„პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.07.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, რესან კონცელიძე, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ლევან მაჭავარიანი, ქეთევან ჩარკვიანი
ნომერი
#07-3/459/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-07-12
ბიუროს ნომერი 373

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. პენიტენციურ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26.12.2023, სარეგისტრაციო კოდი: 100030010.05.001.102169) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 115-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბრალდებულს, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიების გამო გამომძიებლის ან პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულს პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება შეეზღუდოს მიმოწერის უფლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.“; 2. 116-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ბრალდებულს, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიების გამო გამომძიებლის ან პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულს პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება შეეზღუდოს სატელეფონო საუბრის უფლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.“; 3. 119-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ბრალდებულს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება შეეზღუდოს ხანმოკლე პაემნის უფლება და ხანგრძლივი პაემნის უფლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.“; 4. კოდექსს დაემატოს 1261 მუხლი: „მუხლი 1261. ტერორიზმში ან საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების შეზღუდვა. 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1652 მუხლით განსაზღვრული საფუძვლისა და პროცედურების გარდა, მიმოწერის, სატელეფონო 1 საუბრის, ხანმოკლე პაემნის ან ხანგრძლივი პაემნის უფლება ბრალდებულს ასევე შეიძლება შეეზღუდოს ამავე მუხლით დადგენილი წესით. 2. სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVII თავით ან XXXVIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენაში: ა) ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება შეეზღუდოს მიმოწერის, სატელეფონო საუბრის, ხანმოკლე პაემნის, ხანგრძლივი პაემნის, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება; ბ) მსჯავრდებულს, უფლების/უფლებების ამ პუნქტის გარდა, ასევე „ა“ ქვეპუნქტით შეიძლება გათვალისწინებული შეეზღუდოს ვიდეოპაემნის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება; გ) ქალ მსჯავრდებულს, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლების/უფლებების გარდა, ასევე შეიძლება შეეზღუდოს საოჯახო პაემნის უფლება. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის უფლების/უფლებების შეზღუდვის იმავე შესახებ გათვალისწინებული ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ან ამ კოდექსის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, საკუთარი ინიციატივით, იღებს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს იმავე ნაწილით განსაზღვრული უფლება/უფლებები შეიძლება შეეზღუდოს 3 თვემდე ვადით. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ უფლების/უფლებების შეზღუდვა უქმდება. 5. თუ ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის მომენტისთვის კვლავ არსებობს უფლების/უფლებების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი ან თუ აღნიშნული სამართლებრივი საფუძველი უფლების/უფლებების შეზღუდვის გაუქმების შემდეგ კვლავ გამოვლინდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ან ამ კოდექსის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, საკუთარი ინიციატივით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ეს უფლება/უფლებები იმდენჯერ შეზღუდოს, რამდენჯერაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იარსებებს. ამ შემთხვევაში აღნიშნული უფლება/უფლებები თითოეულ ჯერზე შეიძლება შეიზღუდოს 3 თვემდე ვადით. 2 6. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ინფორმაცია ისეთი ფორმით უნდა მიაწოდოს, ამასთანავე, პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა თავის შესაბამის გადაწყვეტილებაში ინფორმაცია იმ ფორმით უნდა ასახოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება უფლების/უფლებების შეზღუდვის შესახებ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადაეცემა გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება უფლების/უფლებების შეზღუდვის შესახებ ადმინისტრაციული წესით საჩივრდება სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს დირექტორის გადაწყვეტილების აღსრულებას. 9. თუ პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის უფლების/უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო და აღარ არსებობს ამ უფლების/უფლებების შეზღუდვის უსაფრთხოების სამსახური გადაწყვეტილების გასაუქმებლად საფუძველი, საქართველოს უფლების/უფლებების პენიტენციური სახელმწიფო შეზღუდვის დაწესებულების შესახებ დირექტორს მიმართავს, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. 10. თუ პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის უფლების/უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება ამ კოდექსის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი ინიციატივით მიიღო და აღარ არსებობს ამ უფლების/უფლებების შეზღუდვის საფუძველი, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი აუქმებს უფლების/უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას. 11. ამ მუხლის დებულებები არ გამორიცხავს ამავე კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული შეზღუდვების გამოყენებას. 12. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება ბრალდებულად ყოფნის პერიოდში შეზღუდული უფლების/უფლებების შეზღუდვის გაუქმებას არ იწვევს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 3 საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს საკონსტიტუციო გადაწყვეტილებიდან სასამართლოს გამომდინარე, საქმეზე 2023 „ნიკოლოზ წლის 22 ნოემბრის აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. 