საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის 2024-2025 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.06.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-9268/24/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის 2024-2025 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-26
ბიუროს ნომერი 369

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-9268/24 26-06-2024 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 3 აპრილის N4111-XIVმს-Xმპ დადგენილების შესაბამისად, გიგზავნით საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის 2024-2025 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ“. დანართი: დადგენილების პროექტი 1 ფურცელზე. პატივისცემით, პაატა კვიჟინაძე საქართველოს ეროვნული ბანკის 2024-2025 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს ეროვნული ბანკის 2024-2025 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 166-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს ეროვნული ბანკის 2024-2025 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელ დამოუკიდებელ აუდიტორულ ფირმად (გარე აუდიტორად) არჩეულ იქნეს აუდიტორული ფირმა – შპს „KPMG Georgia“. 2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 390 000 ლარით. 3. საქართველოს ეროვნული ბანკის 2024-2025 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები გასწიოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. 4. დაევალოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, აუდიტორულ ფირმასთან –შპს „KPMG Georgia“-სთან გააფორმოს ხელშეკრულება. 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი