საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“-ს მომართვა პოლიტიკური შეხედულებების გამო ბოიკოტის გამოცხადებისა და საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 18 ივლისიდან მოწვეული რიგგარეშე სესიის 18-19 ივლისის პლენარულ სხდომებზე არდასწრების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.07.2024
ავტორი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“
ნომერი
#2-10342/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-07-18
ბიუროს ნომერი 375

📜 ტექსტი

წერილი
პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ 2-10342/24 16-07-2024 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს ბატონო შალვა, გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური შეხედულებების გამო პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე უარს, საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი “მოქალაქეების“ წევრები ამა წლის 18-19 ივლისს განსაზღვრულ რიგგარეშე სესიის სხდომებში არ მიიღებენ მონაწილეობას. შესაბამისად, პოლიტიკური ჯგუფის წევრები ბოიკოტს უცხადებენ რიგგარეშე სესიას და იმ საკითხებს, მათ შორის გენერალური პროკურორის არჩევის და ამნისტიის შესახებ კანონ პროექტის გატანას, რომლის განიხილვა და გადაწყვეტილების მიღება იგეგმება აღნიშნულ რიგგარეშე სესიაზე. პატივისცემით, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge