საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პროკურორების დანიშვნის წესის შეცვლის შესახებ

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.07.2024
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-7311/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-07-12
ბიუროს ნომერი 373

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412408707134 30.06.2024 საქართველოს პარლამენტი სათაური: 30.06.2024: პროკურორების დანიშვნის წესის შეცვლის შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ საკანონმდებლო წინადადებას, რაიონული პროკურორების პირდაპირი არჩევნებით წესით არჩევის შემოღების ან კონკურსის წესით შერჩევის შესახებ, ვინაიდან არსებული სისტემა, რომლითაც გენერალური პროკურორი ნიშნავს ყველა რაიონულ პროკურორს, საკმაოდ მანკიერია: რაიონულ პროკურორებს არავინ არ სთხოვს პასუხს, ზოგიერთი მათგანი, თავის მხრივ, არღვევს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს, ცდილობენ ხელოვნურად შექმნან დანაშაულის ოდენობის შემცირების ტენდენცია, ანუ ხელი ეწყობა ლატენტური დანაშაულის მასშტაბების ზრდას, არ იძიებენ ელემენტარულად, ქონების დაზიანების ეპიზოდებს, უძრავ ქონებაში შეჭრის ეპიზოდებს, მოქალაქეთა ცემის და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ეპიზოდებს. ამგვარი თვითნებობა ამცირებს ნდობას ხელისუფლების და სახელმწიფოს მიმართ, ზიანს აყენებს მართლწესრიგის და კანონის უზენაესობას, ცალკეულ შემთხვევებში ხდება დანაშაულთა იგნორირება და კრიმინალური ეპიზოდების მიმართ არ იწყება გამოძიება. ამ მანკიერებებს ვერ უმკლავდება პროკურატურის სისტემა. პროკურატურის როლი გადამწყვეტია დანაშაულთან ბრძოლაში და ამჟამად პროკურატურა ვერ ასრულებს სრულფასოვნად მასზე დაკისრებულ ფუნქციას: იყოს დანაშაულთან ბრძოლის წამყვანი ძალა, ვინაიდან რაიონული პროკურატურები, ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულის მასშტაბების ხელოვნურად შემცირებით არიან დაკავებულნი და ამას ვერ უმკლავდება პროკურატურის შიდა რესურსები, ვინაიდან იგი მკაცრად ვერტიკალური წყობისაა. ეს არის სისტემური ხარვეზი. ლატენტური (ფარული) დანაშაულის ზრდა და შესაბამისად დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრება, დანაშაულზე რეაგირების მოდუნება - აი ეს არის რეალური შედეგი რაიონულ პროკურორთა სუსტი კონტროლის. პროკურატურის სისტემას დათვურ სამსახურს უწევს მკაცრი ვერტიკალის არსებობა, რაიონული პროკურორების დონეზე დემოკრატიული ელემენტების შემოტანა ძალზედ პოზიტიურ ეფექტს გამოიღებს და ამაღლდება დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობა, რაიონული პროკურორები ვეღარ შეძლებენ ცალკეული ეპიზოდების იგნორირებას (კარის შემტვრევა, უძრავ ქონებაში ჯგუფური შეჭრა, ქონების ჯგუფურად დაზიანება და ასე შემდეგ. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: