საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია 2023 წლის 20 ოქტომბერს, ქ. სტამბოლში, ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების 2024 წლის 27 ივნისიდან ძალაში შესვლის შესახებ და ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, 1994 წლის 29 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ხელმოწერილი „საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-07-12
ბიუროს ნომერი 373
📜 ტექსტი
წერილი
21117-01-2-202407021437
№ 01/21117
02/07/2024
საქართველოს პარლამენტის აპარატი
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე
მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ 2023 წლის 20 ოქტომბერს, ქ. სტამბოლში, ხელმოწერილი
„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობის
დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
ძალაშია 2024 წლის 27 ივნისიდან.
ამასთან, ზემოხსენებული შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, მოქმედება შეწყვიტა 1994
წლის 29 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ხელმოწერილმა „საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის
დაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის
ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებამ.
პატივისცემით,
ირინე ბართაია
დეპარტამენტის დირექტორი
საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი