დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები;
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-06-24
კომიტეტის სხდომის ნომერი 89
შენიშვნა კომიტეტების ერთობლივი სხდომა:
1. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი;
2. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტი;
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2949?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტების ერთობლივი სხდომა
თარიღი
24 ივნისი 2024 16:00
2024 წლის 24 ივნისი, 16:00 საათი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1.
დასაქმების,
სოციალური
პოლიტიკისა
საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის
გათვალისწინებულ
ვალდებულებათა
და
თანაბარი
სფეროებში
შესაძლებლობების,
ასევე
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებით
2014-2024
წლების
შედეგები
შესრულების
და
დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები;
მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირები: ჯაბა უროტაძე, ირაკლი ციმინტია;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტი;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის
დღის წესრიგი
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტების: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, და მისგან გამომდინარე კანონპროექტები
(07-2/383; 24.04.2024) III მოსმენით განხილვა;
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე - ირაკლი ნადარეიშვილი;
7/1/2024, 2:25 PM
https://parliament.ge/print/announcement/2949?local=true
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტი;
3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა ლომინაძის, ვლადიმერ კახაძის, დიმიტრი
ხუნდაძისა და ზაალ მიქელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტების „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების
ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(07-3/450; 12.06.2024) გამარტივებული წესით განხილვა;
ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე,
დიმიტრი ხუნდაძე და ზაალ მიქელაძე;
მომხსენებელი:
ჯანმრთელობის
დაცვისა
და
სოციალურ
საკითხთა
კომიტეტის
თავმჯდომარე - ზაზა ლომინაძე;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ელენე ჟორჟოლაძე;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტი;
4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს კანონის პროექტს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/397; 04.06.2024) I
მოსმენით (დაჩქარებული წესით) განხილვა;
ინიციატორები: საქართველოს მთავრობა;
მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ირაკლი ციმინტია;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტი.
7/1/2024, 2:25 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N89
2024 წლის 24 ივნისი
თბილისი
სხდომის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
მაკა ბოჭორიშვილი
ლევან ქარუმიძე
თეონა აქუბარდია
გიორგი ბარვენაშვილი
დავით ბაქრაძე
მიხეილ დაუშვილი
არჩილ თალაკვაძე
ანა ნაცვლიშვილი
აკაკი მინაშვილი
ჰერმან საბო
ნიკოლოზ სამხარაძე
ვიქტორ სანიკიძე
დავით სონღულაშვილი
სალომე ქურასბედიანი
ნინო წილოსანი
სალომე ჯინჯოლავა - გიორგი ხახუბიას ადგილმონაცვლე
დღის წესრიგი:
1. დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შესახებ შეთანხმებით
გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები და
დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები.
მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია
2. სხვა საორგანიზაციო საკითხები
სხდომის მსვლელობა: სხდომის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის წევრებს
დღის წესრიგი გააცნო. მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე კვირას,
ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი სრულდება. მისი განცხადებით,
2014 წლიდან დღემდე, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. მისი
განცხადებით, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური საკითხები არის ერთ-ერთი
პრიორიტეტული მიმართულება, რადგან ეხება მოქალაქეებს და მათი ცხოვრების ხარისხის
გაუმჯობესებას. მისი შეფასებით, ეს არის შესასრულებლად ერთ-ერთი რთული და
გამოწვევებით სავსე სფერო და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული
ნაბიჯები, აჩვენებს იმ ძალისხმევას თუ რა სურვილი აქვს საქართველოს იმისათვის, რომ
საკუთარ მოქალაქეებს უკეთესი სტანდარტი შესთავაზოს.
დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შესახებ შეთანხმებით
გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგებზე და
დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმებზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა
მოადგილემ თამარ გაბუნიამ ისაუბრა.
მომხსენებლის განცხადებით, საქართველომ უკანასკნელი წლების განმავლობაში რიგი
მნიშვნელოვანი სისტემური ნაბიჯები გადადგა, როგორც შრომის უფლებების დაცვის, ისე
დასაქმების ხელშეწყობის კუთხით, აქტიური პოლიტიკა გატარდა შრომის ბაზრის, მათ
შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი
დასაქმების შესაძლებლობების გახსნის მიმართულებით.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, ასოცირების შესახებ შეთანხმების
საფუძველზე, ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების და დაცვისთვის აუცილებელი
სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით, ფართოვდება საყოველთაო ჯანდაცვის
პროგრამა და მისი დაფინანსებაც წლიდან წლამდე იზრდება, ძლიერდება პირველადი
ჯანდაცვის მიმართულება
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე
ხელმისაწვდომობის მიზნით, 2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა,
რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სახელმწიფოს მიერ
დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებას. მისი თქმით, 2017 წლიდან პროგრამა კიდევ
უფრო მეტად გახდა ორიენტირებული მოსახლეობის საჭიროებსა და სოციალურ
სამართლიანობაზე.
ანგარიშის თანახმად, მოსახლეობისთვის თანაგადახდასთან დაკავშირებული ფინანსური
ტვირთის შემცირების მიზნით, 2023 წლის აპრილიდან დაწესდა საყოველთაო ჯანდაცვის
პროგრამის ფარგლებში ჰოსპიტალურ მომსახურებაზე თანაგადახდის ზედა ზღვარი.
ამგვარად საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდა შეადგენს არაუმეტეს 500 ლარს,
ხოლო 0-5 წლის ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და
სტუდენტებისთვის
არაუმეტეს
1000
ლარს.
მოსარგებლეებისთვის კი არ აღემატება 1500 ლარს.
თანაგადახდა
დანარჩენი
თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია 23 მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომელთა
ფარგლებში მოსახლეობისთვის ფინანსდება ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების პაკეტები,
როგორიც არის დიაბეტის, ტუბერკულოზის, C ჰეპატიტის მართვა და სხვა სერვისები.
აღნიშნული პროგრამების ფარგლებში მიმდინარე წელს არაერთი აღსანიშნი პროგრესი
განხორციელდება. თამარ გაბუნიას შეფასებით არსებითად გაფართოვდა სარგებლის
პაკეტი ონკოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის, დაიწყო და სრული
დატვირთვით გრძელდება ორგანოთა ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა.
ამოქმედდა მედიკამენტების რეფერენტული ფასების პოლიტიკა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2022 წელს დაიწყო და სრული დატვირთვით
გრძელდება ორგანოთა ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს
ღვიძლისა და ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციების სრულად დაფინანსებას, მათ,
შორის საზღვარგარეთ. სულ დაფინანსდა 60 ძვლის ტვინისა და 14 ღვიძლის გადანერგვის
ოპერაცია. პროგრამის ბიუჯეტმა 2022-2024 წლებში შეადგინა 13.1 მლნ. ლარი.
2023 წელს ამოქმედდა წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც ასევე
უმნიშვნელოვანესი ბერკეტია, წამლის ხარისხის კონტროლს მიმართულებით. დღემდე
უკვე ჩატარდა კვლევა 27 მედიკამენტის 136 ნიმუშზე.
სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან
შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მინისტრის მოადგილის თქმით, 2023 წლის
იანვრიდან ამოქმედდა კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულება.
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მინიჭებული ხარისხის
სერტიფიკატი 2025 წლიდან დაწესებულებებისთვის გახდება საყოველთაო ჯანდაცვის
პროგრამაში ჩართვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა.
მომხსენებლის განცხადებით, სახელმწიფოსთვის ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტული
საკითხია სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება და მათთვის ღირსეული
შრომითი ანაზღაურების უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, მისი
განმარტებით, 2023 წელს ამოქმედდა მინიმალური ანაზღაურების მექანიზმი ექიმის,
ექთნის, უმცროსი ექიმის, ექთნის თანაშემწის, ბებიაქალისა და სანიტრის პოზიციებზე.
საკანონმდებლო დონეზე 2024 წელს განხორციელდა ექთნების და მეანი ექთნების
საკანონმდებლო აღიარება და მათი „რეგულირებად“ პროფესიად განსაზღვრა.
ანგარიშის თანახმად, პროფესიული ასოციაციებთან თანამშრომლობის უკეთ
კოორდინაციის მიზნით, 2023 წელს დაინერგა ასოციაციების შეფასების და აღიარების
მექანიზმი. განაცხადი გააკეთა 70-მდე ორგანიზაციამ და ამ დროისთვის დარგობრივი
ასოციაციის სტატუსი მიენიჭა 15 ორგანიზაციას.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგით
გათვალისწინებული ისეთი საკითხი, როგორიცაა კოლექტიური შრომითი დავების
გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, მედიაციის ფუნქციონირება. კანონით
გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, დამტკიცებულია და
მოქმედებს მედიატორთა რეესტრი, რომლის შემადგენლობაშიც ამჟამად შედის 15
მედიატორი.
კომიტეტის თავმჯდომარე, შეუსრულებელი ვალდებულებების საკითხს გამოეხმაურა და
დაინტერესდა კონკრეტულად თუ რომელი ვალდებულებებია, სადაც ქვეყანა გამოწვევების
წინაშე დგას. ის ასევე, სოციალური დაცვისა და დახმარების სფეროში დაგეგმილი
ცვლილებებით დაინტერესდა.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ მარიამ გაბუნიამ განმარტა, ევროკავშირთან
საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში დარჩენილი ვალდებულებები ძირითადად
დაკავშირებულია საყოველთაო ჯანდაცვის მიზნების მიღწევასთან. მისივე განცხადებით
სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ევროპელ პარტნიორებთან და ინტენსიურად
მიმდინარეობს ტვინინგის პროგრამები, ამჟამად კონკრეტულად, უსაფრთხო სისხლის
შესახებ კანონმდებლობის შემუშავების მიზნით. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა რომ
მომავალში დაგეგმილია სამედიცინო მოწყობილობების კანონმდებლობის, კოსმეტიკური
პროდუქტის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და მიღებული კანონების
კანონქვემდებარე აქტების დონზე დამუშავება და მიღება.
სოციალური დაცვის საკითხებზე საუბრისას განაცხადა, რომ მიმდინარეობს სოციალურად
დაუცველობის სტატუსის განსაზღვრის მეთოდოლოგიის გადახედვა და დამუშავება. რაც
მისი თქმით, შესაბამის კრიტერიუმებს უფრო დახვეწილს გახდის და რაც მკაფიოდ
უპასუხებს ყველა ბენეფიციარის საჭიროებებს.
კომიტეტმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში ცნობად მიიღო.
მაკა ბოჭორიშვილი
სხდომის თავმჯდომარე