საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 3-5 მარტს, ქ. ბრიუგეში, ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობის შესახებ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.06.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი
ნომერი
#2-9320/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-27
ბიუროს ნომერი 370 (11:45)

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-9320/24 26-06-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი : საორგანიზაციო დეპარტამენტს ბატონო შალვა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის საფუძველზე, წარმოგიდგენთ 2024 წლის 3-5 მარტს, ქ. ბრიუგეში, ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობის ანგარიშს. დანართი: 6 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილისა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ანგარიში ბრიუგე, 3-5 მარტი 2024 წელი მიმდინარე წლის 3-5 მარტს ქ. ბრიუგეში, ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები და მუდმივი დამკვირვებლის სტატუსით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეები: ალბანეთი, მოლდოვა, მონტენეგრო, თურქეთი, უკრაინა. ასევე, საპრეზიდენტო ტრიოს სპეციალური მოწვევით იყვნენ ისლანდიის, ნორვეგიის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები. საქართველოდან აღნიშნულ კონფერენციაზე წარდგა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია. ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით მიმართეს ბელგიის სამეფოს სენატის თავმჯდომარემ სტეფანი დ’ჰოსიმ, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაჯა ლაბიბმა, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორმა გერტ იან კოპმანმა, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავიდ მაკალისტერმა და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებიდან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტები, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიმდინარე პროცესი, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერისა და ევროკავშირის სოლიდარობის მნიშვნელობის საკითხი, ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საჭიროება და სტრატეგიულ კომპასი. ასევე, დებატები გაიმართა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ პარლამენტარების სიტყვით გამოსვლისას არაერთგზის გახმიანდა ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში ევროკავშირის გაფართოების საჭიროების საკითხი და სხვა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ასევე, საქართველოს მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს ფინეთის, რუმინეთის, ხორვატიის, საბერძნეთის, სლოვენიის, უკრაინისა და თურქეთის წარმომადგენლებმა. 1 ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე საუბრისას, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პროგრესზე და კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დროულად დაწყების საჭიროებაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის უსაფრთხოების კონტექსტში გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობაზე (გამოსვლის ტექსტი თან ერთვის, იხ. დანართი 1). მაკა ბოჭორიშვილმა ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ევროკავშირის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრისთვის გაწეულ ძალისხმევაზე, საქართველოს წვლილზე ევროკავშირის მისიებში და ევროკავშირის სანქციების აღსრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს ხელისუფლების მუშაობაზე (გამოსვლის ტექსტი თან ერთვის, იხ. დანართი 2). თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოში უსაფრთხოების გამოწვევებზე, დეოკუპაციაზე, ევროკავშირის მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობაზე საქართველოს თავდაცვისა და მდგრადობის გასაძლიერებლად, ასევე, შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირისა და ნატოს ჩართულობის გაზრდაზე (გამოსვლის ტექსტი თან ერთვის, იხ. დანართი 3). CFSP-CSDP სხდომის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა და ირაკლი ბერაიამ ორმხრივი შეხვედრები გამართეს ევროკავშირის წევრ და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან. 2 დანართი 1 Maka Botchorishvili’s Speech of the IPC on CFSP/CSDP Dear Colleagues, It is an honor for me to represent Georgia as an EU candidate country at this conference today. I would like to express my gratitude for the support that Georgia received from EU member states to achieve this historic decision last December. It is significant that we are discussing EU enlargement at the Security and Defense Conference. This is proof that a safe and secure future for the EU lies in our unity, while ensuring this unity requires the enlargement of the area of peace, security and prosperity without delay. Georgia's fight for independence and sovereignty dates back over 30 years. Despite Russia's aggression and its continuous illegal occupation of Georgian regions, we managed to transform the country and secure its place among democratic nations. However, we still have a long way to go to achieve our ultimate goal. We committed ourselves to necessary reforms and we need strong allies and support on this path. Time is extremely precious and in today's complex, changing and unpredictable world it would be a big geopolitical mistake to waste it on formalities or in countering wrong perceptions. For the success of the enlargement policy, EU membership negotiations should start immediately with all candidate countries. We all need effective mechanisms for integration, removal of existing barriers where possible, in order to accelerate the process of economic and political integration of candidate countries into the European Union. It is clear, that the success of enlargement policy is directly linked to European security and it should not be hampered for any reason. თარგმანი კოლეგებო, მოხარული ვარ, რომ დღეს ამ კონფერენციაზე წარმოვადგენ საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას. მსურს გამოვხატო მადლიერება იმ მხარდაჭერისთვის, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან მიიღო ამ ისტორიული გადაწყვეტილების მისაღწევად გასული წლის დეკემბერში. ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის კონფერენციაზე განვიხილავთ ევროკავშირის გაფართოების საკითხს. დღევანდელი მსჯელობა მოწმობს იმას, რომ ევროკავშირის უსაფრთხო მომავალი სწორედ ჩვენს ერთობაშია და ამ ერთობის უზრუნველყოფას ჭირდება მშვიდობის და კეთილდღეობის სივრცის - ევროკავშირის, გაფართოება შეფერხების გარეშე. საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტისთვის 30 წელზე მეტს ითვლის. მიუხედავად რუსეთის აგრესიის და მის მიერ საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა, ჩვენ შევძელით ქვეყნის ტრანსფორმაცია და დემოკრატიული სახელმწიფოების რიგებში დაყენება. თუმცა, საბოლოო მიზნის მიღწევამდე ჯერ კიდევ რთული გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენ ვართ საჭირო რეფორმების ერთგული და ამ გზაზე მოკავშირეები და პარტნიორების მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გვჭირდება. დღევანდელ კომპლექსურ, ცვალებად და არაპროგნოზირებად სამყაროში დრო ძალიან ძვირფასია და არასწორ აღქმებში და ფორმალობებში მისი დაკარგვა დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა იქნება. გაფართოების პოლიტიკის წარმატებისთვის, კანდიდატ ქვეყნებთან ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ჩვენ გვჭირდება ინტეგრაციის ეფექტიანი მექანიზმები, არსებული ბარიერების მოხსნა, სადაც კი ეს შესაძლებელია, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს კანდიდატი ქვეყნების სწრაფი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია ევროკავშირში. ცხადია, გაფართოების პოლიტიკის წარმატება პირდაპირ კავშირშია ევროპულ უსაფრთხოებასთან და ის არანაირი მიზეზით არ უნდა შეფერხდეს. 3 დანართი 2 Maka Botchorishvili’s Speech of the IPC on CFSP/CSDP Georgia's partnership with the European Union is based on a solid foundation, and this foundation is to some extent created by cooperation in the field of Foreign and Security policy. Georgia is a beneficiary of the EU’s policy. Since 2008, the EU monitoring mission has been operating in Georgia and we are grateful to EU Member states for their contributions to the work of this mission.This is another proof that the EU is interested in contributing to maintaining peace and stability in Georgia. However, we must also mention here that, the EU mission does not have access to the occupied regions of Georgia, as stipulated by the mandate of the mission. Of course, the reason for this is Russia's aggressive policy, and it is vital for us not to let this policy to succeed. That is why support for non-recognition policy of Georgia’s occupied regions is significant. Georgia is committed to continue the positive dynamics to aligning with the EU Common Foreign and security policy despite obvious risks of our territorial integrity and sovereignty. However, this is not the only thing that determines our attitude towards EU foreign policy. Georgia has proactively engaged in ensuring that the territory of Georgia is not used to circumvent EU sanctions on Russia, including financial sector sanctions. Georgia has made a significant contribution to the work of EU missions in Central Africa and Mali. There are opportunities to strengthen our cooperation in this direction and we are ready to work together with the European Union. თარგმანი საქართველო ევროკავშირის პარტნიორობა სანდო საფუძველზე დგას და ამ საფუძველს გარკვეულწილად ქმნის საგარეო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. საქართველო ერთის მხრივ არის ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ბენეფიციარი. 2008 წლიდან საქართველოში მოქმედებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მადლობელი ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წვლილისთვის მისიის საქმიანობაში. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნებაში. თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირის მისიას არ აქვს წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც ეს მისიის მანდატით არის გათვალისწინებული. რა თქმა უნდა ამის მიზეზი არის რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მას არ მივცეთ წარმატების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. საქართველო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრა აისახოს ჩვენს მიერთებაში ევროკავშირის განცხადებებთან, მიუხედავად აშკარა რისკებისა ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხთან მიმართებაში. თუმცა ეს არ არის ერთადერთი რაც განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. საქართველომ მიიღო პროაქტიული ზომები, რომ ჩვენი ტერიტორია არ იყოს გამოყენებული რუსეთისათვის დაწესებული სანქციების თავის არიდებისთვის, ფინანსური სანქციების ჩათვლით. ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი გვაქვს შეტანილი ევროკავშირის მისიების მუშობაში ცენტრალურ აფრიკაში და მალიში. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები არსებობს და მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა ევროკავშირთან ერთად. 4 დანართი 3 Irakli Beraia’s Speech of the IPC on CFSP/CSDP Let me reiterate strong support to Ukraine and solidarity with its brave people defending their country from Russian aggressors. This brutal war is not an isolated case but a clear attempt to redraw sovereign borders by force. It is the continuation of Russia’s full scale aggression against Georgia in 2008 and the result of the failure of the International community to hold the aggressor accountable, back at that time. As Russia wages war against Ukraine, 20 % of my country still remains occupied with the situation in occupied regions noticeably worsening. Illegal military presence and “borderization", killings and human rights violations, de-facto annexation steps and various manifestations of hybrid warfare are daily consequences of the Russian occupation. All that, along with the Intention to build a Naval Base on our sea coast is a serious threat to European Security. This is why dear friends, that when pressuring Russia to withdraw from Ukraine, it is equally important that de-occupation of Georgia and implementation of EU-mediated cease fire agreement, remain top priority on European Agenda. Full-fledged European Security will not be achieved if a single Russian soldier remains of the Georgian soil. But, apart from pressuring Russia to withdraw, it is important to further step-up support for strengthening our defence and resilience against full spectrum of threats and increase EU and NATO engagement in the Black Sea Region considering the latter’s strategic importance for European Security. My country has been resolutely pursuing peaceful conflict resolution policy, ambitious democratic, security as well as EU and NATO integration agenda. And, as a devoted security partner and now, the candidate country, it remains committed to strengthening peace and security in the region and beyond and to work closely with EU on the implementation of common goals and priorities identified in the Strategic Compass. თარგმანი მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა მამაცი უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც საკუთარ ქვეყანას იცავს რუსი აგრესორებისგან. ეს სასტიკი ომი არ არის იზოლირებული მოვლენა. ეს არის სუვერენული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. ეს ომი არის საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გაგრძელება და იმ დროს აგრესორზე პასუხისმგებლობის დაკისრების თვალსაზრისით საერთაშორისო საზოგადოების ჩავარდნის შედეგი. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების პარალელურად, გრძელდება საქართველოს 20 %-ის ოკუპაცია და ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში შესამჩნევად უარესდება. უკანონო სამხედრო ყოფნა და “ბორდერიზაცია”, მკვლელობები და ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტები, დე-ფაქტო ანექსიური პროცესები და ჰიბრიდული საფრთხეების სხვადასხვა გამოვლინებები რუსული ოკუპაციის ყოველდღიური შედეგია. ეს ყველაფერი, ჩვენს სანაპიროზე საზღვაო ბაზის მშენებლობის განზრახვასთან ერთად, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპულ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, ძვირფასო მეგობრებო, უკრაინიდან ჯარების გაყვანისთვის რუსეთზე ზეწოლასთან ერთად, თანაბრად მნიშვნელოვანია საქართველოს დეოკუპაციისა და ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის ევროპულ დღის წესრიგში პრიორიტეტად შენარჩუნება. სრულფასოვანი ევროპული უსაფრთხოება ვერ იქნება მიღწეული, სანამ ერთი რუსი სამხედრო მაინც დარჩება საქართველოს მიწაზე. ჯარების გაყვანისთვის რუსეთზე ზეწოლასთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საფრთხეების სრული სპექტრის საპასუხოდ ჩვენი თავდაცვისა და მედეგობის გამტკიცებისთვის მხარდაჭერის გაძლიერება, შავი ზღვის 5 რეგიონში ევროკავშირისა და ნატო-ს ჩართულობის გაზრდა ევროპული უსაფრთხოებისთვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე. ჩემი ქვეყანა მტკიცედ ახორციელებს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან პოლიტიკას, ამბიციურ დემოკრატიულ, უსაფრთხოების და ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის დღის წესრიგს. საქართველო, როგორც უსაფრთხოების სფეროში საიმედო პარტნიორი და უკვე, კანდიდატი ქვეყანა, ერთგულია რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობის და უსაფრთხოების განმტკიცების და მჭიდროდ გააგრძელებს ევროკავშირთან მუშაობას ახალი სტრატეგიული კომპასის მიზნებისა და პრიორიტეტების განხორციელებისთვის. 6