის კოლეგი ალური ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის ზრდა. ევროპის საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს განათლებაზე, როგორც მთავარ ელე მენტზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ორგანიზაციის მთავარი პრინციპების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა. ამასთანავე, ევროპის საბჭოს შექმნილი აქვს დემოკ რატიული სკოლების ქსელი, სადაც საბჭოს წევრ თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია წარმოადგინოს დემოკრატიული კულტურის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად განხორციელებული აქტივობები. აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე წარმოდგენილია სხვადასხვა სკოლის პროექტები, დიდია მათი რიცხვი საქართველოდან, განსაკუთრებით კი რეგიონებიდან. აღნიშნულის მიზეზი არის მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის, რომელიც მოიცავდა მხარდამჭერი ჯგუფის საქმიანობას − აცხადებს თემატურ მოკვლევაში ჩართული ერთ-ერთი პირი. თვითმმართველობის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის დამატებითი ადამიანური რესურსების საჭი როებაზე საუბრობენ სკოლების წარმომადგენლები, რომლებიც განმარტავენ, რომ თვითმმართვე ლობის საქმიანობა ეფექტიანი ვერ იქნება, თუკი მოსწავლეებს შესაბამისი მხარდაჭერა არ ექნებათ. „კოლეგიალურ ორგანოთა შორის სკოლაში ყველაზე ეფექტიანად მოსწავლეთა თვითმმართველობა მუშაობს. მართალია ჯერ-ჯერობით სრულად დამოუკიდებლად ვერ ახორციელებს საკუთარ უფლე ბამოსილებას, საჭიროებს დახმარებას, თუმცა მისი მუშაობის ხარისხი თანდათან იზრდება. იმისათვის, რომ მეტად ეფექტიანად და დამოუკიდებლად იმუშაონ, მნიშვნელოვანია სკოლამ და სახელმწიფომ მოსწავლეებს შესთავაზოს სხვადასხვა საინტერესო პროექტი, ფორმალური და არაფორმალური განათლების მისაღებად.“ − აცხადებს ერთ-ერთი საჯარო სკოლის წარმომადგენელი. ერთ-ერთი საჯარო სკოლის წერილობითი მოსაზრების მიხედვით, კი, მოსწავლეებს არ ჰყოფნით კვალიფიკაცია თვითორგანიზებისთვის და მათ აუცილებლად სჭირდებათ ადამიანი, ვინც დაეხმარება ეფექტიან მუშაობაში: „მოსწავლეთა თვითმმართველობა საკუთარ უფლებამოსილებას დამოუკიდებლად ჯერ ჯერობით ვერ ახორციელებს. ხშირ შემთხვევაში, თვითმმართველობას სჭირდება დამატებითი მითი თებების მიცემა საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად. მოსწავლეთა ნაწილს აქვს დაბალი მოტივაცია ჩაერთონ თვითმმართველობის საქმიანობაში, დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები, რომლებიც მორგებული იქნება მოსწავლეთა საჭიროებებზე, მიმართული იქნება ცნო ბიერების ამაღლებასა და დემოკრატიული კომპეტენციების განვითარებაზე. მოსწავლეთა თვით მმართველობაში ზოგჯერ ირჩევენ მოსწავლეებს, რომლებსაც არ ჰყოფნით არც ცოდნა, არც ლიდე რული თვისებებით და იდეებით გამოირჩევიან.“ მოკვლევის პროცესში ჩართული მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ თვითმმართველობის გააქტიურებას, ძირითად შემთხვევაში, სასკოლო კლუბები იწვევს, რომელსაც, თავის მხრივ, ხელმძღვანელობს აქტიური და მოტივირებული მასწავლებელი. აღნიშნული გამოწვევის დაძლევის ერთ-ერთ შესაძლებლობად ასახელებენ დამრიგებლის საათს. მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია განახლდეს კლასის დამრიგებლის კონცეფცია და ის მოიცავდეს მოსწავლეთა მხარდაჭერის საკითხებსაც, მათ შორის ინფორმაციის გაზიარების, შესაძლებლობების გაძლიერებისა და გააქტიურების მიმართულებით, თუმცა, ამასთანავე, სკოლების ხელმძღვანელები საუბრობენ მასწავლებლების დაბალ მოტივაციაზე გახდნენ კლასის დამრიგებლები, ამის მიზეზად მაღალ პასუხისმგებლობასა და მცირე ანაზღაურებას ასახელებენ. მოკვლევის ჯგუფისთვის გაზია რებული ინიციატივის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ფიქრი მოდელზე, როდესაც კლასის დამრიგებელი შესაძლებელია იყოს პირი, რომელსაც მასწავლებლის კვალიფიკაცია არ აქვს და სკო ლაში მასწავლებლად არ არის დასაქმებული, ამ კუთხით, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ახალ გაზრდა კადრების მობილიზებაზე, თუმცა, ყველა მხარე თანხმდება, რომ კონცეფციის შინაარსობრივ გააზრებას, თან უნდა ახლდეს მათი ანაზღაურების საკითხიც. 62 დემოკრატია იწყება სკოლაში − პროექტის შეფასების შედეგები, ევროპის საბჭო, 2023. 41 არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, ავტორიზაციის ახალმა სტან დარტმა, რომელიც გულისხმობს მოსწავლეთა მხარდაჭერას და საჯარო სკოლების ჩართვამ ამ პრო ცესში, განაპირობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოტივაციის ზრდა, ითანამშრომლონ ორგანიზაციებთან სხვადასხვა პროექტების განხორციელების ფარგლებში, თუმცა, მოსწავლეების ჩართულობის მხრივ არსებულ პრობლემებს სკოლები უკავშირებენ მოსწავლეთა დროის სიმცირეს, რაც, ერთი მხრივ, განპირობებულია სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო წრეებში დაკავებით, ხოლო მეორე მხრივ, გადატვირთული საგაკვეთილო ბადითა და რეპეტიტორებთან მომზადებით. „მნიშვნელოვანია მოსწავლეთა თვითმმართველობის როლი სასკოლო საზოგადოების განვითარების პროცესში. მოსწავლეების ჩართულობა სამეურვეო საბჭოში, მრჩეველთა საბჭოში, ზრდის მოსწავლეთა გააზრებულ დამოკიდებულებას მიმდინარე საკითხების მიმართ. თუმცა, შეინიშნება აქტიურობის შემცირება მოსწავლეების მხრიდან საშუალო საფეხურზე. მიზეზი არის დროის დეფიციტი, ვინაიდან მათი დიდი ნაწილი ჩართულია სკოლის გარეთ აქტივობებში.“ − აღნიშნავს ერთ-ერთი საჯარო სკოლის წარმომადგენელი. მოკვლევის პროცესში ჩართული მასწავლებლები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი აქტიურობს თვითმმართველობის საქმიანობაში, შესაფასებელია, რამდენად ეფექტიანია ამ რგოლის ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ვინაიდან, ძირითადად, მათი საქმიანობა დაკავშირებულია კლუბურ აქტივობებთან და არაფორმალურ განათლებასთან. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, თვითმმართველობის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სასკოლო კლუბების დაფუძნებაა, რომლებიც, თავის მხრივ, არაფორმალური განათლების მიმწოდებლები არიან. სკოლები ამ მხრივაც აწყდებიან პრობლემას, მათი განცხადებით, არაფორმალური განათლების განხორციელება ქალაქის ტიპის სკოლებისთვის, სადაც სწავლა რამდენიმე ცვლაში მიმდინარეობს, მუდმივი პრობლემაა, რაც დაკავშირებულია მასწავლებელთა, მოსწავლეთა, საათობრივი ბადის დატვირთულობასთან და ინ ფრასტრუქტურულ პრობლემებთან. კერძოდ, სკოლებს, ხშირ შემთხვევაში, არ აქვთ შესაბამისი სივრცე, სადაც სასკოლო კლუბები და თვითმმართველობა შეძლებს ფუნქციონირებას. თუმცა, ამ კუთხით, აღსა ნიშნავია 1 მილიარდი ლარის ღირებულების ასობით სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის პროექ ტი, რომლის დასრულებაც 2026 წლის ბოლომდე იგეგმება, ამ პროცესში, კი გათვალისწინებულია სკოლებში მულტიფუნქციური სივრცეების მოწყობის საკითხი. შესაბამისად, აღნიშნული პრობლემა სახელმწიფოს ყურადღების ეპიცენტრშია და შესაბამისი ნაბიჯები იდგმება. მოკვლევაში ჩართული პირების ნაწილი მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობის მნიშვნე ლოვნებას არაფორმალური განათლების ჭრილში განიხილავს, მათი განცხადებით არაფორმალურ განათლებას კულტურისა და ადამიანის ქცევის შეცვლა შეუძლია, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მხარ დაჭერა. თავის მხრივ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გვიზიარებს ინფორმაციას ამ კუთხით მიმდინარე პროექტების შესახებ: 42 • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადები; • „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის პროგრამა", რომელიც ითვალისწინებს სასკოლო კონ კურსების ორგანიზებასა და განხორციელებას, წიგნიერების, სპორტის, ხელოვნების, STEM, მეწარმეობის და სხვა მიმართულებებით; • პროგრამა „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“, რომლის ფარგლებშიც ორგანიზდება „ჯარის ბანაკი“ და „ქართული ენის საზაფხულო სკოლა“; • პროექტი „სკოლები, როგორც სოციალური მოდელი − გაუმჯობესებული წვდომა ყველა სკოლის მოსწავლისა და ახალგაზრდისთვის ინკლუზიურ და ხარისხიანი განათლებაზე“, მიმდინარეობს „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის" მხარდაჭერით; • გარემოსდაცვითი კლუბები სკოლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენ ტრის მხარდაჭერით. როგორც ცალკეულად არაფორმალური განათლების, ასევე მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობის ეფექტიანობაზე საუბრისას, მონაწილეები საუბრობენ შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის აუცილებლობაზე. „სკოლამ და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა თვით მმართველობა საჭირო თანხით და რესურსებით, რათა მეტად საინტერესო და ეფექტური გახდეს მათი საქმიანობა.“ − აცხადებს ერთ-ერთი საჯარო სკოლის წარმომადგენელი. აღნიშნულ საჭიროებას სახელმწიფო უწყებებიც ხედავენ. აღსანიშნავია, რომ პროგრამის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი − საქართველო I2Q (IBRD)" მეორე კომპონენტის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა სკოლების დაფინანსების ახალ მოდელზე, რომლის ფარგლებშიც მიღებული უნდა იქნეს რეკომენდაციები სკოლის ბაზაზე არაფორმალური განათლების შემდგომი განვითარების თაობაზე. თავის ძირითადი მიგნებები კოლეგიალური ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობაზე და სკოლის მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორისაა, ინფორმაციის გავრცელება და მასზე წვდომა, მოტივაცია, კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება და ასე შემდეგ. იმისათვის, რომ კოლეგიალური ორგანოების საქმიანობა არ იყოს ფორმალური ხასიათის, მნიშვნე ლოვანია მასში წარმოდგენილ ადამიანებს ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და კვალი ფიკაცია, ასევე სკოლის პოლიტიკაზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. აღნიშნუ ლი გარემოს უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სკოლებზე უფლებამოსილებების დელეგირება, მათი ავტონომიურობის ზრდა და დეცენტრალიზაციის პროცესის წარმართვა, თუმცა, შესაბამისი მხარდამჭერი მექანიზმების ამოქმედების პირობებში. მხარდამჭერ რგოლად, კი, შესაძლებელია რე ფორმირდეს საგანმანათლებლო რესურსცენტრები. კოლეგიალური ორგანოების ეფექტიანი საქმიანობა სკოლის დემოკრატიული