საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის 2024 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378
📜 ტექსტი
გეგმა
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი
საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა
N
კანონპროექტის
დასახელება
კანონპროექტის მომზადების აუცილებლობის დასაბუთება და კანონპროექტის მოკლე
აღწერა (პრობლემის არსი, ანალიზი და მისი გადაჭრის გზა).
წარმოდგენის სავარაუდო თარიღი.
ზოგადი ინფორმაცია
კანონპროექტის
მიღებისათვის
აუცილებელი
ფინანსური სახსრების
შესახებ
თუ კანონპროექტი
გამომდინარეობს
„ერთი მხრივ,
საქართველოსა და,
მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და
ევროპის ატომური
ენერგიის
გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“ ან
ევროკავშირთან
დადებული
საქართველოს სხვა
ორმხრივი და
მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან
და ითვალისწინებს
ევროკავშირის
კანონმდებლობასთან
დაახლოებას,
მითითება
აღნიშნულის შესახებ
1
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
1
„გარემოს დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის
თაობაზე“
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა
თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის
პროცესის ხელშესაწყობად, სათბურის გაზების ემისიების შემცირებისათვის საჭირო
ზომების გასატარებლად და ასევე, ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი
ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებიდან. კერძოდ, ენერგეტიკული
გაერთიანების მინისტრთა საბჭოს მიერ 2022 წლის 15 დეკემბერს მიღებული იქნა
„ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების დანართში
ცვლილების შეტანისა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობაში (acquis
communautaire) (EU) 2018/2066 განმახორციელებელი რეგულაციის, (EU) 2018/2067
განმახორციელებელი რეგულაციისა და 2003/87/EC დირექტივის დამატების შესახებ“
No 2022/05/MC-EnC გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების თანახმად, ხელშემკვრელ
მხარეებში სათბურის გაზების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV)
სისტემის დანერგვის მიზნით, ხელშემკვრელმა მხარეებმა ენერგეტიკული
გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავიანთი
კანონმდებლობა უნდა დაუახლოვონ შემდეგ სამართლებრივ აქტებს: კომისიის 2018
წლის
19
დეკემბრის
განმახორციელებელ
რეგულაციას
(EU)
2018/2066
„ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/87/EC დირექტივის შესაბამისად სათბურის
გაზების ემისიების მონიტორინგისა და ანგარიშგების შესახებ, რომელსაც ცვლილება
შეაქვს კომისიის (EU) No 601/2012 რეგულაციაში“ (MRR), კომისიის 2018 წლის 19
დეკემბრის განმახორციელებელ რეგულაციას (EU) 2018/2067 „ევროპარლამენტისა და
საბჭოს 2003/87/EC დირექტივის შესაბამისად მონაცემების დამოწმებისა და
დამმოწმებელთა აკრედიტაციის შესახებ" (AVR) და ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003
წლის 13 ოქტომბრის „კავშირში სათბურის გაზების ემისიების ნებართვით ვაჭრობის
სისტემის შექმნის შესახებ, რომელსაც ცვლილება შეაქვს საბჭოს 96/61/EC
დირექტივაში“ 2003/87/EC დირექტივის კონკრეტულ მუხლებს. ამ ეტაპზე
საქართველოში არ არის დანერგილი სათბურის გაზების მონიტორინგის,
ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) სისტემა, შესაბამისად ასევე არ არსებობს მისი
სამართლებრივი მოწესრიგება. იმისათვის, რომ მონიტორინგის, ანგარიშგებისა და
დამოწმების (MRV) სისტემის შექმნისათვის გაჩნდეს საკანონმდებლო საფუძველი და
შესრულდეს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით
განსაზღვრული ვალდებულებები, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების
განხორციელება და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანა. კანონპროექტით განისაზღვრება შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები და
კანონპროექტის მიღება
გამოიწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
(ადმინისტრაციული
ხარჯები)
გამომდინარეობს
2
2
„რაჭის დაცული
ტერიტორიების შექმნისა
და მართვის შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის
თაობაზე“
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა
თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
მისაღებად.
კანონპროექტი გამომდინარეობს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი
ხელშეკრულებიდან.
„რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი
ამოქმედდა 2023 წლის 1 იანვრიდან, რომლითაც შეიქმნა რაჭის ეროვნული პარკი და
რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა).
2024 წელს რაჭის რეგიონში, კერძოდ, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში
ბიომრავალფეროვნებისა და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა
განხორციელდა, რომელშიც შესაბამისი ექსპერტები და დაინტერესებული პირები
მონაწილეობდნენ. აღნიშნული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არსებობს რაჭის
ეროვნული პარკის გაფართოების, მათ შორის, რაჭის დაცული ტერიტორიების
ფარგლებში ბუნების ძეგლების და დაცული ლანდშაფტის შექმნის საჭიროება.
კანონპროექტის მიღება
გამოიწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
(ადმინისტრაციული
ხარჯები)
არ გამომდინარეობს
3
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
3
„ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის
თაობაზე“
2022 წელს ენერგეტიკული გაერთიანების მიერ ადაპტირებული ელექტროენერგიის
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა
თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
საერთაშორისო პარტნიორების ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში, სამინისტრომ
ინტეგრაციის ახალი პაკეტის - „სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის“ (ე.წ. „მეოთხე
ენერგეტიკული პაკეტი“) ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა მეოთხე ენერგეტიკული
პაკეტით
ნაკისრ
ახალ
ვალდებულებებთან
მიმართებით
საქართველოს
კანონპროექტის მიღება
არ იწვევს ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
გამომდინარეობს
კანონპროექტის მიღება
არ იწვევს ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
გამომდინარეობს
კანონმდებლობის შემდგომი ჰარმონიზაციის მიზნით.
2023
წელს
შეიმუშავა
და
ენერგეტიკული
გაერთიანების
სამდივნოსთან
განსახილველად გადაგზავნა მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის ანალიზი, რომელზე
დაყრდნობითაც, 2024 წელს ევროკავშირის მხარდაჭერის (EU4Energy) ფარგლებში
შემუშავებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი.
ამ
ეტაპზე,
აღნიშნულ
ენერგეტიკული
გაერთიანება,
საქართველოსთვის
ცვლილებების
საკანონმდებლო
და
რის
შესაძლებელი
ინიციირება,
მეოთხე
ცვლილებების
პროექტს
შემდეგაც
მოხდება
იქნება
შესაბამისი
ენერგეტიკული
მისი
პაკეტით
განიხილავს
გაზიარება
საკანონმდებლო
ნაკისრ
ახალ
ვალდებულებებთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის
მიზნით.
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს, მათ შორის, ელექტროენერგიის
შემნახველი მოწყობილობების მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნას.
4
„განახლებადი
წყაროებიდან ენერგიის
წარმოებისა და
გამოყენების წახალისების
შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა
თანმდევ
კანონპროექტის შემუშავებისა და მიღების აუცილებლობა განპირობებულია
საერთაშორისო ვალდებულებებით, ევროკავშირთან „ასოცირების შეთანხმების“
გაფორმებისა და შესაბამისად, საქართველოს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“
გაწევრიანებით, ისევე როგორც დირექტივაში შესული ცვლილებებით, კერძოდ,
„განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ“
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2018 წლის 11 დეკემბრის (EU) 2018/2001 დირექტივის
შესაბამისად, რომელიც მიღებული იქნა ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა
საბჭოს მიერ D/2021/14/MC-EnC გადაწყვეტილებით. შესაბამისად, წარმოდგენილი
კანონპროექტის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა
ენერგეტიკული გაერთიანებისა და ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზასთან
საქართველოში განახლებადი ენერგიის ბაზრის შემდგომი განვითარების მიზნით.
4
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
5
„ნავთობისა და გაზის
შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა
თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
„ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური
ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებითა“ და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან
საქართველოს შეერთების ოქმით გათვალისწინებულია დაახლოების ვალდებულება
დირექტივასთან N2009/28/EC განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის
გამოყენების ხელშეწყობის შესახებ, რომლითაც ცვლილებები შევიდა და მოგვიანებით
გაუქმდა დირექტივა N2001/77/ EC და დირექტივა N2003/30/ EC, რომელიც გააუქმა
„განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ“
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2018 წლის 11 დეკემბრის (EU) 2018/2001 დირექტივამ.
უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში აქტუალობა შეიძინა და ვითარდება
ნახშირწყალბადების ალტერნატიული ნედლეულის მოპოვება და გამოყენება.
განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს ბუნებრივი წყალბადის მოპოვება.
ეს მიმართულება დღეისათვის საქართველოში არ არის სათანადოდ შესწავლილი და
შესაბამისად არ ხდება მისი პრაქტიკაში გამოყენება. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ
დღესდღეობით საქართველოში არც ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირება
არსებობს, რაც ხელს უშლის ინვესტორებს საქართველოში განახორციელონ
ინვესტიციები ბუნებრივი წყალბადის მოპოვების კუთხით.
კანონპროექტის მიღება
გამოიწვევს
ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
არ გამომდინარეობს
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კანონის
მიზანს წარმოადგენს საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროში
ერთიანი პოლიტიკის გატარება და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, რაც
აგრეთვე მოიცავს დარგში დასაქმებული სუბიექტების კანონიერი ინტერესების
დაცვისა და არსებული რეალობის საკანონმდებლო წესით დარეგულირებას.
უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს ეფექტურად განხორციელდეს ბუნებრივი
წყალბადის მოპოვების სახელმწიფო რეგულირება, რაც ხელს შეუწყობს და
დაარეგულირებს ნავთობის მრეწველობის განვითარებას საერთაშორისოდ მიღებული
პრაქტიკის შესაბამისად და შესაძლებელს გახდის მეტი თანამედროვე საწარმოების
გახსნას და ადგილობრივი კადრების დასაქმებას.
არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ახლო მომავალში ინვესტორები გამოთქვამენ
სურვილს ნავთობისა და გაზის მოპოვების პარალელურად დაიწყონ ბუნებრივი
წყალბადის მოპოვება და კომერციალიზაცია. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა
შესაძლებელს გახდის ბუნებრივი წყალბადის მოპოვებას.
5
კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, ნავთობისა და გაზის რესურსები არის
სახელმწიფო საკუთრება და ნავთობისა და გაზის მოპოვება შეიძლება მთლიანად ან
ნაწილობრივ განახორციელოს სახელმწიფომ, თუმცა არაა ზუსტად აღწერილი ის
მექანიზმი, თუ როგორ ხორციელდება სახელმწიფოს მიერ ამ ექსკლუზიური უფლების
გამოყენება. წარმოდგენილი ცვლილების პროექტი შემუშავებულია იმ მიზნით, რომ
საკანონმდებლო დონეზე სახელმწიფოს მიეცეს საშუალება თავად აწარმოოს ნავთობის,
გაზის და ბუნებრივი წყალბადის მოპოვება.
საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის პირობებში შეუძლებელია ბუნებრივი
წყალბადის გამოყენება. ტექნოლოგიური თვალსაზრისით ბუნებრივი წყალბადის
მოპოვება ნავთობისა და გაზის მოპოვების ანალოგიურ პროცედურებს გულისხმობს და
ხშირ შემთხვევაში მოიპოვება ნავთობისა და გაზის მიტოვებული საბადოებიდან.
ბუნებრივი წყალბადის მოპოვებასთან დაკავშირებულ ცოდნას და ტექნიკურ
საშუალებებს ფლობენ ნავთობისა და გაზის კომპანიები, მათ შორის საქართველოში
მოქმედი კომპანიები. აქედან გამომდინარე სავსებით ლოგიკურია ბუნებრივი
წყალბადის მოპოვების უფლება მიენიჭოს ნავთობისა და გაზის კომპანიებს მათთან
გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების და
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის
ფარგლებში. აღნიშნული სიახლეების „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს
კანონში დანერგვის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება საქართველოს მიერ
ენერგოეფექტურობის, მწვანე და განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების
გამოყენების მიმართ მსოფლიოში არსებული ტენდენციები და მიდგომები.
6
„საქართველოში
რეგისტრირებული
ავტოსატრანსპორტო
საშუალების მფლობელის
სამოქალაქო
პასუხისმგებლობის
კანონპროექტის მიღების შედეგად ცალკე განისაზღვრება ნავთობის ეროვნული
კომპანიისთვის სახელმწიფოს სახელით ნავთობის, გაზის და ბუნებრივი წყალბადის
ოპერაციების წარმოების უფლებების მინიჭების პროცედურული საკითხები იმ
სალიცენზიო ფართობზე, რომელზეც არც ერთ ინვესტორს არ აქვს მინიჭებული
ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების უფლება.
საქართველოში
დინამიურად
მზარდი
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
რაოდენობის ფონზე, შესამჩნევად იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები.
ყოველწლიურად, საქართველოს გზებზე ფიქსირდება ასობით ადამიანის
გარდაცვალებისა და ათასობით ადამიანის სერიოზული დაშავების ფაქტი. საგზაოსატრანსპორტო შემთხვევების მონაწილეები სოციალურად და ეკონომიკურად
ყველაზე აქტიური მოქალაქეები არიან, მათგან ბევრი ახალგაზრდაა, ბევრი დაუცველი
- ბავშვები, მოხუცები. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ხშირად სამუდამო
კანონპროექტის მიღება
არ იწვევს ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
გამომდინარეობს
6
სავალდებულო
დაზღვევის შესახებ“
(ახალი კანონპროექტი)
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა
თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
ტრამვებით/დაზიანებებით, აქტიური მუშაობის შეწყვეტითა და მაღალი ხარჯებით
სრულდება არამარტო მსხვერპლისთვის, არამედ მათი ოჯახებისთვის, ზიანის
მიმყენებელი პირისთვის, რომლისთვისაც მძიმე ტვირთია ასეთი ხარჯების გაწევა;
ასევე, ფართო საზოგადოებისთვის, დამსაქმებლის და ჯანდაცვის სისტემისთვის.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეულ მაღალ ხარჯებთან გამკლავების
პრობლემა მოითხოვს სისტემურ გადაწყვეტას, რაც ათწლეულების კვლევისა და
მრავალი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებელია, განხორციელდეს
ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო
პასუხისმგებლობის
სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვის გზით. ამ სისტემის ფარგლებში
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირი სათანადო
კომპენსაციას კანონით განსაზღვრულ ფარგლებში იღებს მაშინაც კი, როდესაც ავარია
გამოწვეულია დაუზღვეველი ან/და დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
სოციალური დაცვის ამ ქმედითი მექანიზმის შესაქმნელად თითოეული
ავტოსატრანსპორტო
საშუალების
მფლობელი
ვალდებულია,
შეიძინოს
სავალდებულო დაზღვევის პოლისი და გადაიხადოს სადაზღვევო პრემია.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის
სავალდებულო დაზღვევა წარმოადგენს ეკონომიკისა და სადაზღვევო სფეროს
განვითარების ერთ-ერთ კომპონენტს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სოციალურეკონომიკურ სტაბილურობას, უზრუნველყოფს ზიანის ანაზღაურების გარანტიების
შექმნას,
ცივილიზებულად
აგვარებს
საგზაო–სატრანსპორტო
შემთხვევით
წარმოქმნილ დავებს და პრობლემებს. სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის
დანერგვა ხელს შეუწყობს სახელმწიფოში სადაზღვევო კულტურის, ამ
მიმართულებით მოქალაქეთა ცნობიერების და სექტორისადმი ნდობის ამაღლებას,
რომლის გარეშეც შეუძლებელია დაზღვევის, როგორც მოულოდნელ ფინანსურ
დანახარჯებთან
გამკლავების
ალტერნატიული
საშუალების
ეფექტიანი
ფუნქციონირება.
„ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური
ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“
შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, თავისი
კანონმდებლობა დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას, მათ შორის, 2009
წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/103/EC დირექტივა, რომელიც
ეხება
ავტოსატრანსპორტო
საშუალების
გამოყენებისას
სამოქალაქო
პასუხისმგებლობის დაზღვევას და მოცემულ პასუხისმგებლობასთან მიმართებაში ამ
ვალდებულების შესრულებას.
7
7
„ნავთობისა და /ან
ნავთობპროდუქტების
სავალდებულო საგანგებო
მარაგების შენახვის
შესახებ“
(ახალი კანონპროექტი)
8
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა
თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
„ინოვაციების შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის
თაობაზე“
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა
თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
კანონპროექტი ითვალისწინებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სავალდებულო
საგანგებო მარაგების შენახვის ვალდებულებას. აღნიშნული მიზნით, კანონპროექტის
შესაბამისად დაწესდება შესაბამისი სუბიექტების უფლება/მოვალეობები და
დადგინდება შესაბამისი პროცედურები.
„ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური
ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“
შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, თავისი
კანონმდებლობა დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას, მათ შორის, 2009
წლის 14 სექტემბრის საბჭოს 2009/119/EC დირექტივა, რომელიც წევრ სახელმწიფოებს
ავალდებულებს, შეინახონ გადაუმუშავებელი ნავთობისა და/ან ნავთობპროდუქტების
მინიმალური მარაგები.
კანონპროექტის მიღება
გამოიწვევს
ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
გამომდინარეობს
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია ეროვნული ინოვაციების
ეკოსისტემის განვითარების მიზნებით, კერძოდ, ისეთი სტარტაპ გარემოს
ფომირებისთვის, რომელიც წაახალისებს და ხელს შეუწყობს:
საქართველოში ახალი სტარტაპების დაფუძნებას;
საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას;
სტარტაპებში ინვესტიციების შემოდინებასა და ახალი სამუშაო ადგილების
შექმნას;
გარდა ამისა, კანონპროექტის მიღების აუცილებლობას განაპირობებს, საქართველოში
კვლევებისა და განვითარების (R&D) დანახარჯების სიმცირე და შესაბამისად, მისი
ზრდის საჭიროება, რაც თავის მხრივ, გაზრდის კერძო სექტორის პროდუქტიულობასა
და საქართველოში შექმნილი პროდუქტების დამატებით ღირებულებას, ასევე
დადებით ეფექტს იქონიებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და სწრაფ ეკონომიკურ
ზრდაზე.
კანონპროექტი განსაზღვრავს ინოვაციური სტარტაპის სტატუსს, სტატუსის
მოპოვებისათვის აუცილებელ მოთხოვნებს და სტატუსთან დაკავშირებულ
მხარდამჭერ მექანიზმებს. აღნიშნულის გარდა, უშუალოდ R&D მიმართულების
წახალისების მიზნით, კანონპროექტი განსაზღვრავს ინოვაციური მცირე და საშუალო
კომპანიისა და კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის
სტატუსებს, აღნიშნული სტატუსების მოპოვებისათვის აუცილებელ მოთხოვნებსა და
მხარდამჭერ მექანიზმებს.
კანონპროექტის მიღება
არ იწვევს ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
არ გამომდინარეობს
8
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
9
10
„ადამიანის სისხლისა და
მისი კომპონენტების
ხარისხისა და
უსაფრთხოების შესახებ”
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის
თაობაზე“
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
„დიპლომატიური
სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის
თაობაზე“
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
საკანონმდებლო ცვლილებით - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში
იფუნქციონირებს დამოუკიდებელი საწარმოო ტრანსფუზიოლოგია, საკუთარი
სისხლის ბანკი, რაც გულისხმობს სისხლის აღებას, კომპონენტების დამზადებას,
შენახვას და ადმინისტრირებას, მუდმივად განახლებადი სტრატეგიული მარაგების
შექმნას, როგორც მშვიდობიან პერიოდში ასევე, საგანგებო ან/და საომარი
მდგომარეობის, განსაკუთრებული სიტუაციების დროს. სისხლის ბანკის
ადმინისტრირებას
დამოუკიდებლად,
ა(ა)იპ-ის
დაფუძნების
გარეშე,
განახორციელებს სსიპ - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.
კანონპროექტის მიღება
არ იწვევს ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
არ გამომდინარეობს
საკანონმდებლო ცვლილებით - საქართველოს თავდაცვის მინისტრს, საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრის ანალოგიურად, მიენიჭება უფლებამოსილება,
განსაკუთრებულ შემთხვევაში, გამონაკლისის წესით, ამა თუ იმ დიპლომატიური
წარმომადგენლობის წინაშე მდგარი ამოცანებიდან გამომდინარე, კონკრეტულ
ქვეყანასთან მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობისა თუ ადგილსამყოფელ
ქვეყანაში შექმნილი კონკრეტული თავდაცვისა და უსაფრთხოების ვითარების
გათვალისწინებით, შესაბამისი კვალიფიკაციის/გამოცდილების მქონე თავდაცვის
ატაშე, წარმომადგენელი ან მათი აპარატის წევრი, საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრთან შეთანხმებით, როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნოს 2
წლამდე ვადით.
კანონპროექტის მიღება
არ იწვევს ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
არ გამომდინარეობს
9
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
11
„ხანდაზმულ პირთა
უფლებების შესახებ“
(ახალი კანონპროექტი)
12
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა
თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
მიწის კოდექსი
(ახალი კანონპროექტი)
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა
თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
„ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება
უზრუნველყოფს ხანდაზმულთა უფლებების ეფექტიან რეალიზებას და გააჩენს მათი
ღირსეულად დაბერების დამატებით სამართლებრივ გარანტიებს. ერთიანი
საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა ხელს შეუწყობს შესაბამისი მიდგომების
საფუძველზე ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვას და უზრუნველყოფს მათთვის
შესაბამისი პროგრამებისა და სერვისების განხორციელებას.
მიწის კოდექსის შემუშავება განპირობებულია იმით, რომ მიწის კანონმდებლობა არ
არის სისტემატიზებული, მიწასთან დაკავშირებული საკითხები დაქსაქსულია და
მოწესრიგებულია სხვადასხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტით, რაც ართულებს მიწასთან დაკავშირებული რეგულაციების აღქმადობას.
გარდა აღნიშნულისა:
- სხვადასხვა კანონში ტერმინები სხვადასხვაგვარად არის განმარტებული და
ურთიერთშეუსაბამოა. საკანონმდებლო აქტები მიღებულია სხვადასხვა წლებში და
არ არსებობს ერთგვაროვანი მიდგომა შინაარსობრივად ერთგვაროვან საკითხებზე;
- არსებული საკანონმდებლო აქტების აღსრულება წარმოადგენს სხვადასხვა
ადმინისტრაციული ორგანოების კომპეტენციას, ცალკეულ შემთხვევებში მკვეთრად
არ არის გამიჯნული კომპეტენციები ან ბუნდოვანია რომელ უწყებას ექვემდებარება
საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური უწყება,
რომელიც ნიადაგის მიხედვით დაადგენს მიწის მიზნობრივ დანიშნულებას და
კატეგორიას;
- არ არსებობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლოსამეურნეო დანიშნულებით შეცვლის შემთხვევაში, მიწის საკომპენსაციო თანხის
განსაზღვრის მკაფიო კრიტერიუმები, რომელიც დაეფუძნება ნიადაგის შეფასებას,
მოსავლიანობას, მიწის ნაკვეთის ღირებულებას და ა.შ;
- მიწის დანიშნულების და კატეგორიის დადგენის მიზნით, გამოიყენება საბჭოთა
პერიოდის მიწათსარგებლობის გეგმები, რომლებიც მოძველებულია და არ ასახავს
ადგილზე დღეს არსებულ მდგომარეობას. ეს გეგმები არ ახლდება და
კანონპროექტის მიღება
არ იწვევს ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
არ გამომდინარეობს
კანონპროექტის მიღება
არ იწვევს ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
არ გამომდინარეობს
10
საკანონმდებლო აქტით არ არის დადგენილი უწყება, რომელიც პასუხისმგებელი
იქნება ამ საკითხზე;
- წყლის ფონდის, წიაღის და მიწაზე კერძო საკუთრების საკითხების საკანონმდებლო
მოწესრიგება რიგ შემთხვევაში, ბუნდოვანია;
- არ არსებობს მიწის საბაზრო ღირებულების შეფასების ერთიანი სისტემა;
- არ არის დადგენილი მესაკუთრის ვალდებულება, დაამუშაოს სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწა;
- არ არის დადგენილი ეფექტური საკანონმდებლო მექანიზმი მიწათსარგებლობაზე
სახელმწიფო ან/და მუნიციპალური ზედამხედველობის თვალსაზრისით.
- ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
მნიშვნელოვანია,
რომ
მიწასთან
დაკავშირებული საკითხები (გარდა იმ საკითხებისა, რომელიც, თავისი არსით
მიზანშეწონილია, ან კონსტიტუციიდან გამომდინარე, სავალდებულოა, რომ ცალკე
საკანონმდებლო აქტებით
რეგულირდებოდეს) მოწესრიგდეს ერთიანი,
სისტემატიზებული საკანონმდებლო აქტით, რომელშიც თავს მოიყრის ყველა ის
მნიშვნელოვანი რეგულაცია, რომელიც მიწის შენარჩუნებასა და გამოყენებას,
სამართალურთიერთობებში
ყველა
პირის
უფლება-მოვალეობებსა
და
ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას განსაზღვრავს.
13
„მიწის ნაკვეთებზე
უფლებათა სისტემური და
სპორადული
რეგისტრაციის წესისა და
საკადასტრო მონაცემების
სრულყოფის შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „ფიზიკური
და კერძო სამართლის
იურიდიული პირების
მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებულ
მიწის ნაკვეთებზე
საკუთრების უფლების
აღიარების შესახებ“
საქართველოს კანონში
პროექტის ფარგლებში განხორციელებული სისტემური რეგისტრაციის შედეგების
მონიტორინგისა და ხარისხის შეფასების მიზნებისთვის ზემოთ მითითებულ კანონსა
და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების
შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი იქნება შესაბამისი ცვლილებები.
კანონპროექტის მიღება
გამოიწვევს
ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
არ გამომდინარეობს
11
ცვლილების შეტანის
თაობაზე“
14
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა
თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
„დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის
თაობაზე“
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა
თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
იმისათვის, რათა სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომ - სააგენტო) შეძლოს
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და პირობებით
არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულების
ფუნქციების ეფექტიანად განხორციელება, საჭიროა აღნიშნულ კანონში ცვლილებების
შეტანა.
კანონპროექტის მიღება
არ იწვევს ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
არ გამომდინარეობს
კანონპროექტის მიღების შედეგად, დაზუსტდება სააგენტოს სახელმწიფო
სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა სამართლებრივ სტატუსთან, აგრეთვე
მათ მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებული საკითხები, აღმოიფხვრება
აღსრულების პროცესში არსებული ცალკეული ხარვეზები და უზრუნველყოფილი
იქნება არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სახის სამართლებრივი
აქტების ეფექტიანი აღსრულება.
