საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დადებითი დასკვნა სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2023 წლის საქმიანობის ანგარიშთან (№1-5418/24; 01.05.2024) დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.07.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-10770/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროს ნომერი 378

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-10770/24 25-07-2024 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს გეგზავნებათ საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში განხილვისათვის შესატანად „სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ წარმოდგენილი ანგარიში 2023 წლის საქმიანობის შესახებ“ (#1-5418/24; 01.05.2024). ასევე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების დასკვნები. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-10705/24 24-07-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე 2023 წლის საქმიანობის შესახებ (#1-5418/24; 01.05.2024) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 18 ივლისის სხდომაზე განიხილა „სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ წარმოდგენილი ანგარიში 2023 წლის საქმიანობის შესახებ“. კომიტეტმა დადებითად შეაფასა „სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ წარმოდგენილი ანგარიში 2023 წლის საქმიანობის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-7314/24 24-05-2024 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ დავით სონღულაშვილს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ წარმოდგენილ სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2023 წლის საქმიანობის ანგარიშზე (№1-5418; 01.05.2023) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2024 წლის 24 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ წარმოდგენილი სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2023 წლის საქმიანობის ანგარიში. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში საქსტატიდან წერილობით გასულია 1 659 ერთეული სტატისტიკური ინფორმაცია; მომზადდა 23 სტატისტიკური პუბლიკაცია; საქსტატის ვებ-გვერდით ისარგებლა 960 952 მომხმარებელმა; გავრცელდა 277 პრეს-რელიზი. ინფორმაციის წარმოებისა და გავრცელების საკითხებზე მომხმარებელთა განწყობის შესწავლის, საქსტატის მუშაობის ხარისხის შეფასებისა და თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქსტატმა მომხმარებელთა კმაყოფილების გამოკვლევა ჩაატარა. გამოკვლევის მიზანს ასევე წარმოადგენდა მომხმარებლებთან კომუნიკაციაში საქსტატის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის ოფიციალური სტატისტიკის წარმოების თვალსაზრისით, სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა. გამოკვლევა განხორციელდა საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, გაეროს და მსოფლიო ბანკის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგიების შესაბამისად. მონაცემთა შეგროვება 2023 წლის ნოემბერ-დეკემბერში განხორციელდა, ყველა ინსტიტუციური სექტორიდან. რაოდენობრივ გამოკითხვას ექვემდებარებოდა 15 წლის და უფროსი ასაკის 600-მდე რესპონდენტი. მომხმარებელთა გამოკვლევის ძირითადი შედეგები განთავსებულია საქსტატის ვებ-გვერდზე. ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შეიქმნა სოფლის მეურნეობის სტატისტიკის პორტალი, რომელიც ხუთი მოდულისგან შედგება: მემცენარეობა; მეცხოველეობა; აკვაკულტურა; სასურსათო ბალანსები და ზოგადი ინფორმაცია. იმავე პერიოდში შეიქმნა და საზოგადოებას წარედგინა „ავტომობილების სტატისტიკის ინტერაქტიული პორტალი“, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ელემენტების ინტერაქტიული დახმარებით, გრაფიკების ერთიან სივრცეში და ვიზუალიზაციის მოახდინოს თანამედროვე აქტიური სტატუსით რეგისტრირებული ავტომობილების სტატისტიკის მონაცემთა ანალიზი, შეადაროს რეგისტრირებული ავტომობილები ერთმანეთს მარკისა და მოდელის მიხედვით, გაეცნოს მონაცემებს საავტომობილო გზების სიგრძის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობისა და ავტოპარკის მდგომარეობის შესახებ. ასევე შეიქმნა და საქსტატის ვებ-გვერდზე განთავსდა ბავშვებისა და მოზარდების სტატისტიკური პორტალი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სწრაფად და ადვილად მოიძიონ სანდო სტატისტიკური მონაცემები ბავშვებისა და მოზარდების შესახებ და გააანალიზონ ისინი სქესობრივ, ასაკობრივ და რეგიონულ ჭრილში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის განმავლობაში საქსტატი აქტიურად განაგრძობდა გენდერული სტატისტიკის პორტალის განვითარებას და სრულყოფას. პორტალს დაემატა სპორტის სტატისტიკის მაჩვენებლები და განახლდა არსებული მაჩვენებლები. საქსტატმა დაიწყო სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების გავრცელება, რომლის წყაროს წარმოადგენს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით, კეთილდღეობის „ბავშვთა გამოკვლევა“ ჩაატარა. გამოკვლევა შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის შერჩევას დაეფუძნა, საველე სამუშაოები 2022 წლის მესამე კვარტალში განხორციელდა, ხოლო შედეგები - 2023 წელს გავრცელდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და საერთაშორისო ფონდ კურაციოს (CIF) წარმომადგენლობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2023 წელს „ჯანდაცვის მომსახურების უტილიზაციისა და დანახარჯების გამოკვლევა“ განხორციელდა. გამოკვლევა დაეფუძნა „შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის“ შერჩევას, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით 3 500-მდე შინამეურნეობა მონაწილეობდა. ანგარიშის თანახმად, 2023 წელს, პროექტ „50X2030 ინიციატივის“ ფარგლებში, განხორციელდა სასოფლო მეურნეობებში და „მანქანა-დანადგარებისა აქტივების“ გამოკვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორების, კერძოდ SDG პროპორციული ოდენობა სქესის 5.ა.1.ა (სოფლად მიხედვით, მცხოვრები რომელსაც აქვს იმ მოსახლეობის საკუთრების ან გარანტირებული უფლებები სასოფლო-სამეურნეო მიწაზე) და SDG 5.ა.1.ბ (სასოფლოსამეურნეო მიწაზე საკუთრების ან გარანტირებული უფლების მქონე მოსახლეობას შორის ქალთა წილი) წარმოება. ა(ა)იპ კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან (Rec Caucasus) გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა „სოფლის მეურნეობის სექტორში სათბური გაზის ემისიების შეფასების გამოკვლევა“, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის დახასიათება ისეთი მიმართულებით, როგორებიცაა მსხვილფეხა პირუტყვის (ფური) ჯიშების რაოდენობის დაზუსტება, ასაკისა და მასის, მათი კვების სახეობების და კვების პირობების შეფასების ჩათვლით. ასევე ცენტრთან აღნიშნულია, (GCAD) რომ ა(ა)იპ გაფორმებული საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა ხორბლის მწარმოებელი მეურნეობების გამოკვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ხორბლის მწარმოებელ მეურნეობებზე დეტალური ინფორმაციის მიღება. გამოკვლევის ფარგლებში შეგროვდა ინფორმაცია იმ ღირებულელებითა ჯაჭვის შესახებ, რომელიც იწყება ხორბლის წარმოებიდან და სრულდება მისი რეალიზაციით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, განხორციელდა „მრეწველობის სექტორში (NACE REV.2 - B, C და E სექციები) სამუშაო ძალასა და უნარებზე არსებული მოთხოვნის და სამომავლო განზრახვის შესწავლა“, რომლის მიზანს წარმოადგენდა მრეწველობის (სექცია B, სექცია C, სექცია E) სექტორში მოთხოვნადი პროფესიული უნარების შესწავლა. კვლევის შედეგად სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად შესწავლილ იქნა: სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარები, დასაქმების ცვლილება და მუშახელის ჩანაცვლების საჭიროებები, სამუშაო ძალაზე არსებული და სამომავლო მოთხოვნა. კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ანგარიში და მთლიანობაში დადებითად შეაფასა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სამსახურის მიერ 2023 წლის