ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშია“-ს მომართვა პოლიტიკური შეხედულებების გამო ბოიკოტის გამოცხადებისა და საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 18 ივლისიდან მოწვეული რიგგარეშე სესიის 18-19 ივლისის პლენარულ სხდომებზე არდასწრების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.07.2024
ავტორი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
ნომერი
#2-10384/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-07-18
ბიუროს ნომერი 375

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 2-10384/24 17-07-2024 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით „პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე (ბოიკოტი). ამის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება პლენარული სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ“ ვსარგებლობთ რა დასახელებული ნორმით და გაცნობებთ რომ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშია“ პოლიტიკური შეხედულების გამო მონაწილეობას არ მიიღებს 2024 წლის 18 და 19 ივლისის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომებში. პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge