საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 4-5 ივლისს ქალაქ ტირანაში (ალბანეთის რესპუბლიკა) მისი თავმჯდომარეობით ჩატარებულ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის სხდომაზე მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.07.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-10300/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-07-18
ბიუროს ნომერი 375

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-10300/24 15-07-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახესენებთ, რომ 2024 წლის 4-5 ივლისს, სამსახურეობრივი მივლინებით ვიმყოფებოდი ქალაქ ტირანაში (ალბანეთის რესპუბლიკა). ჩემი თავმჯდომარეობით ჩატარდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის სხდომა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის შესაბამისად,წარმოგიდგენთ მივლინების ანგარიშს. დანართი: 1 ფ. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მე-3 პუნქტის
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის მივლინების ანგარიში გაცნობებთ, რომ მ/წ 4-5 ივლისს, ქალაქ ტირანაში (ალბანეთის რესპუბლიკა), ჩემი თავმჯდომარეობით ჩატარდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის სხდომა. ქვეკომიტეტის სხდომის წევრებს სიტყვით მიმართეს ალბანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჰოლტა ზაჩაიმ, იუსტიციის მინისტრმა ულსი მანიამ და ალბანეთის პარლამენტის წევრებმა. ქვეკომიტეტის სხდომაზე განვიხილეთ რეიკიავიკის სამიტის შემდეგ ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობა, არსებული გამოწვევები და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზები. ყურადღება დაეთმო გადაწყვეტილებების ეროვნულ დონეზე აღსრულების ხელშემწყობი მექანიზმის - ქსელის შექმნას დეპუტატების მონაწილეობით. განსაკუთრებული ფოკუსირება მოხდა რუსეთის ფედერაციის მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე. განხილულ იქნა შესაძლებლობები თუ როგორ უნდა მოხდეს ევროპის საბჭოდან გარიცხვის შემდეგ რუსეთის მხრიდან გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულება. ცალკე დისკუსია დაეთმო სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგის პროცესის გაძლიერებას. ქვეკომიტეტის სხდომაში 11 ქვეყნიდან (გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, იტალია, ესპანეთი, კვიპროსი, პოლონეთი, რუმინეთი, ალბანეთი, თურქეთი, უკრაინა და საქართველო) 21 დეპუტატი იღებდა მონაწილეობას. ქვე-კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის იანვარში ქ. სტრასბურგში (საფრანგეთის რესპუბლიკა) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გაიმართება. პატივისცემით, გივი მიქანაძე