საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის საკითხი. (საპროკურორო საბჭოს მიერ წარმოდგენილი გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა)

წარდგინება მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.07.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-10451/24/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საპროკურორო საბჭოს მიერ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარლამენტისთვის ასარჩევად წარმოდგენილი გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2024-07-18

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-10451/24 18-07-2024 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის 18 ივლისის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს გიორგი გაბიტაშვილს და განიხილა მისი არჩევის საკითხი (N1-7730/24; 11.07.2024). გიგზავნით კომიტეტის დასკვნას და სხვა დოკუმენტებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-10448/24 18-07-2024 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის შესახებ (N1-7730/24; 11.07.2024) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის 18 ივლისის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს გიორგი გაბიტაშვილს და განიხილა მისი არჩევის საკითხი (N1-7730/24; 11.07.2024). I. ზოგადი მიმოხილვა და კომიტეტის შეფასება 2024 წლის 11 ივლისს საპროკურორო საბჭომ საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი გიორგი გაბიტაშვილი. აღნიშნული კანდიდატის არჩევის საკითხის განმხილველ კომიტეტად საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2024 წლის 12 ივლისის N373/8 გადაწყვეტილებით განისაზღვრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. 2024 წლის 18 ივლისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის შესაბამისად მოუსმინა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს და განიხილა მისი არჩევის საკითხი. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.“ თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის კომიტეტის სხდომაზე მოსმენისა და მასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანდიდატი შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს. კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანდიდატის საქართველოს გენერალურ პროკურორად არჩევის საკითხს (კომიტეტის სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგად აღნიშნულმა კანდიდატმა მოიპოვა კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა (მომხრე  11, წინააღმდეგი  0)). II. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მის მიერ ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გასცა რეკომენდაცია, რომ გიორგი გაბიტაშვილი არჩეულ იქნეს საქართველოს გენერალურ პროკურორად. ამასთანავე, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, საქართველოს გენერალური პროკურორობის აღნიშნულ კანდიდატს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე ეყაროს კენჭი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი
დანართი
7/11/2024 საპროკურორო საბჭო Prosecutorial Council KARR9995845959324 0114 ქ. თბილისი,ვახტანგ გორგასლის ქ.N24 ტელ: (+995) 032 2 40 52 70 ელ. ფოსტა:saprokurorosabcho@pog.gov.ge 24 Gorgasali str, 0114 Tbilisi, Georgia Telephone: (+995) 032 2 40 52 70 E-mail:saprokurorosabcho@pog.gov.ge 11 / ივლისი / 2024 წ. №13/37-68 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს ბატონო შალვა, 2024 წლის 27 მაისს, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საპროკურორო საბჭოს N1 განკარგულების საფუძველზე, აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან დაიწყო ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები. კონსულტაციების მიმდინარეობისას, საქართველოს კანდიდატებად დარეგისტრირდნენ შემდეგი პირები: გენერალური პროკურორობის იურისტი და ადვოკატი ვიქტორ ახალბედაშვილი წარმოადგინა ა.ი.პ. „უფლებათა დაცვის ცენტრმა“. იურისტი და ადვოკატი დავით ბარბაქაძე წარმოადგინა ორგანიზაციამ „მეგობრობის ხიდი ქართლოსი“ . იურისტი და ადვოკატი ლალი ბუნტური წარმოადგინა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - პარტია „საქართველომ“. იურისტმა და ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ საკუთარი კანდიდატურა პირადად წარმოადგინა. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი წარმოადგინეს აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, რომლებიც იმავდროულად არიან პროკურორები და არასამთავრობო ორგანიზაცია - „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“. გიორგი გაბიტაშვილს მხარდაჭერა ასევე საქართველოს პროკურატურის 463-მა პროკურორმა და გამომძიებელმა გამოუცხადა. იურისტი და ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „სამართლის კავშირი“, „სიმართლის რწმენა“, „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“, „მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო“, „ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია“ და „თანადგომა ხელმოკლე და მოწყვლადი ფენებისათვის“ იურისტმა და ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საკუთარი კანდიდატურა პირადად წარმოადგინა. იურისტმა და ადვოკატმა ანდრონიკ სარიბეკოვმა საკუთარი კანდიდატურა პირადად წარმოადგინა. იურისტმა და ადვოკატმა პაატა შავაძემ საკუთარი კანდიდატურა პირადად წარმოადგინა. იურისტმა და ადვოკატმა სალომე ჯანუაშვილმა საკუთარი კანდიდატურა პირადად წარმოადგინა. იურისტი და ადვოკატი ლაზარე ჯორბენაძე წარმოადგინა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - პარტია „საქართველომ“. file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/a02c4d69-f133-4c7e-b0ba-3a068a3f6f24.html 1/4 7/11/2024 2024 წლის 20 ივნისს, საპროკურორო საბჭოს N2 განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესი. ამავე წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით განისაზღვრა გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრების ჩატარება და აღნიშნული პროცესის საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ვებ გვერდზე ან/და ფეისბუქ გვერდზე ე.წ. „ლაივ სტრიმით“ გადაცემა. 2024 წლის 28 ივნისს, საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ, საპროკურორო საბჭომ შეამოწმა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა და წარმოდგენილი დოკუმენტების საპროკურორო საბჭოს 2024 წლის 27 მაისის N1 განკარგულების N1 დანართთან თანხვედრა. ამავე სხდომაზე, საპროკურორო საბჭომ ანბანური თანმიმდევრობით დაადგინა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიანი სია. 2024 წლის 4 ივლისს, საპროკურორო საბჭომ დაიწყო გენერალური პროკურორობის კანდიდატთა ერთიან სიაში შეყვანილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება, რაც დასრულდა 2024 წლის 10 ივლისს. საპროკურორო საბჭომ ინდივიდუალური გასაუბრება ჩაატარა გენერალური პროკურორობის 7 კანდიდატთან, ხოლო ოთხმა კანდიდატმა - ლაზარე ჯორბენაძემ, გრიგოლ გაგნიძემ, სალომე ჯანუაშვილმა და პაატა შავაძემ პირადი განცხადებით მოხსნეს კანდიდატურები. პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კანდიდატებთან გასაუბრება უწყვეტად გადაიცემოდა საპროკურორო საბჭოს ფეისბუქ გვერდზე ე.