„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.07.2024
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე
ნომერი
#07-3/462/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-07-15
ბიუროს ნომერი 374

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 125-ე მუხლის: ა) მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა (გარდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M 1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანის) მოძრაობისა ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერებისა) ან სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M 1 კატეგორია) გაჩერება ან დგომა ან შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M 1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანის) მიერ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი სპეციალური ზოლის („BUS LANE“) მონიშვნის უწყვეტი ხაზის გადაკვეთა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“; ბ) შენიშვნის 13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M 1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანის) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილის, ან/და დროის და პირობების თაობაზე, ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი პროექტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით წარედგინება.“. 2. 1352 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე M 3 , N 2 , N 3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილთან ან/და დროსთან შეუსაბამო ადგილას ან/და დროს მოძრაობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი ევროპის ბევრ ქვეყანაში სულ უფრო მეტ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში (ე.წ. BUS LINE) აქვთ დაშვება მოტოციკლებს და მოპედებს. ამ მხრივ გასათვალისწინებელია არსებული პრაქტიკა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ესპანეთის ქალაქებში მადრიდსა და ბარსელონაში. შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში თავდაპირველად აღნიშნული დაშვება იყო საცდელი, ხოლო როდესაც გაირკვა, რომ შემცირდა საგზაო შემთხვევების რაოდენობა და გაუმჯობესდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, აღნიშნული დაშვება გახდა მუდმივი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს. ამასთან, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა. ამ მიზნით ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილში და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა (გარდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M 1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანის) მოძრაობისა ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერებისა) ან სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M 1 კატეგორია) გაჩერება ან დგომა ან შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M 1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანის) მიერ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი სპეციალური ზოლის („BUS LANE“) მონიშვნის უწყვეტი ხაზის გადაკვეთა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. საქართველოს დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის გათვალისწინებით და დედაქალაქში საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით, საქართველოს საკანონმდებლო სივრცემ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული პრობლემის მოგვარებისათვის კონკრეტული რეგულაცია და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1352 მუხლის პირველ ნაწილში დაფიქსირებულია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M 3, N 2 და N 3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით მოძრაობა იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენა 2 იწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. თუმცა აღნიშნული ფორმულირება არ ითვალისწინებს დაჯარიმებას იმ შემთხვევაში, როდესაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით, დაფიქსირდა T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების - ტრაქტორების (საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №15 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − სატრანსპორტო საშუალებისა და ავტონაწილების ტიპის დამტკიცების წესის“ შესაბამისად, T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება არის „ნებისმიერი თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, განკუთვნილია სასოფლოსამეურნეო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად, აღჭურვილია, სულ მცირე, ორი ღერძით, გააჩნია არანაკლებ 6 კმ/სთ მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე, რომლის მთავარი ფუნქციაა წევის ძალის შექმნა და რომელიც კონსტრუირებულია სპეციალურად გაწევის, მიწოლის, გადატანის ან სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი რიგი ურთიერთშენაცვლებადი მექანიზმების მოქმედებაში მოყვანისათვის, ან სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო დანიშნულების მისაბმელების ან მექანიზმების ბუქსირებისთვის; ის შეიძლება ადაპტირდეს ტვირთის გადასაზიდად სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო სამუშაოების კონტექსტში და/ან შეიძლება იყოს აღჭურვილი ერთი ან მეტი სამგზავრო სავარძლით“) მოძრაობა, რომლებიც, აფერხებენ საგზაო მოძრაობას. ამ მიზნით მიზანშეწონილია ცვლილების შეტანა კოდექსის ზემოაღნიშნულ 1352 მუხლში და მუხლის პირველ ნაწილში დაფიქსირდეს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M 3, N 2 და N 3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია საგზაო მოძრაობის მოწესრიგება და გაუმჯობესება არსებული სანქციების გაზრდის ან/და ახალი სანქციების შემოღების გზით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამომდინარეობს იქიდან, რომ აღნიშნული საკითხის მოწესრიგება, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის პრეროგატივაა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია საგზაო მოძრაობის კიდევ უფრო მეტად მოწესრიგება, გაუმჯობესება და ზოგადად ამ მიმართულებით უფრო მეტად პრევენციული სისტემის შექმნა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი ა) წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის კოდექსის 125-ე მუხლის მე12 ნაწილში და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) გადაადგილების შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილ − ტაქსთან (M1 კატეგორია) ერთად გადაადგილების და გაჩერება-დგომის უფლება ენიჭება მოტოციკლს ან/და მოპედს. ბ) წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის 13 ნაწილში და მიეთითება, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის 3 (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანის) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილის, ან/და დროის და პირობების თაობაზე, გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი პროექტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით წარედგინება. გ) ცვლილება ასვე შედის კოდექსის 1352 მუხლში და მუხლის პირველ ნაწილში ფიქსირდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში) წარმოდგენილ კანონპროექტზე არ ვრცელდება განმარტებითი ბარათის აღნიშნული ქვეპუნქტი, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) ინიციატორის მიერ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რაც განპირობებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით და ამჟამად გზებზე არსებული მდგომარეობის სწრაფი მოგვარებით. აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება რიგგარეშე სხდომები, მიზანშეწონილია წარმოდგენილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან და არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის ამოქმედება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. 4 ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის ამოქმედებას ექნება პრევენციული ეფექტი და მოსალოდნელია შესაბამისი სამართალდარღვევების კლება. ამასთანავე, კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში მათ მოუწევთ ჯარიმების გადახდა. ხოლო რაც შეეხება მოტოციკლის და მოპედების მძღოლებს, მათზე ცხადია ექნება დადებითი გავლენა კანონის მიღებას, რადგან მათი მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხი გაუმჯობესდება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტის მიღებით არ ხდება ჯარიმისა და საურავის ახალი სახეებისა და ოდენობების განსაზღვრა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი არ გამომდინარეობს ბავშვის უფლებათა კოდექსიდან. კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან იგი არ ეხება ბავშვთა უფლებებს. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. საქართველოს საქართველოს 5 გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე 6