საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 27-28 თებერვალს ქ. სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარული სესიის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის ორმხრივი შეხვედრების შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-07-12
ბიუროს ნომერი 373
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-9596/24
01-07-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი : საორგანიზაციო დეპარტამენტს
ბატონო შალვა,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
188-ე
მუხლის
საფუძველზე,
წარმოგიდგენთ 2024 წლის 27-28 თებერვალს ქ. სტრასბურგში, ევროპარლამენტის
პლენარული სესიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის ორმხრივი შეხვედრების ანგარიშს.
დანართი: 3 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა
ბოჭორიშვილის, და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილის, ლევან ქარუმიძის
ქ. სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამართული შეხვედრების ანგარიში
სტრასბურგი, 27-28 თებერვალი 2024წ.
2024 წლის 27-28 თებერვალს, სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარული სხდომის
ფარგლებში შედგა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა
ბოჭორიშვილის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილის ლევან ქარუმიძის ვიზიტი ევროპარლამენტში.
ვიზიტის ფარგლებში, 18 შეხვედრა გაიმართა ევროპარლამენტის სხვადასხვა
პოლიტიკური ჯგუფის წევრ ევროპარლამენტარებთან, მათ შორის, საქართველოევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარესთან, საქართველოს
საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელთან და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთან
(ევროპარლამენტარების სია თან ერთვის, იხ. დანართი 1)
განსახილველ თემებს წარმოადგენდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის
აქტუალური საკითხები, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში
საქართველოს ინტეგრაციის დღის წესრიგი და მოლოდინები, საქართველოს მნიშვნელობა
ევროპის გეოპოლიტიკურ ჭრილში და ევროპარლამენტსა და საქართველოში მიმდინარე
წელს დაგეგმილი არჩევნების მოსალოდნელი შედეგები.
აღინიშნა, რომ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს პრემიერმინისტრის რანგში
ირაკლი კობახიძის პირველ ვიზიტს ბრიუსელში. ისაუბრეს საქართველოსა და
ევროკავშირის შორის პოზიტიური და აქტიური თანამშრომლობის მოლოდინებზე.
ევროპარლამენტარებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ
გადადგმული ნაბიჯების შესახებ, რაც უკავშირდებოდა ევროკომისიის 9 რეკომენდაცაზე
მუშობას. განხილული იქნა ასევე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხს.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობაზე
მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. არის მოსაზრება, რომ საქართველოსთან მიმართებაში
არ იქნა განსაზღვრული კონკრეტული თარიღები ევროკავშირთან მოლაპარაკებების
გახსნის თაობაზე, ვინაიდან დამოკიდებული იქნება საქართველოში, ოქტომბერში
დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების პროცესებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით,
ქართულმა მხარემ მზაობა დაადასტურა საარჩევნო პროცესში საერთაშორისო
სადამკვირვებლო დელეგაციების, მათ შორის ევროკავშირიდან, მოწვევის თაობაზე.
შეხვედრების ფარგლებში ასევე განიხილეს ევროპაში უსაფრთხოების საკითხი,
გამოწვევები და მოლოდინები, რაც უკავშირდება რუსეთ-უკრაინისა და ახლო
აღმოსავლეთში ომს. აღნიშნულ კონტექსტში ასევე განხილულ იქნა საქართველოს
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრის საკითხი და
საქართველოს
ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები.
საუბარი შეეხო ასევე დეზინფორმაციის საკითხს საქართველოსთან მიმართებაში, როგორც
ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს
ევროინტეგრაციის პროცესს.
შეხვედრისას ისაუბრეს ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებზე და მოსალოდნელ
შედეგებზე. არის მყარი მოსაზრება მომავალ ევროპარლამენტში კონსერვატიული და
რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების ზრდასთან დაკავშირებით, თუმცა დიდი
ალბათობით ევროპის სახალხო პარტია (EPP) და სოციალ-დემოკრატები (S&D) კვლავ
შეძლებენ შეინარჩუნონ პირველი ორი ადგილი.
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტში მომზადდა ევროკავშირის საერთო საგარეო
უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის შესახებ ორი ანგარიში, სადაც ასახულია
საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა და მკაცრად არის დაგმობილი
რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
დანართი 1
1. მარინა კალიურანდი (Marina Kaljurand), ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის
დელეგაციის (DSCA) ხელმძღვანელი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრი;
2. სვენ
მიკსერი
(Sven
Mikser),
საქართველოს
საკითხებზე
ევროპარლამენტის
მომხსენებელი;
3. ანდრიუს კუბილიუსი (Andrius Kubilius), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის
თანაპრეზიდენტი;
4. მარკეტა გრეგოროვა (Markéta Gregorová), ევრონესტის საპარლამენტოს ასამბლეის
ვიცე-პრეზიდენტი;
5. რიშარდ ჩარნეცკი (Richard Czarnecki), პეტიციების კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე;
6. ლუკას მანდლი (Lukas Mandl), თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე;
7. ლარს პატრიკ ბერგი (Lars Patrique Berg), შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის
კომიტეტის წევრი;
8. მიხაელ გალერი (Michael Gahler), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი;
9. ტიერი მარიანი (Thierry Mariani), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი,
ევრონესტის საპარლამენტოს ასამბლეის წევრი;
10. ნაჩო სანჩეზ ამორი (Nachos Sanchez Amor), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში
ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე;
11. სერგეი
ლაგოდინსკი
Sergey
Lagodinsky),
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე
12. კორინა კრეტუ (Corina Cretu), რეგიონალური განვითარების კომიტეტის წევრი;
13. ილჰან კიუჩუკ (Ilhan Kyuchyuk), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი;
14. კრისტიან ტერჰეშ (Cristian Terheş), ბიუჯეტის კონტროლის კომიტეტის წევრი;
15. ჰელმუტ შოლტს (Helmut Scholz), ევრონესტის საპარლამენტოს ასამბლეის დელეგაციის
წევრი;
16. აბირ ალ-სალანი (Abir Al-Sahlani), სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და
შინაგან საქმეთა კომიტეტის წევრი;
17. ინესა ვაიდერე (Inese Vaidere), ეკონომიკურ და სავალუტო საკითხთა კომიტეტის
წევრი.
18. ჰელმუტ შოლტს (Helmut Scholz), ევრონესტის საპარლამენტოს ასამბლეის დელეგაციის
წევრი;