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტი ითვალისწინებს
შემდეგ ცვლილებებს:
- სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეს, შიდა კონტროლის განმახორციელებელი
დანაყოფის მოსამსახურეს, ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის
უფროსსა და ამავე დეპარტამენტის ელექტრონული ზედამხედველობის
განმახორციელებელი დანაყოფის მოსამსახურეს, მსჯავრდებულთა და ყოფილ
პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსსა და ამავე
დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს, არასრულწლოვანთა რეფერირების
ცენტრის უფროსს, პროფესიულ ზედამხედველს, სოციალურ მუშაკს, ფსიქოლოგს,
აგრეთვე პრობაციის ბიუროს უფროსსა და მის მოადგილეს, ჯგუფის უფროსს და
12
პრობაციის ოფიცერს, მიენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები. აღნიშნულ
პირთა შრომის ანაზღაურება მოიცავს: თანამდებობრივ სარგოს, წელთა
ნამსახურობის დანამატსა და სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის
წოდებრივ სარგოს;
- გაიწერება სააგენტოს მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსი და მისი
სამართლებრივი დაცვის გარანტიები, აგრეთვე სახელმწიფო სპეციალური წოდების
მქონე მოსამსახურის მიერ სააგენტოში სამსახურის გავლასთან დაკავშირებული
საკითხები;
- იცვლება სააგენტოში სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ვაკანტურ
თანამდებობაზე მიღების წესი, კერძოდ, სამსახურში პირი ჯერ სტაჟიორად მიიღება
3 თვის ვადით. ამ დროის განმავლობაში იგი სსიპ - საქართველოს იუსტიციის
სასწავლო ცენტრში გაივლის სპეციალურ სასწავლო კურსს და წარმატებით გავლის
შემთხვევაში დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე;
- სააგენტოს
სახელმწიფო
სპეციალური
წოდების
მქონე
მოსამსახურეს
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ექნება უფლება, გამოიყენოს
ფიზიკური ძალა, ასევე, შეინახოს, ატაროს და კანონმდებლობით დადგენილი წესით
გამოიყენოს სპეციალური საშუალებები;
- პირები, რომელთაც სასჯელის სახით დაკისრებული აქვთ იარაღთან
დაკავშირებული უფლების შეზღუდვა, გათავისუფლდებიან საზღვარგარეთ
გამგზავრების ნებართვის აღების ვალდებულებისაგან. აღნიშნული ცვლილება
განპირობებულია უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის
არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვების
პროცესის შეუფერხებლად წარმართვის საჭიროებით;
- მსჯავრდებული დაჯარიმდება არა მხოლოდ საზღვარგარეთ გამგზავრების
ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის კვეთის ან მისი კვეთის მცდელობის,
არამედ ამ ნებართვის ვადის გასვლის შემდეგ საქართველოში დაუბრუნებლობის
შემთხვევაშიც;
- კანონში გაიწერება დადგენილი რეჟიმის დარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ
ოქმის ბათილად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები.
შედეგად, აღნიშნული ოქმების ბათილობისა თუ ძალადაკარგულად გამოცხადებისას
პრობაციის ბიუროს უფროსი იხელმძღვანელებს უშუალოდ „დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონით.
13
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
15
„თეატრების შესახებ“
(ახალი კანონპროექტი)
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს ტერიტორიაზე
მოქმედი
თეატრების
საქმიანობის
წესის,
ასევე
მათ
დაფუძნებასთან,
ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი, სოციალური და ფინანსურეკონომიკური ურთიერთობების, თეატრალურ სფეროში მოღვაწე ფიზიკურ და
იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობების, თეატრების სახელმწიფო მხარდაჭერის
ფორმების დაზუსტების, სრულყოფისა და დარგში არსებულ საჭიროებებთან
შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებით. წლების განმავლობაში დაგროვებულმა
გამოცდილებამ გამოავლინა ცალკეული საკითხების საკანონმდებლო დონეზე
დაზუსტების აუცილებლობა, აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტი მიზნად
ისახავს შემდეგი ძირითადი საკითხების ახლებურად რეგულირებას:
თეატრების კატეგორიებისა და ტიპების
დაკავშირებული თანმდევი საკითხების რეგულირება;
-
განსაზღვრა
და
კანონპროექტის მიღება
არ იწვევს ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
არ გამომდინარეობს
ამასთან
თეატრების მართვის საკითხების დაზუსტება;
თეატრების
სამხატვრო
ხელმძღვანელისა
უფლებამოსილებათა გამიჯვნა და დაზუსტება;
და
დირექტორის
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის დანიშვნისა და
გათავისუფლების წესის დაზუსტება, მათი უფლებამოსილების ვადის ახლებურად
განსაზღვრა;
-
თეატრების სახელმწიფო დაფინანსების წესის განსაზღვრა;
-
თეატრების ანგარიშგებისა და მონიტორინგის საფუძვლების განსაზღვრა;
თეატრისა და თეატრის
ურთიერთობების დარეგულირება;
შემოქმედებითი
კერძო
თეატრების
ხელშეწყობის
საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა;
პერსონალის
მექანიზმების
შრომითი
გაძლიერება
და
14
განსაკუთრებული საჭიროების მქონე თეატრებისა და საბავშვო თეატრების
მხარდაჭერის მექანიზმების შექმნა;
კერძო თეატრების ხელშეწყობის მექანიზმების განსაზღვრა, როგორიცაა
მათი დაფინანსებისა და სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის ფორმატის
განსაზღვრა, მათთვის სახელმწიფო თეატრების სარგებლობაში არსებული
სახელმწიფო ქონების გამარტივებული წესით გადაცემა და სხვ.
