საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 12-13 თებერვალს ქ. ბრიუსელში, ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროკავშირში სტაბილურობის, ეკონომიკური კოორდინაციისა და მმართველობის საკითხებზე (SECG) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.06.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი
ნომერი
#2-9414/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-28
ბიუროს ნომერი 372

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-9414/24 27-06-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი : საორგანიზაციო დეპარტამენტს ბატონო შალვა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის საფუძველზე, წარმოგიდგენთ 2024 წლის 12-13 თებერვალს ქ. ბრიუსელში, ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროკავშირში სტაბილურობის, ეკონომიკური კოორდინაციისა და მმართველობის საკითხებზე (SECG) საპარლამენტთაშორისო კონფერენციის ანგარიშს. დანართი: 3 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ევროკავშირში სტაბილურობის, ეკონომიკური კოორდინაციისა და მმართველობის საკითხებზე (SECG) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობის შესახებ ანგარიში ბრიუსელი, 12-13 თებერვალი 2024 მიმდინარე წლის 12-13 თებერვალს, ქ. ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროკავშირში სტაბილურობის, ეკონომიკური კოორდინაციისა და მმართველობის საკითხებზე (SECG) საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები და მუდმივი დამკვირვებლის სტატუსით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები ალბანეთიდან, ბონია-ჰერცეგოვინიდან, თურქეთიდან, მონტენეგროდან და სერბეთიდან. ასევე, საპრეზიდენტო ტრიოს სპეციალური მოწვევით იყო ნორვეგიის საპარლამენტო დელეგაცია. საქართველოდან აღნიშნულ კონფერენციაზე წარდგა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი. სესიას ბელგიის სამეფოს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ელიან ტილიე და სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გაეტან ვან გოიდსენჰოვენი უძღვებოდნენ. კონფედერაციის გახსნისას მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროპარლამენტის ვიცე სპიკერმა დიტა შარანზოვამ. სპეციალურ მომხსენებლად იყვნენ მოწვეული ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი და ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი ვალდის დომბროვსკი. საპარლამენტთაშორისო სესიის გახსნისას, საქართველოს მიულოცეს მონაწილეობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით. პირველად სესიაზე იმსჯელეს ევროკავშირში ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე და კონკურენტუნარიანობაზე, ერთიანი ბაზრის ეფექტიანობის გაზრდაზე, კრიზისის დროს ბიუჯეტის მართვაზე, ეკონომიკური და სავალუტო კავშირის მომავალზე, დასაქმების ხელშეწყობაზე და სოციალური ინვესტიციების გაუმჯობესების საკითხებზე, მათ შორის დასაქმებულთა უფლებების დაცვაზე და „ტვინების გადინების“ პროცესთან გამკლავებაზე. მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს მზაობაზე განაგრძოს აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციები ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში (გამოსვლის ტექსტი თან ერთვის, იხ. დანართი). საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, SECG-ის საპარლამენტთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართეს ეროვნული პარლამენტების დელეგაციების და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. 1 დანართი Maka Botchorishvili’s Speech of the IPC on SECG Dear Colleagues, I thank the Belgian EU Presidency for organizing these very important and interesting discussions in the European Parliament. Georgia was granted EU membership candidate status last December and has the ambition of being one of the successful examples within the EU enlargement policy. We have been in the process of association with the European Union for 10-year now, which included taking important steps towards economic integration together with political association with the EU. Over the past decade, we achieved significant progress in advancing key structural reforms, including those related to strengthening governance, improving public financial management, fighting corruption, promoting competition, improving energy security, and increasing connectivity and transit potential. Despite significant challenges in the region and geopolitical tensions, promising trends were observed in Georgia’s economic development in recent years, due to the successful implementation of economic policy reforms. Of course, there are still many challenges to be addressed including further reduction of external vulnerabilities, improving the functioning of the labour market, and addressing structural weaknesses. Georgia is committed to strengthening its role as the EU’s reliable energy transit partner, supplier of green energy, and key actor in the transport axis. Our strategic location, effective governance, and attractive investment climate should be better exploited by European Union in order to fully utilize new geopolitical opportunities that Georgia offers. At the same time, the European Union's enlargement policy should focus more on promoting practical opportunities for economic development and integration that are mutually beneficial for the EU and partner countries. თარგმანი ძვირფასო კოლეგებო, პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ბელგიის თავმჯდომარეობას, საინტერესო განხილვების ორგანიზებისთვის ევროპარლამენტში. მე წარმოვადგენ საქართველოს, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა გასული წლის დეკემბერში და აქვს ამბიცია - იყოს ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში. საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების 10 წლიანი გამოცდილება აქვს, რომელიც პოლიტიკურთან ერთად, ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებსაც მოიცავს, რაც ვფიქრობთ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას. გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სტრუქტურული რეფორმების გატარების კუთხით, რაც უკავშირდებოდა საჯარო ფინანსების მართვას, სერვისების განვითარებას, კორუფციასთან ბრძოლას, კონკურენციის ხელშეწყობას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას თუ სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას. 2 მიუხედავად რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, ბოლო წლებში გატარებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველზე, შევძელით გვქონდეს ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციები. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა დასაძლევი, რაც ძირითადად უკავშირდება გარე მოწყვლადობის შემდგომ შემცირებას, შრომის ბაზრის ფუნქციონირების გაუმჯობესებას და სტრუქტურული სისუსტეების აღმოფხვრას. საქართველო მოწოდებულია გააძლიეროს სატრანზიტო ფუნქცია, იყოს ევროკავშირის სანდო პარტნიორი მათ შორის, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების და მწვანე ენერგიის მიწოდების კუთხით. იმისათვის რომ სრულად იქნას ათვისებული ის ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები, რასაც საქართველო თავაზობს ევროკავშირს, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, ჯანსაღი მმართველობა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, მეტად უნდა გახდეს ევროკავშირის ინტერესის საგანი. ამასთანავე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა მეტად უნდა იყოს ორიენტირებული პრაქტიკული, ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობების ხელშეწყობისკენ, რაც ორმხრივად სარგებლის მომტანი იქნება, როგორც ევროკავშირისთვის, ისე პარტნიორი ქვეყნებისთვის. 3