„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-07-15
ბიუროს ნომერი 374
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.Matsne.gov.ge, 24.02.2014, სარეგისტრაციო კოდი:
010170000.05.001.017337) 231 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. კანონმდებლობით დადგენილი წესით დევნილი ოჯახის გრძელვადიანი
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე
შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ საცხოვრებელ ფართზე
საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე/ფულადი დახმარების გაცემამდე ოჯახის
წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით ან
ფულადი დახმარებით უზრუნველყოფა განხორციელდება გარდაცვალებამდე
გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დევნილი ოჯახის
რიცხოვნობის გათვალისწინებით. ეს წესი არ ვრცელდება გარდაცვლილი ერთსულიანი
დევნილი ოჯახის წევრის მემკვიდრეებზე.“.
მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მოქმედება ვრცელდება, მის
გამოქვეყნებამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით დევნილი ოჯახის
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი
დახმარების თაობაზე გამოცემულ და აღუსრულებელ შესაბამის სამართლებრივ
აქტებზე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის
შესახებ: ა.ა) კანონის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონის პროექტი
საქართველოს საზოგადოებაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრირების
მიზანმიმართული მხარდაჭერისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს
წარმოადგენს მათი უზრუნველყოფა საცხოვრებლით. ამ მიმართულებით, დევნილთა
მდგომარეობას ართულებს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: დევნილი ოჯახის
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი
დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, უძრავი
ქონების საკუთრებაში გადაცემამდე, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ამ
ოჯახის გრძელვადიანი განსახლება ხორციელდება არსებული ოჯახის რიცხოვნობის
გათვალისწინებით. წევრის გარდაცვალება აისახება საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის #01-30/ნ ბრძანების მიხედვით ამ ოჯახისთვის
მინიჭებულ ქულათა რაოდენობაზე, კერძოდ ოჯახს აკლდება ქულა ოჯახის წევრთა
რაოდენობის შემცირების გამო.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ დევნილთა გრძელვადიანი
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხების განხილვას, მაღალი
მომართვიანობით გამოწვეული რიგების ოდენობას, მონიტორინგის ჩატარების წესებსა
და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება.
ოჯახის წევრის გამოკლების შედეგად ქულების დაკლების გამო დევნილი ოჯახი ვერ
მიიღებს იმ ფართობის საცხოვრებელს, რაც უნდა მიეღო ოჯახის წევრის
გამოკლებამდე.
ამის პარალელურად, გვხვდება შემთხვევები, როდესაც სააგენტო საცხოვრებლის
მიღების განაცხადს არ აკმაყოფილებს, რის შემდეგაც დევნილები უფლების დაცვას
სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით ცდილობენ. ასეთ შემთხვევაში პირვანდელი
მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი ხდება, რადგანაც, სანამ სასამართლო დავები
მიმდინარეობს და ზედა ინსტანციებში საჩივრდება გადაწყვეტილებები, დავის
საბოლოო დასრულებამდე დევნილ ოჯახს შეიძლება გამოაკლდეს ერთი ან რამდენიმე
წევრი. შედეგად, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სასამართლო დავა დევნილის
სასარგებლოდ სრულდება, ფართების გადაცემისას სააგენტო ხელმძღვანელობს
მხოლოდ იმდროისთვის არსებული მონაცემებით, სადაც ოჯახის გამოკლებული წევრი
უკვე აღარ ითვლება დევნილი ოჯახის შემადგენლობაში. ეს გარემოება კი გვაძლევს
ახალ რეალობას,
რომლის მიხედვითაც დევნილს მიენიჭება იმაზე გაცილებით
ნაკლები ფართი, ვიდრე ოჯახის სრული შემადგენლობით უნდა მიეღო დევნილი
ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო
ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს.
სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილია, რომ მათ შეუნარჩუნდეთ გრძელვადიანი
საცხოვრებელი ფართის მიღების უფლება პირვანდელი მდგომარეობით.
ა.ა.ბ) არსებული
აუცილებლობა
პრობლემის
გადასაჭრელად
კანონის
პროექტის
მიღების
აუცილებელია, რომ დევნილის ოჯახისთვის საცხოვრებლის გადაცემა მოხდეს
ქულათა იმავე რაოდენობის მიხედვით, როგორიც მას გრძელვადიანი საცხოვრებელი
ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი
სამართლებრივი აქტის გამოცემისას ჰქონდა.
პრობლემის რეგულირების მიზნით აუცილებელია იმგვარი საკანონმდებლო
რეგულაციის შემოღება, რომელიც აღმოფხვრის ზემოაღნიშნულ პრობლემას.