2023 წლის 15 დეკემბერს განხორციელებული აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით ბრალდებულისთვის მიმოწერის, სატელეფონო საუბრის, ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნის შეზღუდვის საკითხები დარეგულირდა. კერძოდ, განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულის მიერ აღნიშნული უფლებებით სარგებლობა ხელს უშლის გამოძიებას და მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ლეგიტიმურ მიზნების მიღწევას, ბრალდებულის აღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს.2 ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით მოწესრიგებულია ბრალდებულისთვის შესაბამისი უფლებების შეზღუდვის საკითხები იმ შემთხვევებში, როდესაც ამ უფლებების შეზღუდვა საქართველოს სისხლის ლეგიტიმური მიზნების დარეგულირებული სამართლის მისაღწევად ისეთი საპროცესო არის შემთხვევები, კოდექსით გათვალისწინებული აუცილებელი, როდესაც თუმცა არ არის ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის შესაბამისი უფლებების შეზღუდვის საჭიროება სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნიდან შეიძლება გამომდინარეობდეს. კანონპროექტი სწორედ ამ საკითხის მოწესრიგებას ისახავს მიზნად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. 1 2 https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=16045 https://matsne.gov.ge/ka/document/view/6008210?publication=0#DOCUMENT:1 5 ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური სათანადოდ მოწესრიგდება სახელმწიფო მიზნიდან გამომდინარე შესაბამისი ბრალდებულის, მსჯავრდებულის შესაბამისი უფლებების შეზღუდვის საკითხები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესაბამისი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას კანონპროექტი ყველა ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის არ ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, შესაბამისი უფლებები შეიძლება შეეზღუდოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVII თავით (დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ) და XXXVIII თავით (ტერორიზმი) განსაზღვრული დანაშაულების ჩადენისთვის არიან ბრალდებულნი ან მსჯავრდებულნი. შესაბამისი ბრალდებულისთვის, უფლების/უფლებების მსჯავრდებულისთვის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას უსაფრთხოების სამსახურის პენიტენციური კოდექსის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, საკუთარი დაწესებულების დირექტორი. შესაბამის იღებს პენიტენციური მიწოდებული საქართველოს სახელმწიფო ინიციატივით, მიერ შესაბამისი ინფორმაციის ან ღონისძიებების ბრალდებულს, მსჯავრდებულს შესაბამისი უფლება/უფლებები შეიძლება შეეზღუდოს 3 თვემდე ვადით. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ უფლების/უფლებების შეზღუდვა უქმდება. კანონპროექტი უფლების/უფლებების შეზღუდვის ვადის გაგრძელების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს. ხაზგასასმელია, რომ კანონპროექტით დადგენილია უფლების/უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვის ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს ის სამართლებრივი საფუძველი, რომლის გამოც ბრალდებულს, მსჯავრდებულს უფლება/უფლებები შეეზღუდა. კანონპროექტის თანახმად, ასეთ შემთხვევაში ბრალდებულის, მსჯავრდებულის უფლების/უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება უფლების/უფლებების შეზღუდვის შესახებ შესაბამის ბრალდებულს, 6 მსჯავრდებულს გადაეცემა გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით საჩივრდება პირდაპირ სასამართლოში. შესაბამისი ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების შეზღუდვის ინტენსივობის შესაფასებლად ხაზგასასმელია, რომ კანონპროექტის თანახმად, უფლების/უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება იმ პირის მიმართ მიიღება, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულის დაწესებულებაშია მოთავსებული. ან მსჯავრდებულის საქართველოს რანგში პენიტენციურ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, „პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირები, ცხადია მიეკუთვნებიან ... პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით დაცულ სუბიექტებს. თუმცა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ აღნიშნული პირები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებიან, რაც პირადი ცხოვრების დაცულობის მოლოდინის ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს სხვა პირებთან შედარებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-101).3 საქართველოს საკონსტიტუციო მოთავსებულ სასამართლოს პირს, ამ განმარტებით, დაწესებულების პენიტენციურ სპეციფიკის დაწესებულებაში შესაბამისი უსაფრთხოების მოთხოვნებიდან, ისევე, როგორც მისი სტატუსიდან გამომდინარე, ვერ ექნება პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის ისეთივე მოლოდინი, როგორც ეს აქვს თავისუფლებაში მყოფ პირს. შესაბამისად, ამ გარემოებისა და ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კანონპროექტით განსაზღვრული შესაბამისი ბრალდებულის, მსჯავრდებულის უფლების/უფლებების შეზღუდვის წესი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, რადგან ეს წესი ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და პროპორციულ საშუალებას წარმოადგენს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: 3 https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1564 7 კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებების აღებას. 8 მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2 ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: 9 კანონპროექტი არ ხელშეკრულებებსა ეწინააღმდეგება და საქართველოს შეთანხმებებს. ორმხრივ კანონპროექტის და მრავალმხრივ მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, რესან კონცელიძე, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ლევან მაჭავარიანი, ქეთევან ჩარკვიანი. 10 ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, რესან კონცელიძე, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ლევან მაჭავარიანი, ქეთევან ჩარკვიანი. 11