„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
03.07.2023,
სარეგისტრაციო
კოდი:
010100000.05.001.020936) 90-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1
იანვრიდან.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის 1
იანვრიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით,
რომლის მიღების შედეგად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი
დებულებების ამოქმედების თარიღად, ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა განისაზღვრება 2027
წლის 1 იანვარი.
საგულისხმოა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.020785) მიღების
მიზანს წარმოადგენდა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების დამატებითი
შესაძლებლობის
შექმნა
საჯარო
შესყიდვების
სააგენტოსთვის,
შემსყიდველი
ორგანიზაციებისა და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის
საბჭოსთვის. ასევე, ამ გზით, საჯარო შესყიდვების სააგენტოს, შემსყიდველი
ორგანიზაციებისა და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს
სრულყოფილი ფუნქციონირების ხელშეწყობა. ცვლილების შედეგად „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა
დამუშავების საფუძვლად გათვალისწინებულ იქნა ნორმა, რომლის თანახმად,
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც,
თუკი მონაცემები მუშავდება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით
პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. განსაკუთრებული კატეგორიის დამუშავების
კონკრეტული საფუძვლები და შემთხვევები კი გათვალისწინებულ იქნა „საჯარო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონით. საგულისხმოა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
03.07.2023, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.020936) ძალადაკარგულად გამოცხადდა
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.01.2012, სარეგისტრაციო კოდი:
010100000.05.001.016606) და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული შესაბამისი ნორმა
უცვლელად აისახა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2023, სარეგისტრაციო კოდი:
010100000.05.001.020936).
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
თანახმად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი დებულებების
ამოქმედების თარიღად, ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა განისაზღვრება 2027 წლის 1 იანვარი,
საკანონმდებლო სივრცის ერთიანობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
03.07.2023,
სარეგისტრაციო
კოდი:
010100000.05.001.020936) „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული
შესაბამისობის უზრუნველყოფა კი მხოლოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2023,
სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.020936) ცვლილების განხორციელების გზით არის
შესაძლებელი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
03.07.2023,
სარეგისტრაციო
კოდი:
010100000.05.001.020936) შესაბამისობის საჭიროებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2023, სარეგისტრაციო კოდი:
010100000.05.001.020936) შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონის ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად, ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა
განისაზღვრება 2027 წლის 1 იანვარი. ამდენად, საკანონმდებლო სივრცის ერთიანობის
შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონის თანმდევი ყველა იმ საკანონმდებლო აქტის ამოქმედების თარიღის ორი
წლით გადავადება, რომელთა ამოქმედების თარიღად 2025 წლის 1 იანვარი იყო
განსაზღვრული. ამასთან, ვინაიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონით
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
03.07.2023,
სარეგისტრაციო
კოდი:
010100000.05.001.020936)
ძალადაკარგულად
გამოცხადდა
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.01.2012, სარეგისტრაციო კოდი:
010100000.05.001.016606) და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული შესაბამისი ნორმა
უცვლელად აისახა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2023, სარეგისტრაციო კოდი:
010100000.05.001.020936), კანონპროექტის არსს წარმოადგენს „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
03.07.2023,
010100000.05.001.020936) შესაბამისობის უზრუნველყოფა.
სარეგისტრაციო
კოდი:
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი
ამოქმედება დაკავშირებულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედებასთან.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
საგულისხმოა, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3
პუნქტის თანახმად, „შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია არაუგვიანეს 2024 წლის 1
ნოემბრისა შესაბამის სისტემაში წარადგინოს ამ კანონის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტში
მითითებული ნორმების შესაბამისად შედგენილი წლიური გეგმა. ამ გეგმაში უნდა აისახოს
2025 წლის 1 იანვრიდან გამოსაცხადებელი საჯარო შესყიდვები, აგრეთვე ინფორმაცია
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2024 წლის
ნოემბერსა და დეკემბერში გამოსაცხადებელი, 2025 წლის საჯარო შესყიდვების გეგმით
გათვალისწინებული
სახელმწიფო
შესყიდვის/შესყიდვების
შესახებ.“.
ვინაიდან
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონის ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღის გადავადებას 2027 წლის 1
იანვრამდე, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 2025 და 2026 წლის წლიური გეგმა
წარდგენილ უნდა იქნეს, მოქმედი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის
მიხედვით. ამდენად, წარმოდგენილი კანონპროექტის 2024 წლის 1 ნოემბრამდე მიღება
აუცილებლობას წარმოადგენს შემსყიდველი ორგანიზაციების შეუფერხებელი საქმიანობის
უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვა.
ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას არ
ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება
მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება;
კანონპროექტს
არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.