„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-07-15
ბიუროს ნომერი 374
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №76, 29.12.2010, მუხ. 500) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) „ე1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ ქვეპუნქტი:
„ე2 თამბაქოს წარმოება - დაჭრილი თამბაქოს (მოსაწევი თამაქოს) მომზადება (თამბაქოს
ნედლეულის გაჩეჩვა, დანამვა და სოუსირება, თამბაქოს ნედლეულის შერევა, თამბაქოს
დაჭრა, დაჭრილი თამბაქოს თერმული დამუშავება, დაჭრილი თამბაქოს არომატიზირება,
დაჭრილი თამბაქოს შერევა, მზა პროდუქციის შეფუთვა) და სიგარეტის წარმოება (დაჭრილი
თამბაქოს სიგარეტში განთავსება, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის წარმოება,
სიგარეტის კოლოფში შეფუთვა);“.
ბ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) თამბაქოს მწარმოებელი - შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული
პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს ამ კანონის მე-3 მუხლის „ე2“
პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობებს
და პასუხს აგებს ამ კანონის მოთხოვნათა
შესრულებისათვის მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე; ამასთანავე,
საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი ან პროდუქტის იმპორტიორი,
როდესაც უცხოელ დამამზადებელს არ ჰყავს წარმომადგენელი;“.
2. მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები.“;
ბ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 - 34 პუნქტები:
„32. თამბაქოს წარმოების ლიცენზიის მაძიებელზე გაიცემა შესაბამისი ლიცენზია თუ იგი
აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პირობებს, მათ
შორის, თუ თამბაქოს ნაწარმის ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით საწარმო
უზრუნველყოფილია საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული
პირობების შესაბამისად აღჭურვილი სათანადო ლაბორატორიით.
33. თამბაქოს წარმოების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ახორციელებდეს ამ კანონის
მე-3 მუხლის „ე2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ საქმიანობას და უზრუნველყოს
თამბაქოს წარმოების სრული პროცესი, ხოლო რომელიმე საქმიანობის განუხორციელებლობა
ითვლება ლიცენზიის პირობების დარღვევად და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
34. ამ კანონის მე-3 მუხლის „ე2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საქმიანობის
თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე განხორციელება იწვევს საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“.
3. 121 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
7. 2025 წლის პირველ იანვრამდე თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე საქმიანობად არ
ჩაითვლება ამ კანონის მე-3 მუხლის „ე2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს
წარმოება.“.
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის
პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით
განსაზღვრული ნორმატიული აქტის მიღება.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული
ცვლილებების შედეგად უკვე აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის დახურულ სივრცეში მოწევა,
თამბაქოს შიდა და გარე ხილვადობა, მომხმარებელთან კომუნიკაცია, რეკლამა. ასევე,
ამოქმედდა სამედიცინო გაფრთხილებების დატანის ვალდებულება და კომპანიებს
დაეკისრათ თამბაქოს ნაწარმისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის
წარდგენის ვალდებულება. გასათვალისწინებელია, რომ თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში
სიკვდილიანობის გამომწვევ მესამე მიზეზადაა დასახელებული. კანონმდებლობის დახვეწის
პროცესში, აუცილებელია, თამბაქოს წარმოების პროცესის, ზოგადად აღნიშნული დარგის,
გაჯანსაღება/გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს დარგში ჯანმრთელობისთვის საშიში
ნედლეულის გამოყენების შემცირებას.
აღნიშნული
მიზნის
მისაღწევად,
აუცილებელია
დაწესდეს
თამბაქოს
მწარმოებელთათვის საქმიანობის მაღალი მოთხონები. თამბაქოს წარმოების პროცესში
მაღალტექნოლოგიური გადამამუშავებელი ინდუსტრიის მქონე მწარმოებლების მიერ
თამბაქოს წარმოება საგრძნობლად ამაღლებს მწეველთა ჯანმრთელობის დაცვის
სტანდარტებს, მაშინ როდესაც თამბაქოს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების მიერ
ნაწარმის წარმოება ქმნის უდიდეს რისკს მწეველთა ჯანმრთელობისთვის. სწორედ
აღნიშნული მაღალი სტანდარტის მისაღწევად საჭიროა, რომ თამბაქოს წარმოება გახდეს
ლიცენზირებადი საქმიანობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის
დარეგულირებისთვის აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი ცვლილების მიღების შემთხვევაში, თამბაქოს წარმოება გახდება
ლიცენზირებადი საქმიანობა, განიმარტება თამბაქოს წარმოებს ლეგალური დეფინიცია და
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება თამბაქოს
წარმოების
ლიცენზირების წესი და პირობები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ცვლილების მიღების შემთხვევაში, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-3 მუხლს ემატება „ე2“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც
განიმარტება, თამბაქოს წარმოების დეფინიცია. გარდა ამისა, ცვლილება შედის მე-3 მუხლის
„უ“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს მწარმოებელად განისაზღვრება შესაბამისი
ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს
ტერიტორიაზე ახორციელებს ამ კანონის მე-3 მუხლის „ე2“ პუნქტით განსაზღვრულ
საქმიანობებს და პასუხს აგებს ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისათვის მის მიერ
განხორციელებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე. ამასთანავე, საქართველოს ტერიტორიაზე
მოქმედი წარმომადგენელი ან პროდუქტის იმპორტიორი, როდესაც უცხოელ დამამზადებელს
არ ჰყავს წარმომადგენელი.
ასევე, წარმოდგენილი ცვლილებით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს ემატება „დ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება თამბაქოს წარმოების
ლიცენზირების წესი და პირობები. გარდა ამისა, მე-4 მუხლს ემატება 32 - 34 პუნქტები, ასევე
121 მუხლს ემატება მე-7 პუნქტი, რის მიხედვითაც 2025 წლის პირველ იანვრამდე თამბაქოს
წარმოების ლიცენზიის გარეშე საქმიანობად არ ჩაითვლება ამ კანონის მე-3 მუხლის „ე2“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს წარმოება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ
კანონპროექტზე, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
ცვლილებების
ამოქმედება
გამოქვეყნებისთანავე, გარდა კანონპროექტის პირველი მუხლისა, რომლის ამოქმედების
თარიღადაც განსაზღვრულია 2024 წლის 1 სექტემბერი, რამდენადაც საჭიროა მთავრობის
მიერ ნორმატიული აქტის მიღება და შემდგომ მწარმოებლების მიერ აღნიშნული
ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესებისა და პიროებების დაკმაყოფილება, რაც
საჭიროებს დროის გარკვეულ პერიოდს. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის
გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვნია თამბაქოს წარმოებისას შესაბამისი
ხარისხის კონტროლის ქმედითი მექანიზმების დროული დახვეწა და შესაბამისი
ცვლილებების შემჭიდროვებულ ვადაში მიღება, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ
მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება რიგგარეშე სხდომები, მიზანშეწონილია წარმოდგენილი
ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან
და არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილ კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
თუმცა აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „სალიცენზიო და სანებართვო
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
კანონპროექტი იქონიებს დადებით გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
რამდენადაც თამბაქოს წარმოება ხდება ლიცენზირებადი საქმიანობა და აღნიშნული
ლიცენზიის
სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთი განისაზღვრება 50 000 ლარით,
შესაბამისად ის სუბიექტები, რომლებიც მოიპოვებენ თამბაქოს წარმოების ლიცენზიას,
მოსაკრებლის სახით გადაიხდიან აღნიშნულ თანხას, შესაბამისად გავლენა სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე სრულად დამოკიდებული იქნება აღნიშნული
სუბიექტების ოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფო მიერ
ახალი
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
აღნიშნული კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას, იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც თამბაქოს წარმოება ხდება
ლიცენზირებადი საქმიანობა და აღნიშნული ლიცენზიის სალიცენზიო მოსაკრებლების
განაკვეთი განისაზღვრება აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი სხვა ცვლილებით
და იგი შეადგენს 50 000 ლარს, შესაბამისად ის სუბიექტები, რომლებიც მოიპოვებენ თამბაქოს
წარმოების ლიცენზიას, მოსაკრებლის სახით გადაიხდიან აღნიშნულ თანხას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, ირაკლი კირცხალია
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, ირაკლი კირცხალია