საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 15-17 ივლისს მისი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან ქარუმიძის ქ. სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-11629/24
20-08-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარის
მაკა
ბოჭორიშვილის და
ევროპასთან
ინტეგრაციის
კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან ქარუმიძის მიერ 2024 წლის 15-17 ივლისს
ქ. სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამართული შეხვედრების ანგარიშს
გთხოვთ მიიღოთ ცნობად.
დანართი 2 გვ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა
ბოჭორიშვილის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილის ლევან ქარუმიძის
ქ. სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამართული შეხვედრების ანგარიში
სტრასბურგი, 15-17 ივლისი 2024წ.
2024 წლის 15-17 ივლისს, ქ. სტრასბურგში, ევროპარლამენტის ახალი მოწვევის პირველი
პლენარული სესიის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ
მაკა ბოჭორიშვილმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ ლევან ქარუმიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართეს ევროპარლამენტის
წევრებთან.
შეხვედრები
გაიმართა
სხვადასხვა
პოლიტიკური
ჯგუფიდან
15-მდე
ევროპარლამენტართან (ევროპარლამენტარების სია თან ერთვის, იხ. დანართი 1).
განსახილველ თემებს წარმოადგენდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის
აქტუალური საკითხები, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში
საქართველოს ინტეგრაციის დღის წესრიგი და მოლოდინები, საქართველოში მიმდინარე
პროცესები და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები.
ევროპარლამენტარებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ
გადადგმული ნაბიჯების შესახებ, რაც უკავშირდებოდა ევროკომისიის 9 რეკომენდაციაზე
მუშობას. ასევე იმედი გამოითქვა, რომ წლის ბოლოს ევროკომისიის მიერ საქართველოს
ევროინტეგრაციის პროგრესი განხორციელებული მიღწევების საფუძველზე შეფასდება.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობაზე
მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე, ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილ
საპარლამენტო არჩევნებს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საარჩევნო
პროცესში გრძელვადიანი და მოკლევადიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო
დელეგაციების მიღების მზაობას და მოლოდინი გამოხატა, რომ ევროპარლამენტიც
მიიღებს გადაწყვეტილებას სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე. იმედი გამოითქვა,
რომ არჩევნების შემდგომ გაგრძელდება პოზიტიური და აქტიური თანამშრომლობა
საქართველოსა და ევროკავშირის შორის.
შეხვედრებზე, საუბარი შეეხო საქართველოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს, მათ
შორის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ კანონთან დაკავშირებულ საკითხს. საუბრისას ევროპარლამენტარებს განემარტათ
ის ობიექტური მიზეზები რამაც განაპირობა აღნიშნული კანონის მიღების საჭიროება.
პირველი პლენარული სხდომის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტად კვლავ
რობერტა მეცოლა იქნა არჩეული. აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლისას, რობერტა
მეცოლამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთან მიმართებაში ევროკავშირის
გაფართოების პოლიტიკაზე ისაუბრა.
1
დანართი
1. გონსალვეშ ბრუნო (Bruno GONÇALVES) , Portugal, S&D
2. დე მაზი ფაბიო (Fabio DE MASI), Germany, N/A
3. ვიგენინ კრისტიან (Kristian VIGENIN), Bulgaria, S&D
4. ზუოტოვსკი კოსმა (Kosma ZŁOTOWSKI) Poland, ECR
5. კალიურანდ მარინა (Marina KALJURAND), Estonia, S&D
6. კიუჩუკ ილჰან (Ilhan KYUCHYUK), Bulgaria, RE
7. კობოსკო მიხაუ (Michał KOBOSKO), Poland, RE
8. კოლს რიხარდს (Rihards KOLS) , Latvia ECR
9. კონეჩნა კატერინა (Kateřina KONEČNÁ, Czechia), GUE/NGL
10. ლოპატკა რაინჰოლდ (Reinhold LOPATKA) , Austria, EPP
11. ლოპეზ აგილარ ხუან ფერნანდო (Juan Fernando LÓPEZ AGUILAR), Spain, S&D
12. მანდ ლუკას (Lukas MANDL), Austria, EPP
13. მიიან მონ ფრანჩისკო ხოსე (Francisco José MILLÁN MON), Spain, EPP
14. სანჩეზ ამორ ნაჩო (Nachos SÁNCHEZ AMOR), Spain, S&D
15. ტერჰეშ კრისტიან (Cristian TERHEŞ), Romania, ECR
16. ხაიოლ მურო ჰანა (Hana JALLOUL MURO), Spain, S&D
17. ჰოლვენი გიორგ ( György HÖLVÉNYI), Hungary, Patriots
2