საქართველოს პარლამენტის წევრის, მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 1-3 ივლისს ქ. პოდგორიცაში (მონტენეგრო) საქართველოს პარლამენტის მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის (გივი მიქანაძე - მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ირაკლი მეძმარიაშვილი, გენრიეტა წიწავა, დავით მათიკაშვილი) მონტენეგროს პარლამენტში შეხვედრების შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროს ნომერი 373
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-10045/24
10-07-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-3 ივლისს, სამსახურეობრივი მივლინებით ვიმყოფებოდი
ქ.
პოდგორიცაში
პარლამენტთან
(მონტენეგრო)
მეგობრობის
საქართველოს
ჯგუფთან
ერთად,
პარლამენტის
მონტენეგროს
მონტენეგროს
პარლამენტში
შეხვედრების გამართვის მიზნით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს.
დანართი: 2 (ორი) ფურცელი.
პატივისცემით,
მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი
გივი მიქანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის მონტენეგროს
პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი ხელმძღვანელის,
საქართველოს პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარის - გივი მიქანაძის
გაცნობებთ, რომ ა.წ 1-2 ივლისს, საქართველოს პარლამენტის მონტენეგროს პარლამენტთან
მეგობრობის ჯგუფი ჩემი ხელმძღვანელობით ეწვია მონტენეგროს ორდღიანი
ოფიციალური ვიზიტით. საქართველოს დელეგაციაში შედიოდნენ მონტენეგროს
პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, სპორტის
კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების”
თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.
შეხვედრები გამართა მონტენეგროს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ზდენკა პოპოვიჩთან,
მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან ანდრია მანდიჩთან, მონტენეგროსაქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ გორდან სტოიოვიჩსა
და მეგობრობის ჯგუფის წევრებს; შეხვედრები ასევე შედგა მონტენეგროს პარლამენტის
საგარეო კომიტეტისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
კომიტეტების ხელმძღვანელებთან და წევრებთან. მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტის
ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები ასევე გამართა ქალაქ ბარში
საქართველოს საპატიო კონსულთან რადე ვუიაჩიჩთან და ქალაქ ბარის მერთან დუშან
რაიშევიჩთან.
აღნიშულ შეხვედრებზე, მონტენეგროს მხარეს გავაცანი საქართველოს ეკონომიკურ
წინსვლა და ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ
პროექტები; ასევე ვისაუბრე მიმდინარე რეფორმებსა და მიღწევებზე და ყურადღება
გავამახვილე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე.
ვიცე-სპიკერის მიერ მაღალი შეფასება მიეცა საქართველოში განხორციელებულ
პროექტებს, გამოთქვა დაინტერესება მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით და
მზადყოფნა გამოხატა მონტენეგროს გამოცდილების ქართველი კოლეგებისთვის
გაზიარების თაობაზე. აგრეთვე, მან დადებითად შეაფასა ქვეყნებს შორის ორმხრივი
ურთიერთობების გაღრმავებისა და პარლამენტის როლის გაძლიერების ინიციატივა.
ვიცე-სპიკერის მსგავსად, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატა
საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის სრული მხარდაჭერა და
მიესალმა საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების
ინიციატივას. შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პარლამენტების
კომიტეტების და აპარატების თანამშრომლობასთან დაკავშირებით. პარლამენტის
თავჯდომარემ გამოხატა სურვილი, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს მონტენეგროს
კანდიდატურას გაეროს უსაფრთხოების საბჭოში. ასევე, აღინიშნა ორივე ქვეყანაში
საელჩოების გახსნის და პირდაპირი ავია-მიმოსვლის შემოღების მნიშვნელობა.
საქართველო-მონტენეგროს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შეხვედრისას,
ვისაუბრეთ
საპარლამენტო
დიპლომატიის
მნიშვნელობასა
და
ორმხრივი
ურთიერთობების გაღრმავებას. შევთანხმდით აქტიურ კომუნიკაციასა და საერთაშორისო
პლატფორმებზე ურთიერთმხარდაჭერაზე. ასევე წლის ბოლოს დაიგეგმა მონტენეგროს
დელეგაციის საპასუხო ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც თემატურ კომიტეტებს
შორის თანამშრომლობის საკითხები შეთანხმდება. ვისაუბრეთ ორივე ქვეყანაში
საელჩოების გახსნის მიმართულებით მუშაობის გააქტიურების შესახებ.
საპარლამენტო შეხვედრების შემდეგ, ქალაქ ბარში შეხვედრა შედგა საქართველოს საპატიო
კონსულთან რადე ვუიაჩიჩთან. შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობის
დინამიკა. აღვნიშნეთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ მხრივ მნიშვნელოვანი
პროგრესი შეინიშნება. ხაზი გაესვა ბარსა და ბათუმს შორის დამეგობრების შესახებ
შეთანხმების გაფორმებას და ტურიზმის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს.
მოგვიანებით შევხვდით ქალაქ ბარის მერს დუშან რაიშევიჩს რა დროსაც ბარსა და ბათუმს
შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები
განვიხილეთ.