„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) პირველი მუხლის 31 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ
საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე, აგრეთვე
საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად სპეციალიზებული დეპოზიტარის (მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის
შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ
სპეციალიზებულ დეპოზიტართან დაკავშირებულ შემთხვევაში), აქტივების მმართველი
კომპანიისა და საქართველოს საპენსიო ფონდის ანგარიშგების დამოუკიდებელი
აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად აუდიტორული ფირმის მომსახურებასთან
დაკავშირებულ შესყიდვებზე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით,
რომლის მიღების შედეგად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი
დებულებების ამოქმედების თარიღად, ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა, განისაზღვრება 2027
წლის 1 იანვარი.
აღსანიშნავია, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge),
27.06.2024,
სარეგისტრაციო
კოდი:
280060000.05.001.102317)
ძალადაკარგულად გამოცხადდა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის
თანმდევი ნორმატიული აქტი – „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
27.02.2023,
სარეგისტრაციო
კოდი:
280060000.05.001.020784), რომლის მიღების მიზანს წარმოადგენდა „დაგროვებითი პენსიის
შესახებ“ საქართველოს კანონის „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონთან
შესაბამისობაში მოყვანა.
იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, „საჯარო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი დებულებების ამოქმედების
თარიღად, ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა განისაზღვრება 2027 წლის 1 იანვარი,
საკანონმდებლო სივრცის ერთიანობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია,
რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დებულებების შინაარსი (როგორც 2025 წლის 1
მაისამდე მოქმედი, ისე 2025 წლის 1 მაისის შემდგომი რედაქცია) უცვლელად იქნეს
შენარჩუნებული 2027 წლის 1 იანვრამდე. ხოლო 2027 წლის 1 იანვრიდან ეს საკითხი
მოწესრიგდება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნულის
უზრუნველყოფა კი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
განხორციელების გზით არის შესაძლებელი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
მიღებით. კერძოდ, საკანონმდებლო სივრცის ერთიანობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად,
აუცილებელია, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დებულებების შინაარსი
(როგორც 2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი, ისე 2025 წლის 1 მაისის შემდგომი რედაქცია)
უცვლელად იქნეს შენარჩუნებული 2027 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნულის უზრუნველყოფა კი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების
გზით არის შესაძლებელი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დებულებების შინაარსი
(როგორც 2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი, ისე 2025 წლის 1 მაისის შემდგომი რედაქცია)
უცვლელად იქნება შენარჩუნებული 2027 წლის 1 იანვრამდე. ხოლო 2027 წლის 1 იანვრიდან
აღნიშნული საკითხი მოწესრიგდება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საგულისხმოა, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, „საჯარო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად, ნაცვლად
2025 წლის 1 იანვრისა განისაზღვრება 2027 წლის 1 იანვარი. კანონპროექტის ძირითად არსს
წარმოადგენს, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დებულებების შინაარსის (როგორც 2025 წლის 1
მაისამდე მოქმედი, ისე 2025 წლის 1 მაისის შემდგომი რედაქციის) უცვლელად შენარჩუნება
2027 წლის 1 იანვრამდე. ხოლო 2027 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული საკითხი მოწესრიგდება
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2025 წლის 1 მაისიდან, ვინაიდან,
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ის მუხლები, რომლებშიც
სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებული
დებულებებია გათვალისწინებული, 2025 წლის 1 მაისიდან ყალიბდება ახლებური
რედაქციით, კერძოდ 2025 წლის 1 მაისის შემდგომ რედაქციაში აღარ არის
გათვალისწინებული
სახელმწიფო
შესყიდვებთან
დაკავშირებული
დებულები.
საკანონმდებლო სივრცის უწყვეტობისა და ერთიანობის შენარჩუნების მიზნით, სახელმწიფო
შესყიდვებთან დაკავშირებულ დებულებები, 2025 წლის 1 მაისიდან 2027 წლის 1 იანვრამდე,
გათვალისწინებულ იქნება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში.
წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
საგულისხმოა, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3
პუნქტის თანახმად, „შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია არაუგვიანეს 2024 წლის 1
ნოემბრისა შესაბამის სისტემაში წარადგინოს ამ კანონის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტში
მითითებული ნორმების შესაბამისად შედგენილი წლიური გეგმა. ამ გეგმაში უნდა აისახოს
2025 წლის 1 იანვრიდან გამოსაცხადებელი საჯარო შესყიდვები, აგრეთვე ინფორმაცია
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2024 წლის
ნოემბერსა და დეკემბერში გამოსაცხადებელი, 2025 წლის საჯარო შესყიდვების გეგმით
გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის/შესყიდვების შესახებ.“. ვინაიდან „საჯარო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტი ითვალისწინებს „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის
ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღის გადავადებას 2027 წლის 1 იანვრამდე,
შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 2025 და 2026 წლის წლიური გეგმა წარდგენილ უნდა
იქნეს, მოქმედი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით.
ამდენად, წარმოდგენილი კანონპროექტის 2024 წლის 1 ნოემბრამდე მიღება აუცილებლობას
წარმოადგენს
შემსყიდველი
ორგანიზაციების
შეუფერხებელი
საქმიანობის
უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვა.
ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას არ
ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება მისი
მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება;
კანონპროექტს
არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.