მართვის მთავარი მა ხასიათებელია, თუმცა, ამ პროცესს შესაბამისი ნიადაგის მომზადებაც სჭირდება. აღნიშნული თავის ძირითადი მიგნებები შემდეგია: • დეკლარაციულ დონეზე, სკოლის მმართველობის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩარ თულობა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია − აღნიშნულს ადასტურებს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022-2030, რომელიც ხაზს უსვამს თვით მმართველობისა და ანგარიშვალდებულების სისტემის გაძლიერების მნიშვნელობას; • დეცენტრალიზაციასა და ავტონომიურობას სჭირდება შესაბამისი მხარდაჭერა − არაერთი კვლევით აღინიშნა, რომ სკოლებისთვის ავტონომიურობის ზრდამ, რიგ შემთხვევაში გამო იწვია მრავალფეროვნების შეზღუდვა, რაც განპირობებული იყო სკოლებისა და სასკოლო საზოგადოების დაბალი კომპეტენციით; • შესაფასებელია რესურსცენტრების მუშაობის ეფექტიანობა − აღნიშნული უწყების ეფექტიანო ბაზე გავლენას ახდენს თანამშრომელთა რაოდენობა დასაფარ სკოლებთან მიმართებით, მათი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და მოტივაცია; • რესურსცენტრების ხედვა გადასახედია − ავტონომიურობისა და დეცენტრალიზაციის პირო ბებში სკოლებს სჭირდებათ შესაბამისი მხარდაჭერა ადგილზე, აღნიშნულ კონტექსტში, კი, განიხილება საგანმანათლებლო რესურსცენტრები, რომელსაც დღეს მონიტორინგისა და სა მინისტროს მიერ მიღებული აქტების დანერგვის ფუნქცია აკისრია და შეზღუდულია მისი, რო გორც მხარდამჭერის როლი; 43 44 • სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია − საბჭოს წევრებს არჩევის შემდეგ არ უტარ დებათ გადამზადება და არ არიან უზრუნველყოფილი რესურსებით, რომელიც მათი უფლებამოვალეობების გააზრებაში დაეხმარებათ; • სამეურვეო საბჭოს წევრებს დაბალი მოტივაცია აქვთ − აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ პოზიცია არაანაზღაურებადია, სკოლის ავტონომიურობა დაბალია და ფუნქციები ფორმალუ რი. უკანასკნელის მიზეზი, შესაძლებელია იყოს სკოლის ადმინისტრაციის გავლენები ან რესურსების სიმცირე (მაგალითად, მცირეკონტიგენტიან სკოლებში ბიუჯეტის შემთხვევაში), რაც ზღუდავს მათ შესაძლებლობას რეალური გავლენა მოახდინონ მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე; • სკოლის კოლეგიალური ორგანოების შესახებ ცოდნა და ცნობიერება დაბალია − არ ხდება ინფორმაციის სათანადოდ გავრცელება სასკოლო საზოგადოების წევრებთან არჩევნების მიმდინარეობასთან, არჩევის შესაძლებლობებთან და საბჭოების ფუნქციებთან დაკავშირებით. მშობლებმა და მოსწავლეებმა, რიგ შემთხვევაში, არც კი იციან, რომ მსგავსი სტრუქტურული ერთეულები არსებობს თავიანთ სკოლებში; • დროის დეფიციტი აფერხებს კოლეგიალური ორგანოების წევრების ჩართულობას − აღნიშ ნული უკავშირდება არამხოლოდ მშობლებს, არამედ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, რაც განპირობებულია სამსახურში დატვირთული განრიგით, მოსწავლეების შემთხვევაში, სკო ლისგარეშე საგანმანათლებლო აქტივობებით. აღარ არსებობს სხდომების დისტანციურად ჩატარების შესაძლებლობა, რაც ზღუდავს წევრთა ჩართულობის ალბათობას; • სკოლის დირექტორის გავლენა სამეურვეო საბჭოზე დიდია − საათობრივი ბადის განაწილების გაუმჭვირვალე სისტემა და მოსწავლის შეფასება შესაძლოა იქცეს დირექტორის გავლენის ინსტრუმენტად სამეურვეო საბჭოების წევრებზე; • რიგ შემთხვევაში, სკოლის დირექციასა და მშობლებს შორის თანამშრომლობითი ურთიერ თობები ვერ ყალიბდება − აღნიშნულის მიზეზია, ერთი მხრივ, მშობელთა კრიტიკული და არა კონსტრუქციული დამოკიდებულება დირექციის მიმართ, მეორე მხრივ, კი, დირექციის უნდობ ლობა მშობელთა მიმართ; • მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ფორმალურად მიმდინარეობს − რიგ შემთხვე ვაში მოსწავლეებს არ აქვთ ინფორმაცია თვითმმართველობის შესახებ, ამასთანავე არც ის იციან, რატომ უნდა მისცენ თავიანთ კლასელს ხმა და რა უფლებამოსილებას ანიჭებენ მას. ასევე, კანდიდატებს ასახელებს კლასის დამრიგებელი იმ მოსწავლეთა შორის, რომლებიც გამოირჩევიან აკადემიური მიღწევებით, ან ყოფაქცევით; • თვითმმართველობის საქმიანობა ფორმალური ხასიათისაა და არ არის საყოველთაო − რიგ შემთხვევებში, იმ სკოლებშიც, კი, რომელთაც აქტიური თვითმმართველობები ჰყავთ, ყველა პროცესში ჩართულნი არიან ერთიდაიგივე მოსწავლეები, ამასთანავე მათი საქმიანობა მხოლოდ კლუბების შექმნითა და არაფორმალურ განათლებაში ჩართულობით გამოიხატება; • მოსწავლეებს არ აქვთ მხარდამჭერი ადამიანური რესურსი − მოსწავლეებს არ აქვთ საკმარისი გამოცდილება და მზაობა თავად უზრუნველყონ თვითმმართველობის საქმიანობა ადამიანური რესურსის მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც შესაძლოა საკონსულტაციო ფუნქციები ჰქონ დეს, ამასთანავე, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული მხარდაჭერა მოსწავლეთა თემში ინფორმაციის გავრცელების კუთხითაც. ძირითადი მიგნებები • ეროვნული სასწავლო გეგმა სასკოლო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცხადია − მათ ნაკლებად ესმით რას გულისხმობს აღნიშნული დოკუმენტი, რა შესაძლებლობებს აძლევს მათ და რა სახის მოთხოვნებს უყენებს, ამასთანავე მთელი რიგი საკითხები და ტერმინები მათთვის ბუნდოვანია; • სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ფიქტიურია − ამის მიზეზად სახელდება სასწავლო გეგმის შესამუშავებლად განსაზღვრული დროის სიმცირე, სასკოლო საზოგადოების ნაკლები მოტივაცია და ინტერესი, ასევე სკოლის ხელმძღვანელთა მხრიდან მზაობის არ არსებობა პროცესის ინკლუზიურად წარმართვასთან დაკავშირებით; • დღემდე არ ჩატარებულა მოსწავლეთა შეფასება მოქალაქეობასთან და სამოქალაქო განათ ლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე − მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამჭოლადაა წარმოდგენილი, მას მეტწილად მოქალაქეობა და სამოქალაქო განათლება უვითარებს, აღნიშნულ საგნებს განსაკუთრებული როლი აქვს მოსწავლეების გააქტიურებაში, მათ შორის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის თვალსაზრისითაც. იმ ფონზე, როდესაც, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ორ განიზაციების მხარდაჭერითა და სამთავრობო უწყებების აქტიურობით არაერთი პროექტი ტარ დება, რეალურად არ შეფასებულა რა გავლენა აქვს მას მოსწავლეებზე; • შესაფასებელია რესურსცენტრების მუშაობის ეფექტიანობა − აღნიშნული უწყების ეფექტიანო ბაზე გავლენას ახდენს თანამშრომელთა რაოდენობა დასაფარ სკოლებთან მიმართებით, მათი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და მოტივაცია; • რესურსცენტრების კონცეფცია გადასახედია − ავტონომიურობისა და დეცენტრალიზაციის პი რობებში სკოლებს სჭირდებათ შესაბამისი მხარდაჭერა ადგილზე, აღნიშნულ კონტექსტში, კი, განიხილავენ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, რომელსაც დღეს მონიტორინგისა და სამინისტროს მიერ მიღებული აქტების დანერგვის ფუნქცია აკისრია და შეზღუდულია მისი, როგორც მხარდამჭერის როლი; • სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია − საბჭოს წევრებს არ აქვთ საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მათ არც არჩევის შემდეგ უტარდებათ გადამზადება და არ არიან უზრუნველყოფილი რესურსებით, რომელიც მათი უფლება-მოვალეობების გააზრებაში დაეხმარება; • სამეურვეო საბჭოს წევრებს დაბალი მოტივაცია აქვთ − აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ პოზიცია არაანაზღაურებადია, სკოლის ავტონომიურობა დაბალია და ფუნქციები ფორმალური. უკანასკნელის მიზეზი, შესაძლებელია იყოს სკოლის ადმინისტრაციის გავლენები ან რესურსების სიმცირე (მაგალითად, მცირეკონტიგენტიან სკოლებში ბიუჯეტის შემთხვევაში), რაც ზღუდავს მათ შესაძლებლობას რეალური გავლენა მოახდინონ მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე; • სკოლის კოლეგიალური ორგანოების შესახებ ცოდნა და ცნობიერება დაბალია − არ ხდება ინფორმაციის სათანადოდ გავრცელება სასკოლო საზოგადოების წევრებთან არჩევნების მიმდინარეობასთან, არჩევის შესაძლებლობებთან და საბჭოების ფუნქციებთან დაკავშირებით. მშობლებმა და მოსწავლეებმა, რიგ შემთხვევაში, არც კი იციან, რომ მსგავსი სტრუქტურული ერთეულები არსებობს თავიანთ სკოლებში; • დროის დეფიციტი აფერხებს კოლეგიალური ორგანოების წევრების ჩართულობას − აღნიშნუ ლი უკავშირდება არამხოლოდ მშობლებს, არამედ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, რაც განპირობებულია სამსახურში დატვირთული განრიგით, მოსწავლეების შემთხვევაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო აქტივობებით. აღარ არსებობს სხდომების დისტანციურად ჩატარების შესაძლებლობა, რაც ზღუდავს წევრთა ჩართულობის ალბათობას; 45 46 • მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ფორმალურად მიმდინარეობს − მოსწავლეებს არ აქვთ ინფორმაცია თვითმმართველობის შესახებ, ამასთანავე არც ის იციან, რატომ უნდა მისცენ თავიანთ კლასელს ხმა და რა უფლებამოსილებას ანიჭებენ მას. ასევე, კანდიდატებს ასახელებს კლასის დამრიგებელი იმ მოსწავლეთა შორის, რომლებიც გამოირჩევიან აკადე მიური მიღწევებით, ან ყოფაქცევით; • თვითმმართველობის საქმიანობა ფორმალური ხასიათისაა და არ არის საყოველთაო − იმ სკოლებშიც კი, რომელთაც აქტიური თვითმმართველობები ჰყავთ, ყველა პროცესში ჩართულნი არიან ერთიდაიგივე მოსწავლეები, ამასთანავე მათი საქმიანობა მხოლოდ კლუბების შექმნითა და არაფორმალურ განათლებაში ჩართულობით გამოიხატება; • მოსწავლეებს არ აქვთ მხარდამჭერი ადამიანური რესურსი − მოსწავლეებს არ აქვთ კომპეტენ ცია და მზაობა თავად უზრუნველყონ თვითმმართველობის საქმიანობა ადამიანური რესურსის მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც შესაძლოა საკონსულტაციო ფუნქციები ჰქონდეს, ამასთანავე, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ან საკონსულტაციო ხასიათის მხარდაჭერა მოსწავლეთა თემში ინფორმაციის გავრცელების კუთხითაც; • სკოლის ადმინისტრაციის პროფესიული განვითარების პროგრამების შეზღუდულია − სკოლის მართვის, დემოკრატიული და მონაწილეობითი გარემოს ჩამოყალიბებაზე გადამზადების მნიშვნელობაზე საუბრობენ სკოლის დირექტორები, თუმცა უჭირთ გაიხსენონ ამ მხრივ, უკანასკნელ პერიოდში არსებული, ეფექტიანი პროგრამები; • მასწავლებლის ტრენინგების ეფექტიანობა დაბალია − აღნიშნულის მიზეზად სახელდება მათი ფორმა და შინაარსი, კერძოდ, შემოთავაზებული ტრენინგების შინაარსი მწირია, ხოლო მოკ ლევადიან პროგრამებს ეფექტი დაბალი აქვთ; • მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესში სკოლის როლი არ ჩანს − აღნიშნული ხელს უშლის განვითარების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, დეცენტრალიზაციისა და ავტონომიურობის უზრუნველყოფას, ამასთანავე, კავშირს მასწავლებლის განვითარებასა და მოსწავლის სწავლის შედეგებს შორის. რეკომენდაციები განხორციელების ვადა რეკომენდაციის შინაარსი ინდიკატორი ადრესატი უწყება • შემუშავდეს საგანმა ნათლებლო რესურს ცენტრების განვითარების კონცეფცია − მასში განსაზღვრული იყოს სტრუქტურის, როგორც მხარდამჭერი რგოლის ფუნქციები • რესურსცენტრის კონცეფცია შემუშავებულია 2028 წელი • მარეგულირებელ აქტებში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო • შემუშავდეს ახლადარჩეული სამეურვეო საბჭოს წევრის მხარდაჭერის პროგრამა • სარეკომენდაციო პროგრამა შემუშავებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2025-2026 წელი • შემუშავდეს კოლეგიალური ორგანოების წევრების სასკოლო საზოგადო ებასთან ანგარიშვალ დებულების კონცეფცია • კონცეფცია შემუშავებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2025 წელი • • სკოლის დირექტორებისთვის შემუშავდეს კოლეგიალური ორგანოების საქმიანობისა და ამ სტრუქტურებში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გზამკვლევი გზამკვლევი შემუშავებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2024 წელი • დასაშვები გახდეს საბჭოს სხდომებზე წევრთა ჩართულობა დისტანციურ რეჟიმში მარეგულირებელ აქტებში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2024 წელი • 47 • გადამუშავდეს სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის გზამკვლევი • გზამკვლევი შემუშავებულია • სკოლის ხელმძღვანელებთან გაზიარებულია • შემუშავდეს კლასის დამრიგებლის კონცეფცია და მასში გათვალისწინებული იყოს მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრის მხარდაჭერის კომპონენტი • • შემუშავდეს მასწავლებელთა სკოლის ბაზაზე გადამზადების კონცეფცია და მათი გადამზადების მდგრადი ფორმები • • 48 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2024 წელი კონცეფცია შემუშავებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2024-2025 წელი • კონცეფცია შემუშავებულია 2025 წელი • კონცეფციაში გადამზადების ფორმები ასახულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შემუშავდეს სკოლის დირექტორისა და მოადგილეების გადამზადების მოდულები • მოდული შემუშავებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2024-2025 წელი ჩატარდეს მოსწავლეთა შეფასება დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებთან მიმართებაში • სამოქალაქო და მოქალაქეობრივი განათლების საერთაშორისო კვლევაში (ICCS) საქართველო ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2025 წელი შეჯამება სკოლები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მათ წინაშე არსებული ამოცანებისა და საჭიროებების მიხედვით, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მართვისა და ფუნქციონირების პროცესში გათვალისწინებული იყოს სასკოლო თემის მახასიათებლები. აღნიშნულ პროცესს მეტწილად უზრუნველყოფს სკოლის მარ თვის პროცესში მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების რეალური მონაწილეობა, იმისთვის, რომ მათ შეეძლოთ რეალური გავლენის მოხდენა სკოლის პოლიტიკის განსაზღვრის საკითხებზე. ზემოხსენებული საკითხის სიღრმისეულმა შესწავლამ მოითხოვა ეროვნული