„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.08.2024
ავტორი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/417/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06/07/2023, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.020960) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სამართალდარღვევათა საქმეები სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431 −443 , 445 , 447 −4411 , 45-ე−46-ე, 462 −464 , 467 −4611 , 48-ე, 49-ე, 501 , 51-ე−551 , 553 , 554 , 56-ე, 57-ე−59-ე, 593 −მე-60, 603 −611 , 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694 , 696 , 71-ე, 711 , 721 −77-ე, 78-ე და 791 −793 მუხლებით, 794 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებისა), 795 −მე-80, 821 −825 , 84-ე−86-ე, 871 −893 , 912 , 913 , 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001 , 1002 , 1031 , 104-ე და 1051 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2 ნაწილით, 1165 მუხლის მე-2 ნაწილით, 1166 მუხლის მე-2 ნაწილით, 1167 მუხლის მე-2 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281 −1286 , 143-ე, 144-ე, 14410 , 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე და 1531 მუხლებით, 153 3 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 1535 მუხლით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542 , 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე3−მე-5 ნაწილებით, 1557 −156-ე და 1571 −1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1594 -15910 , 163-ე, 164-ე, 1644 , 1651 −1653 , 166-ე, 1661 და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712 −1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724 −1726 , 173-ე, 1734 −1737 , 1739 , 17314 , 17315 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778 , 1779 , 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791 −1793 , 1816 , 183-ე, 187-ე, 1871 , 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963 , 1966 და 1971 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომლის მიღების შედეგად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად, ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა განისაზღვრება 2027 წლის 1 იანვარი. საგულისხმოა, რომ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.020796) ახლებურად რეგულირდება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული მუხლები, დგინდება დამატებითი პასუხისმგებლობის ზომები საჯარო შესყიდვების სფეროში რიგი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად, ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა განისაზღვრება 2027 წლის 1 იანვარი და საკანონმდებლო სივრცის ერთიანობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.020796), საჭიროა, რომ 2027 წლის 1 იანვრამდე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შენარჩუნებულ იქნეს დღეს მოქმედი რეგულაციები, შესაბამისად წარმოდგენილი ცვლილების მიზანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1595 -1595 მუხლების კოდექსში უცვლელად შენარჩუნება წარმოადგენს. ყოველივე აღნიშნული შესაბამისობის უზრუნველყოფა მხოლოდ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.07.2023, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.020960) ცვლილების განხორციელების გზით არის შესაძლებელი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.07.2023, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.020960) შესაბამისობის საჭიროებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.07.2023, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.020960) შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.020796) ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად, ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა განისაზღვრება 2027 წლის 1 იანვარი. საკანონმდებლო სივრცის ერთიანობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.020796). შესაბამისად, საჭიროა, რომ 2027 წლის 1 იანვრამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შენარჩუნებულ იქნეს დღეს მოქმედი რეგულაციები, ამდენად წარმოდგენილი ცვლილების ძირითად არსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1595 -1595 მუხლების კოდექსში უცვლელად შენარჩუნება წარმოადგენს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედებასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): საგულისხმოა, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია არაუგვიანეს 2024 წლის 1 ნოემბრისა შესაბამის სისტემაში წარადგინოს ამ კანონის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ნორმების შესაბამისად შედგენილი წლიური გეგმა. ამ გეგმაში უნდა აისახოს 2025 წლის 1 იანვრიდან გამოსაცხადებელი საჯარო შესყიდვები, აგრეთვე ინფორმაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გამოსაცხადებელი, 2025 წლის საჯარო შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის/შესყიდვების შესახებ.“. ვინაიდან წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღის გადავადებას 2027 წლის 1 იანვრამდე, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 2025 და 2026 წლის წლიური გეგმა წარდგენილ უნდა იქნეს, მოქმედი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით. ამდენად, წარმოდგენილი კანონპროექტის 2024 წლის 1 ნოემბრამდე მიღება აუცილებლობას წარმოადგენს შემსყიდველი ორგანიზაციების შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია მხოლოდ საკანონმდებლო სივრცის ერთიანობის შენარჩუნება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსში დღეს მოქმედი ფორმულირების უცვლელად გათვალისწინება. რაც შეეხება, წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებულ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.020796), რომლის განმარტებითი ბარათის თანახმად, „კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი ხარჯების გამოყოფის საჭიროება და აღნიშნული ხარჯები შესაძლოა დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან.“, ვინაიდან, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს შესაბამისი ნორმების ამოქმედების თარიღის გადაწევას 2 წლით, აღნიშნულ გავლენებს ადგილი ექნება არა 2025, არამედ 2027 წლიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. რაც შეეხება, წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებულ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.020796), რომლის განმარტებითი ბარათის თანახმად, „კანონპროექტის მიხედვით, დგინდება დამატებითი პასუხისმგებლობის ზომები, საჯარო შესყიდვების სფეროში რიგი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები წინასწარი საინფორმაციო შეტყობინების გამოქვეყნების წესის დარღვევისთვის (16518 მუხლი), ბაზრის კვლევის განუხორციელებლობისათვის (16515 მუხლი) და საჯარო შესყიდვის სპეციალისტის დასაქმების წესის დარღვევისათვის (16523 მუხლი). კოდექსს აგრეთვე ემატება დამატებითი დებულებები, რომლებიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას, საჯარო შესყიდვის პროცედურის შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის გარეშე განხორციელებისათვის ან შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის შექმნის წესის დარღვევისათვის (16514 მუხლი). ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტი, საჯარო შესყიდვების სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის ჯარიმის ოდენობად, ნაცვლად 1500 ლარისა, ითვალისწინებს 1000 ლარს, თუმცა დღეს მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით, ერთი მხრივ, ქმედების გამო მოსალოდნელი შედეგების სიმძიმისა და მეორე მხრივ, მსგავსი სახის სამართალდარღვევებისთვის არსებული ჯარიმების გათვალისწინებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმის გაზრდილ ოდენობას (2000 ლარს) სამართალდარღვევის განმეორებითობის შემთხვევაში. ამდენად, კანონპროექტმა შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი შემოსავლის ცვლილება, რაც დამოკიდებული იქნება ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოდენობაზე, მათ განმეორებითობაზე, აგრეთვე სასამართლო ხელისუფლების — როგორც საქმის განმხილველი დამოუკიდებელი ორგანოს გადაწყვეტილებაზე.“, ვინაიდან, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს შესაბამისი ნორმების ამოქმედების თარიღის გადაწევას 2 წლით, ზემოაღნიშნულ გავლენებს ადგილი ექნება არა 2025, არამედ 2027 წლიდან. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. რესპუბლიკის რაც შეეხება, წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებულ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.020796), რომლის განმარტებითი ბარათის თანახმად, „ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით ფართოვდება საჯარო შესყიდვების რეგულირების სფერო, შესაბამისად, დგინდება დამატებითი პასუხისმგებლობის ზომები, საჯარო შესყიდვების სფეროში რიგი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. აღნიშნულმა ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს სააგენტოს ხარჯების ცვლილება, თუმცა გავლენის ოდენობა დამოკიდებულია ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოდენობაზე. ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტით დგინდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება, იმ შემთხვევაში თუ არ შესრულდა საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს „საჯარო და კერძოთანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შერჩევის პროცესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ამდენად, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ აღნიშნული დამატებითი უფლებამოსილების აღსრულება შესაძლოა დაკავშირებული იყოს დამატებით ხარჯებთან. თუმცა გავლენის ოდენობა დამოკიდებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კონკრეტულ ოდენობაზე. ამდენად, კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი ხარჯების გამოყოფის საჭიროება და აღნიშნული ხარჯებიშესაძლოა დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან.“, ვინაიდან, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს შესაბამისი ნორმების ამოქმედების თარიღის გადაწევას 2 წლით, ზემოაღნიშნულ გავლენებს ადგილი ექნება არა 2025, არამედ 2027 წლიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება. რაც შეეხება, წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებულ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.020796), რომლის განმარტებითი ბარათის თანახმად, „წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით დგინდება დამატებითი პასუხისმგებლობის ზომები, საჯარო შესყიდვების სფეროში რიგი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები წინასწარი საინფორმაციო შეტყობინების გამოქვეყნების წესის დარღვევისთვის (16518 მუხლი), ბაზრის კვლევის განუხორციელებლობისათვის (16515 მუხლი) და საჯარო შესყიდვის სპეციალისტის დასაქმების წესის დარღვევისათვის (16523 მუხლი). კოდექსს აგრეთვე ემატება დამატებითი დებულებები, რომლებიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას, საჯარო შესყიდვის პროცედურის შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის გარეშე განხორციელებისათვის ან შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის შექმნის წესის დარღვევისათვის (16514 მუხლი). ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტი, საჯარო შესყიდვების სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის ჯარიმის ოდენობად, ნაცვლად 1500 ლარისა, ითვალისწინებს 1000 ლარს, თუმცა დღეს მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით, ერთი მხრივ, ქმედების გამო მოსალოდნელიშედეგების სიმძიმისა და მეორე მხრივ, მსგავსი სახის სამართალდარღვევებისთვის არსებულიჯარიმების გათვალისწინებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმის გაზრდილ ოდენობას (2000 ლარს) სამართალდარღვევის განმეორებითობის შემთხვევაში. ამდენად, კანონპროექტს შესაძლოა ჰქონდეს ფინანსური გავლენა იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. გავლენის ოდენობა დამოკიდებულია ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კონკრეტულ ოდენობაზე, მათ განმეორებითობაზე, აგრეთვე სასამართლო ხელისუფლების — როგორც საქმის განმხილველი დამოუკიდებელი ორგანოს გადაწყვეტილებაზე.“, ვინაიდან, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს შესაბამისი ნორმების ამოქმედების თარიღის გადაწევას 2 წლით, ზემოაღნიშნულ გავლენებს ადგილი ექნება არა 2025, არამედ 2027 წლიდან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. რაც შეეხება, წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებულ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.020796), რომლის განმარტებითი ბარათის თანახმად, „კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი და მოსაკრებელი, თუმცა გათვალისწინებულია ახალი სამართალდარღვევების შემოღება, რომელთა ჩადენის შემთხვევაში, პროექტით განსაზღვრულია ფულადი შენატანი — ჯარიმა. დადგენილი ჯარიმების ოდენობების განსაზღვრისას, მხედველობაში იქნა მიღებულისამართალდარღვევის სიმძიმე და განმეორებითობა. ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტი, საჯარო შესყიდვების სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის ჯარიმის ოდენობად, ნაცვლად დღეს გათვალისწინებული 1500 ლარისა, ადგენს 1000 ლარს, თუმცა დღეს მოქმედირეგულაციისგან განსხვავებით, ერთი მხრივ, ქმედების გამო მოსალოდნელი შედეგების სიმძიმისა და მეორე მხრივ, მსგავსი სახის სამართალდარღვევებისთვის არსებული ჯარიმების გათვალისწინებით, ადგენს ჯარიმის გაზრდილ ოდენობას (2000 ლარი) სამართალდარღვევის განმეორებითობის შემთხვევაში.“, ვინაიდან ვინაიდან, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს შესაბამისი ნორმების ამოქმედების თარიღის გადაწევას 2 წლით, ზემოაღნიშნული პრინციპი ამოქმედდება არა 2025, არამედ 2027 წლიდან. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტს მდგომარეობაზე. არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ)არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.