საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მომართვა ა.ი.პ „ფერეიდნიდან საქართველომდე“-ს (ლექსო ქურდიანი) მიერ წარმოდგენილი საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი „ფერეიდნელებისთვის საქართველოს მოქალაქეობისა და ბინადრობის მოპოვების პრობლემებთან დაკავშირებით“ (№1-6168/24; 30.05.2024) პეტიციის განხილვის ვადის ორი თვით გაგრძელების შესახებ.
📋 განხილვის ეტაპები
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-06-14
კომიტეტის სხდომის ნომერი 10
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
10/4/24, 12:55 PM
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
14 ივნისი 2024 11:00
2024 წლის 14 ივნისი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
დღის წესრიგი
ა.ი.პ
„ფერეიდნიდან
საქართველომდე“-ს
მიერ,
„ფერეიდნელებისათვის
საქართველოს
მოქალაქეობისა და ბინადრობის მოპოვების პრობლემებთან დაკავშირებით წარმოდგენილი,
საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიციის“ შესწავლისა და
განხილვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
მომხსენებელი: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ბექა
ოდიშარია.
https://parliament.ge/print/announcement/2927?local=true
1/2
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი N10
2024 წლის 14 ივნისი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა
ოდიშარია.
სხდომას ესწრებოდნენ:
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი (გივი
ჭიჭინაძის უფლებამონაცვლე), ნოდარ ტურძელაძე, ფრიდონ ინჯია, რესან კონცელიძე,
ირაკლი მეძმარიაშვილი, აბდულა ისმაილოვი, თამარ ჩარკვიანი.
სხდომას არ ესწრებოდა: რესან კონცელიძე, ლევან ხაბეიშვილი, კობა ნაყოფია.
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და
კავკასიის საკითხთა კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ:
კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები.
დღის წესრიგი
ა.ი.პ "ფერეიდნიდან საქართველომდე"-ს მიერ, "ფერეიდნელებისათვის საქართველოს
მოქალაქეობისა და ბინადრობის მოპოვების პრობლემებთან დაკავშირებით წარმოდგენილი,
საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიციის" შესწავლისა და
განხილვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
მომხსენებელი: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა
ოდიშარია.
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის
წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები
არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.
დიასპორისა
და
კავკასიის
საკითხთა
კომიტეტის
თავმჯდომარის
ბექა
ოდიშარიას
განცხადებით, პეტიციის ავტორია ა(ა)იპ „ფერეიდნიდან საქართველომდე“ და მასში
საუბარია იმის თაობაზე, თითქოს სხვა ეთნოსების წარმომადგენლები უფრო ხშირად იღებენ
მოქალაქეობასა და ბინადრობის უფლებას, ვიდრე ფერეიდნელი ქართველები, რაც
სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი განმარტებით, ყველა გადაწყვეტილებას, მათ შორის, უარის თქმას, თავის კანონიერი
საფუძველი აქვს. ჩვენთვის არ არსებობს სხვაობა თურქეთში მცხოვრებ ჩვენებურებს,
ფერეიდნელ ქართველებს, საფრანგეთში თუ სხვა ქვეყნებში დაბადებულ და გაზრდილ
ქართველებს შორის.
შესაბამისად განმცხადებლის თქმით პეტიციაში მოყვანილი ეს პასაჟი, თავიდანვე შეგვიძლია
ითქვას, რომ არასწორია, თუმცა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, როდესაც 300-ზე მეტი
ადამიანი მოგმართავს.
ბექა ოდიშარიას განმარტებით სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოხდა მსჯელობა ამ საკითხზე
და აღმოჩდა, რომ 300-ზე მეტი ადამიანი არის საქართველოს მოქალაქე. აქედან გამომდინარე,
ცოტა გაუგებარია, რატომ მოგვმართავს და რატომ წერს პეტიციას უკვე მოქალაქე. ეს ისეთ
შეგრძნებას აჩენს, რომ ეს პროცესი ხელოვნურია და მას პეტიციის ავტორები მართავენ.
მომხსენებლის
განცხადებით
ქართული
სახელმწიფოსთვის,
აღმასრულებელი
ხელისუფლებისთვის, საქართველოს პარლამენტისთვის და დიასპორისა და კავკასიის
საკითხთა კომიტეტისთვის არ არსებობს არანაირი სხვაობა არც ერთ ჩვენს თანამემამულეს
შორის, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს. ჩვენ ყველას მიმართ ვმოქმედებთ
ერთიანი მიდგომით. ამიტომ, გაიმართება კონსულტაციები შესაბამის სააგენტოსთან და
უწყებებთან. აუცილებელია სტატისტიკაში გარკვევაც.
ბექა ოდიშარიას განმარტებით კომიტეტი საკითხს სიღრმისეულად შეისწავლის და მხოლოდ
ამის შემდეგ გააცნობს გადაწყვეტილებას პეტიციის ავტორებს.
კომიტეტმა გადაწყვიტა
დიასპორისა
და
კავკასიის
საკითხთა
კომიტეტი
გადაწყვეტილებას
რეგლამენტით
გათვალისწინებულ ვადებში პეტიციის ავტორებს აცნობებს.
სხდომის თავმჯდომარე:
ბექა ოდიშარია
სხდომის მდივანი:
ბექა ბიძინაშვილი