„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2023 წლის შესრულების ანგარიში“

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.08.2024
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/413/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378

📜 ტექსტი

ანგარიში
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2023 წლის შესრულების ანგარიში 0 სარჩევი შესავალი ...................................................................................................................................................... 1 I. ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი გზამკვლევების შემუშავება .............................................................................................. 3 II. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის მიმართულება ...................................... 23 III. დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და მისაწვდომობის უზრუნველყოფა ........ 32 IV. სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობა ................................................................................ 50 V. დასაქმების ხელშეწყობა .................................................................................................................. 56 VI. განათლების უფლების ხელმისაწვდომობა .............................................................................. 58 VII. მონაწილეობა კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში ........................................................................................................................................ 68 დასკვნა ...................................................................................................................................................... 72 შესავალი წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, შიდაუწყებრივი, ყოველწლიური სამოქმედო გეგმების, 2023 წლის შესრულების გაერთიანებულ ანგარიშს. ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შედგენა დაეყრდნო ისეთ ჩარჩო დოკუმენტებს, როგორიცაა გაეროს კონვენცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ (UN CRPD), მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs), საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. აღსანიშნავია, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვის მნიშვნელობას საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს. კონსტიტუციის მე-11 მუხლი აღიარებს და უზრუნველყოფს სამართლის წინაშე ადამიანთა თანასწორობის ძირითად უფლებას და ითვალისწინებს კონკრეტულ ვალდებულებას სახელმწიფოს მიმართ შშმ პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებისათვის. კერძოდ, კონსტიტუცია ადგენს, რომ „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის“. 2014 წელს საქართველომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის რატიფიკაცია განახორციელა, რითიც, ერთის მხრივ, ქვეყანამ აღიარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის 1 საერთაშორისო სტანდარტები, ხოლო, მეორე მხრივ, იკისრა რიგი ვალდებულებები, როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისა და პრინციპების ეროვნულ კანონმდებლობაში უკეთ ასახვის მიზნით, 2020 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, 2021 წელს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულების შესრულების მიზნით, მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის N551 დადგენილებით შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი. აღსანიშნავია, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიერ დადგენილი ვალდებულების შესაბამისად, შშმ პირთა შესახებ 2023 წლის სამოქმედო გეგმები დაამტკიცეს როგორც საქართველოს სამინისტროებმა, ასევე, ყველა მუნიციპალიტეტმა და 20-მდე სხვა საჯარო დაწესებულებამ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2022 წელს დამტკიცებულ ყოველწლიური გეგმების რაოდენობრივ მაჩვენებელს. შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტების, გაწეული ადამიანური და ფინანსური ძალისხმევის პარალელურად, გაიზარდა 2023 წელს დაინიციირებული და განხორციელებული აქტივობების რიცხვი. აღნიშნული ღონისძიებების მიზნობრიობა და მასშტაბურობა დადებით გავლენას ახდენს შშმ პირთა უფლებების ეფექტიანი რეალიზების პროცესზე. ყურადსაღებია, რომ პასუხისმგებელი სუბიექტების მიერ, 2024 წლისთვის დაგეგმილია იგივე და ახალი გრძელვადიანი და მოკლევადიანი ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული დოკუმენტი 7 ძირითადი თავისგან შედგება და წარმოადგენს შშმ პირთა უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შეჯამებას და ეხმიანება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში გაწერილ ვალდებულებებს. ანგარიშის პირველი თავი ეთმობა ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას და შესაბამისი გზამკვლევების შემუშავებას; მეორე თავი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის საკითხს მიემართება; დოკუმენტის მესამე თავი ფარავს დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისა და მისაწვდომობის საკითხების უზრუნველყოფას; შემდგომი თავი ეხება სამართალწარმოებაზე 2 ხელმისაწვდომობას; მეხუთე თავი ფარავს დასაქმების ხელშეწყობის საკითხებს; შემდეგი თავები კი მიმოიხილავენ განათლების უფლების ხელმისაწვდომობასა და მონაწილეობას კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში. I. ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი გზამკვლევების შემუშავება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების 50 - მდე თანამშრომელს ჩაუტარდა ტრენინგები თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები“. აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე ტრენერად დასაქმებული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგი - „ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“. მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების აღსრულებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგი თემაზე: - “შშმ პირებთან ურთიერთობისთვის საჭირო უნარების განვითარება“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში შსს) თანამშრომელებისთვის შშმ პირთა უფლებებზე, კომუნიკაციის სტანდარტზე, სამართალწარმოებაზე მისაწვდომობის და სხვა შესაბამის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების და პროფესიული უნარების დახვეწის მიზნით, საანგარიშო პერიოდში, უწყების ოპერატიული და ადმინისტრაციული დანაყოფების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და საქვეუწყებო დაწესებულებების 2000-ზე მეტ თანამშრომელს1 და სსიპ საქართველოს შსს აკადემიის პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს, ჩაუტარდათ სწავლებები (მათ შორის ტრენერთა ტრეინინგი). სასწავლო პროგრამების გაძლიერების მიზნით: ა) შემუშავებულია სასწავლო მოდული სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში შშმ პირთა იდენტიფიცირებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ; ბ) განახლდა მეხანძრე - მაშველებისთვის შემუშავებული სასწავლო მოდული; გ) შემუშავდა გამოძიების ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვან და არასრულწლოვან პირთა ეფექტური ჩართულობის სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტების შესახებ სასწავლო მოდული. 1 შსს-ს: ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მომსახურების სააგენტოს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშომლებს. 3 შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემიიდან (შემდგომში - „აკადემია“) გამოთხოვილ და გადახედილ იქნა შსს-ს შემდეგი სასწავლო მოდულები: „შეზღუდული სტანდარტი“; შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და კომუნიკაციის „ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობა“. ჩატარდა კვლევა ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის აღების საკითხებზე. შსს-ს თანამშრომლების ინიციატივით, შშმ თემის წარმომადგენლებთან გაიმართა 5 სამუშაო შეხვედრა. ჩატარდა 4 საკონსულტაციო შეხვედრა შშმ პირების, მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციებისა და ამ სფეროში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საბაზისო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, თბილისისა და ქუთაისის რესურს სკოლებში ჩატარებულია 5 ტრენინგი შშმ ბავშვებისთვის და ხელმისაწვდომია საინფორმაციო ბროშურები საგანგებო სიტუაციებისას ქცევის წესის შესახებ. შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დონორული მხარდაჭერით, ჩატარდა 2 (ორი) ტრენინგი სამართალდამცავებისთვის, თემაზე: შშმ ქალების სამართალწარმოებაზე მისაწვდომობის უზრუნველყოფა. საერთო ჯამში გადამზადდა 40 პირი. აკადემიის მიერ შშმ პირთა უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის სტანდარტებზე გადამზადდა - 233 მეხანძრე- მაშველი. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე 7 სკოლის ბავშვებს დაურიგდათ საინფორმაციო ბროშურები საგანგებო სიტუაციებისას ქცევის წესის შესახებ. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო მართვის გეგმების მომზადების საკითხებზე, კონსულტაციები გაეწიათ და შსს-ს დანაყოფთან შეთანხმებულ იქნა 332 ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულების, მათ შორის 7 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სკოლის საგანგებო მართვის გეგმები, რომლებშიც გათვალისწინებული იქნა შშმ პირებზე ორიენტირებული ღონისძიებები. 4 საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების მომზადებასთან დაკავშირებით ტრენინგები ჩაუტარდათ თბილისის, სამტრედიის, აბაშის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს. შსს-ში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტებთან დაკავშირებით შშმ პირების ინფორმირების მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დონორული მხარდაჭერით, დამზადდა ვიდეორგოლი, სუბტიტრებითა და ჟესტური თარგმანით, ადაპტირებული ფორმით, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - info.police.ge (https://info.police.ge/page?id=820). შშმ პირების უფლებების დაცვის მიმართულებით მუნიციპალიტეტებისათვის მეთოდური დახმარების გაწევის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებულია და მუნიციპალიტეტებისათვის გაზიარებულია შშმ პირების უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის ნიმუში სარეკომენდაციო აქტივობებით. საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით განხორციელდა ტრენინგები თემებზე: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ორიენტირებული ადგილობრივი ბიუჯეტირება“, ,,ადამიანის უფლებები ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის’’, რომელშიც ჩართული იყვნენ ყველა მუნიციპალიტეტიდან შესაბამისი წარმომადგენლები. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ორგანიზაციული გარემოს შემდგომი განვითარების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრთან (DCAF). 2023 წლის ნოემბერში, უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრის (DCAF) ექსპერტებთან გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მრავალფეროვანი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შემდგომი განვითარებისა და შშმ პირთა ინტეგრაციის შესაძლებლობების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. შეხვედრის ფარგლებში, ასევე განხილულ იქნა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისათვის შშმ პირთა უფლებების, ორგანიზაციის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების თაობაზე საჭიროებების კვლევისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობები. აგრეთვე, შემუშავდა თავდაცვის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხედვის პირველადი პროექტი, რომელიც გაზიარებული იქნა უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრის (DCAF) ექსპერტებისათვის, რეკომენდაციების მიღების მიზნით. 2023 წლის თებერვალში, საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელებულ ტრენინგში, თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებები ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალებისთვის" 5 მონაწილეობა მიიღო თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენელმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 6 თებერვლის №100 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკა და გზამკვლევი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და საჭიროებების მიმართ“, რომელიც ქმნის კონცეპტუალურ და ფუნქციურ საფუძველს თავდაცვის სამინისტროს სისტემის ფარგლებში შშმ პირთა უფლებების დაცვასა და სპეციალური საჭიროებების რეალიზებასთან დაკავშირებით. დოკუმენტის შემუშავების პროცესში გაზიარებულ იქნა ბრიტანელი ექსპერტების რეკომენდაციები. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საანგარიშო პერიოდში, შეიმუშავა და დაამტკიცა შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2023 წლის სამოქმედო გეგმა (შემდგომ – „სამოქმედო გეგმა“), რომელიც 4 მიზნის, 7 ამოცანისა და 39 აქტივობისგან შედგება. მათგან სრულად განხორციელდა 19 (49%), მეტწილად და ნაწილობრივ შესრულდა 20 (51%). სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია მოსაზრებებისთვის წარედგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს (შემდგომ – „საკონსულტაციო საბჭო“). საკონსულტაციო საბჭოს წევრებისგან მიღებული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი აისახა სამოქმედო გეგმაში. ზემოაღნიშნული სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის (რომელიც წარმოადგენს საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოს) მიერ, შემუშავდა 2023 წლის სამოქმედო გეგმის 6 თვის პროგრესისა და წლიური ანგარიშები. 2023 წლის 3 აგვისტოს გაიმართა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, რომელზეც საბჭომ განიხილა სამოქმედო გეგმის 6 თვის პროგრესანგარიში და შესრულებული საქმიანობის შესახებ მოუსმინა სამინისტროს ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს. სისტემის მასშტაბით ამასთან, საანგარიშო პერიოდში, შემუშავდა 2024 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც 4 მიზნის, 7 ამოცანისა და 34 აქტივობისგან შედგება. სამოქმედო გეგმის პროექტი რეკომენდაციებისთვის წარედგინება საკონსულტაციო საბჭოს. სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შემუშავდა ზოგადი კურსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. კურსის ხანგრძლივობაა 4 საათი და ფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის ცნება და კონცეფციის ცვლილება ისტორიულ ჭრილში; შშმ პირებთან კომუნიკაციის მინიმალური სტანდარტები (სწორი ტერმინები); უნივერსალური დიზაინი; გონივრული მისადაგების პრინციპი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნული ინსტრუმენტები; სპეციალური მოსარჩელის ცნება). 6 სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შემუშავდა ტრენინგმოდული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სერვისის მიწოდების მიმართულებით. მოდული მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება-კომუნიკაციისა და ქცევის ეტიკეტი“, „ეფექტიანი კომუნიკაცია და მომსახურება“. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მენეჯერული რგოლის 23 თანამშრომლისათვის ჩატარდა ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებსა და მათთან კომუნიკაციის ეტიკეტზე. ტრენინგით მოცული იყო შემდეგი საკითები: ტერმინოლოგიის განმარტება, ეტიკეტი, საკანონმდებლო ბაზა – ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობა, შიდა პოლიტიკის დაგეგმვის დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების გათვალისწინება, გონივრული მისადაგების პრინციპი, უნივერსალური დიზაინი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2023 წლის დეკემბერში ნოტარიუსებისათვის ჩატარდა ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სანოტარო მომსახურების მიწოდების თაობაზე. ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული მოდელები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ კომუნიკაციის სწორი ფორმები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები. ტრენინგში 284 ნოტარიუსი მონაწილეობდა. ამასთან, აღნიშნული ტრენინგი გაიარა ნოტარიუსთა პალატის 4-მა თანამშრომელმა. სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შემუშავდა არაერთი ტრენინგმოდული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე, რომელიც მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის ეტიკეტი; სწორი ტერმინოლოგია და ა.შ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე. კურსის თემატიკები მორგებული იყო სამიზნე აუდიტორიაზე და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურებისას კომუნიკაციის და ქცევის ეტიკეტი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები; მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები; სერვისის მიწოდებისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 7 პირებთან კომუნიკაციის სტანდარტი და სხვა. სწავლებებს ესწრებოდნენ: სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის, სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს, პენიტენციური სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა სამსახურის წარმომდგენლები. რეესტრის ეროვნული ჯამში პალატის და გადამზადდა სპეციალური 800-ზე მეტი თანამშრომელი. სსიპ - საჯარო სააგენტოს მიერ შემუშავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის გზამკვლევი. გზამკლევი განკუთვნილია სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლებისთვის და ის მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ კომუნიკაციის ეტიკეტი, სწორი ტერმინოლოგია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კატეგორია, ცნებები და ტერმინები. სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაერო-ს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობითა და საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოსთან (ანალიტიკური დეპარტამენტი) კოორდინაციით განხორციელდა კვლევა. ინტერვიუების შედეგად იდენტიფიცირებულ იქნა ის ბარიერები, რომლებსაც სანოტარო მოქმედებათა შესრულებისას აწყდებიან როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ისე ნოტარიუსები. პროექტის ფარგლებში, გამოვლენილი ბარიერების საფუძველზე, ნოტარიუსებისათვის მომზადდება სახელმძღვანელო, რომელშიც მოცემული იქნება რეკომენდაციები სანოტარო მომსახურების გაწევისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის ეტიკეტზე. სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ჟესტური ენის (საბაზისო დონე I) შემსწავლელი სასწავლო კურსი გაიარა ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ერთმა თანამშრომელმა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებების (ფიზიკური, სენსორული, ფსიქიკური და ინტელექტუალური) შეფასების ინსტრუმენტის პილოტირებისთვის (i) შემუშავდა სამოქმედო გეგმა; (ii) ჩატარდა ტრენინგი სპეციალისტებისთვის; (iii) განისაზღვრა საპილოტე დაწესებულებები; (iv) შეირჩნენ სპეციალისტები, რომლებიც განახორციელებენ ინსტრუმენტის პილოტირებას. შემუშავებულია შეფასების ინსტრუმენტისა და თანაბარი უფლებების უზრუნველყოფის სტანდარტის დანერგვის გეგმა. სპეციალური პენიტენციური დაწესებულების 8 თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტი (WHODAS)“, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა უწყების 51 თანამშრომელი. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2023 წელს უმასპინძლა გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელ ჯერარდ ქვინს. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მომზადდა ანგარიში იუსტიციის სამინისტროს მიერ სისტემის მასშტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გაანალიზდა, დამუშავდა და მომზადდა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ანგარიშები სისტემის მასშტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე (ჯამში, 8); კერძოდ: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტისათვის (CRPD) წარსადგენი ანგარიში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის ვიზიტის ფარგლებში ცირკულირებული უფლებათა სხვადასხვა ევროპული დოკუმენტაცია კომიტეტის (ECSR) (ჯამში, 2020 4 წლის დოკუმენტი), სოციალურ დასკვნებზე ანგარიში, ევროკომისიისთვის წარსადგენი ანგარიში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე და ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველოევროკავშირის დიალოგის შეხვედრისთვის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ (შემდგომში - ცენტრი) მიერ განხორციელდა შემდეგი აქტივობები: 2023 წლის განმავლობაში საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის საკითხებზე, 2023 წლის განმავლობაში გაიმართა 5 საინფორმაციო შეხვედრა შშმ პირებთან. შეხვედრებს დაესწრო 105 მონაწილე. უნდა აღინიშნოს, რომ საინფორმაციო ცენტრმა, 2022 წელს მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში, საუკეთესო იდეის ავტორად გამოავლინა ააიპ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი „ჰერა“. პროექტის მიზანი გახლდათ უსინათლო და მცირედმხედველი ბენეფიციარების ჩართულობის გაზრდა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, მათი ცოდნისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ. პროექტის ფარგლებში უსინათლო ბენეფიციარებისთვის გახმოვანდა და გამოიცა აუდიო წიგნები „მითები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და „გზამკვლევი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“, რომლებიც 2023 წელს განთავსდა სსიპ - საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და კავშირი „ჰერა“-ს ინტერნეტ-ბიბლიოთეკების ვებ გვერდებზე. პროექტის შედეგად დაიფარა დამატებით 8 000 ბენეფიციარი. 9 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს დებულების განახლების საფუძველზე, 2023 წელს, შეიქმნა ორი ახალი კომიტეტი: შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის და შშმ პირთა ჯანდაცვის მომსახურებებზე სხვებთან თანაბარი წვდომის ხელშეწყობის კომიტეტები. გასული წლის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით შედგა ჯანდაცვის კომიტეტის გასვლითი შეხვედრა, სადაც განხილული იქნა აქტუალური საკითხები და შეიქმნა სამოქმედო გეგმის პირველი მონახაზი. ასევე, შედგა დასაქმების კომიტეტის პირველი შეხვედრაც, რომელზეც წევრებისაგან მიღებული იქნა იდენტიფიცირებული პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაცია. ერთიანი საკოორდინაციო მექანიზმის კომიტეტების მუშაობის ფარგლებში ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 9 მარტის N94/ო ბრძანებით დამტკიცდა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალური (ბფს) მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა. აღნიშნული სამოქმედო გეგმა გათვლილია 2023-2025 წლებზე და ითვალისწინებს ისეთ საკითხებსა და სახავს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ და ხელს შეუწყობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის/სრულწლოვანი პირის სტატუსის დადგენის სისტემაში ბიოფსიქოსოციალური (შემდგომში ბფს) მოდელის დანერგვას. ამ დოკუმენტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის მინიჭების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა და შშმ პირთა უფლებების დაცვის სისტემური გარანტიების გაძლიერება, რაც განაპირობებს ახალი მოდელის ეტაპობრივი დანერგვის საშუალებას. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2023 წლის განმავლობაში: - გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შემუშავებულია კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავს ბფს მოდელით სტატუსის დადგენის პრინციპებს, ასაბუთებს მის შესაბამისობას შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან, მის უპირატესობას არსებულ სისტემასთან მიმართებაში და განმარტავს ბფს მოდელით სტატუსის დადგენის კომპონენტებს (ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური); - გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შექმნილია შემთხვევის მართვის გაიდლაინი, რომელიც აღწერს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის თითოეულ ეტაპს, ბავშვის/სრულწლოვანი პირის უფლებებს და განმარტავს თითოეული სპეციალისტის როლს და ფუნქციებს. ამასთან, უფლებებზე დაფუძნებული შემთხვევის მართვის გაიდლაინი ითვალისწინებს შშმ ბავშვის და სრულწლოვანი პირის სოციალური დაცვის რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ასევე, შექმნილია შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის დადგენის გაიდლაინი და კითხვარი, რომელიც დეტალურად აღწერს სრულ პროცესს. აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით ბავშვებმა ასაკის, 10 შესაძლებლობის და ინტერესის/სურვილის მიხედვით მონაწილეობა უნდა მიიღონ შშმ სტატუსის დადგენის პროცესში, უნდა შეაფასონ საკუთარი საჭიროებები და ძლიერი მხარეები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, საანგარიშო პერიოდში, გატარდა ღონისძიებები, რომლებიც ემსახურებოდა შშმ პირთა უფლებებებზე პერსონალის ცნობიერების და შესაძლებლობების გაზრდას. კერძოდ: გაძლიერდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების გუნდის შესაძლებლობები (მათ შორის, ინკლუზიური განათლების სპეციალისტების, კარიერის მართვის მენეჯერების, პროფესიული განათლების მასწავლებლების), საორიენტაციო სერვისის პილოტირების განხორციელების მიზნით. შეიქმნა შესაბამისი ტრენინგ მოდულები, რესურსები და ჩატარდა ტრენინგები პირისპირ ფორმატში. ტრენინგების შემდგომ, აგრეთვე ჩატარდა საკონსულტაციო შეხვედრების ციკლი დისტანციურ რეჟიმში. პროცესი განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უწყვეტი განათლების უკეთესი შესაძლებლობები პარტნიორობის გზით“ ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით; შემუშავდა გზამკვლევი და შესაბამისი ტრენინგ მოდული „აკომოდაციები სასწავლო პროცესის მისაწვდომობისათვის“ ინკლუზიურ პროფესიულ პროფესიული განათლებაში საგანმანათლებლო ჩართული დაწესებულებების სპეციალისტებისთვის. სასწავლო პროცესისა და მასალის მისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიებში, აკომოდაციების განხორციელების გზით, გაძლიერდა 30 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ინკლუზიური განვითარების გუნდის შესაძლებლობები, ტრენინგების გზით. ტრენინგების მიზანი იყო გუნდის წევრთა კომპეტენციების გაძლიერება სასწავლო პროცესში აკომოდაციების პრაქტიკაში გამოყენების მიმართულებით, სტუდენტის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში სტუდენტის ეფექტურ და სამართლიან ჩართულობას. ტრენინგები ჩატარდა როგორც პირისპირ, ისე დისტანციურ რეჟიმში; შემუშავდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ინკლუზიურ პროფესიულ განათლებაში ჩართული გუნდის უწყვეტი პროფესიული განვითარების მოდელი, რომლის მიზანია უზრუნველყოს გუნდის წევრთა უწყვეტი პროფესიული განვითარება, რაც ხარისხიანი ინკლუზიური განათლების საფუძველს შექმნის. აგრეთვე, შემუშავებულია ინკლუზიურ პროფესიულ განათლებაში ჩართული სპეციალისტების საქმიანობისთვის მოსამზადებელი და კომპეტენციების ასამაღლებელი ტრენინგ პროგრამა. მუშავდება შესაბამისი ტრენინგ მოდულები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (შემდგომში სსსმ) მოსწავლეების ხარისხიანი განათლების უფლების უზრუნველყოფის მიზნით, 2023 წლის განმავლობაში 11 განხორციელდა მთელი რიგი საგანმანათლებლო აქტივობები, ტრენინგი, საგანმანათლებლო შეხვედრები, კერძოდ ტრენინგმოდული:  ,,ადრეული ინკლუზიური განათლება“- გაიარა ადრეული განათლების საფეხურზე მომუშავე 653 სპეციალისტმა;  ინდივიდუალური სასწავლო გეგმა - გაიარა 349 სპეციალურმა მასწავლებელმა;  მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა (მათ შორის, მიუსაფარი ბავშვების) საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიკაცია, მათთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის სტრატეგიები - გაიარა 36 მასწავლებელმა;  სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალი კურსი - გაიარა 224 სპეციალურმა მასწავლებელმა. გაიარა 746 ასისტენტმა. სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტის მომზადება აღნიშნული ტრენინგი გათვალისწინებულია სსსმ მოსწავლის ასისტენტებისათვის და ფარავს შემდეგ საკითხებს: განვითარება, განვითარების დარღვევები, სწავლის სტრატეგიები, ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები, ქცევის მართვა და პოზიტიური ქცევის მართვის პრინციპები. სენსორული დარღვევების თემატიკაზე გაიმართა ღონისძიებები. კერძოდ:   მცირემხედველი მოსწავლის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები - გაიარა 132 მასწავლებელმა; სურდოთარჯიმანთა სერტიფიცირების პროგრამა (ქართული ჟესტური ენის თარჯიმანთა სერტიფიცირება) გაიარა ქართული ჟესტური ენის 10 თარჯიმანმა;  ჟესტური ენის სრული კურსი (I, II, III დონე) 20 სპეციალისტმა.  რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის- გაიარა 60 სპეციალურმა მასწავლებელმა; მშობლების მხარდამჭერი საგანმანათლებლო სერვისების თემატიკაზე, გაიმართა ვენინარები, თემაზე „მშობელთა ცნობიერების ამაღლება ინკლუზიური განათლებისა და ბავშვის განვითარების თავისებურებების შესახებ“ ვებინარებს ჯამში ესწრებოდა 3000-მდე მონაწილე.  სსსმ მოსწავლეთა ინდივიდუალური კონსულტირება: ინდივიდუალური კონსულტირების მიზანია სწავლასთან, ქცევასთან და ემოციურ დარღვევებთან დაკავშირებული სსსმ მოსწავლეების განათლების მხარდაჭერა, უშუალოდ სკოლაში მომუშავე გუნდისა და მშობლის კონსულტირების საშუალებით. მოიცავს სკოლის გაძლიერებას, ცნობიერების ამაღლებას, ქცევისა და კრიზისული ქცევის მართვის სტრატეგიების სწავლებას. წელს კონსულტირების სერვისი გაეწია 49 მოსწავლეს; 12 ლიდერობის განვითარების ტრენინგი ჩაუტარდა რესურსსკოლების დირექციის 14 წარმომადგენელს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მმართველი რგოლის წარმომადგენლებს, სულ 20 მონაწილე; განვითარების კონსულტირების განათლების სისტემის 80-მდე ტრენინგს რესურსსკოლების სპეციალისტი ესწრებოდა, 17 მასწავლებელი რომელთა და საქმიანობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების მხარდაჭერას უკავშირდება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს სახალხო დამცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის თანამშრომლობით დაორგანიზდა და გაიმართა შეხვედრა (დისტანციურად) სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემთან, სადაც დაიდენტიფიცირდა მათი საჭიროებები, გამოწვევები და განხილულ იქნა გადაჭრის შესაძლო გზები. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, სსიპ - თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მომზადდა საინფორმაციო მასალა „შშმ პირებთან კომუნიკაცია“. ჩატარდა ინტეგრირებული შემოქმედებითი ღონისძიებები: გამოფენები, ვორქშოპები და მასტერკლასები, რომლებშიც, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან და ლექტორებთან ერთად, მონაწილეობდნენ შშმ და სსსმ პირები. 2023 წელს, სსიპ - შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერი იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით ბერლინში, პროგრამა „INKULTUR“ ინკლუზიისა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, სადაც კულტური სფეროს წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება შშმ პირთა კულტურულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის საკითხებზე. ამაღლებისა და საქართველოს ეკონომიკისა და ცნობიერების დაქემდებარებაში არსებული შშმ პირთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მდგრადი განვითარების სამინისტროში და სააგენტოების თანამშრომლებისთვის მის განხორციელდა ტრენინგები: სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში შშმ პირთათვის სერვისების მიწოდების სპეციფიკის შესახებ, ტრენინგები ჩაუტარდა უწყების 40-მდე თანამშრომელს. „ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შშმ პირთათვის“ შემდეგ ლოკაციებზე: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. გორი, ქ. კასპი, ქ. თელავი, ქ. ქუთაისი, ქ. წყალტუბო, ქ. თეთრიწყარო, ქ. ზუგდიდი, ქ. ამბროლაური, ქ. ბათუმი, დაბა სტეფანწმინდა და დაბა მესტია. აღნიშნულის შედეგად, ჯამში გადამზადებულია ტურიზმის სექტორში დასაქმებული და დასაქმების მსურველი 350 ადამიანი; 13 დამატებით, აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა და ბარგის მომსახურების სამსახურის თანამშრომლებს, რომელთათვის სავალდებულოა შშმ პირთა მომსახურების შესახებ სწავლების ჩატარება, გავლილი აქვთ ტრენინგი და სერტიფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 41-ს. მათი სერტიფიკატი მოქმედია 2 წლის ვადით (12.2022-12.2024). შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და კოორდინაციით სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში გაიმართა სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ფართომასშტაბიანი, ორენოვანი, კარდაკარ საინფორმაციო/ცნობიერების ამაღლების კამპანიები. კამპანიების ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; იუსტიციის; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის; განათლებისა და მეცნიერების; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; ფინანსთა და სხვა სამინისტროების; სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია უწყებების კომპეტენციაში არსებული სიახლეების, სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ. ყველა შეხვედრა ტარდებოდა შშმ პირებისთვის ადაპტირებულ გარემოში. შეხვედრები ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების (საგარეჯო, ახმეტა, ლაგოდეხი, ყვარელი, დედოფლისწყარო, თელავი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ახალციხე, ასპინძა, მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, დმანისი) 150მდე სოფლის მოსახლეობასთან გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 7000-მდე ბენეფიციარმა, მათ შორის, ფაქტობრივად ყველა სოფელში, შეხვედრებს ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. 2023 წელს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველოსა და რეგიონული ოფისების თანამშროლებმა გაიარეს სპეციალური მომზადება დანაშაულის შესაძლო მსხვერპლ კომუნიკაციისა და მხარდაჭერის მიმართულებით. და დაზარალებულ შშმ პირებთან საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 2023 წლის 6 თებერვალს, დაამტკიცა საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიული და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმები. განსხვავებით წინა წლებისგან, ინკლუზიის მიმართ საარჩევნო ადმინისტრაციამ გამოიყენა ახალი მიდგომა, რაც გულისხმობს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობის დაგეგმვისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმ პირთა) საჭიროებების გათვალისწინებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცესკოს თანამშრომლებმა გაიარეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობით დაგეგმილი ტრენინგი „ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის შესახებ“. გარდა ამისა, ცესკოსა და სწავლების ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის 45-მა ხელმძღვანელმა გაიარა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ტრენინგი თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები“. შშმ პირთა თანაბარი საარჩევნო 14 გარემოს ხელშეწყობის მიზნით, ცესკოში მოქმედებს სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან საარჩევნო ადმინისტრაციის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის დასკვნითი მოსაზრებების დოკუმენტის 58-ე პუნქტში გამოთქმული რეკომენდაციის შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარის 2023 წლის 13 აპრილის N01-96 ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დებულებას დაემატა სამუშაო ჯგუფის მიზანი, მიზნის შესაბამისად დაზუსტდა ამოცანები, დეტალურად გაიწერა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის უფლებამოსილება. ასევე, ცვლილებები შევიდა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრისა და შეხვედრების ჩატარების წესში, რომლის მიხედვითაც ჯგუფის წევრების გარდა სამუშაო ჯგუფში, გარკვეული საკითხების განხილვისას, საჭიროებისამებრ, შესაძლოა მოწვეულ იქნენ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებიც არ შედიან სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში. აღნიშნული ცვლილებებით სამუშაო ჯგუფის საქმიანობა კიდევ უფრო ინკლუზიური გახდა. 2023 წელს ჩატარდა სამუშაო ჯგუფის ორი შეხვედრა. პირველ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს ინკლუზიის ნაწილში საარჩევნო ადმინისტრაციის განახლებულ მიდგომაზე. სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია 2023 წლის 29 აპრილს გასამართ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, მათ შორის შშმ ამომრჩევლებისთვის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიზნით უზრუნველყოფილი სერვისების შესახებ. აღნიშნულ შეხვედრაზე გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა, სადაც სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირებმა, რომლებიც სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან პრაქტიკაში გამოსცადეს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა. 2023 წლის 14 სექტემბერს ცესკოს თავმჯდომარე შეხვდა საქართველოში ვიზიტით მყოფ შშმ პირთა უფლებებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს -გერარდ ქვინს. ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა მათი ინფორმირებისთვის დანერგილი სიახლეების შესახებ, ხაზი გაუსვა ცესკოში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 27 დეკემბრის N236/2023 განკარგულებით ცესკომ დაამტკიცა 2024 წლის სამოქმედო გეგმა, სადაც გათვალისწინებულია უსინათლო და ყრუ პირებთან საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება, მხარდაჭერის მიმღები პირების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სასწავლო-საინფორმაციო კურსის განხორციელება და კონფერენციის ჩატარება თემაზე „არჩევნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი მონაწილეობა – საარჩევნო ადმინისტრაციის მიღწევები და გამოწვევები“. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მისაწვდომი გარემოს შექმნის და სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულებს ჩაუტარდათ ტრენინგები. ამასთან, შშმ პირთა ორგანიზაციების ჩართულობით, კომუნიკაციების კომისიაში ჩატარდა ღონისძიებები, რაც ხელს უწყობს შშმ 15 პირების და მათი შესაძლებლობების შესახებ კომუნიკაციების კომისიაში დასაქმებულთა ინფორმირებულობის დონის ზრდას. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის მიერ იდენტიფიცირებულია პროექტები, რომელთა ფარგლებში, შშმ პირთა ინკლუზიურობის უზრუნველყოფის მიზნით ჩატარდა მრავლობითი საინფორმაციო შეხვედრა. ინკლუზიური განათლების ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩატარდა შეხვედრები საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის. „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“, „Log-in Georgia“ პროექტის მეორე კომპონენტის ფარგლებში, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ განახორციელა დიაგნოსტიკური კვლევა საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების ციფრული ინკლუზიის მდგომარეობის შესაფასებლად. შედეგად, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შემუშავდა საქართველოში ციფრული ინკლუზიის შეფასების, შესაბამისი რეკომენდაციების და სამოქმედო გეგმის დოკუმენტი. კომუნიკაციების კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, რეგულარულად უზრუნველყოფს საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სერვისის მიმწოდებელი პირებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის და მათი უფლებების შესახებ, გაეროს განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული ტრენინგის ფარგლებში (აღნიშნული ტრენინგი ჩაუტარდა ბიუროს 50 თანამშრომელს), ტრენერების მიერ მომზადებული საინფორმაციო მასალა (ტრენინგ მოდულები, საინფორმაციო ბროშურები) ხელმისაწვდომია ბიუროს ყველა თანამშრომლისთვის, რომლის დახმარებითაც უკვე მეორე წელია, ხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობა. ჩატარებული ტრენინგებისა და გადამზადებულ საქართველოს პროკურატურაში თანამშრომელთა საერთო რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2023 წელს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათ შორის, შშმ ქალების უფლებებზე და შშმ პირებთან კომუნიკაციის თემაზე, ჯამში 8 სასწავლო აქტივობა განხორციელდა, რომლის ფარგლებში 125 მონაწილე გადამზადდა, მათ შორის 83 პროკურორი, პროკურატურის 8 გამომძიებელი, 33 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი და 1 მენეჯერი. შშმ პირთა მონაწილეობით, მათ შორის შშმ ქალთა მონაწილეობით არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების, გამოცდილების გაზიარებისა და ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, ჩატარებულია სამუშაო 16 შეხვედრა პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადვოკატების და სასამართლოს წარმომადგენლების მონაწილეობით. 2023 წლის 12-13 ოქტომბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე, მათ შორის შშმ პირთა და შშმ ქალთა მონაწილეობით არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების, გამოცდილების გაზიარებისა და ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, პროკურატურის მენეჯერების და მოსამართლეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს დისკრიმინაციის ნიშნით, მათ შორის შშმ ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივითა და შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ ტენდენციებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე. ასევე, განიხილეს სისხლის სამართლის საქმეებში შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის იმსჯელეს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე სამართალწარმოების პროცესში დანერგილ მსხვერპლზე ორიენტირებულ მიდგომებზე. გარდა ამისა, დისკუსია შეეხო გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმეთა განხილვის პრაქტიკულ ასპექტებს. საქართველოს პროკურატურა მესამე წელია აქტიურად თანამშრომლობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოსთან და შშმ თემის წარმომადგენლებთან. თანამშრომლობისა და ანგარიშვალდებულების გაღრმავების მიზნით, შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოსთან 2023 წელს პროკურორების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე, საზოგადოების პროაქტიული ინფორმირების მიზნით, ,,ადამიანის უფლებების“ სპეციალური ტაბის „შშმ პირთა უფლებების დაცვის“ ქვე-ტაბში, 2023 წელს განთავსდა ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ამასთან, 2023 წლის 13 ნოემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოსთან და შშმ თემის წარმომადგენლებთან პროკურორების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს შშმ პირთა მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, არსებული გამოწვევები და შშმ 16 მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების შესრულების შედეგები წარუდგინეს. შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა შშმ პირთა მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის მიმართულებით განხორციელებული სისხლის 17 სამართლის პოლიტიკის, ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით განხორციელებული აქტივობებისა და პროკურატურის სამომავლო გეგმების შესახებ საკითხები განიხილეს. წელს, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა შშმ პირთა 2023 მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, შშმ თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შშმ ქალებთან, ასევე შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს რუსთავში, თელავში, მარნეულში, საჩხერესა და ამბროლაურში. პროკურორებმა შეხვედრაზე იმსჯელეს შშმ ქალებისა და გოგონების უფლებებზე, საჭიროებებსა და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის საკითხებზე, ამ მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე და არსებულ გამოწვევებზე. ასევე განიხილეს შშმ მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების შესრულების მონიტორინგის შედეგები, ხოლო მონაწილეებმა წარადგინეს საკუთარი მოსაზრებები. საქართველოს პროკურატურაში გამოიცა „შშმ მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ“ სახელმძღვანელო მითითების შესრულების მონიტორინგის ანგარიში. სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურომ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების უზრუნველყოფის მიზნით, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად, 2023 წელს დაამტკიცა წლიური სამოქმედო გეგმა, რომელიც ორ მსხვილ ამოცანას და შესაბამის აქტივობებს აერთიანებს, კერძოდ: საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური გაძლიერება მიმზიდველი და მრავალფეროვანი საჯარო სამსახურის შექმნის უზრუნველსაყოფად (1); საჯარო სამსახურში შშმ პირების სტატუსის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესის ხელშეწყობა (2). წლიური სამოქმედო გეგმა გამოქვეყნებულია ბიუროს ვებგვერდზე. წლიური სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურომ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ერთეულებისათვის, შეიმუშავა დამსაქმებლების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია. აღნიშნული მეთოდოლოგია აერთიანებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ შშმ პირების შესახებ ინფორმაციის მოგროვების და მათი კლასიფიკაციის შესახებ ინფორმაციას, ასევე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) რეკომენდაციებს შშმ დასაქმებულ პირებთან მიმართებაში. სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ჩატარდა ორ ორდღიანი 18 ტრენინგი საქართველოს სამინისტროების, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და დამოუკიდებელი სსიპ-ების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების 28 წარმომადგენლისათვის. ტრენინგზე განხილულ საკითხებს შორის იყო შეზღუდული შესაძლებლობის მოდელები, ცნებები, მიდგომები, სტერეოტიპები და გარემოში არსებული ბარიერები, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით გათვალისწინებული ძირითადი პრინციპები, აღსრულება და მონიტორინგი, სამუშაო ადგილას შშმ პირთა დისკრიმინაციის ფორმები, გონივრული მისადაგება და საქართველოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, კომუნიკაცია შშმ პირებთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრინციპები და მიდგომები, შშმ პირთა მონაწილეობის ხელშეწყობა. საჯარო სამსახურში შშმ პირების სტატუსის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესის ხელშესაწყობად, 2023 წელს დაიწყო შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ელექტრონული სასწავლო მოდულის შემუშავება ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისათვის. ამ ეტაპისთვის მომზადებულია შინაარსობრივი ნაწილი და მიმდინარეობს ვიდეო მასალის მომზადება. 2023 წლის 21 თებერვალს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა „შშმ პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის (შემდგომში საკოორდინაციო კომიტეტი)“ სხდომა. აღნიშნულ სხდომაზე, საკონსულტაციო საბჭოს წევრები შეხვდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებს. შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და მიმდინარე საკითხების განხილვას. აქტიური დისკუსიის ფარგლებში საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა არსებული ბარიერების შესახებ ინფორმაცია გააცნეს და მინისტრის მოადგილეებს რეკომენდაციები გაუზიარეს. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო CRPD-ის კონვენციის ანგარიშის განხილვისთვის მოსამზადებელი საკითხების განხილვას. 2023 წლის 5 ივნისს, საკოორდინაციო კომიტეტის მორიგ შეხვედრაზე განიხილეს გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კომიტეტის რეკომენდაციები. ამავე შეხვედრაზე, საკონსულტაციო საბჭოს წევრების მონაწილეობთ, შეიქმნა ორი თემატური სამუშაო ჯგუფი ინკლუზიური განათლებისა და მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციის შესახებ. 2023 წლის 26 და 27 ივლისს გაიმართა აღნიშნული თემატური სამუშაო ჯგუფების შეხვედრები. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა ადრეული ინკლუზიური განათლების პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების ხელშეწყობა; შშმ პირთა პარკინგის ერთიანი წესები და რეგულაციები. 3 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის 19 სხდომა ჩატარდა. სხდომის ფარგლებში დამსწრეებმა იმსჯელეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის დადგენილებით შექმნილი თემატური სამუშაო ჯგუფების მიერ განხილულ თემებზე: ინკლუზიური განათლებისა და მუნიციპალიტეტებში საპარკინგე საშვების ერთიანი წესის შექმნის შესახებ. თემი „ქედელი“-ის წარმომადგენელმა, დამსწრეებს წარუდგინა კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებების შესახებ. სხდომის დასასრულს გაიმართა დისკუსია და ხაზი გაესვა შშმ პირთათვის არსებულ საჭიროებებს, რომელთა მოსაგვარებლადაც საკონსულტაციო საბჭო და კომიტეტი განაგრძობენ მუშაობას. საანგარიშო პერიოდში, სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის შეხვედრა გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან, სადაც მონაწილეებმა განიხილეს შრომით უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. 2023 წლის 1 ივნისს, ხაშურის საოჯახო ტიპის სახლებში მყოფ ბავშვებს წარედგინათ იურიდიული დახმარების სამსახურის საბავშვო ვებგვერდი www.children.las.ge. ვებგვერდზე წარმოდგენილია მოზარდებისათვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია, როგორც იურიდიულ თემებზე, ასევე, ფსიქოლოგიურ, სოციალურ საკითხებზე. ვებგვერდი შვიდენოვანია (ქართული, ინგლისური, რუსული, სომხური აზერბაიჯანული, ოსური და აფხაზური) და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის (სმენადაქვეითებული, სუსტი და მხედველობის არმქონე). 2023 წლის ივნისსა და ნოემბერში, USAID ,,სამართლის უზენაესობის პროგრამის’’ მხარდაჭერით ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში გაიმართა პანელური დისკუსიები თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის უფლებების დაცვა საქართველოში“; „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე“. სპიკერებმა დამსწრე საზოგადოებას არსებული პრაქტიკა გააცნეს. პანელურ დისკუსიას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პრაქტიკოსი ადვოკატები. დისკუსია წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით. შეხვედრას ესწრებოდა 37 ადამიანი. 2023 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, შშმ პირთა უფლებების შესახებ სწავლება გაიმართა ქუთაისსა და ბათუმში პროექტ „პარალეგალის“ ფარგლებში. ხოლო, UNDP მხარდაჭერით განხორციელებულ 10 ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ სამსახურის ადმინისტრაციის თანამშრომლები, საზოგადოებრივი ადვოკატები, კონსულტანტები და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატები. გადამზადდა 150 ადამიანი. 20 სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მომზადდა - სამედიცინო სამართლის შესახებ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს შეისწავლოს საზოგადოებრივ ადვოკატთა საჭიროებები ისეთ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, რომლებიც მოითხოვს სპეციფიურ ცოდნას. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევა საპილოტე ხასიათისაა. შემუშავდა სახელმძღვანელო წესები შშმ პირების იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. აქვე აღსანიშნავია, რომ სამსახური ყოველწლიურად შშმ თემის ჩართულობით ამზადებს შიდაუწყებრივ სამოქმედო გეგმას შშმ პირებთან დაკავშირებით. 2023 წელს, სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურმა ჩაატარა 74 საინფორმაციო გასვლითი შეხვედრა, რომელსაც საერთო ჯამში დაესწრო 4000-მდე ადამიანი. 18 ოქტომბერს, უფასო სამართლებრივ დახმარებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პირველად ამოქმედდა „იურიდიული დახმარების მობილური საკონსულტაციო ცენტრი“. პროექტი იურიდიული დახმარების სამსახურმა გერმანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განახორციელა. მობილური საკონსულტაციო ცენტრი არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა კონფიდენციალურობის დაცვით, საჭირო შემთხვევაში მომზადდება სამართლებრივი დოკუმენტები. ცენტრი გასვლით ღონისძიებებს ახორციელებს უმეტესად მაღალმთიან ან კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში, სადაც იურიდიული დახმარების ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები მოშორებით მდებარეობს. მობილური საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით უფასო სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია 500-ზე მეტ ადამიანს. შშმ პირებთან კომუნიკაციის სტანდარტების შესახებ და მათი უფლებების თაობაზე, 2023 წლის განმავლობაში გადამზადდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 25 თანამშრომელი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანებით2 დამტკიცდა და პრაქტიკაში დაინერგა მოქალაქეებთან კომუნიკაციის სტანდარტი, რომელიც მოიცავს შშმ პირთა მომსახურების სტანდარტს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილებისა და შშმ პირთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, 2023 წლის 26 ოქტომბერს, სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, სამსახურის უფროსთან და სამსახურის უფროსის აპარატის უფროსთან ერთად, ა(ა)იპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ წევრებთან, ქალაქ ბათუმში, სამუშაო შეხვედრა გამართა; 2 2023 წლის 20 ივნისის №01/72 ბრძანება 21 2023 წელს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაამზადა საინფორმაციო ბროშურები, რომელშიც მითითებულია პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ. აღნიშნული ბროშურები, შშმ პირთათთვის (უსინათლოთათვის) ხელმისაწვდომობის მიზნით, დამზადდა ბრაილის შრიფტით და გადაეცა თბილისისა და ბათუმის უსინათლოთა კავშირებს, რომლებმაც თავის მხრივ უზრუნველყვეს სხვადასხვა ფილიალისთვის მიწოდება; სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური სამსახურის 5 (ხუთი) თანამშრომელი. სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგკურსზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და მათთან კომუნიკაციის ეტიკეტი“ გადამზადდა. 2023 წლის განმავლობაში სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ჩატარდა 2 ორდღიანი ტრენინგი თემაზე - „შშმ პირთა უფლებები“, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 44 მოსამართლე. ასევე, ჩატარდა 2 ორდღიანი ტრენინგი თემაზე - „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია“, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 9 მოსამართლე და სასამართლოს აპარატის 19 მოხელე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ, 2023 წელს, ჩაატარა დებულებით წინასწარ განსაზღვრული სხდომების რაოდენობა; გარდა სხდომებისა, საბჭოს წევრების მიერ ჩატარდა ათამდე თემატური შეხვედრა შშმ პირების, მერიის სტრუქტურული ერთეულების სსიპების და ა(ა)იპ ების მონაწილეობით. საბჭოს შშმ წევრების ჩართულობით, შემდგომი რეკომენდაციების მომზადების მიზნით, შემოწმდა 2023 წელს მიმდინარე ან დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები. შშმ პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლების და დამკვიდრებული სტერეოტიპების ცვლილების მიზნით, საქართველოს სხვადსხვა მუნიციპალიტეტებში აღინიშნა დაუნის სინდრომის, აუტიზმის, და სხვა დიაგნოზისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დღეები. მუნიციპალიტეტების3 (28) თანამშრომლები გადამზადნენ შშმ პირთა უფლებების რეალიზების და მათთან კომუნიკაციის და მათი დაცვის საკითხებზე. ტრენინგებზე და საინფორმაციო შეხვედრებზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: შშმ პირთა ექსპლუატაციისგან, ძალადობისგან, არასათანადო მოპყრობისა და დისკრიმინაციისგან დაცვა; შშმ პირთა შრომითი უფლებების შეზღუდვისა და დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის დაუშვებლობა; შშმ პირებზე ორიენტირებული ბიუჯეტირების საკითხები; 3 წყალტუბოს, ჭიათურის, ლაგოდეხის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, მცხეთის, ამბროლაურის, წალკის, კასპის, ხაშურის, ვანის, თელავის, სენაკის, საგარეჯოსა, იორმუღალოს, სიღნაღის, ყვარლის, ასპინძის, ბორჯომის, ახალციხის, თეთრიწყაროს, ონის, ბაღდათის, საჩხერის,ზუგდიდის, დმანისის, კასპის მუნიციპალიტეტების. 22 მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების ეფექტიანად განხორციელება; უფლებებზე დაფუძნებული სერვისები შშმ პირებისთვის და სხვა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გადამზადებისა და პროფესიონალთათვის ცნობიერების ამაღლების ღონისძიბები პერმანენტული ხასათისაა და ყოვლეწლიურად ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. II. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის მიმართულება სოციალურ მომსახურებებსა და სახელმწიფო პროგრამებზე შშმ პირთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით 2023 წლის განმავლობაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული იქნა შემდეგი ღონისძიებები: 2023 წლიდან „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში შშმ პირებისთვის განისაზღვრა მომსახურების ახალი სახეები: პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის, შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფისა და ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის მომსახურების ქვეპროგრამები. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიზარდა „დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ დაფინანსება, კერძოდ, შშმ პირთა დღის ცენტრის დღიური დაფინანსება გაიზარდა 18 ლარიდან 20 ლარამდე. სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის დანართების სახით გამოიყო კომპონენტები: ა) ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი; ბ) შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი, რომელიც მოიცავს: ბ.ა) შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტს; ბ.ბ) შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ინდივიდუალური დახმარებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტს; გ) ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა 24-საათიანი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი; დ) მძიმე და ღრმა შშმ პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტი; ე) 18 წლისა და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტი; 23 ვ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი. „სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა 332 ბენეფიციარამდე. გაიზარდა კომპონენტების დაფინანსება. შშმ პირებისთვის - 30 ლარიდან 35 ლარამდე და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის ბენეფიციარებისთვის 35 ლარიდან 40 ლარამდე. 2023 წლის განმავლობაში აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირდა 37 ახალი ორგანიზაცია. შესაბამისად, გაიზარდა მომსახურებების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ახალი ორგანიზაციები შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში უზრუნველყოფენ დამატებით 1406 ბენეფიციარის პროგრამულ მომსახურებას. შინმოვლისა (30-30 ბენეფიციარზე) და პერსონალური ასისტენტით მომსახურებით უზრუნველყოფის (20-20 ბენეფიციარზე) ქვეპროგრამის ფარგლებში დარეგისტრირდა ორი ორგანიზაცია ბაღდათსა და ჩოხატაურში. მიმდინარეობს სხვა ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესი. 2023 წლიდან ამოქმედდა ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის მომსახურების ქვეპროგრამა. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში მყოფი მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომლებსაც გარდა მზრუნველისა, ესაჭიროებათ ხანგრძლივი კვალიფიციური სამედიცინო/საექთნო მოვლა. დღეისათვის შშმ ბავშვთა დიდი ზომის დაწესებულებაში არ ირიცხება არც ერთი ბავშვი. 2023 წლის ამავე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საშუალებებით უზრუნველყოფის არსებული მომსახურებები: გაუმჯობესდა დამხმარე ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში, მექანიკური ეტლის მიღებისათვის საჭირო კრიტერიუმებს დაემატა ონკოლოგიური დიაგნოზები. ამასთანავე, მაღალი და საშუალო მორგების ეტლების გაცემა შესაძლებელი გახდა ზრდასრულ პირზეც იმ შემთხვევაში, თუ პირს დადგენილებით დამტკიცებული შესაბამისი დანართით განსაზღვრულ მდგომარეობასთან ერთად აღენიშნება ასაკისთვის შეუსაბამო წონა და წონის დეფიციტი შეადგენს არანაკლებ 35-40%ს; ხანდაზმული პირის მიერ ელექტრო ეტლის მოთხოვნის შემთხვევაში, 2023 წლიდან დამხმარე საშუალების გაცემა შესაძლებელი გახდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის – ფორმა № IV-100/ა-ის საფუძველზეც, ასეთ შემთხვევაში, ელექტრო ეტლის საჭიროების მქონე ხანდაზმული პირი აღარ გაივლის სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზას; 24 გარდა ამისა, გამარტივდა კიდურების პროთეზის განმეორებით მიღების პროცედურა. სსიპსახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდგომში ზრუნვის სააგენტო) შესაბამის მონაცემთა ბაზაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა და სსე აქტის ამონაწერის წარდგენა საჭირო არ არის; სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდა პედიატრიული ციფრული სმენის აპარატის ერთ პირზე წლის განმავლობაში 2 ცალის (ორივე ყურისთვის) ერთდროულად ან ცალ-ცალკე გაცემა; ყრუ და სმენის არმქონე შშმ პირთა ვიდეო კონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში - გაცემის დროს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაცია აღარ წარმოადგენს ამ დამხმარე საშუალების მიღების აუცილებელ პირობას; უსინათლოთა ხელჯოხებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში, გამარტივდა ხელჯოხის მიღების პროცედურა. დამხმარე საშუალება გაიცემა უსინათლო სტატუსის დამადასტურებელი წინა წლებში გაცემული ნებისმიერი დოკუმენტაციის საფუძველზე. 2023 წლიდან დაემატა აბაზანის/საპირფარეშოს დამხმარე სკამებით უზრუნველყოფის კომპონენტი, რომლის ამოცანაა შინმოვლის მომსახურებით სახელმწიფო პროგრამის უზრუნველყოფისა და მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის აბაზანის/საპირფარეშოს დამხმარე სკამებით. 2023 წელს, მოსარგებლე პერსონალური მოსარგებლეთა შშმ პირთა, ასისტენტის უზრუნველყოფა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურებისა და მედიცინის დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლების მიერ განხორციელდა იმ დაავადებათა ჩამონათვალის გადახედვა და კორექტირება, რომლებიც წარმოადგენენ შშმ პირისა და შშმ ბავშვის სტატუსის დადგენის საფუძველს. განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები: - ცვლილება შევიდა ,,შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში (N6/ნ, 26 იანვარი 2023 წ.); - ცვლილება შევიდა „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ 25 ბრძანებაში ( N5/ნ, 26 იანვარი 2023 წ.). განხორციელებული ცვლილებით შშმ სტატუსის დადგენისა და შესაბამისი სოციალური შეღავათებით სარგებლობის უფლება მიეცათ ორგანოგადანერგილ პირებს (მათ შორის 18 წლამდე ასაკის ბავშვებს), ასევე, ქრონიკული, მემკვიდრული კანის მძიმე დაავადებების მქონე პირებს, ვოლფრამის სინდრომის მქონე ზრდასრულებს, არაჰოჯკინის ლიმფომით დაავადებულ, აგრეთვე, ერთი თვალით პრაქტიკული სიბრმავის ან ანოფთალმიის მქონე, ასევე, კარდიოსტიმულატორის, გულის ანევრიზმის, თირკმლის ქრონიკული დაავადების ან ქრონიკული ოსტეომიელიტის, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს სხვადასხვა სახის პროგრამებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შშმპ სტატუსის მქონე ბენეფიციარებს. კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების, პირველი მუხლის, პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ N1 დანართით განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ენიჭება შესაბამისი ქულა, მდგომარეობის შეფასების პროცესში. რომელიც შემდგომ გავლენას ახდენს ოჯახის ანალოგიური მიდგომაა, ეკომიგრანტთა და უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების პროგრამებშიც, სადაც შშმ პირის სტატუსი წარმოადგენს ერთ-ერთ კრიტერიუმს. შშმპ სტატუსი მნიშვნელოვანია, დევნილი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარებით უზრუნველყოფის პროცესში, მკვეთრად გამოხატული შშმ პირის სტატუსი წარმოადგენს თანხის გაცემის საფუძველს. ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები სარგებლობენ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ განსხვავებული პაკეტით, რაც ითვალისწინებს, როგორც ამბულატორიული, ასევე, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას შესაბამისი ლიმიტებისა და თანაგადახდების გათვალისწინებით: - სასწრაფო სამედიცინო მომსახურება და სამედიცინო ტრანსპორტირება; ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმისა და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა (მხოლოდ აცრა- ვიზიტი), ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, პრევენციული ღონისძიებები, დაავადებათა დიაგნოსტიკა 26 და მართვა, პალიატიური მზრუნველობა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება ბინაზე (კომპეტენციის ფარგლებში); - COVID-19 - ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARSCoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე“ – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად; - ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებით: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ქირურგი; - ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე ნებისმიერი სახის ინსტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფია, საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდსასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (სისტემების მიხედვით, ტრანსაბდომინურად), გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია და ძვლების რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია (ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, თანაგადახდას არ ექვემდებარება საპენსიო ასაკის ვეტერანის ან მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება); - ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ჰემოგლობინი, ქოლესტერინი სისხლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, პროთრომბინის დრო (INR), ღვიძლის ფუნქციური სინჯები: ALT, AST, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი TSH; - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაგნიტურბირთვულ-რეზონანსული გამოკვლევებისა; - ამბულატორიულ დონეზე ყველა სახის სამედიცინო ცნობების, დასკვნებისა და რეცეპტების გაცემა (მათ შორის, ინკურაბელური პაციენტებისათვის ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების რეცეპტების გაცემა); - გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება; - გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება - კრიტიკული მდგომარეობები (II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა), სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნება/ქრონიკული მოვლა და კომბუსტიოლოგია (არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან); 27 - გადაუდებელი მდგომარეობები, მათ შორის, ინფექციურ დაავადებებსა და ინკურაბელური პაციენტების პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია, გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასა და ლოგინობის ხანასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, თანაგადახდას არ ექვემდებარება შშმ ბავშვები, ასევე საპენსიო ასაკის ვეტერანი ან მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანი; - გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), ასევე გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევები − წლიური ლიმიტი 15 000 ლარი ითვალისწინებს 20%-იან, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან. თანაგადახდას არ ითვალისწინებს კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაციები და მათთან დაკავშირებული გამოკვლევები 0 – 5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვებისათვის, ასევე თანაგადახდას არ ექვემდებარება საპენსიო ასაკის ვეტერანისთვის ან მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება; - ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა და დიაგნოსტიკა (მათ შორის, დღის სტაციონარი), კერძოდ, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია, ასევე, მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით (მონოკლონური ანტისხეულები, პროტეინკინაზის ინჰიბიტორები, ბისფოსფონატები – მათ შორის, №1.16 დანართით გათვალისწინებული) მკურნალობა და ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები – წლიური ლიმიტი − 25 000 ლარი – ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე; - მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურება ანაზღაურდება DRG-ის ღირებულების 20%-ის ოდენობით, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა; მელოგინეთა სეფსისის მკურნალობა − ანაზღაურდება სრულად, DRG-ის შესაბამისად; მშობიარობა (მათ შორის, გაუტკივარება, აყვანილი ექიმი) ანაზღაურდება სრულად DRG-ის შესაბამისად; საკეისრო კვეთა (მათ შორის, გაუტკივარება, აყვანილი ექიმი) – ანაზღაურდება სრულად DRG-ის შესაბამისად; - ინფექციური დაავადებების მართვა (თანაგადახდა შეადგენს 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა); - შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციართა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფა; - სამედიცინო დოკუმენტაციით დადასტურებული ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე, როგორც შშმპ სტატუსის მქონე, ასევე ამ სტატუსის არმქონე პირების უზრუნველყოფა სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით; 28 - თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია; - მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები იღებენ გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის ქრონიკულ დაავადებათა; დიაბეტის (ტიპი 2); ფარისებრი ჯირკვლის; პარკინსონის და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებს. 2023 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2023 წელს 21 დაჭრილ/დაშავებულ მოსამსახურეს, მათ შორის შშმ სტატუსის მქონე პირებს გაეწია საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურება. ასევე, მათთვის შეძენილ იქნა 4 ელექტრო ეტლი; 9 პირი მკურნალობის მიზნით, იმყოფებოდა თურქეთსა და ავსტრიაში; 10 მოსამსახურეს გერმანიაში ჩაუტარდა რეპროთეზირება; მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში, ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსით ისარგებლა 145 მოსამსახურემ და მათი ოჯახის 58 წევრმა. ასევე, შესყიდულ იქნა 6 ერთეული სარეაბილიტაციო - სავარჯიშო ინვენტარი; 2023 წელს, დაჭრილმა/დაშავებულმა მოსამსახურეებმა, მათ შორის შშმ სტატუსის მქონე პირებმა, მონაწილეობა მიიღეს შემდეგ სპორტულ ღონისძიებებში: "საჰაერო ძალების თამაშები" (აშშ), „საზღვაო ქვეითთა თამაშები“(აშშ), „ძლიერთა თამაშები“ (გერმანია), "მარშირება რთულ რელიეფზე" (შოტლანდია), "საზღვაო ქვეითთა მარათონი" (აშშ). „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის სოციალური პაკეტის ოდენობა განისაზღვრა 340 ლარით, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის - 175 ლარის ოდენობით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის განისაზღვრა - 340 ლარით. მიმდინარე უკანონო რუსული ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა, მათ შორის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აქტიური ჩართულობით, პროაქტიულად ზრუნავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე, მათ შორის შშმ პირებზე, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში. აღნიშნული პოლიტიკა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციის ძალისხმევის პარალელურად, მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და უკეთესი მომავლის პერსპექტივის შექმნას, ასევე ომით ხელოვნურად გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობის ხელშეწყობას. 29 შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ხელმისაწვდომია სრულიად უფასო სამედიცინო მომსახურება ჯანდაცვის „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის“ საფუძველზე. აღნიშნული სერვისით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან წლიურად 1,500-მდე პაციენტი სარგებლობს, მათ შორის შშმ პირები. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა მუშაობს აფხაზეთის რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების მხარდასაჭერად, მოსახლეობის იმუნიზაციის და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებით, დიაბეტის, ტუბერკულოზის და აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებით, ასევე, შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის მომარაგების გზით, რომელთა ღირებულება წლიურად დაახლოებით 1.5 მილიონ ლარს შეადგენს. ჯამში, 2023 წელს საქართველოს მთავრობის მიერ ჯანდაცვის კომპონენტზე დახარჯული თანხა 7 მილიონ ლარს აჭარბებს. 2023 წელს ცვლილებები განხორციელდა საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებებში, რის შედეგადაც „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის“ მიღმა არსებული ჯანმრთელობის დაცვის ყველა, მათ შორის შშმ პირებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სახელმწიფო პროგრამაში ოკუპირებული რეგიონებიდან მოსახლეობის ჩართვა და უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევა შესაძლებელი გახდა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში ამოქმედებული ნეიტრალური პირადი ნომრით რეგისტრირებული პირებისთვისაც. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს და ხელს უწყობს საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის ადგილზე განხორციელებულ ჰუმანიტარულ და სოციალურ პროექტებზე სპეციალური თანხმობის გაცემის გზით. მხარდაჭერილი პროექტები ითვალისწინებს აფხაზეთის რეგიონში შშმ პირების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მხარდაჭერას, შესაბამისი ცენტრების შექმნას და მათთვის სათანადო ტექნიკის გადაცემას, ბავშვთა განვითარების ცენტრების ჩამოყალიბებას და სხვადასხვა სერვისების მიწოდებას შშმ პირებისთვის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობების4 შესაბამისი სამსახურები შშმ პირთა პირთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ახორციელებენ სხვადასხვა მიზნობრივ ქვეპროგრამებს, რომელიც ითვალისწინებს ბენეფიციართა სამედიცინო და სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებას. 2023 წელს, აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწია 4000-სზე მეტ პირს, რომელთაც 4 დაუფინანსდათ მედიკამენტოზური მკურნალობა, სამედიცინო გლდანის, კრწანისის, ვაკის,ჩუღურეთის, საბურთალოს, ისნის, მთაწმინდის გამგეობები/სამსახურები. 30 გამოკვლევევების, ოპერაციის და რეაბილიტაციის ხარჯები. ასევე გაიცა მიზნობივი ფულადი დახმარებები. ხოლო, „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესი“-ის თანახმად შშმ პირებს და მათ ოხახებს ბინის ქირის კომპენსაცია აუნაზღაურდათ. საქართველოს მუნიციპალიტეტებში5 (51 მუნიციპალიტეტში), სხვადასხვა სამსახურების მეშვეობით, ხორციელდება შშმ პირებზე ორიენტირებული პროგრამები და შესაბამისად იწარმოება მონაცემები აღნიშნული ქვეპროგრამებით მოსარგებლე პირების თაობაზე. საანგარიშო პერიოდში, მოსარგებლე პირებს დახმარება გაეწიათ შემდეგი პროგრამების ფარგლებში: თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების დახმარება, ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა; კომუნალური გადასახადების დაფინანსება; უსინათლო შშმ პირების ყოველთვიური დახმარება და გამცილებლით უზრუნველყოფა; მუსიკათერაპიის სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსება; აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება; მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დაფინანსება; კოლეჯის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე შშმ სტუდენტების წახალისება ფულადი ჯილდოთი; შშმ სტატუსის მქონე სტუდენტთა დახმარება; სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერა; სოციალურად დაუცველი სხვადასხვა პათოლოგიების მქონე ბავშვებისთვის სპორტულ - გამაჯანსაღებელი წრეების დაფინანსების ქვეპროგრამა (ცერებრული დამბლა და სხვა პარალიზური სინდრომები, განვითარების ეტაპების დაყოვნება ფიზიკური შეზღუდვით); შშმ პირთა სამედიცინო მომსახურების და სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილების ქვეპროგრამები (კორონაროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ბიოფსია, პისტო ქიმიური კვლევის დაფინანსება; ფიზიო თერაპევტის სოციალური მუშაკის, მეტყველების თერაპევტის, ფსიქოლოგის მომსახურების დაფინანსება; შინ მოვლის ქვეპროგრამის განხორციელება მულტიდისციპლინარული ჯგუფის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებისგან. პროგრამის 5 ბათუმის, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურის, ხულოს, ოზურგეთის, ჩოხატაურის სამტრედიის, ტყიბულის, ზესტაფონის, საჩხერის, ქუთაისის, წყალტუბოს, ჭიათურის ,დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ყვარლის, დუშეთის, თიანეთის, მარტვილის, თეთრიწყაროს, ხონის, ახმეტის, გურჯაანის , ლენტეხის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ამბროლაურის, დუშეთის,მცხეთის, ადიგენის, ყაზბეგის, ცაგერის, ონის, აბაშის, ზუგდიდის , მესტიის, სენაკის, ფოთის, ხობის, ახალქალაქის, ასპინძის ბორჯომის გარდაბნის, დმანისის, კასპის, რუსთავის, გორის მუნიციპალიტეტებში 31 ფარგლებში, თითო ბენეფიციარს ინდივიდუალური გეგმის მიხედვით; მომსახურება მიეწოდება წინასწარ შექმნილი თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის; სარეაბილიტაციო ცენტრების მუშაობის ხელშეწყობა და სხვა. III. დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და მისაწვდომობის უზრუნველყოფა შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,2023-2025 წლების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და დეინსტიტუციონალიზაციის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში 2023 წლის განმავლობაში განხორციელდა რიგი ღონისძიებები: ზრუნვის სააგენტო უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს სპეციალიზებული მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის გაძლიერებას, კერძოდ, მინდობით აღმზრდელთა მოძიების/დაინტერესების მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობისა და თემთან მუშაობის პროცესში, ინფორმაციას აწვდიან მინდობით აღზრდის, განსაკუთრებით, სპეციალიზებული მინდობით აღზრდის თაობაზე. ხორციელდება სპეციალიზებულ მინდობით აღმზრდელად დარეგისტრირების მსურველი პირების მომზადება; ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან, 2020 წელს, გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, განხორციელდა პროექტი „გზა შინისკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული ზრუნვის სერვისების განვითარება საქართველოში“, რომლის ფარგლებში სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებთან ერთად მომზადდა და 2023 წლის თებერვალში სამინისტრომ დაამტკიცა „შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; - შეიქმნა შშმ პირთა საჭიროებების შეფასების მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავს შეფასების ინსტრუმენტს, გაიდლაინს, პროფილს, ტრენინგის მასალასა და მულტიდისციპლინური გუნდის სამუშაო აღწერილობებს. ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე მიმდინარეობდა დუშეთის და მარტყოფის პანსიონატების ბენეფიციარებთან მუშაობა 2021–2022 წლებში და მათი მომზადება ახალ სერვისებში გადაყვანის მიზნით. აღნიშნული დოკუმენტები საჭიროებისამებრ გამოყენებისათვის ჩეხეთის კარიტასის მიერ გადაეცა სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს; - შემუშავდა "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომზადების სასწავლო (სატრენინგო) პროგრამისა“ და "ზრდასრულთა ძირეული მოვლის უნარ-ჩვევების“ და სამინისტროსთან შეთანხმდა სასწავლო კურსები, რომლებიც ტარდება შესაბამისი უფლების მქონე ორგანიზაციების მიერ; 32 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 11 ივლისის №47/ნ ბრძანებით დამტკიცდა ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის მომსახურების მინიმალური სტანდარტები“. შშმ პირების საკითხი ასევე, გათვალისწინებულია დევნილთათვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა ხდება. 2023 წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის-მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ტერიტორიაზე (ქ.თბილისი ვ.გოძიაშვილის ქ. N49) მოეწყო პანდუსი შშმ პირთათვის და ავტო სადგომი აღიჭურვა შესაბამისი მანიშნებლებით. სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტოს სამუშაო სივრცე ადაპტირებულია ლიფტით, ყველა სართულზე არის თავისუფალი სივრცე, სადაც შეუფერხებლად გადაადგილება არის შესაძლებელი. სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით, 2023 წლის მდგომარეობით ფუნქციონირებს 2 (ორი) ლიფტი, 2 (ორი) პანდუსი და 1 (ერთი) ადაპტირებული სველი წერტილი. სსიპ - ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სარგებლობაში არსებული შენობანაგებობები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის შენობა და მიმდებარე ტერიტორია ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის (ავტომანქანის პარკინგის ადგილი, პანდუსი, ლიფტი, საპირფარეშო). სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის N 68/ს ბრძანების შესაბამისად, განსაზღვრულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მსმენელის შენობაში გადაადგილების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრის ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ვებ-გვერდი 2023 წლის განმავლობაში ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარეობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ადაპტირებული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობა, ავტოსადგომი და სხვა სახის ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის, მოეწყო ადაპტირებული ლიფტი და სველი წერტილი. 33 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ, შშმ პირთა საჭიროებების ჭრილში შეფასდა შესაბამისი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი საგანგებო მართვის ყველა გეგმა. შსს-ს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მობილური აპლიკაცია „112 Georgia” განახლებულია და განახლების ფარგლებში ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის ვიდეოზარის ფუნქცია დამატებულია, 112Georgia” განახლებულ აპლიკაციაში, აპლიკაციის განახლებული ვერსია ხელმისაწვდომი გახდა 2023 წლის 25 აპრილიდან. 2 ივლისი 2022 - 25 აპრილი 2023 პერიოდში მობილურ აპლიკაციაში დარეგისტრირდა 8642 პირი. ხოლო აპლიკაციის განახლების შემდგომ, 25 აპრილი 2023 - 16 თებერვალი 2024 პერიოდში დარეგისტრირდა 9998 პირი. პირველ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, აპლიკაციის განახლების შემდგომ მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციის რაოდენობა გაიზარდა 15%-ით (1356 პირით). აგრეთვე, გაზრდილია მობილური აპლიკაციის გადმოწერისმაჩვენებელი და 25 აპრილი 2023 - 16 თებერვალი 2024 პერიოდში მაჩვენებელი შეადგენს 15 293. აპლიკაცია თარგმნილი და ხელმისაწვდომია 5 ენაზე: ქართული, ინგლისური, რუსული, სომხური და აზერბაიჯანული. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან და შსს-ს სსიპ - მომსახურების სააგენტოსთან ერთად განხორციელდა 5 სამუშაო შეხვედრა, სადაც 112-ის მიერ განხილული იყო განახლებული მობილური აპლიკაციის ფუნქციონალი - განსაკუთრებით ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის განკუთვნილი ვიდეოზარის ფუნქცია. ქ. თბილისში, საქართველოს შინაგან სამინისტროს სსიპ - მომსახურების სააგენტოს შენობაში, სადაც ხორციელდება იარაღის სარეგისტრაციო პროცედურა, დაინერგება რიგის მართვის სისტემა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რიგის მართვის სისტემის შესყიდვის პროცედურა. ნაწილობრივ ადაპტირებულია დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორი. დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის, კახეთის რეგიონული სამსახურის გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში გაუმჯობესებულია ადაპტაციის ხარისხი. ევაკუატორით გადაადგილების სერვისცენტრების შესასვლელებში მოწყობილია პანდუსები. შემუშავებულია შსს-ს ადმინისტრაციული შენობის შშმ პირების საჭიროებებთან სრულად ადაპტირების გეგმა. შემუშავებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტ სოფ. ორთაბათუმში და ქობულეთის მუნიციპალიტეტ სოფ. ხუცუბანში, 1-ლი ქუჩა N2 პოლიციის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის გეგმები, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე. 34 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მშენებარე შენობა-ნაგებობის (ხულოს, ბორითი და ონის) და ახლად აშენებულ შენობა-ნაგებობეში (კასპის) მისაწვდომობა უზრუნველყოფილია. სსიპ - შსს მომსახურების სააგენტოს რეგიონალური დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს (ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. 21-ში მდებარე შენობა-ნაგებობები) ფიზიკური სივრცის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მისაწვდომობის მიზნით, განხორციელდა ინფრასტრუქტურის შესაბამისად მოწყობა პანდუსებზე დამაგრებულია ე.წ ანტისლიპერები სხვადასხვა ფლიგელთან მისასვლელ კიბეებზე, კიბის მთელი საფეხურის კიდეზე და საფეხურის მთელ სიგანეზე დამონტაჟებულია დაცურების საწინააღმდეგო კონტრასტული მეტალის ან რეზინის კანტები. შენობებში შესასვლელ კარებზე დამაგრებულია შუშის უსაფრთხოების სტიკერები, ან შუშის მანიფესტაციები (მოჭიქული უბნების ხაზგასასმელად) ცენტრალური ფლიგელის შესასვლელში საინფორმაციო დაფა (ბრაილის შრიფტით) განთავსებულია. გარე პერიმეტრზე არსებული ყველა კიბის მოაჯირი ადაპტირებულია. მცირემხედველთა და უსინათლოებისათვის დაგებულია ტაქტილური ბილიკები როგორც შენობის შიგნით, ასევე შენობის შესასვლელებთან. იარაღის რეგისტრაციის შენობის შიდა ეზოში გასასვლელ კარებთან და კიბესთან არსებული პანდუსი გადიდებულია სიგანეში კიბის ხარჯზე თავისი მოაჯირით და პანდუსზე გადასასვლელი სივრცე სწორი და ერთგვაროვანია. დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ქუთაისის და გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში დამონტაჟდა შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული მექანიკური სამედიცინო საწოლები. „112“-ის საჯარიმო ავტოსადგომებზე გახსნილია მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები, რომლებიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შემუშავებული ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმის ფარგლებში, 2023 წელს დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გათვალისწინებულ იქნა შშმ პირთა საჭიროებები. საანგარიშო პერიოდში, ინფრასტრუქტურული მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის კავშირგაბმულობის სამსახურში (დ. საგურამო), წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, საერთო საჯარისო ცენტრში (დ. კრწანისი) და სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში (ქ. გორი), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე ადაპტირების მიზნით, შენობებზე მოეწყო და მოწესრიგდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამასთან, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეით ბრიგადაში, სასტუმრო შენობაზე მოეწყო პანდუსი. დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადაში, სასადილოს შენობაზე გაკეთდა პანდუსი და მოეწყო შშმ პირებზე ადაპტირებული სველი წერტილი. პანდუსით ასევე ადაპტირდა თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე არსებული სასადილო შენობა, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახური და მახათას მთაზე განთავსებული სამხედრო მოსამსახურეთა 39 საცხოვრებელი კორპუსი. ამასთან სამინისტროში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის პოლიტიკის 35 დოკუმენტის შემუშავება, რომელიც ასევე ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნას. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის ხელმისაწვდომობას, 2023 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ვებ-გვერდის განახლება და მოდერნიზება. ახალი ვებ-გვერდის ჩაშვება ხორციელდება ეტაპობრივად, ხოლო სრულად ჩაშვების შემდეგ განხორციელდება მისი შშმ პირებისთვის ადაპტირება. ასევე დაწყებულია სამინისტროს სისტემაში მოქმედი სსიპ-ების ვებ-გვერდების ფუნქციონალის შშმ პირთა საჭიროებებზე ადაპტირების პროცესი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ შემუშავდა UI/UX სტანდარტის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შეფასდება ელექტრონული სერვისებისა და ვებგვერდების მისაწვდომობის შესაბამისობა. შეიქმნა სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი ოფიციალური ვებგვერდი, რომელიც მისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და აკმაყოფილებს არსებულ სტანდარტს. ვებგვერდზე განთავსებულია ხმოვანი რეჟიმის ფუნქციონალი, შრიფტის გადიდება, კონტრასტი და განლაგების ცვლილება; შეიქმნა სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი, რომელიც მისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ვებგვერდზე გათვალისწინებულია ხმოვანი რეჟიმის ფუნქციონალი, შრიფტის გადიდება, კონტრასტი და განლაგების ცვლილება;იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ჟესტურ ენაზე მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გატარდა სხვადასხვა სახის ღონისძიება, კერძოდ:  განხორციელდა იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდის ანალიზი მისი ვიდეოკონტენტის ჟესტურ ენაზე მორგების თვალსაზრისით;  გაანალიზდა ვიდეოკონტენტში ჟესტურ ენაზე თარგმნის ჩაშენებისათვის საჭირო ღონისძიებები;  განისაზღვრა ჟესტურ ენაზე თარგმანის ჩაწერის ტექნიკური მხარე – ვიდეოს ფორმატი და მისი ძირითად ვიდეოსთან ადაპტირების ტექნიკური მხარე;  განხორციელდა სატესტო რეჟიმში რამდენიმე საცდელი ვიდეოს ჩაწერა ჟესტური ენის თარჯიმნის მონაწილეობით;  მიმდინარეობს შესაბამისი კადრის – ჟესტური ენის სპეციალისტის მოძიება. სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციული ოფისისთვის შესყიდულ იქნა ბრაილის პრინტერი და მცირემხედველთათვის სამაგიდო ელექტრონული ვიდეოგამადიდებელი. გარდა ამისა, ცენტრალურ ოფისში გამოიცვალა სამგზავრო ლიფტი, რომელიც მისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და მორგებულია მათ საჭიროებებზე. 36 სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაიხსნა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბათუმის ოფისი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მისაწვდომობის დადგენილ სტანდარტებს. 2023 წელს დასრულდა ზესტაფონის იუსტიციის სახლის მშენებლობა, რომელშიც სრულად არის გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მისაწვდომობის სტანდარტები. ქობულეთის იუსტიციის სახლში მოეწყო ორი ერთეული პანდუსი. სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ორივე ოფისში დამონტაჟდა რელიეფური საევაკუაციო გეგმა, ტაქტილური საინფორმაციო რუკა, ტაქტილური ნიშნების - ოთახებისა და სივრცეების დასახელებებისა და ცენტრალური კარის მოსანიშნი ყვითელი ლენტი. სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ მისაწვდომობის კუთხით არსებული მდგომარეობის გამოკვლევის მიზნით აღიწერა და დასურათდა რეგიონში მდებარე ყველა – 151 სანოტარო ბიურო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენობის - 1 სართულზე ეტლით მოსარგებლე თანამშრომლის დამოუკიდებლად გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა დამატებითი პანდუსის მონტაჟი. სსიპ - იუსტიციის სახლსა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით გარიგების პროცესის ვიდეოგადაღების შესაბამისი ხარისხით უზრუნველყოფის მიზნით რეგიონებში არსებულ 10 იუსტიციის სახლში დამონტაჟდა 10 ვიდეოკამერა;  მომზადდა ვიდეორგოლები იუსტიციის სახლის სერვისების შესახებ (ხშირად დასმული შეკითხვები), რომელიც აღჭურვილია ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის საჭირო თარგმანით.  გაიხსნა ლაითურის №1 პენიტენციური დაწესებულება, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მისაწვდომობის სტანდარტებს. კერძოდ, დაწესებულების შენობები აღჭურვილია პანდუსებით, ლიფტებით, მისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საკნებითა და პალატებით, საშხაპე და სველი წერტილებით და ა.შ.;  №18 პენიტენციურ დაწესებულებაში მოეწყო გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი სივრცე, რომელიც შესაძლებლობის მქონე პირთათვის; სრულად მისაწვდომია შეზღუდული 37  უსინათლო და მცირედმხედველი პირებისათვის სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით იუსტიციის სამინისტროსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერას“ თანამშრომლობით შემუშავდა 2023 წლის სამოქმედო გეგმის აუდიოვერსია. სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ დასრულდა 6 სრულად რეაბილიტირებულ იქნა ადაპტირებული 16 ახალი (თექვსმეტი) სკოლის საჯარო მშენებლობა. სკოლის შენობა, სრულად სადაც გათვალისწინებულია სრული ადაპტაცია, 7 (შვიდი) საჯარო სკოლის მიმართებაში განხორციელდა სხვადასხვა საჭიროების ადაპტაცია (პანდუსის მოწყობა, ამწე ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძი). სსიპ - ქალაქ თბილისის N202 და სსიპ - ქალაქ ბათუმის N3 საჯარო სკოლების მოთხოვნის შესაბამისად შესყიდულ იქნა ბრაილის შრიფტით (1155 ერთეული) და რელიეფურად დაბეჭდილი (47 ერთეული) სახელმძღვანელოები, ჯამური ღირებულებით 600004.00 ლარი. ხელშეკრულების შესაბამისად მოწოდებულია 450528.00 ლარის ღირებულების სახელმძღვანელოები, რომლებიც სრულად გადაეცა სკოლებს. სსიპ - ქალაქ თბილისის N202 და სსიპ - ქალაქ ბათუმის N3 საჯარო სკოლების მოთხოვნის შესაბამისად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების ხელშესაწყობად გახმოვანდა 98245.00 ლარის ღირებულების IX და X კლასის 31 გრიფირებული სახელმძღვანელო, რომელიც გადაეცა სკოლებს. ასევე, 2023 წელს სსიპ - ქალაქ თბილისის N202 საჯარო სკოლა, მოთხოვნის შესაბამისად, უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის შექმნილი თანამედროვე მოწყობილობების შეძენის მიზნით, დაფინანსდა 167570.00 ლარით. დამხმარე სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში 2023 წელს განხორციელდა 19 სკოლის - 426 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ტრანსპორტით უზრუნველყოფა. 2023 წლის მდგომარეობით სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 11 სასწავლო ცენტრიდან6 ადაპტირებული გარემო მოეწყო 7 სასწავლო ცენტრში. 6 ახალქალაქი, ნინოწმინდა, ახალციხე, დმანისი, გარდაბანი, საგარეჯო, ლაგოდეხი. 38 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მსვლელობისას სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური საგამოცდო პირობებით უზრუნველყო 220 აბიტურიენტი და 22 მაგისტრობის კანდიდატი. აღნიშნული აპლიკანტებიდან სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს 191-მა აბიტურიენტმა და 14-მა მაგისტრობის კანდიდატმა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ 2023 წელს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის თაობაზე ვებ-გვერდზე განსათავსებლად მომზადებული /განახლებული ვიდეო ინსტრუქციები (ჯამურად 21 ვიდეო ინსტრუქცია) სრულად ითარგმნა სურდო ენაზე და დაერთო თითოეულს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შეღავათების უფლებით მოსარგებლე ფიზიკური პირებისათვის შეღავათის გამოყენების პროცესის გამარტივების მიზნით, 2023 წელს მიმდინარეობდა სხვადასხვა ღონისძიება. ინფორმაციის მიღების მიზნით შესაბამის უწყებებთან გაიმართა მოლაპარაკებები. განისაზღვრა ცვლილებების განხორციელების საჭიროება და მოხდა სსიპ -შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული თანხის დაბრუნების ავტომატური სერვისის ლოგიკების აღწერის სამუშაო დოკუმენტის სრულყოფა. აღსანიშნავია, რომ ქ. ზუგდიდსა და ქ. თელავში იგეგმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის რეგიონულ სამმართველოთა ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა, სადაც გათვალისწინებული იქნება ფიზიკური შეზღუდვის, დამხმარე საშუალებებით მოსარგებლე, უსინათლო, მცირემხედველ, ყრუ, სმენადაქვეითებულ, კოორდინაციის პრობლემების მქონე და სხვა პირთა საჭიროებები. სსიპ - თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის შენობები, გარდა ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე შენობისა, აღჭურვილია პანდუსებით, ადაპტირებულია სველი წერტილებით, ლიფტებით. სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი შშმ /სსსმ პირების ჩართულობისთვის იყენებს გონივრული მისადაგების პრინციპებს. უნივერსიტეტში არსებობს შშმ/სსსმ პირებზე მორგებული სხვადასხვა სივრცეები - სასწავლო თეატრი (მდებარეობს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის პირველ სართულზე, სადაც გათვლილია ეტლით მოსარგებლე პირთა საჭიროებები), სველი წერტილი, ლიფტი შესაბამისი ეტლით, მეორე კორპუსის ეზო (სადაც პერიოდულად ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები შშმ/სსსმ პირების ჩართულობით). 39 სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის (პანდუსები, ლიფტი და სველი წერტილი). უნივერსიტეტის ნებისმიერი სივრცე ხელმისაწვდომია მათთვის. უნივერსიტეტში: 1. მხედველობადაქვეითებულთათვის ნებისმიერი სასწავლო კურსის ძირითადი ლიტერატურა ხელმისაწვდომია (ატვირთულია pdf ფაილების სახით); 2. სამუსიკო შემსრულებლობის გარდა, სმენადაქვეითებულთათვის სასწავლო კურსის და მოდულის ათვისება არის შესაძლებელი; 3. ეტლით მოსარგებლეთათვის პრობლემურია მხოლოდ სამსახიობო სპეციალობის რიგი სასწავლო კურსებისა. თეატრის შენობებით შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინებით, თეატრების ადაპტაციისთვის განხორციელდა რიგი ინფრასტრუქტურული ცვლილებები. კერძოდ:        სსიპ - ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შემოსასვლელში დამონტაჟებულია პანდუსები, არის მოსასვენებელი ოთახი, პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთი და სპეციალური საპირფარეშო. ასევე გამოყოფილია ლოჟა შშმ პირთათვის. სსიპ - შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში 2023 წელს მოეწყო ადაპტირებული სველი წერტილი; ასევე, უსინათლოთათვის სპექტაკლი წარიმართა ყურსასმენების თანხლებით, რაც მათ შესაძლებლობას აძლევდა კონკრეტული მიზანსცენის, დეკორაციის ცვლილების ის ზოგადი ვიზუალური ინფორმაცია მიეღოთ, რაც სპექტაკლის სრულყოფილად აღქმისთვის არის აუცილებელი. რუსთაველის ეროვნული თეატრის მუზეუმი ადაპტირებულია და აგრძელებს შშმ პირთათვის ექსკურსიებს; მესხეთის თეატრში, 2023 წლის სექტემბრიდან, მიმდინარეობს შენობის რეაბილიტაცია/ადაპტაცია; სსიპ - სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ადაპტირებულია; სსიპ - ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ყველა სივრცე ადაპტირებულია; სსიპ - გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის შემოსასვლელში მოწყობილია პანდუსი. ჩემოთვლილ თეატრებში გრძელდება სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, ასევე მოხუცთა თავშესაფრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბენეფიციართა კოლექტიური მოწვევა სრულიად უსასყიდლოდ, ასევე მოქმედებს სპეციალური შეღავათები და მსგავსი კოლექტიური დასწრება. საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2023 წელს, მომზადდა სარეაბილიტაციო პროექტები, შემდეგი თეატრებისთვის:   გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 40    ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრი დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის თეატრი ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრი აღნიშნული პროექტები ითვალისწინებდა შენობების შშმ პირებზე ადაპტირებას. 2023 წლის განმავლობაში, საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პროექტ „ლოგ-ინ ჯორჯიას’’ ფარგლებში, მუშაობდა უნივერსალური მომსახურების თაობაზე ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების კოდექსის (2018/1972 დირექტივის) შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე. უნივერსალური მომსახურების დანერგვის მიზანია უზრუნველყოს მოსახლეობისათვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ეკონომიკური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა, აღნიშნული ასევე მოიცავს შშმ პირების ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურებებზე წვდომის უზრუნველყოფის მიმართულებას. აღნიშნულ პერიოდში, მომზადდა კანონის პროექტი "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე". საანგარიშო პერიოდში, ტურიზმის სფეროში ინფორმაციაზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა და შშმ პირებისთვის ადაპტირდა ახალი პორტალი places.georgia.travel, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს მაქსიმალურად გამარტივებულად მიაწვდის ინფორმაციას ქვეყნის მასშტაბით ტურისტული ობიექტების შესახებ, ამასთან, გაუადვილებს მათ ძებნას საძიებო სისტემებსა და ვებგვერდზე, დააკავშირებს ობიექტებთან, მისცემს შეფასების შესაძლებლობას და სრულყოფილ ინფორმაციას საქართველოში არსებული ტურისტული ობიექტების შესახებ. აღნიშნული ხელს შეუწყობს ტურისტული ობიექტების ერთიანი ბაზის შექმნას, კატეგორიზაციას და მის მონიტორინგს. დამატებით, აღსანიშნავია, რომ 2022 წელს განახლდა (ადაპტირება მოხდა მხედველობადაქვეითებულთათვის) ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდი https://georgia.travel/, მომზადდა offline დემო ვერსია, სადაც ინტეგრირებულია შშმ პირთათვის ფუნქციონალი. ვებ-გვერდი საიტი ლაივ რეჟიმში გაეშვა 2023 წლის მარტის თვიდან. ასევე, საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა სსიპ - აწარმოე საქართველოში სააგენტოს ოფიციალური საიტის - enterprise.gov.ge ადაპტირება შშმ პირებისთვის. 2023 წელს, საქართველოს აეროპორტებში შშმ პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგის მიზნით, განხორციელდა საქართველოში მოქმედი აეროპორტების (თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ნატახტრის, მესტიისა და ამბროლაურის) ინსპექტირება. აღნიშნული აეროპორტები აკმაყოფილებენ არსებულ სტანდარტებს. 41 2023 წელს, სამთო-სათხილამურო კურორტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საბაგირო ინფრასტრუქტურასთან ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, გუდაურში 2 ახალ საბაგირომდე მოეწყო ადაპტირებული მისასვლელი, ხოლო ბაკურიანში განხორციელდა 1 ადაპტირებული პანდუსის მოწყობა. ამასთან, 2023 წელს გუდაურის საბაგიროების (გონდოლა) მიმდებარედ, სამთო-სათხილამურო კურორტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განხორციელდა 2 ადაპტირებული სანიტარული კვანძის მოწყობა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეისწავლა შიდა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და რეგიონული ოფისების ფიზიკური გარემოს სხვადასხვა ტიპის, მათ შორის უსინათლო და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისათვის დამატებითი ადაპტირების საჭიროების საკითხები. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო ადმინისტრაციამ, შშმ პირებისთვის უზრუნველყო შემდეგი სერვისები ხმის მიცემის სპეციალური კაბინა – ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის, ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბნებზე; საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა – უსინათლო ამომრჩევლებისთვის, ყველა საარჩევნო უბანზე; განახლებული ჩარჩო/ფორმა – უსინათლო ამომრჩევლებისთვის იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრის პროცესი წარიმართა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით; გამადიდებელი ლინზა – მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის, ყველა საარჩევნო უბანზე. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობა მიეღო შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც კანონით დადგენილ ვადაში უნდა მიემართა შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიისთვის ან დაკავშირებოდა ცესკოს კონტაქტ-ჰაბს. ამასთან, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს შეეძლო ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული საარჩევნო რუკის საშუალებით (https://map.cec.gov.ge/#) მიეღო დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ დასურათებულ ფორმატში. გარდა ზემოაღნიშნულისა, პირველად 2023 წლის 29 აპრილის რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისთვის: გავრცელდა საინფორმაციო ფლაერი QR კოდით, რომლის საშუალებით ყრუ პირებს ჰქონდათ ხმის მიცემის პროცედურების შესახებ ინფორმაციის ჟესტურ ენაზე მიღების შესაძლებლობა; ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებული იყო კენჭისყრის პროცედურების ამსახველი პოსტერი QR კოდით, რომლის საშუალებითაც უსინათლო პირებს ინფორმაციის მიღება ხმოვან ფორმატში, ხოლო ყრუ პირებს – ჟესტურ ენაზე შეეძლოთ; 42 ორივე არჩევნებზე, კენჭისყრის დღეს ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს, ცესკოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჰქონდათ ცესკოს კონტაქტ-ჰაბში ვიდეოზარის განხორციელებისა და ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. საარჩევნო პერიოდში ცესკოში გამართული საინფორმაციო ბრიფინგები პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა სურდოთარგმანის თანხლებით; ასევე, შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის მომზადებული საინფორმაციო რგოლი უზრუნველყოფილი იყო სურდოთარგმანით. მარტივად წასაკითხ ფორმატში მომზადდა არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის (როგორც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ისე ტრადიციული წესით მონაწილეობისთვის). გზამკვლევში აისახა მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია – არჩევნების მნიშვნელობის შესახებ, საარჩევნო პროცედურების შესახებ, ასევე კომუნიკაციის იმ საშუალებების შესახებ, რომელიც უშუალოდ მხარდაჭერის მიმღებ პირს შეუძლია საარჩევნო პროცესში ჩართულობისთვის გამოიყენოს. დოკუმენტი ითარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ვებ-გვერდების შეზღუდული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ელექტრონული ტენდერის საშუალებით გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდების ადაპტირებას. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „TWINNING” პროექტის მომზადდა საინფორმაციო ვიდეო-რგოლი ადაპტირებული ფორმით და 2023 წლის 13-17 მარტს საქართველოში გამართული მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მოხდა მისი გავრცელება, როგორც სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცეში, ასევე სააგენტოს ვებ.გვერდზეც. ჩატარდა სარეაბილიტაციო - ინფრასტრუქტურული სამუშაოები სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გურჯაანის რეგიონულ განყოფილებაში, სადაც მოეწყო პანდუსი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული ლიფტი და სველი წერტილი. ასევე გეგმის ფარგლებში, ბიუროს ცენტრალურ ოფისში, სერვის ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყო სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის სველი წერტილი. გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, გეგმის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ბიუროს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარეობს ბიუროს ოფიციალური ვებ. გვერდის განახლების პროცესი და ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. 2023 წლის მდგომარეობით ვებ-გვერდი საქართველოს პროკურატურის ნაწილობრივ ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, მობილობის შეზღუდვის მქონე პირთათვის მისაწვდომია პროკურატურის 17 ადმინისტრაციული შენობა. სენსორული შეზღუდვის მქონე პირებისთვის მისაწვდომია პროკურატურის 9 ადმინისტრაციული 43 შენობა. საქართველოს პროკურატურის ადმინისტრაციული შენობების ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა შშმ პირთათვის გაუმჯობესებულია, აღნიშნულ პროცესში გათვალისწინებულია როგორც ფიზიკური, ასევე სენსორული და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა დამოუკიდებლად გადაადგილების საჭიროებები. შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით გარემო მოწყობილია/გაუმჯობესებულია შემდეგ ადმინისტრაციულ შენობებში: საქართველოს გენერალური პროკურატურის; ხაშურის რაიონული პროკურატურის; ამბროლაურის რაიონული პროკურატურის; ახალქალაქის რაიონული პროკურატურის; ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის. სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს ახალგაზრდულ ბანაკებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიასა და შაორის ტბის მიმდებარედ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. 2023 წელს შემუშავდა აღნიშნული საბანაკე ბაზების შშმ პირებისთვის ადაპტირების პროექტი. ასევე, სრულად ადაპტირებულია დმანისში, სააგენტოს ბალანსზე არსებული ახალგაზრდული ცენტრი. 2023 წელს განხორციელდა მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები და დასრულდა მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარით აღჭურვა. მიმდინარე წელს დაიგეგმება ცენტრის ამოქმედებისთვის აქტივობები. 2023 წლის განმავლობაში, სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტის) მხრიდან, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების რეალიზების, მათი პიროვნული ღირსების დაცულობის უზრუნველყოფის მიზნით. განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიებები (მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები), რომლებიც მიზნად ისახავდა აღნიშნულ საქპატენტის ადმინისტრაციული შენობის (ქ. მცხეთა, ანტიოქიის ქ.№5) შესასვლელთან, მოეწყო ადაპტირებული ლიფტი, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლების, სხვებთან თანაბარ პირობებში დამოუკიდებელი ცხოვრების, რეალიზებას. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, საკანონმდებლო ინიციატივები/ცვლილებები, რომლებმაც დაარეგულირა საქპატენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან მიმართებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებები. კერძოდ, პარლამენტის მიერ დაინიცირდა კანონპროექტი -„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (ძალაში შევიდა 2023 წლის 25 დეკემბერს), რომლის შესაბამისად, შეიქმნა სპეციალური სამართლებრივ რეჟიმი საკუთრივ კითხვის უნარის დარღვევის მქონე ადამიანებისათვის, რათა მათთვის მოპოვებადი ყოფილიყო მისაწვდომ ფორმატში ადაპტირებული ნაწარმოებები. კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე პირს მიენიჭა სპეციალური სტატუსი -ბენეფიციარი, რის საფუძველზეც აღიჭურვა უფლებით მარტივად და ფინანსური დანახარჯების გარეშე მოიპოვოს ადგილობრივ და საერთაშორისო, (თუ საქართველო გახდება შესაბამისი ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე) დონეზე არსებული ნაბეჭდი ნაწარმოებების ადაპტირებული ფორმატები. 44 აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება, თავის მხრივ, იყო „უსინათლო, მხედველობა შეზღუდული და ბეჭდვითი ინფორმაციის აღქმის შესაძლებლობის სხვა დარღვევების მქონე პირთათვის გამოქვეყნებულ ნაწარმოებებთან ხელმისაწვდომობის გაადვილების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულების საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი. აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს კონკრეტულ საშუალებებს და ადგენს გამონაკლისებს საავტორო და მომიჯნავე უფლებებიდან ექსკლუზიურად კითხვის უნარის დარღვევის მქონე ადამიანებისათვის, ხელს უწყობს ადაპტირებული მასალების შექმნას და მათ საერთაშორისო მიმოქცევას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების გაღების გარეშე. საქპატენტში მიმდინარეობს შიდასამართლებრივი პროცედურები, რომელიც ხელს შეუწყობს მარაკეშის ხელშეკრულების ეფექტიან იმპლემენტაციასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინკლუზიური გარემოს შექმნას. 2023 წელს სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურში კვლავ განაგრძო ფუნქციონირება ვებგვერდმა www.legalaid.ge /www.las.ge, განახლდა ბლოგის ველი და ფორუმში მთელი წლის განმავლობაში ყოველთვიურად იცვლებოდა თემები. იურიდიული დახმარების სამსახურის ვებგვერდი www.legalaid.ge, 2023 წელს მოინახულა 79 000 - მა ადამიანმა. აქედან, 35% პირველად შემოვიდა იურიდიული დახმარების სამსახურის ვებგვერდზე. სასწავლო კურსების ფართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შექმნილია დისტანციური სწავლების პლატფორმა, რომელიც სრულად არის ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებზე. 2023 წელს, დონორული დახმარების ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაამზადა საიმიჯო ვიდეო რგოლი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომობის მიზნით, შეიცავდა სურდოთარგმანს (ჟესტურ ენას). ვიდეორგოლი განთავსდა სამსახურის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ მედიაში და ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიის, ტელეკომპანია „იმედისა“ და „რუსთავი 2ის ეთერებში. სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შენობის ადაპტირებული ფიზიკური გარემოს შესაქმნელად მომზადდა არქიტექტურული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ელექტრონული პანდუსის მოწყობას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნას. ასევე, ბრაილის შრიფტით მომზადდა მომხმარებელთა პრეტენზიის განაცხადის ფორმა და შეძენილ იქნა პანდუსი. 2023 წელს სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შშმ პირთა დაცვის სამოქმედო გეგმის მიხედვით განახორციელა შემდეგი აქტივობები: თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ხატების ქვეშ განთავსდა ლოცვანი და ტროპარ-კონდაკი ბრაილის შრიფტით, გეგმით გათვალისწინებული აქტივობის გარდა, 45 ლოცვანი და ტროპარ-კონდაკი ბრაილის შრიფტით ხატების ქვეშ ასევე განთავსდა თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასა და ფონიჭალის წმ. თამარ მეფის ტაძარში. 2023 წელს, წინა წლების მსგავსად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო განახორციელა ორი სოციალური პროექტი: სააგენტომ ა) ბრაილის შრიფტით გამოსცა ინტერრელიგიური კალენდარი; ბ) საქართველოს უსინათლოთა კავშირის თხოვნით-ბიბლიის მეოთხე წიგნი „რიცხვნი“ (2020 წელს გამოიცა-ძველი აღთქმის პირველი კანონიკური წიგნი „დაბადება“, 2021 წელს „გამოსვლა“, 2022 წელს კი „წიგნი ლევიტელთა (ლევიანნი)“); გამოცემები „ინტერრელიგიური კალენდარი“ და ბიბლიის მეოთხე კანონიკური წიგნი ბრაილის შრიფტით საჩუქრად გადაეცათ საქართველოს უსინათლოთა კავშირსა და თბილისის 202ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით, განხორციელდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სასამართლო შენობებზე ხელმისაწვდომობა: ა) შუახევის მაგისტრატ სასამართლოში შეიცვალა ცენტრალური შესასვლელი კარი, რომელიც არ აკმაყოფილებდა შშმ პირთა ხელმისაწვდომობის სტანდარტებს. ამასთან, მოეწყო ახალი პანდუსი და მიმდინარეობს ალუმინის მოაჯირის მოწყობის სამუშაოები; ბ) ონის მაგისტრატ სასამართლოში შეიცვალა ცენტრალური შესასვლელი კარი, რომელიც არ აკმაყოფილებდა შშმ პირთა ხელმისაწვდომობის სტანდარტებს. ამასთან, აღნიშნული სასამართლოს შენობა აღარ საჭიროებს პანდუსის მოწყობას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სასამართლოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2023 წლის განმავლობაში, სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ჯგუფის მიერ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებული შენიშვნების გაზიარებისა და სასამართლო ფორმებში ასახვის მიზნით. მიმდინარე ეტაპზე დასრულებულია 12 სასამართლო ფორმაზე მუშაობა და უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება შესათანხმებლად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ წარმომადგენლებს, რის შემდეგაც მოხდება საკითხის განხილვა სსიპ - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. სსიპ - საპენსიო სააგენტომ, სსიპ - იუსტიციის სახლთან თანამშრომლობის მეშვეობით, მნიშვნელოვნად გააფართოვა სერვისების მიწოდების გეოგრაფიული არეალი, რის შედეგადაც, ბენეფიციარებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, შეუფერხებლად მიიღონ მათთვის საჭირო მომსახურება სრულიად საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის 117 ლოკაციასა და საპენსიო სააგენტოს ოფისში. 46 2023 წელს, სსიპ - საპენსიო სააგენტო გადავიდა ახალ მისამართზე, სადაც ოფისის ინფრასტრუქტურა მეტწილად პასუხობს შშმ პირთა საჭიროებებს. საპენსიო სააგენტოს ოფისში და იუსტიციის სახლის ფილიალებში მოსულ შშმ პირს სრულფასოვნად და მინიმალურ დროში მიეწოდება საპენსიო სქემის მონაწილისთვის საჭირო ყველა მომსახურება. რაც შეეხება, იუსტიციის სახლებს, ადგილზე მისულ შშმ პირს მოემსახურება სურდო, ჟესტური ენის თარჯიმანიც. სსიპ - საპენსიო სააგენტომ განახორციელა ვებ.გვერდის ადაპტირება, შშმ პირებს, შეუძლიათ გაგზავნონ პენსიის დანიშვნისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია. საჯარო სივრცეებით შშმ პირთათვის მისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის საბურთალოს, სამგორის, ისნის, ნაძალადევის რაიონების გამგეობების მიერ განხორციელდა ქუჩების, სპორტული და ბავშვთა გასართობი მოედნების, სკვერების, ტროტუარების და გამწვანებული ტერიტორიების ადაპტაცია. მთაწმინდის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, 2023 წელს, შ. რუსთაველის გამზირზე განთავსდა 8 ცალი ადაპტირებული სკამი. დიდუბის რაიონის გამგეობის ინიციატივით, ეტლით მოსარგებლეთათვის სპეციალური გადაადგილებადი პლატფორმის (ლიფტის) მოწყობის სამუშაოები 2023 წელს განხორციელდა რამდენიმე ქუჩაზე. ბათუმის მუნიციპალიტეტში:       განახლდა ავტოპარკი ადაპტირებული ავტობუსებით; მძღოლებს სისტემატიურად უტარდებათ ტრეინინგი შშმ პირთა საკითხებზე; მუნიციპალურ ტრანსპორტში დაინერგა აუდიო (ხმოვანი) გამოცხადების სისტემა; მოეწყო 10 ადაპტირებული სკვერი და ქუჩებისა და მოეწყო ტაქტილური ფილები; ა(ა)იპ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ფუნქციონირებს ადაპტირებული საპირფარეშოები; შეძენილი იქნა შშმ პირთათვის ადაპტირებული ელექტრომობილი. ქუთაისის მუნიციპალიტეტში:     შეძენილი იქნა: 20 ცალი შაქრის საზომი აპარატი და 53 ცალი წნევის საზომი ხმოვანი აპარატი; მოეწყო პანდუსები და ადაპტირდა ტროტუარები და სკვერი ქალაქის 8 ლოკაციაზე; მუნიციპალური M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკი, სულ 60 (სამოცი) ერთეული სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უსაფრთხო და მოხერხებული მგზავრობისათვის; საზოგადოებრივი ტრანსპორტის 111 გაჩერებაზე დამონტაჟებულია თანამედროვე კონსტრუქციის, მგზავრთა მოსაცდელი ჯიხური. ისინი აღჭურვილი არიან დასაჯდომი ადგილებით და მოსაცდელში შესასვლელი ღიობებით, რომლის 47   გამოყენება შეუძლიათ ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. იქვე დამონტაჟებულია ციფრული ტაბლოები; მუნიციპალურ პარკირების ადგილებზე ყოველ 25 ადგილზე გამოყოფილია თითო სპეციალური ადგილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რომლებიც მონიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით; ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე პირს/ მხარდამჭერს მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობისათვის მინიჭებული აქვთ უფასო მგზავრობის უფლება და სარგებლობენ საამისოდ დამზადებული სამგზავრო ბარათით. ქალაქ რუსთავში საანგარიშო წელს, საერთო ჯამში მოეწყო 333 ერთეული პანდუსი. განხორციელდა დ. კლდიაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციის და მედიათეკის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა - მოეწყო 12 ერთეული პანდუსი ტაქტილური ფილით. ასევე განთავსდა 2 ერთეული ინკლუზიური ატრაქციონი და 5 ერთეული ინკლუზიური ტრენაჟორი. მედიათეკაში მოეწყო შესასვლელი კიბე პანდუსით და სართულებს შორის გადაადგილებისათვის ლიფტი. ა(ა)იპ ""რუსთავის კორპუსი""-ს 2023 წელს მოეწყო პანდუსები შემდეგ მისამართებზე :მე-6 მ/რN5, მე-19 მ/რ N5, მე-20 მ/რ N16, მე-17 მ/რ N26, მე-16 მ/რ N5. რუსთაველის ქ.N21-ში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შეკეთდა სენსორული განათება. გაგარინის ქ.N2ა,N2ბ,N2გ,N2დ შშმ პირთათვის დამონტაჟდა სადარბაზოს კიბის მოაჯირები. ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრი“-ს მიერ შშმ პირთათვის მოხდა პარკირების ზონების მარკირება კლდიაშვილის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. 24 მუნიციპალიტეტში7 მშენებლობა/მოწყობა/ადაპტაცია. დასრულდა ადმინისტრაციული შენობების აღნიშნული საქმინობა მიმდინარეა და გაგრძელდება სხვა მუნიციპალიტეტებშიც. საბავშო ბაღების მოწყობა/ადაპტაცია განხორციელდა 16 მუნიციპალიტეტში8. აღნიშნული საქმინობა მიმდინარეა და გაგრძელდება სხვა მუნიციპალიტეტებშიც. 8 მუნიციპალიტეტში9 დასრულდა საჯარო სკოლების მოწყობა/ადაპტაცია. აღნიშნული საქმინობა მიმდინარეა და გაგრძელდება სხვა მუნიციპალიტეტებშიც. 7 ჩოხატაურის, ვანის, საჩხერეს, ხარაგაულის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, თიანეთის, ყაზბეგის, ამბროლაურის, ლენტეხის, აბაშის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, წალენჯიხის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის, კასპის, ქარელის, წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის მუნიციპალიტეტებში 8 ქუთაისის, ქობულეთის, შუახევის, ხულოს, ვანის, თერჯოლის, თელავის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის, დუშეთის, სენაკის, ჩხოროწყუს, ასპინძის, მარნეულის, კასპის მუნიციპალიტეტებში 9 ჩოხატაურის, ჭიათურის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, სენაკის, ჩხოროწყუს, მარნეულის კასპის მუნიციპალიტეტებში 48 სპორტულ აქტივობებში შშმ პირთა ჩართულობის წახალისების მუნიციპალიტეტში10 დასრულდა სპორტული დარბაზების მოწყობა. მიზნით, 5 შშმ პირთათვის, საჯარო სივრცეებით სარგებლობის გაუმჯობესების მიზნით, 18 მუნიციპალიტეტში11 შესრულდა რეკრიაციული ზონების (მათ შორის საბავშვო მოედნების) და მისასვლელი გზების ადაპტაციის სამუშაოები. აღნიშნული საქმინობა მიმდინარეა და გაგრძელდება სხვა მუნიციპალიტეტებშიც. შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით, ადაპტირდა ავტო საპარკინგე სივრცეები და ავტობუსის მოსაცდელები 8 მუნიციპალიტეტში12 საანგარიშო პერიოდში, მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ 10 ადაპტირეუბულ ავტობუსს, დაემატა 4 ადაპტირებული ავტობუსი. საპარკინგე და მოსაცდელი სივრცეების მოწყობის საქმინობა მიმდინარეა და გაგრძელდება სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ქუჩების და საჯარო სივრცეების რეაბილიტაცია/ადაპტაციასთან ერთად, 3 13 მუნიციპალიტეტში განხორციელდა „ჭკვიანი შუქნიშნების“ დამონტაჟება სხვადასხვა ლოკაციაზე. აღნიშნული საქმინობა მიმდინარეა და გაგრძელდება სხვა მუნიციპალიტეტებშიც. შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისა და მისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, 7 მუნიციპალიტეტის14, მოსახლეს გადაეცათ სავარძელ-ეტლები. ონის მუნიციპალიტეტში შშმ საბჭომ განიხილა შშმ პირთათვის წიგნთდამტარებლობის სერვისით მომსახურება, სადაც საბჭოს წევრის მიერ (შშმ პირი) დაისვა საკითხი ბიბლიოთეკის შესასვლელში პანდუსის მოწყობის თაობაზე. მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო შესაბამისი თანხა, შედგა ხარჯთაღრიცხვა და დღეისათვის ბიბლიოთეკის შესასვლელში პანდუსი უკვე მოწყობილია. 2023 წლის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20 ბენეფიციარი სარგებლობს მექანიკური ეტლით, მათ შორის 2 ბავშვია. 10 ბენეფიციარი კი, სამედიცინო საწოლით სარგებლობს. 2023 წლის 24 მარტს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისათვის დადგინდა შემდეგი საშეღავათო პირობები: ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის - უფასო; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის - 50 %-იანი ფასდაკლება; 10 ტყიბულის, თელავის, საგარეჯოს, ყვარლის, ონის მუნიციპალიტეტებში ჩოხატაურის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, ხარაგაულის, თელავის, ლაგოდეხის, ყვარლის, თიანეთის, სენაკის, წალენჯიხის, ბორჯომის, ნინოწმინდის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, გორის მუნიციპალიტეტებში 12 ქუთაისის, ქობულეთის, ტყიბულის, თელავის, ლაგოდეხის, ამბროლაურის, დმანისის, მარნეულის მუნიციპალიტეტებში. 13 ტყიბულის, თელავის, გორის მუნიციპალიტეტებში 14 გურჯაანის, სიღნაღის, ყვარლის, აბაშის, სენაკის, ფოთის, ცაგერის მუნიციპალიტეტების 11 49 სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭომ, სენაკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შშმ პირთა დახმარების პროგრამით გათვალისწინებული საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში, შშმ პირთა თვითრეალიზაციის, დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდის, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და განვითარების მიზნით, გამოაცხადა მიზნობრივი საგრანტო კონკურსი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრთა იდეების მხარდაჭერა და შემოსავლების გენერირება, შშმ პირთა საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა“. გამოვლენილია და დაფინანსებულია ორი ბიზნეს-იდეა და ერთი შშმ პირთა სფეროში მოქმედი ორგანიზაცია. პროექტის მთავარი ღირებულებაა, რომ შშმ პირებს გაუჩნდათ საკუთარი შემოსავლები, თვითმმართველობასა და თემს შორის გაიზარდა ნდობისა და თანამშრომლობის ხარისხი, შექმნილია შშმ პირთა სამუშაო ჯგუფი და ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს მათ თემატურ ჩართულობას, დანერგილია ინკლუზიური მონაწილეობის შესაძლებლობები. სამომავლოდ იგეგმება აღნიშნული პრაქტიკის გაძლიერება, როგორც ფინანსურად, ასევე კვალიფიციური ადამიანური რესურსებით, რომლებიც შშმ პირებს დაეხმარებიან მათი იდეების განსახორციელებლად საჭირო ახალი უნარ-ჩვევების ათვისებაში. ამ ეტაპზე, მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოსთან, შშმ თემთან, ოჯახის წევრებთან, საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წევრებთან ერთად, მუშაობენ გარკვეული მიდგომების შემუშავებაზე, რითაც ხელი შეეწყობა მეტი შშმ პირისა და მათი ოჯახის წევრების გააქტიურებასა და ჩართულობას. პროგრამის ბიუჯეტია 10 000 ლარი. ფოთის მუნიციპალიტეტში მოქმედი პროგრამა ,,ფოთის სატრანსპორტო კომპანიის სუბსიდირება“ -ს ფარგლებში“, M3 კატეგორიის იმ ავტობუსებით, სადაც მგზავრობის ფასის გადახდა ხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით, 50% შეღავათიანი მგზავრობით ისარგებლებენ ქალაქ ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) სხვადასხვა სტატუსის მქონე მოქალაქეები, მათ შორის შშმ პირები. M2 კატეგორიის ტრანსპორტით მგზავრობის გადასახადისაგან თავისუფლდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარები, ასევე ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრის“ მედდები და ექიმები. 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხაა 1 130 000 ლარი, ისარგებლა 199 შშმ პირმა. IV. სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობა 50 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის მიერ 2023 წლის განმავლობაში განხორციელდა 3 000 მეტი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის სამართლებრივი ანალიზი და შეფასება, მათ შორის, გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან შესაბამისობის კუთხით. იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედებისა და ანალიტიკური დეპარტამენტების მიერ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით გაანალიზდა შემდეგი ნორმატიული აქტების ცვლილებების პროექტები:  საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს 21 საკანონმდებლო აქტში ტერმინოლოგიურ ცვლილებასა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრას მათი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;  საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირების მიერ მოწმისა და გამოსაკითხი პირის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით;  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების წესისა და ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების პროექტები.  არასამთავრობო ორგანიზაციასთან – „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ – თანამშრომლობის ფარგლებში, მომზადდა ცალკეული მოსაზრება და რეკომენდაციები „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების პროექტზე;  გაანალიზდა ეროვნული კანონმდებლობა დოკუმენტის ბრაილის ფორმატში დამზადებული ასლის დამოწმების თაობაზე, რომლის ფარგლებში მომზადდა კვლევა სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკასთან დაკავშირებით. ჯამში, გამოკვლეულ იქნა 8 ქვეყანა;  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 13 ივნისის №917 ბრძანებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 701 მუხლთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქცია, რომლითაც მოწესრიგდა 51 უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმების პროცედურა;  განხორციელდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის“ შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების ექსპერტიზა, რომლის საფუძველზეც მომზადდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს კონვენციის ძირითად პრინციპებსა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისი ცვლილებების პროექტი;  მომზადდა იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებულ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ციფრული ხელმოწერის დანერგვას. აღნიშნული ცვლილებებით უსინათლოებს შესაძლებლობა ექნებათ, განახორციელონ ხელმოწერა პირადობის მოწმობის საშუალებით.  სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ განხორციელდა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების თაობაზე შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სეგრეგირებული სტატისტიკის შეგროვებასთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების (ლიეტუვა, გერმანია, შვედეთი, ესტონეთი) პრაქტიკის კვლევა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეისწავლა საქმიანობასთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, რათა ისინი შესაბამისობაში მოვიდეს შშმ პირთა უფლებების გაეროს კონვენციასთან და კანონთან შშმ პირთა უფლებების შესახებ. ასევე შეიმუშავა შშმ არასრულწლოვან მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო დოკუმენტები და ინსტრუქცია გამომძიებლებისათვის შშმ პირთა ეფექტიანი გამოკითხვის წესების შესახებ. საქართველოს პროკურატურაში გამოიყენება სახელმძღვანელო მითითებები „შშმ მოწმესთან, დაზარალებულთან/და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ“ და „არასრულწლოვან შშმ მოწმესთან, დაზარალებულთან/და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ“. სისხლის სამართლის საქმეებში, სადაც მონაწილეობენ შშმ მოწმე, დაზარალებული და ბრალდებული პროკურორების და გამომძიებლების მხრიდან სახელმძღვანელო მითითებების გამოყენების მაჩვენებელი გაზრდილია. 2023 წელს, სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილე შშმ პირების, მათ შორის შშმ ქალთა მიერ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის სერვისით სარგებლობის მაჩვენებელი გაზრდილია 10%- ით. 2023 წელს საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში სწავლობდა 52 შშმ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე არსებულ სისხლის სამართლის საქმეებს და მონიტორინგს უწევდა პროკურორებისა და გამომძიებლების მიერ „შშმ მოწმესთან,და დაზარალებულთან ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ“სახელმძღვანელო მითითებების შესრულებას. მონიტორინგის საფუძველზე შემუშავდა შშმ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე არსებული სისხლის სამართლის საქმეების ანალიზი. შესწავლილია შშმ დაზარალებულთა მონაწილეობით არსებული 106 სისხლის სამართლის საქმე და გაანალიზებულია საპროცესო დოკუმენტები. მონიტორინგის ასპექტები მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: შშმ დაზარალებულის შეზღუდვისა და სპეციალური საჭიროებების იდენტიფიცირება და გათვალისწინება; პროცედურული მისადაგების პრინციპის დაცვა; შშმ პირის მიმართ ჩადენილი ქმედების სისხლისსამართლებრივი შეფასება. გაანალიზდა ოჯახური დანაშაული, შშმ პირთა მიმართ ჩადენილი სხვადასხვა ტიპის ძალადობის შემთხვევები, გაუფრთხილებლობით ჩადენილი და ეკონომიკური დანაშაულები, დაზარალებულთა და ბრალდებულთა ტერიტორიული განფენილობა, სქესი, ასაკი, სოციალური კავშირი, შესაძლებლობის შეზღუდვის სახეები, შეუწყნარებლობის მოტივი და სხვა. მონიტორინგის საფუძველზე მომზადდა 2023 წლის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ, ასევე ასახავს საქართველოს პროკურატურის სამომავლო გეგმებს შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაში. აღნიშნული ანალიზის შედეგები, ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნდა საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე. გამოცემულია შშმ არასრულწლოვან მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ“ სახელმძღვანელო მითითების შესრულების მონიტორინგის ანგარიში. 2023 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ შესწავლილია არასრულწლოვან შშმ დაზარალებულთა და კანონთან კონფლიქტში მყოფ შშმ არასრულწლოვანთა მონაწილეობით არსებული 22 სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც იდენტიფიცირდა 17 შშმ არასრულწლოვანი დაზარალებული და 5 შშმ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი. გაანალიზდა საპროცესო დოკუმენტები; შშმ არასრულწლოვანთა შეზღუდვის სახე და მათი სპეციალური საჭიროებები, შემოწმდა პროცედურული მისადაგების დაცვის სტანდარტი, შშმ არასრულწლოვანთა მიმართ და კანონთა კონფლიქტში მყოფ შშმ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი რეაგირება. გაანალიზდა ოჯახური და სქესობრივი დანაშაული, ასევე სხვა კატეგორიის დანაშაულები. გარდა დანაშაულის სტატისტიკური მონაცემებისა, ანალიზი მოიცავს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ტენდენციებსა და გამოწვევებს და საქართველოს პროკურატურის სამომავლო გეგმებს შშმ არასრულწლოვანთა მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტიანი რეაგირების, პროცედურული მისადაგებისა და შშმ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვის საკითხებზე. აღნიშნული ანალიზის შედეგები, ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნდა საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე. გაზრდილია შშმ პირთა, მათ შორის შშმ ქალთა 53 მონაწილეობით არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობისა და შშმ პირების მხრიდან კოორდინატორის სამსახურით სარგებლობის მაჩვენებელი. 2023 წელს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის სერვისით ისარგებლა სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე 33-მა შშმ პირმა, მათ შორის 28-მა შშმ ქალმა. აღნიშნული მაჩვენებელი 2022 წლის მონაცემთან შედარებით (30 პირი) გაზრდილია 10%-ით. შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 98 პირის მიმართ; დაზარალებულად ცნობილია 111 შშმ პირი; შშმ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი გაზრდილია; შშმ პირთა დაზარალებულად ცნობის სტატისტიკური მაჩვენებელი გაზრდილია; დაზარალებულად ცნობილია 56 შშმ ქალი. შშმ ქალთა დაზარალებულად ცნობის სტატისტიკური მაჩვენებელი გაზრდილია. 2023 წელს, შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართალწარმოების პროცესში, პროკურორმა შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო 102 პირის მიმართ. ამათგან, შშმ პირის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე ბრალდება წარედგინა 96 პირს, ხოლო 6 პირი განრიდდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან; დაზარალებულად ცნობილია 111 შშმ პირი, მათ შორის, 65 შშმ ქალი; „დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი ხელმძღვანელობის შესახებ“ სახელმძღვანელო მითითებები საპროცესო გავრცელებულია პროკურატურის სისტემაში და მონიტორინგის ანგარიში გამოცემულია. 2023 წელს, შეუწყნარებლობით მოტივირებული და შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი და პრაქტიკაში არსებული გამოწვევების შესაბამისად, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის მომზადდა ორი სახელმძღვანელო მითითება: „შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ“ და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაზარალებულთა სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ“. სახელმძღვანელო მითითებებში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის, სამართალწარმოების პროცესში პროცედურული მისადაგების გამოყენების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეფექტიანი მონაწილეობის თაობაზე საქმისწარმოების ყველა ეტაპზე; ასევე, დისკრიმინაციის ცალკეული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის სწორად იდენტიფიცირებაზე საგამოძიებო და საპროცესო დოკუმენტებში, ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელებასა და მოტივის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვების საკითხზე. 54 შშმ პირების მიმართ ან/და შშმ ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების შესახებ, ასევე შშმ პირების მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებზე განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია პროკურატურის ვებ-გვერდზე, სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულია . 2023 წელს შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა პრეს-რელიზი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2023 წლის 31 იანვრის №01/20 ბრძანებით დამტკიცებული პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური შემოწმებების 2023 წლის გეგმის ერთ-ერთ მიზნობრივ ჯგუფად განისაზღვრნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შშმ პირთა მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით, 2023 წლის განმავლობაში გეგმურად შემოწმდა 3 (სამი) მონაცემთა დამმუშავებელი. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში, სამსახურის განცხადებების შესაბამისმა საფუძველზე, სტრუქტურულმა შეისწავლეს პერსონალური ერთეულებმა, შშმ პირთა მონაცემების დამუშავების კანონიერების არაერთი შემთხვევა, მათ შორის, 2023 წლის 31 მარტის №გ-1/058/2023 გადაწყვეტილების ფარგლებში, რომლის შესახებ მოკლე ინფორმაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, გამოქვეყნდა სამსახურის ვებგვერდსა და სოციალური ქსელის გვერდზე15 ინკლუზიური, თანასწორი და თანაბარუფლებიანი საზოგადოების შემდგომი განმტკიცების მიზნით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელშეწყობით, აქტიურად მიმდინარეობს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმით დასახული ამოცანების განხორციელება ხუთი ურთიერთდაკავშირებული პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში, კერძოდ: 1. სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად; 2. ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა; 3. თანასწორობა, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა; 4. სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია და 5. კულტურათაშორისი დიალოგი. თითოეული ამოცანა ახალგაზრდებისა და ქალების როლის გაძლიერებასა და მხარდაჭერას, ერთმნიშვნელოვან პრიორიტეტად განიხილავს. შშმ პირების მხარდაჭერა და გაძლიერება პოლიტიკის დოკუმენტის გამჭოლი პრიორიტეტია. 15 იხ. ბმული: https://personaldata.ge/ka/press/post/8941 55 V. დასაქმების ხელშეწყობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭო. საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა შშმ პირების დასაქმებასთან დაკავშირებულ არსებულ გამოწვევებზე და მათ მხარდასაჭერად სამუშაო ადგილზე გასაწევ მხარდამჭერ სერვისებზე. შშმ პირთა დასაქმების ხელშესაწყობად და სამუშაო ადგილებზე მათ მხარდასაჭერად საბჭო აქტიურად გააგრძელებს შეხვედრებს. საქართველოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულია 60-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. სამინისტროს მიერ დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ გამოიყენება გონივრული მისადეგბის პრინციპი, რაც გამოიხატება მოქნილ და თავისუფალ სამუშაო გრაფიკში, სამუშაო ფორმატში (ონლიან თუ ადგილზე მუშაობა), მათთვის მორგებულ სამუშაო გარემოში და. ა.შ. სამინისტრო ზრუნავს დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიულ განვითარებაზე. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა არაერთი ტრენინგი სხვადასხვა თემატიკაზე, სადაც, სხვებს შორის, ჩართულები იყვნენ სისტემის მასშტაბით დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო ქვეპროგრამა ითვალისწინებს კომპონენტებს, რომლებიც უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაა განკუთვნილი. ესენია: 1. სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტი, რომლის ამოცანაა სამუშაოს მაძიებელი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების, შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ, თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება; დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი, რომლის მიზანია დამსაქმებლის ფინანსური მხარდაჭერა ისეთი სამუშაო გარემოს შექმნისთვის, რომელიც შშმ /სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის იქნება ადაპტირებული და შენარჩუნებული 3 წლის ვადით. 2023 წლიდან, პირებს, რომლებიც ჩაერთვებიან სტაჟირების კომპონენტში, შესაძლებლობა ეძლევათ სტაჟირების დასრულების შემდეგ, დამსაქმებელთან მოლაპარაკების გზით, გააგრძელონ ხელფასის სუბსიდირების პროგრამით სარგებლობა, რაც ხელს შეუწყობს შშმ პირების ხანგრძლივი დასაქმების შესაძლებლობის გაზრდას. გარდა ამისა, „საზოგადოება ბილიკი“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET ახორციელებენ ერთობლივ პროექტს ,,შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე“. აღნიშნული პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს შშმ პირთა დასაქმებას, ეკონომიური აქტივობის გაზრდას და შშმ პირებთან მომუშავე ადამიანების პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას. 56 2023 წლის 30 ნოემბერს, შშმ პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, სააგენტომ კახეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი გამორჩეული პარტნიორები და ორგანიზაციები დააჯილდოვა, რომლებიც შშმ თემის მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და თანამშრომლობენ სააგენტოსთან. ასევე გაიმართა დასაქმების ფორუმი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შშმ და სსსმ პირებმა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, 2023 წელს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 9 დასაქმების ფორუმი და 50-მდე მასობრივი გასაუბრება ჩაატარა. სააგენტომ შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით, UNDP-ს დაქირავებული ექსპერტის მეშვეობით ჩაატარა კვლევა და შეისწავლა შშმ პირთა დასაქმების ბარიერები. ინდივიდუალური კონსულტირების შედეგად დასაქმებულია 29 შშმ პირი; საშუამავლო მომსახურების ფარგლებში დასაქმებული 33 შშმ პირი; მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 198 მოწყვლად პირს გაუწიეს მხარდაჭერითი მომსახურება. დასაქმებულია 33 შშმ პირი; სუბსიდირების კომპონენტში ჩაერთო 5 დამსაქმებელი და 14 შშმ სამუშაოს მაძიებელი. დასაქმებულია 14 შშმ პირი; ჩატარებული ფორუმების შედეგად დასაქმებულია 3 შშმ პირი; მომზადება-გადამზადების კომპონენტის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში დასაქმებულია 30 შშმ პირი; სტაჟირების კომპონენტში დასაქმებულია 2 შშმ პირი; საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულია 2 993 შშმ პირი, ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 317 სოციალურად დაუცველი შშმ პირი. 2023 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების შედეგად დასაქმებულია 15 899 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის 461 შშმ პირი. შშმ პირთა დასაქმების ხელშესაწყობად, 2023 წელს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით, შემუშავდა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - HR.GOV.GE-ს განახლების კონცეფცია, რომელიც მოიცავს ვებგვერდის კონცეფციაზე შშმ დაყრდნობით, პირების საჭიროებებზე მიმდინარეობს მორგების HR.GOV.GE-ს საკითხს. აღნიშნულ განახლების ტექნიკური დავალების დოკუმენტის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შშმ პირებზე ადაპტაციის დეტალები. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების მიზნით, ვაკანსიის განაცხადში გაკეთდა ჩანაწერი, რითაც გამოიხატა სამინისტროს მზაობა სპეციალური საჭიროებების მქონე კანდიდატების მიღებასთან დაკავშირებით. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სტაჟიორად დასაქმდა 1 შშმ პირი. საქართველოს მუნიციპალიტეტები, აწარმოებენ შშმ პირთა დასაქმების ბაზას. რომლის მეშვეობითაც ხდება შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა. 2023 მანძილზე, რამდენიმე მუნიცოპალიტეტში განხორციელდა 40-მდე შშმ (მათ შორის სოციალურად დაუცველი 57 სტატუსის) პირის დასაქმება; კურსების შეთავაზება. დასაქმებისთვის საჭირო უნარების განმავითარებელი VI. განათლების უფლების ხელმისაწვდომობა ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (საანგარიშო პერიოდში) და დონორების დიდი ძალისხმევა იქნა მიმართული უნივერსიტეტების გაძლიერებისკენ. მომზადდა და დამტკიცდა „სკოლამდელი განათლების დარგობრივი მახასიათებელი“, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტებს, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, გაეწიათ საერთაშორისო ექსპერტული მხარდაჭერა პროგრამების მოსამზადებლად. სკოლამდელი უნივერსიტეტის განათლების აკადემიური საბაკალავრო პერსონალისთვის საბაკალავრო პროგრამების განვითარების მიზნით ჩატარდა 21 სემინარი ადგილობრივი ექსპერტების ხელმძღვანელობით, რომლის ყოველი თემა მოიცავდა ინკლუზიური განათლების პრინციპებსა და მათი პრაქტიკაში დანერგვის გზებს. საერთაშორისო ექსპერტის ინდივიდუალური დახმარება კი ითვალისწინებდა უშუალოდ სილაბუსებზე მუშაობას ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. უმაღლესი განათლების ცხრავე დაწესებულებას მიეწოდა 35 დასახელების საგანმანათლებლო რესურსი, წიგნების უმეტესობა ინკლუზიური, ადრეული განათლების შესახებ იყო და უმეტესობა მათგანი უკვე ითარგმნა როგორც უნივერსიტეტების, ისე სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. სამმა სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიპოვა სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამების აკრედიტაცია, ხოლო ორი უნივერსიტეტის მიმართვა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განხილვის პროცესშია. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები აღმზრდელის უმაღლეს პროფესიულ პროგრამებს ახორციელებენ. ზემოაღნიშნული სამინისტროს მიერ მხარდაჭერილია კერძო უნივერსიტეტის (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი) ინიციატივა, დიდი ბრიტანეთის მიდლსექსის უნივერსიტეტთან ერთად განახორციელოს ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის გადამზადება სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამების განვითარებისთვის. 2023-2024 სასწავლო წლისთვის სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭა 99 სტუდენტს, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭა 1 სტუდენტს, რომელიც არის აუტიზმის სპექტრის მქონე პირი. 58 2023-2024 სასწავლო წლისთვის სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი მიენიჭა 11 მაგისტრს, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელონად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამა, ასევე აღმზრდელის უმაღლესი პროფესიული პროგრამა აგებულია ინკლუზიურობის პრინციპების გათვალისწინებით და ითვალისწინებს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებულ სააღმზრდელო და საგანმანათლებლო გარემოს შექმნის საკითხებს. ინკლუზიური განათლების მიდგომების გათვალისწინების გარეშე ვერც ერთი საგანმანათლებლო პროგრამა ვერ მიიღებს აკრედიტაციას და შესაბამისად, ვერ განხორციელდება. მომზადდა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, რომელმაც შექმნა საფუძველი ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული მოდელის ასამოქმედებლად. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ზემოაღნიშნული ცვლილება გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეში. ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში დამტკიცდა ქართული ჟესტური ენის სტანდარტი, სენსორული სასწავლო გეგმა სენსორული დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის. გადამუშავდა I კარი - ადმინისტრაციული ნაწილი, რომლითაც სავალდებულო მოთხოვნად გაიწერა: "რემედიაციის პროგრამა დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის სახით სკოლამ უნდა შესთავაზოს იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც არიან სკოლის მიღმა ან იმყოფებიან სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ. კურიკულუმის შინაარსს განსაზღვრავს თავად სკოლა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით." საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 28 ივლისის N937644 ბრძანებით დამტკიცდა მინიმალური კომპეტენციების ჩამონათვალი, რომელთა ფლობაც უნდა დადასტურდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველების მიერ, საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების შედეგად. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, მომზადდა და დასამტკიცებლად ინიცირებულია საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესი. აღნიშნული გამოცდის წარმატებით ჩაბარება არის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობა. 59 სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციისა და საფასურის განსაზღვრისთვის მომზადდა და დასამტკიცებლად ინიცირებულია აკრედიტაციის დებულებაში ცვლილება. შემუშავდა და ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცდა სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი. სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის ფორმირებისა და განახლებული შიდასტრუქტურული მოწყობისთვის შემდეგი სამუშაოები განხორციელდა: ა) შემუშავდა ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების წესისა და პირობების შესახებ დოკუმენტის სამუშაო ვერსია; ბ) მომზადდა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 1 ივლისის N141/ნ ბრძანებაში განსახორციელებელი ცვლილების პროექტი, რომლის მიხედვითაც სამსახურს სტრუქტურული ერთეულის სახით დაემატა ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი (სამმართველო) და გაიწერა სამმართველოს ფუნქციები; გ) მომზადდა ახალი მხარდამჭერი სისტემის მისიის ხედვა; დ) მომზადდა მომსახურების პროფილის დოკუმენტის სამუშაო ვერსია; ე) განისაზღვრა ახალი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანამშრომლები და დაწყებულია მუშაობა მათ სამუშაო აღწერილობებსა და დაქირავებისთვის საჭირო პროცედურების ჩაუტარდათ დაგეგმვაზე; ტრენინგები მასწავლებლებსა და ვ) რესურსსკოლების ლიდერობის სპეციალისტებს, დირექციის განვითარებაში, განათლებისა და ხოლო, წარმომადგენლებს რესურსსკოლების მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრებს, ინტეგრირებული კლასების და საგანმანათლებლო სერვისის ფუნქციონირების სუპერვიზიის ექსპერტებს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალურ კონსულტანტებს ჩაუტარდათ ტრენინგები კონსულტირების განვითარებაში. შემუშავდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ინკლუზიურ პროფესიულ განათლებაში ჩართული გუნდის უწყვეტი პროფესიული განვითარების მოდელი, რომლის მიზანია უზრუნველყოს გუნდის წევრთა უწყვეტი პროფესიული განვითარება, რაც ხარისხიანი ინკლუზიური განათლების საფუძველს შექმნის. დოკუმენტი დაეყრდნო როგორც საერთაშორისო კარგ პრაქტიკებს, ასევე ადგილობრივ გამოცდილებას. კონცეფციაში წარმოდგენილია სისტემაში მიმდინარე ცვლილებები, ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერი სისტემა, გუნდის უწყვეტი განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობები. დოკუმენტი შემუშავდა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების მხარდაჭერით. 60 ასევე, მიმდინარეობს მუშაობა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინკლუზიური საქმიანობის შეფასების მექანიზმების შესაქმნელად. აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით პროფესიული უნარების სააგენტომ შეიმუშავა „ინკლუზიური პროფესიული განათლების კონცეფცია“, რომელიც წარმოადგენს სტრატეგიულ ხედვას პროფესიული და ზრდასრულთა განათლების სისტემაში ინკლუზიურობის მიღწევისთვის საჭირო პოლიტიკური და საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნისა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით. კონცეფცია მიზნად ისახავს ყველა დამატებითი საჭიროების მქონე და მოწყვლადი ჯგუფისთვის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩატარდა როგორც თვისებრივი ასევე, რაოდენობრივი კვლევა; იდენტიფიცირდა და გაანალიზდა თითოეული სამიზნე ჯგუფის ბარიერები და გამოწვევები და ადგილობრივ გამოცდილებასა და იდენტიფიცირებული საერთაშორისო კარგ პრაქტიკებზე დაყრდნობით შემუშავდა ბარიერების აღმოფხვრაზე ორიენტირებული სისტემური რეკომენდაციები. შემუშავდა პროფესიული განათლების სერვისების ინკლუზიური განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც ინტეგრირებულია პროფესიული განათლების ახალ სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაში. დაიწყო მუშაობა პროფესიული განათლების სერვისების ინკლუზიურობის შეფასების მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანია უზრუნველყოს პროფესიული განათლების ყველა შეთავაზების თანაბარი ხელმისაწვდომობა, მრავალფეროვანი ჯგუფების ჩართულობა და მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება. შშმ და სსსმ პირებისთვის განკუთვნილი საორიენტაციო სერვისის ინსტიტუციური დანერგვის მხარდაჭერის მიზნით, შემუშავდა საორიენტაციო სერვისის მხარდამჭერი რესურსები. მათ შორის, მომზადდა საორიენტაციო სერვისის გზამკვლევი და ინსტრუმენტების პაკეტი. რესურსებზე მუშაობის პროცესში, გადაიხედა სსსმ და შშმ პირთა პროფესიულ პროგრამებზე შერჩევის პროცედურის, ე.წ. პრაქტიკული მოსინჯვის არსებული დაკვირვების ინსტრუმენტი და მომზადდა ახალი დივერსიფიცირებული შეფასებისა და დაკვირვების ფორმები, რომელიც ორიენტირებულია პროფესიის შესაბამისი უნარებისა და შესაძლებლობების გაზომვაზე. მეთოდოლოგიური რესურსები მომზადდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უწყვეტი განათლების უკეთესი შესაძლებლობები პარტნიორობის მხარდაჭერით. გზით“ ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) 61 შემუშავდა კარიერის მართვის ახალი, პირის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული საორიენტაციო სერვისი სსსმ და შშმ პირებისათვის. 2023 წლის მეოთხე კვარტალში დასრულდა სსსმ და შშმ პირთა საორიენტაციო სერვისის პილოტირება. პილოტირების პროცესში ჩართული იყო 6 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება16. სერვისის პილოტირების დროს ტარდებოდა ინტენსიური კონსულტაციები დაწესებულებების წარმომადგენლებთან სერვისის განხორციელების თითოეულ ეტაპზე, როგორც დისტანციურად, ისე პირისპირ ფორმატში. გარდა ამისა, შეიქმნა სამენტორო ჯგუფები, სადაც განაწილებულნი იყვნენ დაწესებულებების სპეციალისტები და მათ პროფესიულ მხარდაჭერას უზრუნველყოფდა სააგენტოს სსსმ და შშმ პირთა მხარდაჭერის კონსულტანტები. პილოტის დროს, საორიენტაციო სერვისით ისარგებლა 56-მა სსსმ და შშმ პირმა, რომელთა დაახლოებით 48% ჩაირიცხა პროფესიულ პროგრამებზე, 2023 წლის მიღებაზე. სერვისის პილოტირება განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უწყვეტი განათლების უკეთესი შესაძლებლობები პარტნიორობის გზით“ ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. საორიენტაციო სერვისის სისტემური დანერგვა დაიწყება 2024 წლიდან. სენსორული (სმენა), აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისათვის ფუნქციონირებს 12 ინტეგრირებული კლასი, რომლის ფარგლებშიც საგაკვეთილო პროცესში ინტეგრაციის ხელშესაწყობად მოსწავლეებთან ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობენ დამატებითი სპეციალისტები. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები, საავადმყოფოს სივრცეში, ღებულობენ საგანმანათლებლო სერვისს; ა(ა)იპ - ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“ ბენეფიციარები ღებულობენ საგანმანათლებლო სერვისს. მთელი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა ინტეგრირებული კლასებისა და საგანმანათლებლო სერვისის სუპერვიზია. ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით, სკოლის ბაზაზე სასკოლო კურიკულუმების სტრუქტურის განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელდა ავტორიზაციისთვის პირველ ეტაპზე განსაზღვრული 400-მდე სკოლის კონსულტირება, რომელშიც ჩართულები იყვნენ ინკლუზიური განათლების სპეციალისტები. გაიცემოდა შესაბამისი რეკომენდაციები; ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის შეფასების მიზნით, განხორციელდა კვლევები მშობელთა ჩართულობის მიმართულებით, ასევე დაწყებითი საფეხურის ყველა საგნის 16 „პრესტიჟი“, „იბერია“, „ერქვანი“, „ახალი ტალღა“, „ჰორიზონტი“, „ბლექსი“. 62 სახელმძღვანელოების გაუმჯობესებისა და სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით და კვლევის ფარგლებში 4 ფოკუს-ჯგუფის ფარგლებში გამოიკითხა 40 მშობელი. სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს 9 რეგიონის 18 საჯარო სკოლაში ხორციელდება სხვადასხვა პროექტი. საანგარიშო პერიოდისთვის, პროექტის ფარგლებში ამუშავებულ კლუბებში, ჩართულია 430 მოსწავლე, აქედან 161 ბენეფიციარი და 269 მოხალისე. განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის მიმართულებით ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ხორციელდებოდა განათლების და სპეციალური სოციალიზაციის საგანმანათლებლო უზრუნველყოფისთვის სერვისი ,,ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა’’, რომლის ბენეფიციარები არიან ქვეყანაში არსებული სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიუსაფარი ბავშვებზე ზრუნვის სერვისების ბენეფიციარები (ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი, ქ. რუსთავი, ქ. ბათუმი), საანგარიშო პერიოდისთვის პროგრამაში ჩართული იყო 101 ბავშვი. სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მონაწილეობით, ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის (STATPED) მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური მასალის მიხედვით, მომზადდა ქართულენოვანი ორი დამხმარე რესურსი მხედველობის და სმენის სირთულეების მქონე ბავშვების განათლების შესახებ. აღნიშნული მეთოდოლოგიური რესურსები განკუთვნილია სკოლის წარმომადგენლებისთვის, მშობლებისა და ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული სპეციალისტებისთვის. 2023 წლის განმავლობაში, დეპარტამენტის, სკოლამდელი სკოლამდელი და განათლების ზოგადი განათლების სამმართველოს მიერ განვითარების 20 სამიზნე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა ადრეული განათლების კურიკულუმის დანერგვა, რომლის ფარგლებშიც ოცივე მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების საგანმანათლებლო პერსონალის 25 კაციან ჯგუფს ჩაუტარდა ადრეული ინკლუზიური განათლების ტრენინგი. პროექტი გაგრძელდება და დაფარავს საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტს. 11 სამიზნე მუნიციპალიტეტში ჩატარდა შეხვედრები და გავრცელდა ბროშურა - „ინკლუზიური სკოლამდელი განათლების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე“, რომელიც ასევე განთავსებულია სამინისტროს https://el.ge/articles/537931 2023 წელს, ელექტრონული ბიბლიოთეკის მიზნით, პორტალზე ინკლუზიური განათლების გაძლიერების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ნორვეგიის მთავრობის 63 დაფინანსებით, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ ორგანიზაციასთან „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის‘‘ „ინკლუზიური განათლების პარტნიორობით გაძლიერება განხორციელებული ინოვაციური მიდგომების პროექტის პილოტირებით საქართველოს 10 საჯარო სკოლაში“ ფარგლებში მომზადდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რესურს ოთახების ორგანიზების და ფუნქციონირების გზამკვლევი“. გზამკლევი მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის პროცესში რესურს ოთახების ფუნქციის, მისი მრავალმხრივი და მიზნობრივი გამოყენების წარმოჩენას, რათა საჯარო სკოლებში მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს რესურს ოთახების სიკეთეების რეალიზება მოსწავლეთა მრავალფეროვანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად დასაგანმანათლებლო ჩართულობის ხელშესაწყობად. 2023 წელს მომზადდა და გამოიცა ჟურნალის - ,,ინკლუზიური განათლება“ - ორი ნომერი. ჟურნალი „ინკლუზიური განათლება“ წარმოადგენს ინიციატივას, შევქმნათ საკომუნიკაციო სივრცე და თანამშრომლობითი ქსელი მნიშვნელოვან საკითხებზე ღია და ჯანსაღი კომუნიკაციისთვის. 64 მუნიციპალიტეტის ბაღების მართვის ერთეულებისთვის და მერიების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგები დისტანციურ და პირისპირ ფორმატში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განხილული იყო ადრეული ინკლუზიური განათლების დანერგვა ადგილობრივ დონეზე. ბაღების მართვის ერთეულებისთვის გაიმართა ონლაინ კონსულტაციები სტრატეგიული განვითარების დოკუმენტების შექმნის მხარდასაჭერად, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთდა ინკლუზიური განათლების განვითარებაზე. სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის, სკოლამდელი განათლების სამმართველოს მიერ სკოლამდელ განათლებაში ჩართული დაინტერესებული პირებისთვის ფეისბუქ პლატფორმაზე შეიქმნა ვებინარების ციკლი, სადაც რამდენიმე სესია დაეთმო ბავშვის უფლებების დაცვას და ადრეულ ინკლუზიურ განათლებას. https://www.facebook.com/skolamdeliganatleba. არსებული პროფესიული პროგრამების სრულად მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის ერთიან წესში (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №42/ნ) შევიდა ცვლილება, რომლის შესაბამისად დაწესებულება აღარ არის უფლებამოსილი, რომ პარტნიორ კომპანიასთან შეთანხმებით, დუალურ პროგრამებზე არ გამოაცხადოს სსსმ პირთა მიღება. ზემოაღნიშნული ცვლილების შესაბამისად, წესის მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლის, მე-5 პუნქტის საფუძველზე, განისაზღვრა დაწესებულების ვალდებულება სსსმ პირთა მიღების გამოცხადებასთან დაკავშირებით იმ პროგრამებზეც, რომელთა სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა 64 რეალურ სამუშაო გარემოში. განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სსსმ პირთა მიღება გამოცხადდება ყველა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათი განხორციელების ფორმის მიუხედავად. 2023 წელს სისტემას დაემატა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სადაც ა(ა)იპ კოლეჯმა „ჰორიზონტმა“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამატებით მოიპოვა ავტორიზაცია და უფლებამოსილება განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. სსიპ - ქალაქ ქუთაისის N45 და სსიპ - ქალაქ თბილისის N203 საჯარო სკოლებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სპეციალურ პროგრამებს სენსორული (სმენა) დარღვევის მქონე მოსწავლეების განათლების მხარდაჭერისათვის, ორგანიზაცია „Wordl vision“ მხარდაჭერით ჩატარდა საზაფხულო ბანაკი, რომლის მიზანიც იყო მომავალი პირველკლასელების სკოლაში ტრანზიციის ხელშეწყობა და სასკოლო თემთან მიკუთვნებულობის გაძლიერება. სამინისტროსთან თანამშრომლობით, USAID-ის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და საბაზისო განათლების პროექტის მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, 15 საჯარო სკოლაში ხორციელდება საპილოტე პროექტი, რომლის მიზანიცაა სწავლების MTSS მოდელის დანერგვა, რაც ხელს უწყობს საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდებას და დროული ჩარევით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პრევენციას. 2023-2024 სასწავლო წლისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენის მიზნით, განხორციელდა 856 მომავალი პირველკლასელის შეფასება, მათგან 804-ს დაუდასტურდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება და გაიცა რეკომენდაციები სკოლებისათვის. სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული ინკლუზიური მიმართულების პროექტების განხორციელებაში, როგორც აკადემიური (ფორმალური), ასევე, არაფორმალური განათლების მხრივ.   სახელოვნებო სივრცეში ინკლუზიური განათლების გაძლიერების მიზნით, „სადადგმო ხელოვნების“ სამაგისტრო პროგრამისთვის შემუშავდა და დაინერგა სასწავლო კურსი ,,ინკლუზიური ცეკვის სწავლების მეთოდიკა“, რომელსაც სხვა პროგრამის სტუდენტებს ვთავაზობთ არჩევითი სასწავლო კურსის სახით. კურსი მოიცავს ინკლუზიური ცეკვის სწავლების თეორიას, მეთოდიკასა და პრაქტიკას. არაფორმალური განათლების ფარგლებში, უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული შშმ/სსსმ პირებისათვის სხვადასხვა სერვისებისა და მომსახურებების მისაწვდომობის გაზრდის, განათლების მიღების, საზოგადოებაში მათი 65 ინტეგრირების, ცნობიერების ამაღლების პროცესში. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ინკლუზიური საცეკვაო სკოლა ,,ანისი“. არაფორმალური განათლების ფარგლებში, უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულია შემდეგი ღონისძიებები:  2023 წელი, ნოემბერი − თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან კოლაბორაციული პროექტი − „შემოქმედებითი ინტეგრაცია“.2023 წელი, ნოემბერი - უნივერსიტეტის სასწავლო სცენაზე ,,შშმპ მედია პოზიტივის’’ ინიციატივით ჩატარდა რეჟისორ გოდერძი ჩოხელის ფილმის ,,ადგილის დედა’’ პრეზენტაცია აუდიო-ვიზუალური გახმოვანებით - უსინათლოებისთვის და მცირე მხედველებისთვის ფილმების აუდიო ვიზუალური დესკრიფციით (აღწერით).  2023 წელი, ივლისი − ჩატარდა ,,ინკლუზიური ცეკვის და მუსიკათერაპიის“ კოლაბორაციული ტრენინგი. 2023 წელი, აპრილი-მაისი-ივნისი − დრამის ფაკულტეტის სტუდენტების ჩართულობით განხორციელდა ,,ინკლუზიური საცეკვაო სკოლა ,,ანისის“ განვითარების პროექტი“. განხორციელდა პროექტი: "ციფრული არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობა ინკლუზიურ ხელოვნებაში". - ვიდეომასალა წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს სასწავლო კურსისთვის ,,ინკლუზიური ცეკვის სწავლების მეთოდიკა“. ივლისში - უნივერსიტეტსა და ააიპ ინკლუზიური ხელოვნების განვითარების საერთაშორისო ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.    სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, რომლის განხორციელებას კოორდინაციას უწევს შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, თანასწორობის ტოლერანტული და ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს წახალისების მიზანი ითვალისწინებს განათლების მიღმა დარჩენილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი შშმ პირების საგანმანათლებლო შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობას. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის ასევე უზრუნველყოფილია გამარტივებული წესით, უგამოცდოდ და სახელმწიფო გრანტით ჩარიცხვა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აღნიშნული რეგიონებიდან ყოველწლიურად უნივერსიტეტებში 250-მდე სტუდენტი ირიცხება. გარდა ამისა, შშმ პირებისთვის პრივილეგირებული წესით, ტესტირების გარეშე, უზრუნველყოფილია ჩარიცხვა და უფასო სწავლა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ პროფესიულ კოლეჯებში. უზრუნველყოფს ტრენინგებსა და პროფესიულ გადამზადებას 66 სხვადასხვა სფეროში, ასევე შშმ პირების ინტეგრაციის ხელშეწყობას, მათ გამოწვევებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სხვა. შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ, შშმ პირების საჭიროებებზე ორიენტირებული ღონისძიებების გათვალისწინების კუთხით, კონსულტაცია გაეწიათ და მონიტორინგი განხორციელდა 332 ორგანიზაციისა და 7 სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სკოლების საგანგებო მართვის გეგმების მომზადების ეტაპზე. საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში17, საანგარიშო პერიდში ხორციელდებოდა სკოლამდელი და სკოლის ასაკის შშმ და სსმ ბავშვების მხარდამჭერი პროგრამები. სისტემატიურად მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის განახლება; შეხვედრები პედაგოგებს და მშობლებთან სადაც მიეწოდათ ინფორმაცია სახელმწიფო და მუნიციპალური შესაბამისი პროგრამების შესახებ; საბავშვო ბაღებში, მოწესრიგდა შშმ ბავშვებისთვის ინდივიდუალური გეგმების, მიზნების, შედეგების შეფასების ინდიკატორების სპეციალური ფორმები და მონიტორინგის ინსტრუმენტები; მიმდინარეობდა შშმ ბავშვების აღზრდა განვითარებისთვის საგანმანათლებლო დამხმარე სამუშაო მასალების და რესურსებით საბავშვო ბაღების უზრუნველყოფა. საბავშვო ბაღების კადრები უწყვეტად გადამზადდნენ სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ბავშვების ხარისხიანი მომსახურების შექმნის მიზნით; შშმ ბავშვებისათვის, ფუნქციონირებდა საკვირაო სკოლა, რომლის დაფინანსება ხდება მუნიციპალიტეტის მერიიდან; აგრეთვე, მერიის თანადაფინანსებით ფუნქციონირებს შშმ და სსმ პირთა დღის საგანმანათლებლო ცენტრები. სადაც, რეაბილიტაცია/აბილიტაციის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, ბავშვებთან მუშაობს ლოგოპედი, ფსიქოლოგი და სპეც. მასწავლებელი, ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება სპორტული - გამაჯანსაღებელი აქტივობები; განხორციელდა ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA)პროგრამის (2-დან 18 წლის ჩათვლით ბენეფიციარების ქცევისა და მეტყველების თერაპევტებით მომსახურება, სენსორული თერაპია); განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ერთობლივი სწავლება; შრომითი თერაპიის პროგრამები (18-დან 33 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ბენეფიციარების სხვადასხვა შრომით და თერაპიულ აქტივობებში ჩართვა); შშმ მოსწავლეთა დღის მოვლის ცენტრების უწყვეტი აღზრდისა და სწავლების პროცესის ხელშეწყობა და სხვა. ყურადსაღებია, რომ აღნიშნული მუნიციპალიტეტებშიც. საქმინობა მიმდინარეა და გაგრძელდება სხვა 17 ამბროლაურის, ონის, ცაგერის,გარდაბნის, რუსთავის, ხაშურის, გურჯაანის, სიღნაღის და მუნიციპალიტეტებში. 67 VII. მონაწილეობა კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში 2023 წელს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში (საანგარიშო პერიოდში) ჩატარდა კონკურსი - „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“ (ბიუჯეტი 120 000 ლარი), რომლის მიზანს წარმოადგენს: შშმ პირთათვის კულტურაზე ხელმისაწვდომობის მიზნით ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა; შშმ პირთა შემოქმედებითი უნარების განვითარება/წარმოჩენა და მათი კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა; შშმ პირთათვის, ბრაილის შრიფტით შექმნილი ქართული მხატვრული ლიტერატურის ნიმუშების გამოცემის ხელშეწყობა; შშმ პირთათვის, ონლაინ პლატფორმების გამოყენებით, კულტურაზე ხელმისაწვდომობა; შემოსული 22 განაცხადიდან გამარჯვებულად გამოვლინდა და დაფინანსდა 8 პროექტი: 1. „მწერლობა - დიალოგი წარსულთან“ ა(ა)იპ „ინვალიდ და დიაბეტით დაავადებულ მოზარდთა რეაბილიტაციის ფონდი ართ ჰოლი+“ . პროექტის ფარგლებში გაიმართა 2 საღამო - პროზის და პოეზიის საღამოს სახით. (რევაზ ინანიშვილის საღამო და ქართული პოეტების საღამო). პროექტში მონაწილეობა მიიღო 35 -მა ახალგაზრდამ. პრემიერები გაიმართა სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. 2. „ინკლუზიური პროგრამა - ფიროსმანის დღე ეროვნულ გალერეაში“ სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფი შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმი. პროექტის ფარგლებში ეროვნულ გალერეაში ნ. ფიროსმანაშვილის ახალ მუდმივმოქმედ ექსპოზიციაზე შშმ პირთა ხელმისაწვდომობის მიზნით შეიქმნება სპეციალურად მოწყობილი და აღჭურვილი სენსორული კუთხე; გალერეის თანამშრომლებმაგაიარეს სპეციალური ტრენინგი; გამოიცა სახელმძღვანელო გალერეაში მიღებული შემეცნებითი ცოდნის გაღრმავების მიზნით; შეიქმნა ონლაინ თამაში ფიროსმანის კოლექციის და მისი თანადროული თბილისის შესახებ. 3. „შემოქმედებითი ინტეგრაცია“ სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. პროექტის ფარგლებში დაიდგა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ერთობლივი ინკლუზიური სპექტაკლი „ყოფნა არ ყოფნა“. სპექტაკლში მონაწილეობა მიიღეს დაგაფორმებაზე იმუშავეს სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინკლუზიური ქორეოგრაფიული დასის შშმ წევრებმა. პრემიერა გაიმართა სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. 4. „ინტერაქტიური კონცერტი პარაორკესტრის მონაწილეობით“ 68 ა(ა)იპ „მშობელთა ხიდი“. შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით 14 ივნისს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდა კონცერტი პარაორკესტრისა და 2 ახალგაზრდა მუსიკოსის მონაწილეობით. გაჟღერდა კლასიკოსი კომპოზიტორების ნაწარმოებები და პოპულარული ჯაზის კომპოზიციები. „თანამედროვე ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების განვითარება და 5. პოპულარიზაცია“. ა(ა)იპ „აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი „ჰერა“ “. პროექტის ფარგლებში განხორციელდა კონსტანტინე გამსახურდიას პიესის "დავით აღმაშენებელი" აუდიო სპექტაკლის და მწერალ გურამ ბათიაშვილის მიერ აფხაზეთის რეგიონში 1990-იან წლებში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების თემაზე შექმნილი პიესის „რომა და ჯულია“ აუდიო სპექტაკლის ჩაწერა. 6. „ინკლუზიური სპექტაკლი „ზღვის კარიბჭე“ ა(ა)იპ „ნიკე - თანამედროვე ხელოვნების განვითარებისათვის“. სპექტაკლი „ზღვის კარიბჭე“ ირა კოხრეიძის თეატრალური დასის რიგით მერვე საავტორო სპექტაკლია. მასში მონაწილეობა მიიღო თეატრის სრულმა დასმა. პრემიერა გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. 7. „პატარა უფლისწული“ .ა(ა)იპ „სტუდია ასტეროიდი“. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ვიდეო-სპექტაკლი „პატარა უფლისწული“ დადგმა/ გადაღება, რომელშიც გაერთიანდნენ თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებული შშმ ახალგაზრდები და მათი სამეგობრო წრე. 8. „ვეფხისტყაოსნის ბრაილის შრიფტით დაბეჭდვა“ ა(ა)იპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლების და სპორტის ცენტრი“. პროექტის ფარგლებში გამოიცა „ვეფხისტყაოსანი“ ბრაილის შრიფტით. წიგნი დაიბეჭდა 1966 წლის გამოცემის მიხედვით. ეგზემპლარები გადაეცა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, რუსთაველის საზოგადოებას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს უსინათლოთა კავშირსა და ქ. თბილისის 202 უსინათლოთა სკოლა-პანსიონს. ჯამში გამარჯვებულ პროექტებში მონაწილეობდა: 202 ადამიანი, (მათ შორის 87 შშმ პირი). ასევე სამინისტროს მიერ დაფინანსდა პროექტი - „თეატრობანა - შემოქმედებითი უნარჩვევების გამომუშავების ხერხები“, რომლის ფარგლებშიც, შემუშავდა მასტერკლასების სერია, რომელიც სტუდიის მოსწავლეების (რომელთა შორის არიან სხვადასხვა ეროვნებისა და შესაძლებლობის, მათ შორის, სსსმ, შშმ და იძულებით გადაადგილებული პირები) მონაწილეობით ჩატარდა და გადაღებულ იქნა გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში; 69 საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, 2023 წელს, 10-მდე სახელმწიფო თეატრში,18 არაერთხელ, გაიმართა სპექტაკლები, თეატრალურ- ქორეოგრაფიული პერფორმანსები და გამოფენები, რომლებსაც უსასყიდლოდ ესწრებოდნენ შშმ ბავშვები და მოზრდილები. ა(ა)იპ „საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი“ 2023 წელს სამინისტროს მხრიდან დაფინანსდა - 2,199,000-მდე ლარით. ქართველმა პარასპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს 43 საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებაში და ასევე, 20 სასწავლოსაწვრთნელ შეკრებაში. სამინისტროს მხარდაჭერით, 2023 წელს საქართველოში გაიმართა ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირი, როგორიცაა პარაწოლჭიმის მსოფლიო თასი „თბილისი - 2023“. სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს პარასპორტსმენთა და მწვრთნელთა სტიპენდირებას (ყოველთვიური ანაზღაურება 49 პარასპორტსმენის და მწვრთნელებისათვის) და მიღწეული შედეგების შესაბამისად, პრემიის გაცემას, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილების საფუძველზე. 2023 წლის განმავლობაში, კულტურულ-შემეცნებითი განვითარების ხელშეწყობის, საგანმანათლებლო და სპორტულ - გამაჯანსაღებელ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა 26 ორგანიზაციასთან, რის საფუძველზეც სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს, მათ შორის სამინისტროში დასაქმებულ შშმ პერსონალს და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა სერვისების მიღებაზე ისარგებლონ შეღავათიანი პირობებით (ფასდაკლებით). 2023 წელს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ სამინისტროში დასაქმებული შშმ პირები. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით განახორციელა შიდა სპორტული ღონისძიებები. სპორტული სახეობების19 ნაწილი მისაწვდომი და ინკლუზიური იყო სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირებისთვის. 2023 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ აწარმოე საქართველოში მიკრო გრანტების კონკურსში დარეგისტრირდა 380 შშმ პირის 18 სსიპ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალურ კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი; სსიპ თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი; ქ. ბორჯომის და ახალციხის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრები; მესხეთის, ზესტაფონის, ზუგდიდის, სენაკის, ხობის თეატრები. 19 ბოჩა, მჯდომარე ფრენბურთი და ჭადრაკი. 70 განაცხადი, რომელთაგანაც დატრენინგდა 144 პირი. დაფინანსდა 29 პროექტი, ჯამში 615,709 ლარით. 2023 წელს, სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ რეგიონულ ტექნოპარკებში განხორციელებული პროექტებში, ასევე, რეგიონული პრეაქსელერატორის პროგრამასა და Do IT in Georgia პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა. პროგრამის მონაწილეები გაეცნენ: ვირტუალური რეალობისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენების პერსპექტივებს, 3D მოდელირების გამოყენების ინდუსტრიებსა და კრეატიული აზროვნების როლს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში; STEAM მიმართულებების მნიშვნელობას, ინოვაციური აზროვნებისა და სტარტაპ იდეების გენერირების ძირითად ასპექტებს; WEB და Mobile დეველოპმენტს; ინჟინერიას; გრაფიკულ დიზაინს. Do IT in Georgia პროგრამის ფარგლებში, ტრენინგ კურსებზე ჩაირიცხა 46 შშმ პირი. მათი გადანაწილება მიმართულებების მიხედვით შემდეგია: 34 სტუდენტი ჩაირიცხა პროგრამირებაზე; 8 სტუდენტი ჩაირიცხა მართვაზე; 4 სტუდენტი ჩაირიცხა დიზაინის კურსზე. სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოში უკვე 10 წელზე მეტია აქტიურად და შეუფერხებლად ფუნქციონირებს შშმ პირთათვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზი, რომლის მიზანია ბენეფიციარების ფიზიკური გაჯანსაღება, ვარჯიშის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება და სოციუმში ადაპტაციის ხელშეწყობა. ვარჯიშების კომპლექსს განსაზღვრავს სააგენტოს თანამშრომელი (სამკურნალო ფიზკულტურის მეთოდისტი), რომელიც შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმის რეკომენდაციებს ეყრდნობა. სპორტულგამაჯანსაღებელი დარბაზით სარგებლობა შეუძლიათ ბენეფიციარებს, რომელთაც აქვთ შშმპ სტატუსი და ფორმა 100. 2023 წლის მანძილზე შშმ პირთა სპორტულ - გამაჯანსაღებელი დარბაზით ისარგებლა 47 ბენეფიციარმა. სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტო, მის მიერ დაფინანსებულ და განხორციელებულ პროექტებში აწარმოებს აღრიცხვას მონაწილეთა სპეციალური ან განსაკუთრებული საჭიროების შესახებ, რათა შესაბამისად განხორციელდეს საჭირო პროცედურები. შშმ პირთა, განსაკუთრებით შშმ ბავშთა, სპორტულ-გასართობ და საზოგადოებრიც ღონისძიებებში ჩართულობს გაზრდის მიზნით, 2023 წლის განმავლობაში, თბილისში და რეგიონებში20, შშმ პირთა უფლებების საერთაშორისო დღეს, ბავშვთა უფლებების 20 გლდანის რაიონის გამგეობა, საბურთალოს რაიონის გამგეობა, ქედის, ქობულეთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ზესტაფონის, სამტრედიის, საჩხერის, ბორჯომის, ქუთაისის, ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს,თელავის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, სიღნაღის, 71 საერთაშორისო დღეს და ახალ წელს, გაიმართა სხვადასხვა ღონისძიებები, როგორიცაა: გასართობი ღონისძიება მაქსილენდში, სპორტული ფესტივალი; ამპუტანტ ფეხბურთელთა ღია ფესტივალი; ჩემპინატები შემდეგ სახეობებში: ბოჩა, შაში, ნარდი, მაგიდის ჩოგბურთი, მკლავჭიდი, ბოულინგი, ფრენბურთი; თოვლის ეტლთხილამურის ჩემპიონატი; ჯომარდობისა და მშვილდოსნობის ტურნირი; პეინტბოლისა და ზიპლაინის ჩემპიონატი; დომინოს ტურნირები და სხვა. ჭრა-კერვის, თექაზე მუშაობის, ხალხური რეწვის, მინანქარზე და ხატწერაზე მუშაობის ვორკშოფები, თამაშობები, მუსიკალურ ნომრებში, გამოფენები და სხვა. მოეწყო საველე ბანაკები საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე. მონაწილე შშმ პირებს გადაეცათ სასაჩუქრე ნაკრებები და პრიზები. დასკვნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, საანგარიშო პერიოდში, განხორციელებული ძალისხმევა, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვა წარმოადგენს მზარდ პრიორიტეტს, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობირივი ხელისუფლებისთვის. ხაზგასასმელია, რომ 2023 წელს, პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიაში (2022-2030) და მთავრობის მიერ დამტკიცებულ ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმაში (2024-2026) ცალკე თავი ეთმობა შშმ პირთა უფლებების დაცვას და ინკლუზიური მიდგომის გაძლიერებას. აღნიშნულ დოკუმენტებში შშმ პირთა უფლებებზე აქცენტირება უზრუნველოფს პოლიტიკის მდგრადობას. წინამდებარე ანგარიშის შეფასებისას, უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს, 2022 წლისგან განსხვავებით, შიდაუწყებრივი სამოქმედო გეგმები დაამტკიცეს (ან/და განაგრძეს შესრულება) როგორც სამინისტროებმა, ასევე ყველა მუნიციპალიტეტმა და 20-მდე საჯარო სამსახურმა. შესრულებული სამუშაოების მასშტაბები, გეოგრაფიული განფენილობა და რაოდენობა მკვეთრად აღემატება 2022 წელს განხორციელებულ აქტივობებს. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2023 წელს, საფუძველი ჩაეყარა ისეთ აქტივობებს, რომელთა განხორციელება სხვა ღონისძიებებთან ერთად, იგეგმება, 2024 და მომდევნო წლებშიც. მიუხედავად განხორციელებული ძალისხმევისა და პროგრესისა, ანგარიშში ასახული შვიდივე მიმართულებითვაცნობიერებთ, რომ არსებობს გამოწვევები შშმ პირთა უფლებების სრული და ეფექტიანი რეალიზებისთვის და მათი სათანადო მონაწილეობისთვის სხვადასხვა სფეროში. შესაბამისად, პასუხისმგებელი უწყებები, საჭიროებებზე ყვარლის, დუშეთის, თიანეთის, ონის ცაგერის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის,სენაკის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის,ქ. რუსთავის, გორის, ქარელის,ხაშურის 72 დაყრდნობით, 2024 წელს, გააგრძელებენ მუშაობას მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე შშმ და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით. ხოლო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული მუშაობის ხელშეწყობას და კოორდინაციას. 73