წ. „ლაივ სტრიმით“. გენერალური პროკურორობის კანდიდატებს გასაუბრების დაწყებისას მიეცათ შესაძლებლობა საბჭოსთვის წარედგინათ საქართველოს პროკურატურის განვითარების საკუთარი ხედვა და სტრატეგია, რის შემდეგაც კანდიდატებმა უპასუხეს საპროკურორო საბჭოს წევრთა შეკითხვებს. თითოეულ კანდიდატს ასევე შესაძლებლობა ჰქონდა დამატებით ესაუბრა მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ინდივიდუალური გასაუბრებების დასრულების შემდგომ, 2024 წლის 10 და 11 ივლისს ჩატარდა კანდიდატების შესარჩევი ფარული კენჭისყრა. შერჩევის პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის სრულად უზრუნველყოფის მიზნით, საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებით, კენჭისყრის პროცესები უწყვეტ რეჟიმში გადაიცემოდა საპროკურორო საბჭოს ფეისბუქ გვერდზე ე.წ. „ლაივ სტრიმით“. 2024 წლის 10 ივლისს ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად სხდომაზე დამსწრე საპროკურორო საბჭოს წევრთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ვიქტორ ახალბედაშვილი - 9 ხმა, დავით ბარბაქაძე - 1 ხმა, ლალი ბუნტური - 0 ხმა, დარეჯან ბუცხრიკიძე - 10 ხმა, გიორგი გაბიტაშვილი - 11 ხმა, ალექსანდრე კობაიძე - 0 ხმა, ანდრონიკ სარიბეკოვი - 1 ხმა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობა მიიღო და შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადავიდა სამი კანდიდატი: გიორგი გაბიტაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და ვიქტორ ახალბედაშვილი, რითაც დაცული იქნა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. 2024 წლის 11 ივლისს, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა საქართველოს გენერალური პროკურორობის სამ კანდიდატს - გიორგი გაბიტაშვილს, დარეჯან ბუცხრიკიძეს და ვიქტორ ახალბედაშვილს, ფარული წესით, ცალ-ცალკე უყარა კენჭი. სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: გიორგი გაბიტაშვილი - 11 ხმა, დარეჯან ბუცხრიკიძე - 0 ხმა, ვიქტორ ახალბედაშვილი - 0 ხმა. ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, არჩეულად ჩაითვალა გიორგი გაბიტაშვილი, რომელმაც მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე მეტი ხმა. file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/a02c4d69-f133-4c7e-b0ba-3a068a3f6f24.html 2/4 7/11/2024 გიორგი გაბიტაშვილი სრულად შეესაბამება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ: გიორგი გაბიტაშვილი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით, აქვს პროკურორად მუშაობის 18 წლიანი, მათ შორის, საქართველოს მთავარი/ გენერალური პროკურორის მოადგილედ მუშაობის 11 წელზე მეტი სტაჟი, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, არის საქართველოს მოქალაქე და არ არის ნასამართლევი. გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს წარმოუდგინეს უმაღლესი აკადემიური წრისა და სამართლის დარგის წარმომადგენლებმა, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც გიორგი გაბიტაშვილს ახასიათებენ როგორც მენეჯერული და პიროვნული თვისებებით გამორჩეულ პროფესიონალს, რომელიც იქნება პრინციპული, სამართლიანი და პოლიტიკურად ნეიტრალური გენერალური პროკურორი. აღსანიშნავია, რომ 463-მა პროკურორმა და პროკურატურის გამომძიებელმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა გიორგი გაბიტაშვილს. კოლეგები მას ახასიათებენ როგორც მაღალკვალიფიციურ პროკურორს და გამოცდილ მენეჯერს, რომელიც თანამშრომლებსა და მართლმსაჯულების პროცესში ჩართულ სხვა პირებს შორის სარგებლობს ავტორიტეტით. ინდივიდუალური გასაუბრებისას გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წარმოუდგინა პროკურატურის განვითარების საკუთარი ხედვა და სტრატეგია, რა დროსაც შეეხო პროკურატურისთვის აქტუალურ საკითხებს, სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს და დასახა მათი გადაჭრის გზები. ამდენად, საპროკურორო საბჭო კანდიდატთა შერჩევის პროცესში დარწმუნდა, რომ გიორგი გაბიტაშვილი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს გენერალური პროკურორისათვის კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს. კერძოდ, გიორგი გაბიტაშვილი კვალიფიკაციის, გამოცდილების, პროფესიული და ზნეობრივი თვისებების გამო სასამართლოს, სამართალდამცავი ორგანოების, საადვოკატო კორპუსის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა და პროკურატურის თანამშრომლებს შორის სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და წარმოადგენს სისხლის სამართლის დარგის აღიარებულ სპეციალისტს. გიორგი გაბიტაშვილს აქვს პროკურატურის სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი საპროკურორო და მენეჯერული გამოცდილება, მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი პროკურატურის რეფორმირებასა და პროგრესულ შედეგების მიღწევაში. კერძოდ, მისი აქტიური მონაწილეობით გატარდა პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის რეფორმა, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები პროკურორის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გაძლიერების, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლების, ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესების, ერთგვაროვანი სისხლის სამართლის პოლიტიკის ჩამოყალიბების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განვითარების, ცალკეული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების და საზოგადოების ნდობის ამაღლების მიმართულებით. მისივე მონაწილეობით შემუშავდა პროკურატურის განვითარების 2022-2027 წლების სტრატეგია, რომელშიც ასახულია პროკურატურის მომდევნო წლების განვითარების ხედვა და პრიორიტეტული მიზნები. გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წინაშე წარმოადგინა პროკურატურის შემდგომი პროგრესის ხელშეწყობის და არსებული გამოწვევების გადაჭრის რეალისტური ხედვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის პროკურატურის ინსტიტუციურ-ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა, პროკურატურის კოლეგიური ორგანოების შემდგომი განვითარება, სწორი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება, დაზარალებულის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, ერთგვაროვანი პრაქტიკის ხელშეწყობა და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის გათვალისწინებით, საპროკურორო საბჭოს მიერ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად შეირჩა გიორგი გაბიტაშვილი. მიგვაჩნია, რომ გიორგი გაბიტაშვილი თავის საქმიანობას წარმართავს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული კანონიერების, სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, კომპეტენტურობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპების დაცვით. file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/a02c4d69-f133-4c7e-b0ba-3a068a3f6f24.html 3/4 7/11/2024 ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2046 მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს - გიორგი გაბიტაშვილს. დანართი: 1 ცალი მეხსიერების ბარათი (საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატთან გასაუბრების აუდიო და ვიდეო ჩანაწერი და გიორგი გაბიტაშვილის დოკუმენტაცია). პატივისცემით, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/a02c4d69-f133-4c7e-b0ba-3a068a3f6f24.html შოთა ტყეშელაშვილი 4/4
კენჭისყრის შედეგები
ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹʨʴʪʨʸʰˀʰ ʶʲʬʴʨʸʻʲʰʹˆʫʵʳʨ 18.07.2024 ʹʨʱʰʯˆʰʹʫʨʹʨˆʬʲʬʩʨ ʹʨʽʨʸʯʭʬʲʵʹʪʬʴʬʸʨʲʻʸʰʶʸʵʱʻʸʵʸʰʹʨʸˁʬʭʰʹʹʨʱʰʯˆʰ ʹʨʶʸʵʱʻʸʵʸʵʹʨʩ˅ʵʹʳʰʬʸ ˄ʨʸʳʵʫʪʬʴʰʲʰʪʰʵʸʪʰʪʨʩʰʺʨˀʭʰʲʰʹʱʨʴʫʰʫʨʺʻʸʨ ʹʨʱʰʯˆʰʹʨʾ˄ʬʸʨ ˄ʨʸʫʪʰʴʬʩʨʹʨʽʨʸʯʭʬʲʵʹʪʬʴʬʸʨʲʻʸʰʶʸʵʱʻʸʵʸʰʹʨʸˁʬʭʰʹʹʨʱʰʯˆʰ  ʹʨʶʸʵʱʻʸʵʸʵʹʨʩ˅ʵʹʳʰʬʸ˄ʨʸʳʵʫʪʬʴʰʲʰʪʰʵʸʪʰʪʨʩʰʺʨˀʭʰʲʰʹʱʨʴʫʰʫʨʺʻʸʨ ʹˆʫʵʳʨʮʬʪʨʴʹʨˆʰʲʭʬʲʰ ʶʸʵʬʽʺʰ ȹ2-10451/24/10, 18.07.2024) ʹˆʫʵʳʰʹʯʨʭʳˇʫʵʳʨʸʬ ʶʨʶʻʨˀʭʰʲʰˀʨʲʭʨ ʰʴʼʵʸʳʨ˂ʰʨʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹˀʬʹʨˆʬʩ ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹʫʨ˄ʿʬʩʰʹʫʸʵ ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹʫʨʳʯʨʭʸʬʩʰʹʫʸʵ ʱʭʵʸʻʳʰʹʨʾ˄ʬʸʨ ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹʸʬʷʰʳʰ ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹˀʬʫʬʪʰ 18/07/2024 13:25:42 ʳʵʳˆʸʬ ˄ʰʴʨʨʾʳʫʬʪʰ ʱʭʵʸʻʳʰ 80 18/07/2024 13:25:59 ʹʸʻʲʰˀʬʳʨʫʪʻʳʸʨʭʲʬʹʵʩʨ ʾʰʨʱʬʴ˅ʰʹʿʸʨ ʹʨʱʰʯˆʰʪʨʫʨ˄ʿʭʬʺʰʲʰʨ 0 76 ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹˀʬʫʬʪʰʼʸʨʽ˂ʰʬʩʰʯ ʼʸʨʽ˂ʰʰʹʫʨʹʨˆʬʲʬʩʨ ʬʹ˄ʸʬʩʵʫʨ ʨʸ ʬʹ˄ʸʬʩʵʫʨ ʳʵʳˆʸʬ ˄ʰʴʨʨʾʳʫʬʪʰ ʨʸ ʳʵʴʨ˄ʰʲʬʵ ʩʫʨ ʬʸʵʭʴʻʲʰʫʨʫʬʳʵʱʸʨʺʰʻʲʰʹʨˆʬʲʳ˄ʰʼʵʹʯʭʰʹ 0 2 ʴʨ˂ʰʵʴʳʵ˃ʸʨʵʩʨ˟˃ʨʲʨʬʸʯʵʵʩʨˀʰʨ 0 20 ʶʵʲʰʺˇʪʬʭʸʵʶʬʲʰʹʵ˂ʰʨʲʰʹʺʬʩʰ 2 2 ʶʵʲʰʺˇʪʲʬʲʵ˟ʶʨʸʺʴʰʵʸʵʩʨʹʨʽ˟ʯʭʰʹ 0 2 0 ʶʵʲʰʺˇʪʸʬʼʵʸʳʬʩʰʹˇʪʻʼʰ 2 3 2 ʶʵʲʰʺˇʪʻʼʰʬʭʸʵʵʶʺʰʳʰʹʺʬʩʰ 0 2 0 ʶʵʲʰʺˇʪʻʼʰʯʨʭʰʹʻʼʲʬʩʨ 0 2 0 ʶʵʲʰʺˇʪʻʼʰʹʨʽʨʸʯʭʬʲʵʹʯʭʰʹ 0 5 ʶʵʲʰʺˇʪʻʼʰˆʨʲˆʰʹ˃ʨʲʨ 8 1 ʶʵʲʰʺʰʱʻʸʰˇʪʻʼʰʪʰʸˁʰ 4 0 4 ʶʵʲʰʺʰʱʻʸʰˇʪʻʼʰʳʵʽʨʲʨʽʬʬʩʰ 0 2 0 ʼʸʨʽ˂ʰʰʹʪʨʸʬˀʬ 1 7 ʽʨʸʯʻʲʰʵ˂ʴʬʩʨ 71 3 70 88 51 80 ʹʨʩʵʲʵʵˀʬʫʬʪʰ ʫʨʩʬ˅ʫʰʲʰʨ 0 0 2 0 0 8 0 1 1 0 8 ʪʭʬʸʫʰof 4 ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹʨʴʪʨʸʰˀʰ ʶʲʬʴʨʸʻʲʰʹˆʫʵʳʨ 18.07.2024 ʰʴʫʰʭʰʫʻʨʲʻʸʰʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹˀʬʫʬʪʰ ʶʨʸʲʨʳʬʴʺʰʹ˄ʬʭʸʰʹʪʭʨʸʰʫʨʹʨˆʬʲʰ ʬʹ˄ʸʬʩʵʫʨ ʳʵʳˆʸʬ ʨʽʻʩʨʸʫʰʨʯʬʵʴʨ X ʨˆʭʲʬʫʰʨʴʰʨʸʳʨʮ ʩʨʸʭʬʴʨˀʭʰʲʰʪʰʵʸʪʰ X X ʩʨʽʸʨ˃ʬʫʨʭʰʯ ʩʬʴʨˀʭʰʲʰʪʰʨ X X ʩʬʷʨˀʭʰʲʰʲʬʭʨʴ ʩʬʸʨʰʨʰʸʨʱʲʰ ʫʨˁʰ  X X ʩʬʸʨ˃ʬʸʨʳʰʴʨ X X ʩʰʯʨ˃ʬʳʨʰʨ X X ʩʵʱʻˁʨʭʨʯʰʴʨʯʰʴ ʩʵʲʽʭʨ˃ʬʨʴʮʵʸ X X ʩʵʲʽʭʨ˃ʬʬʲʰʹʵ X X ʩʵʺʱʵʭʬʲʰʪʰʵʸʪʰ ʩʵ˅ʵʸʰˀʭʰʲʰʳʨʱʨ X X ʩʻˁʻʱʻʸʰʨʴʨ ʪʵʫʨʩʸʬʲʰ˃ʬʪʰʵʸʪʰ ʪʵʸʫʻʲʨ˃ʬʨʸˁʰʲ X X ʪʵ˂ʰʸʰ˃ʬʬʲʪʻˇʨ X X ʪʵ˂ʰʸʰ˃ʬʸʵʳʨʴ ʫʨʭʰʯʻʲʰʨʴʰʩʬʽʨ ʫʨʲʨʽʰˀʭʰʲʰʨʲʬʽʹʨʴʫʸʬ X X ʫʨʸʪʨʲʰʮʨʻʸ X X ʫʨʹʬʴʰʰʹʱʵ X X ʫʨʻˀʭʰʲʰʳʰˆʬʰʲ ʫʬʱʨʴʵʰ˃ʬˆʨʺʰʨ ʫʻʪʲʨ˃ʬʮʨʨʲ X X ʬʲʰʹʨˀʭʰʲʰʨʲʬʽʹʨʴʫʸʬ ʬʴʻʽʰ˃ʬʨʭʯʨʴʫʰʲ X X ʬʴʻʽʰ˃ʬʪʵˁʨ X X ʭʨˀʨ˃ʬʪʰʵʸʪʰ ʭʨˀʨ˃ʬʪʸʰʪʵʲ ʭʵʲʹʱʰʪʰʵʸʪʰ X X ʮʨʭʸʨʫʨˀʭʰʲʰʰʸʳʨ X X ʮʨʸʽʻʨʰʸʨʱʲʰ X X ʮʰʲʼʰʳʰʨʴʰʫʨʭʰʯ ʯʨʲʨʱʭʨ˃ʬʨʸˁʰʲ X X ʯʵʲʵʸʨʰʨʬʫʰˀʬʸ X X ʯʻʸʨʮʨˀʭʰʲʰʽʬʯʬʭʨʴ ʰʴˇʰʨʼʸʰʫʵʴ X X ʰʵʴʨʯʨʳʰˀʭʰʲʰʸʨʺʰ X X ʰʹʳʨʰʲʵʭʰʨʩʫʻʲʨ ʱʨ˅ʨʸʨʭʨʫʨʭʰʯ X X ʱʨˆʨ˃ʬʭʲʨʫʰʳʬʸ X X ʱʨˆʰʨʴʰʪʰʵʸʪʰ X X ʱʨˆʰˀʭʰʲʰʱʨˆʨ X X ʱʬʸʬʹʬʲʰ˃ʬˀʨʲʭʨ ʱʭʰʷʰʴʨ˃ʬʶʨʨʺʨ X X ʱʭʰʸʱʬʲʰʨʳʨʴʻˁʨʸ ʱʭʰ˂ʰʨʴʰʩʨʰʨ X X ʱʰʸʱʰʺʨ˃ʬʫʨʭʰʯ ʱʰʸ˂ˆʨʲʰʨʰʸʨʱʲʰ X X ʱʰʻʸʬʾʰʨʴʰʹʻʳʩʨʺ X X ʱʵʩʰʨˀʭʰʲʰʲʬʭʨʴ ʱʵʴ˂ʬʲʰ˃ʬʸʬʹʨʴ X X ʱʵʸ˃ʨʰʨʯʨʳʨʸ ʲʨˀˆʰʳʨʸʰʨʳ X X ʫʨʩʬ˅ʫʰʲʰʨ ˄ʰʴʨʨʾʳʫʬʪʰ ʨʸ ʳʵʴʨ˄ʰʲʬʵʩʫʨ X ʪʭʬʸʫʰof 4 ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹʨʴʪʨʸʰˀʰ ʶʲʬʴʨʸʻʲʰʹˆʫʵʳʨ 18.07.2024 ʶʨʸʲʨʳʬʴʺʰʹ˄ʬʭʸʰʹʪʭʨʸʰʫʨʹʨˆʬʲʰ ʬʹ˄ʸʬʩʵʫʨ ʳʵʳˆʸʬ ʲʰʲʻʨˀʭʰʲʰʩʬʽʨ ʲʵʳʰʴʨ˃ʬʮʨʮʨ X X ʳʨʯʰʱʨˀʭʰʲʰʫʨʭʰʯ X X ʳʨʴʻʱʰʨʴʰʹʨʳʭʬʲ X X ʳʨʴˇʪʨʲʨ˃ʬʶʨʨʺʨ ʳʨ˅ʨʭʨʸʰʨʴʰʲʬʭʨʴ X X ʳʨ˅ʨʸʨˀʭʰʲʰʪʻʸʨʳ X X ʳʨ˅ʻʺʨ˃ʬʴʰʱʨ ʳʪʨʲʵʩʲʰˀʭʰʲʰʲʬʭʨʴ X X ʳʫʰʴʨʸʨ˃ʬʳʨʳʻʱʨ X X ʳʬʪʸʬʲʰˀʭʰʲʰʭʨˆʺʨʴʪ X ʳʬʮʻʸʴʰˀʭʰʲʰʰʸʨʱʲʰ X X ʳʬˀʭʬʲʰʨʴʰʪʵʪʰ X X ʳʬ˃ʳʨʸʰʨˀʭʰʲʰʰʸʨʱʲʰ ʳʰʴʨˀʭʰʲʰʨʱʨʱʰ ʳʰʸʮʵʬʭʰʹʨʭʨʲʨʴ X X ʳʰʽʨʴʨ˃ʬʪʰʭʰ X X ʳʰʽʨ˃ʬʪʬʲʨ ʳʰʽʬʲʨ˃ʬʮʨʨʲ X X ʳʵ˄ʬʸʬʲʰʨʨʲʬʽʹʨʴʫʸʬ ʴʨʱʨʰ˃ʬʺʨʸʰʬʲ X ʴʨʿʵʼʰʨʱʵʩʨ ʴʨ˂ʭʲʰˀʭʰʲʰʨʴʨ ʴʰʱʵʲʨʰˀʭʰʲʰʸʨʳʨʮ ʴʰʱʻʸʨ˃ʬʰʳʬʫʨ X X ʵʩʵʲʨˀʭʰʲʰʨʴʺʵʴ X X ʵʫʰˀʨʸʰʨʩʬʽʨ X X ʵʽʸʰʨˀʭʰʲʰʱʨˆʨʩʬʸ ʵˆʨʴʨˀʭʰʲʰʨʴʸʰ X X ʶʨʶʻʨˀʭʰʲʰˀʨʲʭʨ X X ʸʨʽʭʰʨˀʭʰʲʰʨʲʬʽʹʨʴʫʸʬ X X ʹʨʩʵˈʬʸʳʨʴ X X ʹʨʳʨʫʨˀʭʰʲʰʹʨʲʵʳʬ ʹʨʳʴʰ˃ʬˆʨʯʻʴʨ ʹʨʳˆʨʸʨʻʲʰʪʬʲʨ X ʹʨʳˆʨʸʨ˃ʬʫʰʳʰʺʸʰ X X ʹʨʳˆʨʸʨ˃ʬʴʰʱʵʲʵʮ X X ʹʨʴʰʱʰ˃ʬʪʻʩʨʮ ʹʨʴʰʱʰ˃ʬʭʰʽʺʵʸ X X ʹʬʼʨˀʭʰʲʰʬʱʨ X X ʹʰʩʨˀʭʰʲʰʹʻʲˆʨʴ ʹʵʴʾʻʲʨˀʭʰʲʰʫʨʭʰʯ X X ʹʵʹʰʨˀʭʰʲʰʪʰʵʸʪʰ X X ʹʻʩʨʸʰʹʵʮʨʸ ʺʨʩʨʺʨ˃ʬʨʲʬʽʹʨʴʫʸʬ X X ʺʻʸ˃ʬʲʨ˃ʬʴʵʫʨʸ X X ʻʹʻʼʨˀʭʰʲʰʫʨʭʰʯ ʽʨʫʨʪʰˀʭʰʲʰʰʸʨʱʲʰ X X ʽʨʸʫʨʭʨʩʨˁʻʱʰ ʽʨʸʻʳʰ˃ʬʲʬʭʨʴ X X ʽʭʨʸʨʰʨʳʬʸʨʩ X X ʽʻʸʨʹʩʬʫʰʨʴʰʹʨʲʵʳʬ X X ʾʻʫʻˀʨʻʸʰʨʲʻʫʨ X X ʿʨʭʬʲʨˀʭʰʲʰʳʰˆʬʰʲ X X ˀʨʭʪʻʲʰ˃ʬˀʨʲʭʨ X ˀʨʸʳʨʴʨˀʭʰʲʰʯʬʴʪʰʮ X X ˀʨʺʨʱʰˀʭʰʲʰʰʸʨʱʲʰ X X ʫʨʩʬ˅ʫʰʲʰʨ ˄ʰʴʨʨʾʳʫʬʪʰ ʨʸ ʳʵʴʨ˄ʰʲʬʵʩʫʨ X X X X ʪʭʬʸʫʰof 4 ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹʨʴʪʨʸʰˀʰ ʶʲʬʴʨʸʻʲʰʹˆʫʵʳʨ 18.07.2024 ʶʨʸʲʨʳʬʴʺʰʹ˄ʬʭʸʰʹʪʭʨʸʰʫʨʹʨˆʬʲʰ ʬʹ˄ʸʬʩʵʫʨ ʳʵʳˆʸʬ ˁʨʱʭʬʺʨ˃ʬʪʰʵʸʪʰ X X ˁʨʴʽʹʬʲʰʨʴʰʪʵʫʬʸ˃ʰ X X ˁʨʸʱʭʰʨʴʰʯʨʳʨʸ ˁʨʸʱʭʰʨʴʰʽʬʯʬʭʨʴ X X ˁʰʪʵʪʰ˃ʬʭʨʹʰʲ X X ˁʵˁʬʲʰ˂ʬʮʨʸ ˁˆʬʰ˃ʬʴʨʺʵ ˁˆʬʰ˃ʬʸʵʹʺʵʳ ˄ʨʽʨ˃ʬʩʬʷʨʴ X X ˄ʰʯʲʰ˃ʬʨʴʨ ˄ʰʲʵʹʨʴʰʴʰʴʵ X X ˄ʰʲʵʹʨʴʰˆʨʺʰʨ X X ˄ʰ˄ʨʭʨʪʸʬʺʨ X X ˅ʨʴʱʵʺʨ˃ʬʫʬʭʰ ˅ʰ˅ʰʴʨ˃ʬʪʰʭʰ X X ˆʨʩʨʸʬʲʰˀʵʯʨ X X ˆʨʩʬʰˀʭʰʲʰʲʬʭʨʴ ˆʨʩʻʲʰʨʴʰʫʰʲʨʸ ˆʨˆʻʩʰʨʪʰʵʸʪʰ X X ˆʨˇʰˀʭʰʲʰʫʨʭʰʯ ˆʬʸˆʬʻʲʰ˃ʬʬʱʨʺʬʸʰʴʬ ˆʭʰˁʰʨʰʨʪʵ X ˆʻʴʫʨ˃ʬʫʰʳʰʺʸʰ X X ˇʨʴʨˀʰʨʯʬʰʳʻʸʨʮ ˇʨʼʨʸʰ˃ʬʭʰʽʺʵʸ X X ˇʰʴˇʵʲʨʭʨʹʨʲʵʳʬ X X ʫʨʩʬ˅ʫʰʲʰʨ ˄ʰʴʨʨʾʳʫʬʪʰ ʨʸ ʳʵʴʨ˄ʰʲʬʵʩʫʨ X ʪʭʬʸʫʰof 4