„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.08.2024
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი.
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/412/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 27.07.2006, მუხ. 238) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მიკროკრედიტის ცნება და ოდენობა 1. მიკროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა. 2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე არ უნდა აღემატებოდეს 200 000 (ორასი ათას) ლარს. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ნორმატიული აქტით განსაზღვროს მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც 2006 წელს ამოქმედდა, განსაზღვრავდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალურ ჯამურ ოდენობას ერთ მსესხებელზე არაუმეტეს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარისა. 2017 წლის დეკემბერში, კანონმდებლობაში განხორციელებულ სხვა ცვლილებებთან ერთად, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებით, მიკროკრედიტის მაქსიმალური ოდენობა გაიზარდა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარიდან 100 000 (ასი ათას) ლარამდე. აღსანიშნავია, რომ ლიმიტის ზრდასთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებებით გაძლიერდა სექტორის რეგულირებაც, რამაც სექტორი უფრო ჯანსაღი, გამჭვირვალე, და ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახადა. ამასთან, აღნიშნულმა ცვლილებებმა გააუმჯობესა კონკურენტული გარემო და შედეგად მიკროსაფინანსო სექტორის მთლიანი პორტფელის მოცულობა 1.1 მლრდ ლარიდან 1.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა. დღესდღეობით მიკროკრედიტის არსებული ლიმიტი ერთგვარი შემაფერხებელი ფაქტორია სექტორის განვითარებისთვის, რადგან ფერხდება ახალი პროდუქტების შემუშავების შესაძლებლობა და რთულდება არსებული მსესხებლების შენარჩუნება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა განსაზღვრულია „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, აღნიშნული ლიმიტის გაზრდა კანონში ცვლილებით არის შესაძლებელი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობის გაზრდა 100 000 (ასი ათასი) ლარიდან 200 000 (ორასი ათას) ლარამდე ხელს შეუწყობს ახალი პროდუქტების განვითარებას და გაზრდის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. დღეის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო სექტორი არ არის ერთგვაროვანი როგორც ზომის, ისე პროდუქტების თვალსაზრისით. რაც შეეხება მიკროკრედიტის ჯამური ლიმიტის 200 000 (ორასი ათას) ლარამდე ზრდას, აღნიშნული ხელს შეუწყობს ახალი პროდუქტების შემოღებას და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ არსებული კლიენტების შენარჩუნებას, თუმცა ამ შესაძლებლობის პარალელურად გათვალისწინებულ უნდა იყოს მსხვილი სესხების რისკის გავლენა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე და გაზრდილი რისკი უნდა შემოისაზღვროს კაპიტალის მოცულობის გათვალისწინებით. აღნიშნული რისკის შემოფარგვლა ხელს შეუწყობს, რომ მცირე კაპიტალის მქონე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა არ აიღონ იმაზე მეტი რისკი, ვიდრე ამის შესაძლებლობა აქვთ. რისკების მიტიგაციისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება, შეიმუშაოს რეგულირების ჩარჩო და განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები საკრედიტო კოეფიციენტების სახით, კერძოდ, ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული იმ სესხის ჯამური ოდენობის თანაფარდობის ლიმიტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საზედამხედველო კაპიტალთან, რომელიც აღემატება 100 000 (ასი ათას) ლარს, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული ყველა იმ სესხის ჯამური ოდენობის თანაფარდობის ლიმიტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საზედამხედველო კაპიტალთან, რომელიც აღემატება 100 000 (ასი ათას) ლარს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლში, რომლის თანახმადაც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გასაცემი მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა განისაზღვრება 200 000 (ორასი ათასი) ლარით, ნაცვლად 100 000 (ასი ათასი) ლარისა. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ნორმატიული აქტით განსაზღვროს მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები. ამასთან, „ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის“ დეფინიცია ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით იქნება განსაზღვრული მსგავსად არსებული მიდგომისა, რომლის თანახმადაც, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონით გათვალისწინებული „მსესხებელთა ჯგუფი“ სწორედ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით არის განმარტებული, კერძოდ კი, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №143/04 ბრძანებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, რათა საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცეს გონივრული ვადა, რომ შეიმუშაოს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ნორმატიული აქტით განსაზღვროს მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ან/და კანონპროექტის მიღება პირდაპირ გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა სექტორის სასესხო პორტფელის ზრდასთან ერთად, გაიზრდება დასაბეგრი ბაზაც, რაც თავის მხრივ გაზრდის სექტორის მიერ ბიუჯეტში გაზრდილ გადასახადებს. მოცემული ცხრილით წარმოდგენილია მიკროსაფინანსო სექტორის მონაცემების ბოლო 3 წლის დინამიკა, კერძოდ, მთლიანი სესხების მოცულობა და მოგების გადასახადი გამოსახული მილიონ ლარში. მიკროსაფინანსო სექტორი (მლნ ლარი) 31-12-2021 31-12-2022 31-12-2023 მთლიანი სესხები 1,360 1,574 1,703 მოგების გადასახადი 15 19 27 საკრედიტო პორტფელის ზრდის დინამიკა გასული წლების განმავლობაში იძლევა იმ ვარაუდის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მომდევნო წლებშიც საშუალოდ იგივე ზრდა შენარჩუნდება, რასაც დადებითი გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. თავის მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება სესხებზე მოთხოვნასა და შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის ზრდაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ითვალისწინებს. ვალდებულების აღებას არ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება დადებითად იმოქმედებს მიკროსაფინანსო სექტორის მომხმარებლების ისეთ მნიშვნელოვან ნაწილზე, როგორიცაა წვრილი მეწარმეები და სოფლის მეურნეობის სექტორის მსესხებლები, რომლებსაც ფინანსურ რესურსზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლიათ მიკროკრედიტზე დაწესებული 100 000 (ასი ათას) ლარიანი ლიმიტის გათვალისწინებით. გაზრდილი ლიმიტი კი ხელს შეუწყობს ამ მიმართულების განვითარებას. ამასთან, კანონპროექტი დადებითად იმოქმედებს თავად სექტორზეც, რამდენადაც წარმოდგენილი ცვლილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მისცემს ახალი პროდუქტების შეთავაზების, არსებული კლიენტების შენარჩუნებისა და ახალი კლიენტების მოზიდვის შესაძლებლობას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება დაკავშირებულ ვალდებულებებს. საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. იმ