სასწავლო გეგმის ანალიზი მოსწავლეებისთვის შესაბამისი კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისით, სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში სასკოლო თემის ჩართულობის ეფექტიანობის ანალიზი, სკოლის კოლეგიალური ორგანოების საქმიანობის შეფასება. ეფექტიანი მონაწილეობა მოითხოვს თემის წევრთა შესაბამისი ინფორმაციით უზრუნველყოფასა და მათ მხარდაჭერას, მათ შორის განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების კუთხითაც. შესა ბამისად, მოკვლევის პროცესში, მოკვლევის ჯგუფმა ზემოხსენებული საკითხიც შეისწავლა. საკვლევ საკითხზე მუშობის პროცესში გამოვლინდა მიგნებები, რომელიც მოიცავდა მიღწევებსა და გამოწვევებს, ხოლო გამოწვევების დაძლევის მიზნით, შემუშავდა 10 რეკომენდაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის. 49 გამოყენებული ლიტერატურა 50 • ა. გოგლიჩიძე, მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში, PH International, 2011 • გ. ჭანტურია, მ. ქადაგიძე, გ. მელიქიძე, „სასკოლო განათლების ისტორია 1990–2020“, 2020 • განათლების კოალიცია, საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქართველოში − საჭიროების კვლევა • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, კურიკულუმის განვითარების მეთო დოლოგია • დ. მალაზონია, ს. ლობჟანიძე და სხვანი, „მოქალაქეობრივი განათლება“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2021 • დემოკრატია იწყება სკოლაში − პროექტის შეფასების შედეგები, ევროპის საბჭო • ევროპის საბჭო, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩო, 2018 • ევროპის საბჭო, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს გზამკვლევი დანერგვის თვის • ევროპის საბჭო, სკოლის დემოკრატიული მმართველობისა და დემოკრატიული მოქალაქეობის სფეროში საქართველოში არსებული მდგომარეობის საბაზისო შეფასების ანგარიში, 2022 • ზოგადი განათლების მართვის მოდელის ეფექტიანობის ანგარიში, სახელმწიფო აუდიტის სამ სახური, 2024 • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის პრაქტიკა, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, 2023 • კოალიცია განათლება ყველასთვის − საქართველო, სასკოლო სისტემის მართვის დივერ სიფიცირება: თეორია და პრაქტიკა, 2017 • რ. აფხაზავა, თ. ბრეგვაძე, სკოლის სამეურვეო საბჭოების საქართველოში − პრაქტიკა, გა მოწვევები და რეკომენდაციები, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერ თაშორისო ინსტიტუტი, განათლება ყველასთვის საქართველო • საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასება, 2023 • სესილ გ. მისკელი, განათლების სფეროს ადმინისტრირება − თეორია, კვლევა და პრაქტიკა, USAID და EMP • ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტი • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N109/ნ, საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №67/ნ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N40/ნ ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ • Epstein, J. L. (2011). School, family, and community partnerships: Preparing educators and improving schools. Westview Press • Smylie, M. A., Conley, S., & Marks, H. M. (2015). Leadership for highly effective schools: Creating a collaborative culture. Routledge • United Nations, The 2030 Agenda for Sustainable Development’s 17 Sustainable Develop ment Goals, 2015 51