საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სასამართლოების ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღების შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-24
ბიუროს ნომერი 367
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412408343433
22.06.2024
საქართველოს პარლამენტი
სათაური: სასამართლოების ომბუდსმენის შესახებ
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, გთხოვთ,
განიხილოთ საკანონმდებლო წინადადება "სასამართლოების ომბუდსმენის ინსტიტუტის
შემოღების შესახებ", ვინაიდან საერთო სასამართლოები ვერ უზრუნველყოფენ
კონსტიტუციურ წესრიგს საკუთარ წიაღში. მაგალითად, არ ხდება საქმის მასალების
ელექტრონულად ატვირთვა საიტზე info.court.ge (!), მოსამართლეები სხდომებს ატარებენ
საქმის მასალების მხარეთათვის გადაცემის გარეშე (!), მოსამართლეები არ ეცნობიან საქმის
მასალებს, მოწმედ ისე გამოკითხავენ პირს, რომ სხდომამდე არც იციან, რომ გამოსაკითხი
პირი პოლიციელია, მოწმეების სახით მასიურად იკითხებიან პოლიციელები, პოლიციელები
იძლევიან ურთიერთდაპირისპირებულ ჩვენებებს, აბრალებენ სამხრე ვიდეო კამერების
ჩამოვარდნას, მოსამართლეები ამას არ აქცევენ ყურადღებას, ხდება ტროტუარზე მდგომი
პირთა მიმართ საავტომობილო გზის ბლოკირების საფუძვლით დაპატიმრება და
დაჯარიმება, ერთი პოლიციელები აკავებენ პირებს და დაკავების და ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ სხვა პოლიციელები. ამგვარი ბაკქანალიის და
განუკითხაობის შესაჩერებლად გთავაზობთ სასამართლოების ომბუდსმენის ინსტიტუტის
შექმნას, რომელიც დაიცავს პროცესის მონაწილე პირთა უფლებების მასიურ
დარღვევებისგან, თავად მოსამართლეთა მხრიდან. ყველა პოლიციელი, ყველა მოსამართლე
მოექცევა საზოგადოებრივი კონტროლის ფარგლებში და ამაღლდება მართლმსაჯულების
ხარისხი, შემცირდება პოლიციელთა მიერ ცრუმოწმეობის და სამსახურებრივი სიყალბის
ჩადენის ენდემიური მასშტაბების ფონზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და
შსს-ს გენერალური ინსპექცია ამ მანკიერებებს ვერ და არ ევრძვიან, მიაჩნიათ, რომ მათი
ფუნქცია კრიმინალის ხელის დაფარება, და არა მასთან ბრძოლა. ეს სამწუხარო ფაქტობრივი
მოცემულობაა: მოსამართლეთა და პოლიციელთა მასიური თვითნებობა და სრული
განუკითხაობა სასამართლო დარბაზებში - ზუსტად ამ ორი ორგანოს მხრიდან გამოვლენილი
სრული უპასუხისმგებლობის პირდაპირი შედეგია.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #
მობილური:
ელფოსტა: