საპროკურორო საბჭოს მომართვა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურის წარდგენის შესახებ

წარდგინება მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.07.2024
ავტორი
საპროკურორო საბჭო
ნომერი
#1-7730/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-07-12
ბიუროს ნომერი 373

📜 ტექსტი

წერილი
7/11/2024 საპროკურორო საბჭო Prosecutorial Council KARR9995845959324 0114 ქ. თბილისი,ვახტანგ გორგასლის ქ.N24 ტელ: (+995) 032 2 40 52 70 ელ. ფოსტა:saprokurorosabcho@pog.gov.ge 24 Gorgasali str, 0114 Tbilisi, Georgia Telephone: (+995) 032 2 40 52 70 E-mail:saprokurorosabcho@pog.gov.ge 11 / ივლისი / 2024 წ. №13/37-68 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს ბატონო შალვა, 2024 წლის 27 მაისს, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საპროკურორო საბჭოს N1 განკარგულების საფუძველზე, აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან დაიწყო ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები. კონსულტაციების მიმდინარეობისას, საქართველოს კანდიდატებად დარეგისტრირდნენ შემდეგი პირები: გენერალური პროკურორობის იურისტი და ადვოკატი ვიქტორ ახალბედაშვილი წარმოადგინა ა.ი.პ. „უფლებათა დაცვის ცენტრმა“. იურისტი და ადვოკატი დავით ბარბაქაძე წარმოადგინა ორგანიზაციამ „მეგობრობის ხიდი ქართლოსი“ . იურისტი და ადვოკატი ლალი ბუნტური წარმოადგინა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - პარტია „საქართველომ“. იურისტმა და ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ საკუთარი კანდიდატურა პირადად წარმოადგინა. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი წარმოადგინეს აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, რომლებიც იმავდროულად არიან პროკურორები და არასამთავრობო ორგანიზაცია - „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“. გიორგი გაბიტაშვილს მხარდაჭერა ასევე საქართველოს პროკურატურის 463-მა პროკურორმა და გამომძიებელმა გამოუცხადა. იურისტი და ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „სამართლის კავშირი“, „სიმართლის რწმენა“, „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“, „მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო“, „ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია“ და „თანადგომა ხელმოკლე და მოწყვლადი ფენებისათვის“ იურისტმა და ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საკუთარი კანდიდატურა პირადად წარმოადგინა. იურისტმა და ადვოკატმა ანდრონიკ სარიბეკოვმა საკუთარი კანდიდატურა პირადად წარმოადგინა. იურისტმა და ადვოკატმა პაატა შავაძემ საკუთარი კანდიდატურა პირადად წარმოადგინა. იურისტმა და ადვოკატმა სალომე ჯანუაშვილმა საკუთარი კანდიდატურა პირადად წარმოადგინა. იურისტი და ადვოკატი ლაზარე ჯორბენაძე წარმოადგინა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - პარტია „საქართველომ“. file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/a02c4d69-f133-4c7e-b0ba-3a068a3f6f24.html 1/4 7/11/2024 2024 წლის 20 ივნისს, საპროკურორო საბჭოს N2 განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესი. ამავე წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით განისაზღვრა გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრების ჩატარება და აღნიშნული პროცესის საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ვებ გვერდზე ან/და ფეისბუქ გვერდზე ე.წ. „ლაივ სტრიმით“ გადაცემა. 2024 წლის 28 ივნისს, საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ, საპროკურორო საბჭომ შეამოწმა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა და წარმოდგენილი დოკუმენტების საპროკურორო საბჭოს 2024 წლის 27 მაისის N1 განკარგულების N1 დანართთან თანხვედრა. ამავე სხდომაზე, საპროკურორო საბჭომ ანბანური თანმიმდევრობით დაადგინა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიანი სია. 2024 წლის 4 ივლისს, საპროკურორო საბჭომ დაიწყო გენერალური პროკურორობის კანდიდატთა ერთიან სიაში შეყვანილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება, რაც დასრულდა 2024 წლის 10 ივლისს. საპროკურორო საბჭომ ინდივიდუალური გასაუბრება ჩაატარა გენერალური პროკურორობის 7 კანდიდატთან, ხოლო ოთხმა კანდიდატმა - ლაზარე ჯორბენაძემ, გრიგოლ გაგნიძემ, სალომე ჯანუაშვილმა და პაატა შავაძემ პირადი განცხადებით მოხსნეს კანდიდატურები. პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კანდიდატებთან გასაუბრება უწყვეტად გადაიცემოდა საპროკურორო საბჭოს ფეისბუქ გვერდზე ე.წ. „ლაივ სტრიმით“. გენერალური პროკურორობის კანდიდატებს გასაუბრების დაწყებისას მიეცათ შესაძლებლობა საბჭოსთვის წარედგინათ საქართველოს პროკურატურის განვითარების საკუთარი ხედვა და სტრატეგია, რის შემდეგაც კანდიდატებმა უპასუხეს საპროკურორო საბჭოს წევრთა შეკითხვებს. თითოეულ კანდიდატს ასევე შესაძლებლობა ჰქონდა დამატებით ესაუბრა მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ინდივიდუალური გასაუბრებების დასრულების შემდგომ, 2024 წლის 10 და 11 ივლისს ჩატარდა კანდიდატების შესარჩევი ფარული კენჭისყრა. შერჩევის პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის სრულად უზრუნველყოფის მიზნით, საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებით, კენჭისყრის პროცესები უწყვეტ რეჟიმში გადაიცემოდა საპროკურორო საბჭოს ფეისბუქ გვერდზე ე.წ. „ლაივ სტრიმით“. 2024 წლის 10 ივლისს ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად სხდომაზე დამსწრე საპროკურორო საბჭოს წევრთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ვიქტორ ახალბედაშვილი - 9 ხმა, დავით ბარბაქაძე - 1 ხმა, ლალი ბუნტური - 0 ხმა, დარეჯან ბუცხრიკიძე - 10 ხმა, გიორგი გაბიტაშვილი - 11 ხმა, ალექსანდრე კობაიძე - 0 ხმა, ანდრონიკ სარიბეკოვი - 1 ხმა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობა მიიღო და შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადავიდა სამი კანდიდატი: გიორგი გაბიტაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და ვიქტორ ახალბედაშვილი, რითაც დაცული იქნა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. 2024 წლის 11 ივლისს, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა საქართველოს გენერალური პროკურორობის სამ კანდიდატს - გიორგი გაბიტაშვილს, დარეჯან ბუცხრიკიძეს და ვიქტორ ახალბედაშვილს, ფარული წესით, ცალ-ცალკე უყარა კენჭი. სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: გიორგი გაბიტაშვილი - 11 ხმა, დარეჯან ბუცხრიკიძე - 0 ხმა, ვიქტორ ახალბედაშვილი - 0 ხმა. ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, არჩეულად ჩაითვალა გიორგი გაბიტაშვილი, რომელმაც მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე მეტი ხმა. file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/a02c4d69-f133-4c7e-b0ba-3a068a3f6f24.html 2/4 7/11/2024 გიორგი გაბიტაშვილი სრულად შეესაბამება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ: გიორგი გაბიტაშვილი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით, აქვს პროკურორად მუშაობის 18 წლიანი, მათ შორის, საქართველოს მთავარი/ გენერალური პროკურორის მოადგილედ მუშაობის 11 წელზე მეტი სტაჟი, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, არის საქართველოს მოქალაქე და არ არის ნასამართლევი. გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს წარმოუდგინეს უმაღლესი აკადემიური წრისა და სამართლის დარგის წარმომადგენლებმა, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც გიორგი გაბიტაშვილს ახასიათებენ როგორც მენეჯერული და პიროვნული თვისებებით გამორჩეულ პროფესიონალს, რომელიც იქნება პრინციპული, სამართლიანი და პოლიტიკურად ნეიტრალური გენერალური პროკურორი. აღსანიშნავია, რომ 463-მა პროკურორმა და პროკურატურის გამომძიებელმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა გიორგი გაბიტაშვილს. კოლეგები მას ახასიათებენ როგორც მაღალკვალიფიციურ პროკურორს და გამოცდილ მენეჯერს, რომელიც თანამშრომლებსა და მართლმსაჯულების პროცესში ჩართულ სხვა პირებს შორის სარგებლობს ავტორიტეტით. ინდივიდუალური გასაუბრებისას გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წარმოუდგინა პროკურატურის განვითარების საკუთარი ხედვა და სტრატეგია, რა დროსაც შეეხო პროკურატურისთვის აქტუალურ საკითხებს, სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს და დასახა მათი გადაჭრის გზები. ამდენად, საპროკურორო საბჭო კანდიდატთა შერჩევის პროცესში დარწმუნდა, რომ გიორგი გაბიტაშვილი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს გენერალური პროკურორისათვის კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს. კერძოდ, გიორგი გაბიტაშვილი კვალიფიკაციის, გამოცდილების, პროფესიული და ზნეობრივი თვისებების გამო სასამართლოს, სამართალდამცავი ორგანოების, საადვოკატო კორპუსის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა და პროკურატურის თანამშრომლებს შორის სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და წარმოადგენს სისხლის სამართლის დარგის აღიარებულ სპეციალისტს. გიორგი გაბიტაშვილს აქვს პროკურატურის სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი საპროკურორო და მენეჯერული გამოცდილება, მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი პროკურატურის რეფორმირებასა და პროგრესულ შედეგების მიღწევაში. კერძოდ, მისი აქტიური მონაწილეობით გატარდა პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის რეფორმა, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები პროკურორის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გაძლიერების, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლების, ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესების, ერთგვაროვანი სისხლის სამართლის პოლიტიკის ჩამოყალიბების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განვითარების, ცალკეული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების და საზოგადოების ნდობის ამაღლების მიმართულებით. მისივე მონაწილეობით შემუშავდა პროკურატურის განვითარების 2022-2027 წლების სტრატეგია, რომელშიც ასახულია პროკურატურის მომდევნო წლების განვითარების ხედვა და პრიორიტეტული მიზნები. გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წინაშე წარმოადგინა პროკურატურის შემდგომი პროგრესის ხელშეწყობის და არსებული გამოწვევების გადაჭრის რეალისტური ხედვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის პროკურატურის ინსტიტუციურ-ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა, პროკურატურის კოლეგიური ორგანოების შემდგომი განვითარება, სწორი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება, დაზარალებულის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, ერთგვაროვანი პრაქტიკის ხელშეწყობა და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის გათვალისწინებით, საპროკურორო საბჭოს მიერ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად შეირჩა გიორგი გაბიტაშვილი. მიგვაჩნია, რომ გიორგი გაბიტაშვილი თავის საქმიანობას წარმართავს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული კანონიერების, სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, კომპეტენტურობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპების დაცვით. file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/a02c4d69-f133-4c7e-b0ba-3a068a3f6f24.html 3/4 7/11/2024 ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2046 მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს - გიორგი გაბიტაშვილს. დანართი: 1 ცალი მეხსიერების ბარათი (საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატთან გასაუბრების აუდიო და ვიდეო ჩანაწერი და გიორგი გაბიტაშვილის დოკუმენტაცია). პატივისცემით, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/a02c4d69-f133-4c7e-b0ba-3a068a3f6f24.html შოთა ტყეშელაშვილი 4/4