კანონის პროექტის მიღება აუცილებელია ზემოდასახელებული პრობლემის
აღმოსაფხვრელად, ანუ იმისთვის, რომ დევნილ ოჯახს არ დააკლდეს ქულები და
აქედან გამომდინარე, არ მიიღოს ნაკლები საცხოვრებელი ფართი, გრძელვადიანი
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების
თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ ოჯახის რომელიმე
წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
დევნილ ოჯახს შეუნარჩუნდება, ქულათა ის რაოდენობა, რომლის მიხედვითაც
დევნილის ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ისეთივე საცხოვრებლით, როგორსაც
მისი ოჯახი მიიღებდა ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე, გრძელვადიანი
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების
თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
წარმოდგენილი ცვლილება უზრუნველყოფს იმგვარი მექნიზმის განსაზღვრას
რომელიც დაიცავს დევნილი ოჯახის ინტერესებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებულია:
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლს დაემატება შემდეგი
შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. კანონმდებლობით დადგენილი წესით დევნილი ოჯახის გრძელვადიანი
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების
თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ საცხოვრებელ
ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე/ფულადი დახმარების გაცემამდე
ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დევნილი ოჯახის საცხოვრებელი
ფართით
ან
ფულადი
დახმარებით
უზრუნველყოფა
განხორციელდება
გარდაცვალებამდე გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული
დევნილი ოჯახის რიცხოვნობის გათვალისწინებით. ეს წესი არ ვრცელდება
გარდაცვლილი ერთსულიანი დევნილი ოჯახის წევრის მემკვიდრეებზე.“.
გარდა ამისა, კანონპროექტის მე-2 მუხლი ითვალისწინებს ზემოდასახელებული
ნორმის მოქმედების გავრცელებას მის გამოქვეყნებამდე არსებულ ურთიერთობებზე
შემდეგი სახით:
„მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მოქმედება ვრცელდება, მის გამოქვეყნებამდე
კანონმდებლობით დადგენილი წესით დევნილი ოჯახის გრძელვადიანი
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების
თაობაზე გამოცემულ და აღუსრულებელ შესაბამის სამართლებრივ აქტებზე.“
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონპროექტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება
გავრცელდება, მის გამოქვეყნებამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით დევნილი
ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო
ფულადი დახმარების თაობაზე გამოცემულ და აღუსრულებელ შესაბამის
სამართლებრივ აქტებზე.
ამ
რეგულაციის
მოქმედება
აუცილებელია
ვინაიდან
საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის #01-30/ნ ბრძანების საფუძველზე
გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტების გარკვეული ნაწილი, საბინაო
რესურსის სიმწირის გამო, აღუსრულებელია, ხოლო, ვინაიდან საკითხი შემდგომ
კანონით იქნება რეგულირებული, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე
უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს ჰქონდეს იურიდიული ძალა.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს გავლენას საბიუჯეტო სახსრების ხარჯვით
ნაწილზე, კერძოდ: არსებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით წელიწადში 12 დევნილი
ოჯახი მიიღებს დამატებით თანხას ან საცხოვრებელ ფართს, რომლის ჯამური
ღირებულება წლის ჭრილში იქნება 204 000 ლარი, ხოლო მომდევნო 3 წლის
განმავლობაში ჯამურად 36 ოჯახი მიიღებს დამატებით სიკეთეს, რაც გამოიწვევს
ბიუჯეტის ხარჯის გაძვირებას 612 000 ლარით.
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გაღებას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის
გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის
გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
სახელმწიფოს არ ექმნება ახალი ფინანსური ვალდებულებები, რომელთა ოდენობაც
დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ დევნილ ოჯახზე გავრცელდება კანონპროექტის
მოქმედება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართუსლების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა
კანონპროექტის მიღებით ყოველწლიურად საშუალოდ 12 დევნილი ოჯახი მიიღებს
ფინანსურ (მათ შორის ზედმეტ საცხოვრებელ ფართს, რომლის ღირებულება
გათვალისწინებულია წინამდებარე კალკულაციაში) სიკეთეს, ჯამურად 204 000 ლარის
ოდენობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი პოზიტიურ ზეგავლენას იქონიებს იმ დევნილი ოჯახების ბავშვის
უფლებრივ მდგომარეობაზე, რომლებსაც შეეხებათ აღნიშნული კანონი. კერძოდ,
შესაძლებელი ხდება ბავშვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის
მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროპული კავშირის
სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროპული კავშირის
სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ)
კანონპროექტის
კონსულტაციები:
მომზადების
პროცესში
მიღებული
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭო.