საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 28-30 ივლისს, ქ. ბუდაპეშტში გამართულ ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) თავმჯდომარეთა შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-11630/24
20-08-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
წარმოგიდგენთ 2024 წლის 28-30 ივლისს, ქ. ბუდაპეშტში გამართულ ევროკავშირის
ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC)
თავმჯდომარეთა შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობის შესახებ ანგარიშს.
გთხოვთ მიიღოთ ცნობად.
დანართი 3 გვ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა
ბოჭორიშვილის ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა
კომიტეტების კონფერენციის (COSAC) თავმჯდომარეთა შეხვედრაში მონაწილეობის
შესახებ ანგარიში
ბუდაპეშტი, 28-30 ივლისი 2024 წელი
მიმდინარე წლის 28-29 ივლისს, ქ. ბუდაპეშტში, უნგრეთის ევროკავშირის
თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ
საქმეთა კომიტეტების კონფერენციაზე (COSAC) თავმჯდომარეთა შეხვედრა გაიმართა.
სხდომაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ
ევროპარლამენტიდან შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელები, ევროკავშირის
წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების
თავმჯდომარეები
(ალბანეთიდან,
ბოსნია-ჰერცეგოვინიდან,
მოლდოვადან,
მონტენეგროდან, სერბეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან)
და საპრეზიდენტო ტრიოს სპეციალური მოწვევით დიდი ბრიტანეთის, კოსოვოს,
ნორვეგიის და შვეიცარიის წარმომადგენლები. საქართველოდან მონაწილეობა
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა
მიიღო.
ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეთა შეხვედრას უნგრეთის ეროვნული
ასამბლეის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ზოლტან ტეშეი უძღვებოდა.
ევროკავშირის უნგრეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები შეხვედრის მონაწილეებს
უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა იანოს ბოკამ გააცნო.
სხდომის მთავარი თემა იყო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. აღნიშნულ საკითხზე
გამართულ დებატებში მონაწილეობა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების
საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ მიიღო. მან ისაუბრა ევროკავშირის არსებულ
ურთიერთობაზე ყველა კანდიდატ ქვეყანასთან მიმართებაში და მიმოიხილა ინტეგრაციის
პროცესი.
დებატებისას, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების
წარმომადგენლებმა იმსჯელეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე.
აღსანიშნავია, რომ დებატებისას უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო
მდივანმა პიტერ სტარაიმ საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდამჭერი
განცხადება გააკეთა, მათ შორის, გერმანიისა და პოლონეთის საპარლამენტო
წარმომადგენლების მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების საპასუხოდ.
მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის
მნიშვნელობაზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს ევროკავშირში
გაწევრიანებისკენ სწრაფვაზე ისაუბრა (გამოსვლის ტექსტი თან ერთვის, იხ. დანართი).
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა, COSAC-ის
თავმჯდომარეთა სხდომის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკავშირის
წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეებთან.
ქ. ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა სამუშაო შეხვედრები გამართა
უნგრეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან:
1
უნგრეთის
ეროვნული
ასამბლეის
ევროკავშირის
საქმეთა
კომიტეტის
თავმჯდომარესთან, ზოლტან ტეშეისთან, საგარეო და ვაჭრობის სამინისტროს
სახელმწიფო მდივან, პიტერ სტარაისთან, ევროკავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილე,
ბარნა პალ ჟიგმონდთან, ასევე, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბალაშ მოლნერთან და
ევროკავშირის პრეზიდენტობის საკითხებში კომისართან ბოგლარკა ბოიასთან. შეხვედრა
გაიმართა ასევე უნგრელ ევროპარლამენტართან, ანდრაშ ლაზლოსთან.
2
დანართი
COSAC Chairs meeting– Maka Botchorishvili’s Speech
Budapest, 29 July 2024
We all agree that enlargement of the European Union is the only right response to the challenges we face
today.
Achieving this goal requires a proper understanding of the new geopolitical reality and dedication to the
European idea. In this complicated geopolitical environment, Georgia aspires to become an integral part of
the area of peace, stability and prosperity and, at the same time, to add its value to all these with its advantages.
Even one look at the map is enough to realize how many delicate issues we need to discuss together in order
to reach the final goal.
It is impossible to ignore the circumstances under which we are fighting to ensure stability in Georgia and to
achieve undeniable success that makes Georgia attractive. Ongoing Russian occupation and its illegal military
presence in two regions of Georgia, no security umbrella and increased threats to peace and security requires
our extraordinary efforts to ensure political stability in Georgia and economic development, so that EU
membership does not remain a distant dream for Georgians and becomes a reality in the nearest future.
Georgia has been a candidate country for the European Union since December last year and we are grateful
for this decision of the European council and your support. But unlike other candidate countries, we are still
waiting for the decision of the European Union regarding the opening of the negotiation process.
We also see that there are attempts to use the EU accession topic as an instrument of political struggle, which
does not help to the success of this process. We need to take the first steps without any delay, launch
negotiations and start discussions on important issues for our mutual benefit and for the success of the
European integration and enlargement, which is essential for European security and prosperity.
თარგმანი
ძვირფასო კოლეგებო, აქ ყველა ვთანხმდებით, რომ ევროკავშირის გაფართოება ერთადერთი სწორი
პასუხია იმ გამოწვევებზე, რაც დღეს ჩვენს წინაშე დგას.
ამ მიზნის მიღწევას ჭირდება არსებული გეოპოლიტიკური რეალობის კარგად გაცნობიერება და
ევროპული იდეისთვის ბრძოლა. ამ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველო ისწრაფვის
გახდეს მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის სივრცის განუყოფელი ნაწილი და,
ამავდროულად, წვლილი შეიტანოს მასში საკუთარი გეოპოლიტიკური უპირატესობებით. რუკაზე
ერთი დახედვაც კი საკმარისია, იმისთვის, რომ გავაცნობიეროთ, რამდენ დელიკატურ საკითხზე
გვჭირდება ერთად მსჯელობა იმისათვის, რომ საბოლოო მიზნამდე მივიდეთ.
შეუძლებელია არ დავინახოთ, რა გამოწვევების პირობებში გვიწევს დღეს ბრძოლა საქართველოს
სტაბილურობისთვის და იმ წარმატებების მიღწევა, რისი უგულებელყოფაც შეუძლებელია.
რუსული ოკუპაციის და საქართველოს ორ რეგიონში მისი უკანონო სამხედრო ყოფნის პირობებში,
უსაფრთხოების ქოლგის გარეშე გაზრდილ საფრთხეებთან გამკლავება განსაკუთრებულ
ძალისხმევას მოითხოვს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების და ეკონომიკური
წინსვლის უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობა შორეულ ოცნებად არ
დარჩეს საქართველოს მოქალაქეებისთვის და ახლო რეალობად იქცეს.
საქართველო გასული წლის დეკემბრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მადლობელი
ვართ ევროპული საბჭოს ამ გადაწყვეტილებისთვის. თუმცა, სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან
განსხვავებით ჯერ კიდევ ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მოლაპარაკებების დაწყებასთან
დაკავშირებით.
დაუყოვნებლივ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯები, დავიწყოთ დიალოგი მნიშვნელოვან
საკითხებზე ჩვენი საერთო ინტერესების მისაღწევად და ევროკავშირის გაფართოების
წარმატებისთვის,
რაც
ასევე
მნიშვნელოვანია
ევროპულ
უსაფრთხოებისთვის
და
კეთილდღეობისთვის.
3