საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ცაგარეიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.06.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-9095/24/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ცაგარეიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-06-24
კომიტეტის სხდომის ნომერი 149

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 6/25/24, 4:03 PM საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 24 ივნისი 2024 13:00 2024 წლის 24 ივნისი, 13:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ცაგარეიშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. https://parliament.ge/print/announcement/2944?local=true 1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2024 წლის 24 ივნისი, 13.00 სთ. ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N149 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, პაატა მანჯგალაძე, თამარ კორძაია, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ცაგარეიშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხის განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ცაგარეიშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ცაგარეიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. დადასტურდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 17 ივნისის N195 ბრძანებით, გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა საქართველოს 1 ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი ცაგარეიშვილს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ცაგარეიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ცაგარეიშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხის განხილვა შენიშვნა საკითხი კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა ირაკლი შატაკიშვილმა. მოისმინეს: ირაკლი შატაკიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად ახორციელებს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების მუდმივ მონიტორინგს. ამჯერად კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, შეისწავლა და კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა ინფორმაცია პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების თაობაზე 2024 წლის 1 მარტიდან 2024 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდისათვის. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საანგარიშო პერიოდში სულ გაიგზავნა 342 პარლამენტის წევრის კითხვა, რომელთაგან პასუხი გაცემულია 272 წერილობით კითხვაზე (80%), ხოლო 70 წერილობით კითხვაზე არ არის გაცემული პასუხი, რაც გაგზავნილი პარლამენტის წევრის კითხვების საერთო რაოდენობის 20%-ს წარმოადგენს. 2 მონაცემები კითხვის ადრესატების მიხედვით: პარლამენტის წევრების მიერ გაგზავნილი კითხვები, უფრო დეტალურად შესწავლის მიზნით, პირობითად შეგვიძლია დავყოთ სამ ჯგუფად: მთავრობა/პრემიერ-მინისტრი/სამინისტრო/ მინისტრი/სსიპ, მუნიციპალიტეტები, სხვა დაწესებულებები. მონაცემები ადრესატების მიხედვით ნაწილდება შემდეგი სახით: მთავრობა/პრემიერმინისტრი/სამინისტრო/მინისტრი/სსიპ - სულ გაგზავნილი იყო 97 (28%) კითხვა; მუნიციპალიტეტები- სულ გაგზავნილი იყო 234 (69%) კითხვა; სხვა დაწესებულებები - სულ გაგზავნილი იყო 11 (4%) კითხვა. გაგზავნილ კითხვებზე რეაგირების შედეგები 2024 წლის 1 მარტიდან 2024 წლის 1 ივნისამდე პერიოდში გამოიყურება შემდეგი სახით: საქართველოს მთავრობა/საქართველოს პრემიერ-მინისტრი/სამინისტრო მინისტრი/ სსიპ - პასუხგაცემული 78 (80%); პასუხგაუცემელი 19 (20%); მუნიციპალიტეტები - პასუხგაცემული 185 (79%); პასუხგაუცემელი 49 (21%); სხვა დაწესებულებები - პასუხგაცემული 9 (82%); პასუხგაუცემელი 2 (18%). როგორც ირაკლი შატაკიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან წერილობითი პასუხი წარუდგინოს 10 დღეში. დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით გამოვლინდა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ვადის დაცვით პასუხი გაცემულია 223 (82%) შემთხვევაში, ხოლო პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხი გაცემულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დარღვევით 49 (18%) შემთხვევაში. წარმოდგენილი მონაცემები ცხადყოფს, რომ დინამიკა დადებითია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ შემთხვევაში, შესაბამისი ადრესატებისათვის გაგზავნილ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია კონკრეტული სახის ინფორმაციის მოძიება შესაბამისი დაწესებულების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან, რაც შესაძლებელია საჭიროებდეს დამატებით დროს. ამასთან, გარკვეულ შემთხვევებში, პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციის დამუშავება/ანალიზი. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში კითხვის ადრესატებს პასუხის გასაცემად შესაძლოა ესაჭიროებოდეთ დამატებითი დრო. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადის გაგრძელების შესაძლებლობას. ნორმის მიხედვით, პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა კითხვის ავტორისადმი კითხვის ადრესატის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს 10 დღით. კომიტეტის მიერ დამუშავებული მონაცემების ფარგლებში გაირკვა, რომ აღნიშნულ პერიოდში კითხვაზე პასუხის გაცემის ვადის გაგრძელების შესაძლებლობა - ვადის გაგრძელების შესახებ კითხვის ადრესატის კითხვის ავტორისადმი დასაბუთებული წერილობითი მიმართვა, გამოყენებული იყო 1 შემთხვევაში. პასუხი გაცემულია ვადის გაგრძელებით განსაზღვრული დამატებითი ვადის ფარგლებში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრი 3 უფლებამოსილია კითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს და სახელმწიფო დაწესებულებას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრის მიერ გაგზავნილ კითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შეისწავლის აღნიშნულ საკითხს. შესაბამისად, იმის გასარკვევად, თუ რამდენად ზუსტად ხდება ნორმის აღნიშნული დანაწესის შესრულება, დაწვრილებით იქნა შესწავლილი საანგარიშო პერიოდში გაგზავნილ პარლამენტის წევრის კითხვებზე რეაგირების მდგომარეობა. მონაცემების თანახმად, სულ პასუხგაცემული 272 კითხვიდან 54 შემთხვევაში პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხს ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი. კომიტეტის მიერ დამუშავებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პარლამენტის წევრის კითხვაზე გაცემულ პასუხებს ზოგ შემთხვევაში ხელს აწერენ არაუფლებამოსილი თანამდებობის პირები, რომელთაგან ძირითადად კითხვაზე პასუხს ხელს აწერს შესაბამისი თანამდებობის პირის მოადგილე, ადმინისტრაციის უფროსი, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან შესაბამის უწყებაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი, ამასთანავე, პარლამენტის წევრის კითხვა არის საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი და იგი არსებითად განსხვავდება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისგან, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ზოგ შემთხვევებში მოთხოვნილი ინფორმაცია ანგარიშვალდებული ორგანოს კონკრეტულ მიმართულებას ან კონკრეტული დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს განეკუთვნებოდეს და ინფორმაციის მოძიება განხორციელდეს შესაბამისი დაწესებულების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის წევრისთვის გაგზავნილ ინფორმაციას ხელს აწერდეს კონკრეტული მთავრობის წევრი ან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი პირი. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე შეიძლება შევაჯამოთ, რომ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი - პარლამენტის წევრის კითხვა საკმაოდ აქტიურად გამოიყენება საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ. სამწუხაროდ სახეზეა პასუხგაუცემელი კითხვების გარკვეული რაოდენობა, აგრეთვე, ინფორმაციის შესწავლისას გამოიკვეთა პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადის დარღვევისა და არაუფლებამოსილი პირების მიერ გაცემული პასუხების ცალკეული შემთხვევები. როგორც ირაკლი შატაკიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ 4 ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ასევე, განაგრძობს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ მონაცემების შესწავლას და დინამიკაში დააკვირდება პარლამენტის წევრის კითხვებზე რეაგირების საკითხს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად. აზრი გამოთქვეს: ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ დინამიკა არის უკეთესებობისაკენ - თავდაპირველად პასუხგაუცემელი იყო - 30%; შემდეგ - 25% და ამჟამინდელი მონაცემი არის - 20%. მიუხედავად დადებითი დინამიკისა ეს მონაცემი აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს, რის თაობაზეც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს აუცილებლად ექნება კომუნიკაცია მთავრობის ადმინისტრაციასთან მონიტორინგის შედეგების თაობაზე. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 5