საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის და „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის საქართველოსთვის 2024 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შესვლის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378
📜 ტექსტი
წერილი
27615-01-2-202408291410
№ 01/27615
29/08/2024
საქართველოს პარლამენტის აპარატი
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის 25ე მუხლის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის
საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007
წლის 23 ნოემბრის კონვენცია და „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი
სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმი საქართველოსთვის ძალაშია
2024 წლის 1 სექტემბრიდან.
პატივისცემით,
ირინე ბართაია
დეპარტამენტის დირექტორი
საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი