საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 14-15 იანვარს ქ. ნამიურში, ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) თავმჯდომარეთა შეხვედრის შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-27
ბიუროს ნომერი 370 (11:45)
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-9321/24
26-06-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი : საორგანიზაციო დეპარტამენტს
ბატონო შალვა,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
188-ე
მუხლის
საფუძველზე,
წარმოგიდგენთ 2024 წლის 14-15 იანვარს ქ. ნამიურში, ბელგიის ევროკავშირის
თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ
საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) თავმჯდომარეთა შეხვედრის ანგარიშს.
დანართი: 2 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა
ბოჭორიშვილის ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების
კონფერენციის (COSAC) თავმჯდომარეთა შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ
ანგარიში
ნამიური, 14-15 იანვარი 2024 წელი
მიმდინარე წლის 14-15 იანვარს ქ. ნამიურში, ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის
ფარგლებში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების
კონფერენციის (COSAC) თავმჯდომარეთა შეხვედრა გაიმართა.
სხდომაში
ევროკავშირის
წევრი
ქვეყნების
წარმომადგენლებთან
ერთად
მონაწილეობდნენ ასევე, ევროპარლამენტის საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტის
ხელმძღვანელები და მუდმივი დამკვირვებლის სტატუსით ევროკავშირის წევრობის
კანდიდატი
ქვეყნების
პარლამენტების
ევროპულ
საქმეთა
კომიტეტების
თავმჯდომარეები: ბოსნია-ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, თურქეთი და
უკრაინა. საპრეზიდენტო ტრიოს სპეციალური მოწვევითა იყვნენ კოსოვოს, ნორვეგიის და
დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები. საქართველოდან მოწვეული იყო პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი.
ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეთა შეხვედრა, ბელგიის სამეფოს
წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ ელიან ტილიემ და სენატის ევროპულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარემ გაეტან ვან გოიდსენჰოვენმა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.
სხდომაზე განხილულ იქნა ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები,
რომელიც ბელგიის სამეფოს საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრის აჯა ლაბიბის მიერ იქნა
წარდგენილი. სპეციალურ მომხსენებლად იყო მოწვეული ევროპარლამენტის ვიცესპიკერი, ოტმარ კარასი და ევროპარლამენტარები, გი ვერჰოფსტადი.
სხდომაზე, ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტების ფარგლებში,
ევროკავშირში სოციალური უფლებების მნიშვნელობასა და ევროკავშირის გაფართოების
პოლიტიკაზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტთაშორისო სხდომის გახსნისას, საქართველოს მიულოცეს
პირველად ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის ფორმატში მონაწილეობა.
მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ევროინტეგრაციის დროულობაზე
და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე
ისაუბრა (გამოსვლის ტექსტი თან ერთვის, იხ. დანართი).
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა, COSAC-ის
თავმჯდომარეთა სხდომის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა ეროვნული
პარლამენტების
კომიტეტების
თავმჯდომარეებთან,
საქართველოს
ევროკავშირში
ინტეგრაციის ხელშეწყობისა და წევრ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების
მიზნით.
1
Meeting of Chairpersons of the COSAC – Maka Botchorishvili’s Speech
Namur, January 14-15, 2024
This year marks the 20th anniversary of the EU's biggest enlargement, which widened the space of
peace, stability and prosperity in Europe. But it could not create the same conditions in the EU’s
neighborhood, despite multiple attempts under the neighborhood policy.
Russia’s aggressive actions made it clear that different steps are needed to safeguard the future of
Europe.
The EU’s enlargement policy has a much bigger strategic importance and role today.
We do not have the luxury of keeping the process as slow as it has been in the last decade.
We all need effective mechanisms for integration and the removal of existing barriers, where possible,
to accelerate the process of economic and political integration of candidate countries into the European
Union.
An individual approach is necessary, but possibilities for all candidate countries should be similar.
Georgia has a successful track record of implementing reforms under the Association Agreement,
which laid a firm foundation for advancing new opportunities for EU integration as a candidate
country.
I hope that our discussions will contribute to increasing the speed and efficiency of enlargement policy,
which is in our common interest and this is directly linked to the wider European stability and security.
თარგმანი
წელს ოცი წელი სრულდება ევროკავშირის დიდი გაფართოებიდან, რომელმაც შესაძლებელი
გახადა მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის სივრცის გაზრდა ევროპაში, თუმცა
ვერ შექმნა იგივე მდგომარეობა სამეზობლოში, მიუხედავად სამეზობლო პოლიტიკის
ფარგლებში არაერთი მცდელობისა.
რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა არაერთხელ გახადა ცხადი, რომ ევროკავშირის უსაფრთხო
მომავლისთვის სხვაგვარი ნაბიჯებია საჭირო.
გაფართოების პოლიტიკას დღეს უფრო დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა და როლი აქვს და
იმის ფუფუნება აღარ გვაქვს, რომ ეს პროცესი ისეთივე ნელი იყოს, როგორიც ბოლო ათი წლის
განმავლობაშია.
ჩვენ ყველას გვჭირდება ინტეგრაციის ეფექტიანი მექანიზმები, არსებული ბარიერების მოხსნა,
სადაც კი ეს შესაძლებელია, იმისათვის, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა შეძლონ სწრაფი
ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია ევროკავშირში.
ინდივიდუალური მიდგომა საჭიროა, თუმცა შესაძლებლობები ყველა კანდიდატ ქვეყანას
ერთნაირად უნდა მიეცეს.
საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების
წარმატებული გამოცდილება აქვს, რამაც მყარი საფუძველი შექმნა, იმისთვის, რომ, როგორც
კანდიდატმა ქვეყანამ გამოვიყენოთ ევროკავშირში ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები.
იმედი მაქვს ჩვენი დღევანდელი მსჯელობა ხელს შეუწყობს გაფართოების პოლიტიკის
დაჩქარებას და ეფექტიანობის გაზრდას, რაც ჩვენს საერთო ინტერესებშია და პირდაპირ
უკავშირდება ევროპის სტაბილურობას და უსაფრთხოებას.
2