საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დადებითი დასკვნა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილ სსიპ - „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ - „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის ანგარიშებთან (№1-5244/24; 26.04.2024) დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-07-12
ბიუროს ნომერი 373
📜 ტექსტი
წერილი
განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
2-9796/24
03-07-2024
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტმა, 2024 წლის 3 ივლისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა სსიპ - „საზოგადოებრივი
მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილ სსიპ - „საზოგადოებრივი მაუწყებლის“
და სსიპ - „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის
ანგარიშები (№1-5244/24; 26.04.2024).
გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
დანართი: 3 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გივი მიქანაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
2-9790/24
03-07-2024
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
დასკვნა
სსიპ - „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილ სსიპ
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის ანგარიშებზე (№1-5244/24; 26.04.2024).
საქართველოს პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტმა 2024 წლის 3 ივლისს განიხილა ზემოაღნიშნული ანგარიშები.
I . ანგარიშის არსი
წარმოდგენილი ანგარიშები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
მოიცავს შემდეგ საკითხებს:
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო პოლიტიკის შესახებ;
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიისა და რადიოს მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტების
შესახებ;
მიმდინარე და სამომავლო პროგრამათა განრიგის შესახებ;
დამოუკიდებელი პროგრამებისა და მათი მწარმოებლების შესახებ;
საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ;
განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;
საჯარო განხილვების შინაარსისა და მოქალაქეთა წინადადებების შესახებ;
საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიასა და რადიოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე საწარმოების
შესახებ;
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიისა და რადიოს მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ;
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
შიდა აუდიტისა და გარე აუდიტის დასკვნებს.
სამაუწყებლო პოლიტიკა
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს N539 გადაწყვეტილების
შესაბამისად, დამტკიცდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტები 2022
წლის 26 მარტიდან 2025 წლის 26 მარტამდე, რომელიც გულისხმობს შემდეგს:
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
1. საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად,
ახალი და მიმდინარე ამბების მიმართულების და სხვა შესაბამისი თემატიკის პროდუქციამ
მოქალაქეებს საშუალება უნდა მისცეს, გაეცნონ და მკაფიო წარმოდგენა შეიქმნან საშინაო და
საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო
ხელისუფლებების, ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობაზე, ქვეყნისთვის
მნიშვნელოვან შიდაპოლიტიკურ პროცესებზე, ძირითად ორიენტირებზე და გამოწვევებზე, იმ
საერთაშორისო მოვლენებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში მიმდინარე
პროცესებთან კავშირშია ან გავლენას ახდენს მასზე.
2. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უზრუნველყოს კვალიფიციური ინფორმაციის დროულად
მიწოდება საზოგადოებისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, მის
მნიშვნელობასა და ვალდებულებებზე.
3. ჟურნალისტური გამოძიება როგორც გახმაურებულ ამბებს, შემთხვევებს, ასევე თემებს,
რომლებიც კანონის უზენაესობას, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას, ადამიანის
უფლებების დარღვევებს და სახელმწიფოებრივად და საზოგადოებრივად აქტუალურ სხვა
საკითხებს ეხება.
4. ადამიანის უფლებების შესახებ მედიაპროდუქტების წარმოება და შეძენა, რომლებიც
ორიენტირებული იქნება ადამიანის უფლებათა სწავლებაზე, პოპულარიზებაზე,
საზოგადოების ინფორმირებაზე საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების და
მდგომარეობის შესახებ.
5. საქართველოში არსებული ყველა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების კულტურის,
ტრადიციების, ფასეულობების, ყოფის, საჭიროებების, პრობლემების, წარმატებების,
მნიშვნელოვანი თარიღებისა და სხვა საინტერესო საკითხების ამსახველი მედიაპროდუქტის
მომზადება.
6. საგანმანათლებლო, სამეცნიერო, პოპულარული და სხვა დოკუმენტური ფილმების
წარმოების,
როგორც
საზოგადოებრივი
მაუწყებლის
ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი
მიმართულების შენარჩუნება და განვითარება. ქართული მხატვრული და სატელევიზიო,
ასევე ანიმაციური ფილმების შექმნა-შეძენა და მათი მხარდაჭერა.
7. მოზარდების მონაწილეობით მედიაპროდუქტის მომზადება მათთვის აქტუალურ და
საინტერესო თემებზე.
8. მედიაპროდუქტის მომზადება ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის
საკითხებზე.
9. სპორტული გადაცემების მომზადება, შესყიდვა და ტრანსლირება. ჯანსაღი ცხოვრების
წესის პოპულარიზება.
ამასთანავე, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ძირითად სამოქმედო პრიორიტეტებად
განსაზღვრა: საყოველთაო წვდომა; საყოველთაო მომსახურება; თვალთახედვების
მრავალფეროვნება; საგანმანათლებლო, კულტურული, შემეცნებითი, საზოგადოებრივი
პოლიტიკური პროდუქციის წარმოების და ხარისხის ზრდა; ბავშვებისთვის და
მოზარდებისთვის (საგანმანათლებლო, გასართობი, სხვა) პროდუქციის წარმოების და
ხარისხის ზრდა; ტელესკოლის, როგორც საგანმანათლებლო და შემეცნებითი პლატფორმის
კონცეფციის შემუშავება და განვითარების გეგმის მომზადება; პროდუქციის ხარისხის,
მრავალფეროვნების და ზეგავლენის წლიდან წლამდე ზრდა.
ბიუჯეტის შესრულება
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ 2023 წელს ჯამურად მიღებულმა საკასო შემოსავალმა
შეადგინა 111,309,774 ლარი, საიდანაც 85,559,610 ლარი შეადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტის
ასიგნებას, 15,363,600 ლარი შენობის რეალიზაციიდან მიღებულ თანხას, ხოლო 10,386,564
ლარი კომერციული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს. 2023 წელს საზოგადოებრივი
მაუწყებლის მიერ გაწეულმა ჯამურმა საკასო ხარჯმა შეადგინა 102,335,957 ლარი. ამასთან,
2023 წლის დასაწყისში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშზე აკუმულირებული
ფულადი ნაშთი შეადგენდა 54,609,908 ლარს, ხოლო 2023 წლის დასასრულისათვის კი
63,583,725 ლარს.
II. კომიტეტის პოზიცია
კომიტეტი აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავაც წარმატებით აგრძელებს
საგანმანათლებლო და შემეცნებით სფეროებში ფართო აუდიტორიისათვის საინტერესო
პროექტების განხორციელებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წელი აქტიური და
მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის, რომელიც ახალ შენობაში
გადასვლის შემდეგ ბევრ საინტერესო პროექტს შესთავაზებს ქვეყნის მოსახლეობას.
III. დასკვნითი ნაწილი
კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიშები.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გივი მიქანაძე