საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 21-22 იანვარს ქ. ბრიუსელში, ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროკავშირში ურბანული პოლიტიკის საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.06.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი
ნომერი
#2-9396/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-27
ბიუროს ნომერი 371 (14:25)

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-9396/24 27-06-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი : საორგანიზაციო დეპარტამენტს ბატონო შალვა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის საფუძველზე, წარმოგიდგენთ 2024 წლის 21-22 იანვარს ქ. ბრიუსელში, ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროკავშირში ურბანული პოლიტიკის საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კონფერენციის ანგარიშს. დანართი: 3 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ევროკავშირში ურბანული პოლიტიკის საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობის შესახებ ანგარიში ბრიუსელი, 21-22 იანვარი 2024 წ. მიმდინარე წლის 21-22 იანვარს ქ. ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროკავშირში ურბანული პოლიტიკის საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები და მუდმივი დამკვირვებლის სტატუსით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები მოლდოვიდან, მონტენეგროდან და სერბეთიდან. ასევე, საპრეზიდენტო ტრიოს სპეციალური მოწვევით იყო ნორვეგიის საპარლამენტო დელეგაცია. საქართველოდან აღნიშნულ კონფერენციაზე წარდგა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა. საპარლამენტთაშორისო კონფერენციის გახსნისას მონაწილეებს სიტყვით მიმართა ბრიუსელის რეგიონული პარლამენტის სპიკერმა რაშინ მადრანმა. სპეციალურ მომხსენებლად იყვნენ მოწვეული ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტების და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების გახსნისას, საქართველოს მიულოცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით. პირველად მონაწილეობა ღონისძიების ფარგლებში განიხილეს ევროპაში ურბანული განვითარების საკითხები წევრ ქვეყნებში მობილურობის ხელშეწყობის და ჰარმონიზაციის მიზნით. იმსჯელეს დაფინანსების, მნიშვნელოვან ურბანულ პროექტებში მოქალაქეების ჩართულობის, კლიმატის ცვლილებასთან ურბანული გარემოს ადაპტაციის და ურბანული მობილურობის საკითხებზე. სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის, რომელიც საქართველომ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად უნდა გაიაროს, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა არა მხოლოდ ევროკავშირის ინსტიტუტებთან, არამედ წევრ ქვეყნებთან სხვადასხვა დონეზე და საკითხებზე. მან ხაზი გაუსვა ევროპული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას (გამოსვლის ტექსტი თან ერთვის, იხ. დანართი). საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, ევროკავშირში ურბანული პოლიტიკის საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართეს ეროვნული პარლამენტების წარმომადგენლებთან ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით. 1 დანართი Maka Botchorishvili’s speech of the the IPC on Urban Policies in the European Union First, I would like to thank the Belgian EU presidency for inviting and giving us this opportunity to participate in this conference today. Georgia became a candidate country for EU membership last December and from this truly historic moment, we are embarking on the EU membership path. For the success of the European integration process, which we have to go through together with other candidate countries, we need to work together in many directions. Enhancing political dialogue is essential not only with EU institutions, but also with the EU member states at different levels and on different topics. This conference is an excellent opportunity to discuss issues that at first glance are of a local nature, but common approaches to these local issues create a common framework that is significantly needed for the development of the proper European system. Georgia with its cities is an ancient country with a complex history, mixed and interesting architecture, modern requirements and new opportunities that open up in front us. Numerous challenges that we have had to deal with throughout the last decades - conflicts, Russian aggression, energy or economic crises and natural cataclysms, definitely influenced our urban development. We managed to move forward towards modernization and doing our best to address the needs of our citizens, but we still need to do more to address modern challenges. Sharing experience on all the significant issues related to urban development has a special importance for us, being it financial issues, ensuring effective engagement of citizens or environmental issues. While discussing these topics at the parliamentary level, we should focus on how to create the most equal opportunities for the development of cities at the legislative level, so that the cities are as compact, green, sustainable and well-connected as possible. In modern times, issues of local importance cannot be solved only from a local perspective. Technological development, globalization, social or migration aspects, of course, raise the need to have broader visions when addressing local issues. For this, it is necessary to listen to each other, to define common challenges and share the best experiences, at the same time, to engage more with academic circles and specialists of different areas, since successful decision-making would be impossible without their engagement. Once again, thank you very much for organizing this conference and for choosing interesting topics for discussion. 2 თარგმანი ძვირფასო კოლეგებო, პირველ რიგში მადლობა შესაძლებლობისთვის. მსურს გადაგიხადოთ მოწვევისთვის და მონაწილეობის საქართველო გასული წლის დეკემბერში გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ამ ისტორიული მომენტიდან იწყება ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების გზა. ინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის, რომელიც ჩვენ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად უნდა გავიაროთ, რა თქმა უნდა მრავალი მიმართულებით იქნება სამუშაო. საჭიროა პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება არა მხოლოდ ევროკავშირის ინსტიტუტებთან, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სხვადასხვა დონეებზე და სხვადასხვა საკითხებზე. ეს კონფერენცია შესანიშნავი შესაძლებლობაა, ერთად ვიმსჯელოთ ისეთ საკითხებზე, რაც ერთი შეხედვით სრულიად ადგილობრივი მნიშვნელობისაა, თუმცა სწორედ ამ ადგილობრივი საკითხებისადმი ერთიანი მიდგომები ქმნის ევროპული სისტემის განვითარებისთვის საჭირო საერთო ჩარჩოს. საქართველო თავისი ქალაქებით უძველესი ქვეყანაა, რთული ისტორიით, შერეული და საინტერესო არქიტექტურით, თანამედროვე მოთხოვნებით და ახალი შესაძლებლობებით, რაც ჩვენს წინაშე იხსნება. ბოლო ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა გამოწვევებმა, რომლის წინაშეც დავდექით, კონფლიქტმა, რუსულმა აგრესიამ, ენერგო და ეკონომიკურმა კრიზისებმა, ბუნებრივმა კატაკლიზმებმა, თავისი გავლენა მოახდინა ურბანულ განვითარებაზე. ჩვენ შევძელით მოდერნიზაციისკენ გადაგვედგა ნაბიჯები და ვცდილობთ უკეთ ვუპასუხოთ ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა გვაქვს გადასალახი იმისათვის, რომ თანამედროვე მოთხოვნებთან ვიყოთ შესაბამისობაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროპული გამოცდილების გაზიარებას ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ურბანულ განვითარებას შეეხება, იქნება ეს ფინანსები, მოქალაქეთა ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფა, თუ ეკოლოგიური საკითხები. საპარლამენტო დონეზე მსგავსი საკითხების განხილვისას უნდა ვიმსჯელოთ, როგორ შევქმნათ საკანონმდებლო დონეზე მაქსიმალურად თანაბარი შესაძლებლობები ქალაქების სწორი განვითარებისთვის, იმგვარად რომ ქალაქები იყოს მაქსიმალურად კომპაქტური, მწვანე, მედეგი და კარგად შეკავშირებული. ლოკალური მნიშვნელობის საკითხების გადაჭრა თანამედროვე პირობებში ვერ მოხდება მხოლოდ ადგილობრივი პერსპექტივიდან. ტექნოლოგიური განვითარება, სხვადასხვა დონეზე გლობალიზაცია, სოციალური თუ მიგრაციული ასპექტები, რა თქმა უნდა აჩენს იმის საჭიროებას, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას, ხედვები იყოს უფრო ფართო. ამისთვის, კი აუცილებელი არის ერთმანეთის მოსმენა, საერთო გამოწვევების განსაზღვრა, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, აკადემიური წრეებისა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მეტი ჩართულობა, ვინაიდან პოლიტიკის განსაზღვრა მათი რჩევების და მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელი იქნება. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა დღევანდელი კონფერენციის ორგანიზებისთვის და საინტერესო თემების წინ წამოწევისთვის. 3