მოქმედი კანონი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პროფესიულ
თეატრებზე. შესაბამისად, სათანადო რეგულაციის მიღმა რჩება თეატრების
გარკვეული ნაწილი, რაც არათანაბარ სამართლებრივ და ფინანსურ-ეკონომიკურ
მდგომარეობაში აყენებს მათ. შესაბამისად, კანონპროექტით ფართოვდება მისი
რეგულირების სფერო და იგი გავრცელდება საქართველოში მოქმედ ყველა
თეატრზე.
16
„სახელოვნებო განათლების
შესახებ“
(ახალი კანონპროექტი)
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
კანონის პროექტის მიზანია სახელოვნებო განათლების, როგორც ფორმალური
განათლების ერთ-ერთი ნაწილის სამართლებრივი რეგულირების საფუძვლების
შექმნა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში სახელოვნებო
განათლება, გარდა უმაღლესი პროფესიული და აკადემიური უმაღლესი
საფეხურებისა, არაფორმალური განათლების ფორმით ხორციელდება და არ
არსებობს სახელოვნებო განათლების ქვედა დონეების ფორმალური განათლების
სისტემაში
ინტეგრირების
სამართლებრივი
საფუძვლები.
სკოლისგარეშე
სახელოვნებო განათლება წარმოადგენს განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან
კომპონენტს, რომელიც ხასიათდება სპეციფიკით და გამოირჩევა განსხვავებული
რეგულირებების საჭიროებით. ამასთან, არ არსებობს ისეთი საკანონმდებლო აქტი,
სადაც წარმოდგენილი კანონპროექტის შინაარსი ცვლილების შეტანის გზით
სრულად აისახებოდა. შესაბამისად, მომზადდა ახალი საკანონმდებლო აქტის
პროექტი, რომელიც კომპლექსურად მოაწესრიგებს სახელოვნებო განათლების
სფეროს.
კანონპროექტის მიღება
გამოიწვევს
ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
არ გამომდინარეობს
კანონპროექტის მიღების შედეგად, ჩამოყალიბდება სახელოვნებო განათლების
საწყისი საფეხურების ფორმალიზების სამართლებრივი საფუძვლები და
განისაზღვრება:
-
ფორმალური სახელოვნებო განათლების არსი და მისი მარეგულირებელი
15
ჩარჩო;
-
ფორმალური სახელოვნებო განათლების მიღების წესი;
ფორმალური სახელოვნებო განათლების მიმწოდებელი სახელოვნებო
საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი და ავტორიზაციის საკითხი;
ფორმალური სახელოვნებო განათლების მიღების შედეგად მისანიჭებელი
კვალიფიკაციები;
ფორმალური განათლების მიმწოდებელი სახელოვნებო საგანმანათლებლო
დაწესებულების მასწავლებლების სტატუსი;
ფორმალური სახელოვნებო განათლების მიმწოდებელი სახელოვნებო
საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლების შრომის ანაზღაურების
საკითხები;
სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ უძრავი ქონების
გადაცემის საკითხები და სხვ.
16
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
17
„საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის
თაობაზე‘‘
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა
თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
18
„სამედიცინო
მოწყობილობების შესახებ''
(ახალი კანონპროექტი)
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა
თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
დღეისათვის ქვეყანას არ გააჩნია კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული
ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ასახულია
ევროკომისიის სამუშაო ჯგუფის საქართველოს 2023 წლის ანგარიშშიც.
კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს კანონმდებლობის
ჰარმონიზება ევროკავშირის რეგულაციასთან (Regulation (EC) N 1223/2009), რომელიც
კანონის პროექტისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების პროცესში
სახელმძღვანელოდ იქნა გამოყენებული. „ტექნიკური რეგლამენტი - კოსმეტიკური
პროდუქციის შესახებ" ადგენს ბაზარზე კოსმეტიკური პროდუქციის განთავსების
წესებსა და ნორმებს, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის
მიზნით. რეგლამენტი არ ვრცელდება იმ ნივთიერებებზე ან ნარევებზე, რომლებიც
განკუთვნილია ენდოგენურად მისაღებად, ინჰალაციის, ინექციის ან ადამიანის
სხეულში
იმპლანტაციისათვის.
ტექნიკური
რეგლამენტით
განისაზღვრება
ეკონომიკური ოპერატორების როლი და ვალდებულებები, მათ შორის, მწარმოებლის,
იმპორტიორის,
დისტრიბუტორის
და
ხელშეკრულებით
განსაზღვრული
„პასუხისმგებელი პირის“.
ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ბაზარზე
განთავსებამდე და განთავსების შემდეგ ადმინისტრირების საკითხები და მასზე
პასუხისმგებელი უწყებები. ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება საჭიროებს
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა თანმდევ
საკანონმდებლო აქტებში ცვლილების შეტანას.
დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არ არსებობს სამედიცინო მოწყობილობების
მარეგულირებელი ჩარჩო მათი წარმოების, იმპორტის, დისტრიბუციის, აღრიცხვისა
და
მიკვლევადობის,
ხარისხზე
ზედამხედველობის,
მომსახურებისა
და
ექსპლუატაციის კუთხით. ახალი კანონის პროექტი დაარეგულირებს ადამიანის
მოხმარებისთვის განკუთვნილი სამედიცინო მოწყობილობების, მათ შორის, ინ ვიტრო
დიაგნოსტიკური სამედიცინო მოწყობილობების და აქსესუარების ბაზარზე
განთავსებასთან, ბაზარზე ხელმისაწვდომობასა და მათ ექსპლუატაციასთან
დაკავშირებულ საკითხებს. კანონით განსაზღვრული იქნება ეკონომიკური
ოპერატორების როლები და ვალდებულებები, მათ შორის, მწარმოებლის,
იმპორტიორის, დისტრიბუტორის
ვალდებულებები; ამავე კანონით დაწესდება
მოწყობილობების შესაბამისობის CE მარკირება; შესაძლებელი გახდება სამედიცინო
მოწყობილობების იდენტიფიკაცია მიწოდების ჯაჭვში, რეგისტრაცია, უსაფრთხოებისა
და კლინიკური ეფექტურობის უზრუნველყოფის რეგულირება; კანონი ასევე დაადგენს
სამედიცინო მოწყობილობების კლასიფიკაციას,
მოწყობილობების ბაზარზე
განთავსების შემდგომი მეთვალყურეობის პროცესს, ასევე სერიოზული გვერდითი
კანონპროექტის მიღება
გამოიწვევს
ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
არ გამომდინარეობს
კანონპროექტის მიღება
გამოიწვევს
ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
გამომდინარეობს
17
მოვლენებისა და ინციდენტების ანგარიშების აღრიცხვასა და მაკორექტირებელი
ზომების გატარების წესებს.
„სამედიცინო მოწყობილობების შესახებ“ კანონის შემუშავება „ერთი მხრივ,
საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“
დღის წესრიგიდან გამომდინარეობს. ასოცირების შეთანხმებით საქართველომ აიღო
ვალდებულება, სამედიცინო მოწყობილობების სფეროში ეროვნული საკანონმდებლო
ბაზა დაახლოვდეს ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან +(თავი 15, მუხლი 357,
დანართი III-A). ასოცირების შეთანხმების თანახმად, აუცილებელია შემდეგი
რეგულაციების
ნორმების
სახელმწიფოს
მიერ
შესრულება
საქართველოს
კანონმდებლობაში მათი ასახვის მიზნით:
1.
2017 წლის 5 აპრილის ევროპარლამენტის და საბჭოს 2017/745/EU რეგულაცია
სამედიცინო მოწყობილობების შესახებ, რომელსაც ცვლილება შეაქვს 2001/83/EC
დირექტივაში, 178/2002/EC რეგულაციასა და 1223/2009/EC რეგულაციაში და აუქმებს
საბჭოს 90/385/EEC და 93/42/EEC დირექტივებს.
2.
2017 წლის 5 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2017/746/EU რეგულაცია
ინ ვიტრო დიაგნოსტიკური სამედიცინო მოწყობილობების შესახებ, რომელიც აუქმებს
98/79/EC დირექტივას და 2010/227/EU კომისიის გადაწყვეტილებას.
18
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
19
20
„საქართველოს ორგანულ
კანონში „ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა
თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
„საქართველოს ორგანულ
კანონში „ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“
კანონპროექტის მომზადება დაკავშირებულია დეცენტრალიზაციის სტარტეგიიდან
გამომდინარე მუნიციპალიტეტის ქონების მართვის საკითხების შესაბამისი ფორმით
მოწესრიგების საჭიროებასთან.
კანონპროექტის მიღება
არ იწვევს ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
არ გამომდინარეობს
კანონპროექტის მომზადება დაკავშირებულია დეცენტრალიზაციის სტარტეგიასთან
და მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის მიერ გრანტის აღებისა და გაცემის
პროცედურების დახვეწასა და გამარტივებას.
კანონპროექტის მიღება
არ იწვევს ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
არ გამომდინარეობს
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა
თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
19
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
21
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,
საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო
ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა.
კანონპროექტის მიღება
არ იწვევს ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
არ გამომდინარეობს
არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების გადახედვიდან
გამომდინარე, მიზანშეწონილია „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
კანონპროექტის მიღება
არ იწვევს ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
არ გამომდინარეობს
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა
თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
„ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის
თაობაზე“
კანონპროექტი შეეხება კანონში არსებულ ტექნიკურ ხარვეზებს, რომელთა
აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, დგას ცალკეული ნებართვების გაუქმების რისკი
ნებისმიერი სანებართვო პირობის დარღვევისას (მათ შორის, უმნიშვნელო
დარღვევისას), რა დროსაც, ნებართვის მფლობელი, შესაძლოა, იხდიდეს საკმაოდ
სოლიდური ოდენობის მოსაკრებელს.
კანონპროექტის მიღება
არ იწვევს ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
არ გამომდინარეობს
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა
თანმდევ
კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს შესაბამისი ნებართვის გაუქმებას აზარტული
ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის, ასევე სისტემურ-ელექტრონული
ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო
„საქართველოს 2025 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“
(ახალი კანონპროექტი)
22
23
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა
თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
„საქართველოს 2024 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
20
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
24
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა
თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
აპარატების თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის
თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელისთვის, სანებართვო პირობების
შეუსრულებლობის გამო ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სანებართვო პირობების
შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს შესაბამისი სანებართვო
მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევას, ხოლო სხვა სანებართვო პირობების
შეუსრულებლობის
შემთხვევაში,
განხორციელდება
ჯარიმის
გასამმაგება,
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კანონპროექტის მიზანია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო
მონაკვეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებული და ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
რიგების
მართვის
ელექტრონულ
სისტემაში
ჩართული
ავტოსადგომების მუშაობისათვის დადგენილი წესების დარღვევისათვის დადგენილი
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის
გავრცელება
ნებისმიერი
ასეთი
ავტოსადგომის
მიერ
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
მოთხოვნათა
დარღვევაზე.
კანონპროექტის მიღება
არ იწვევს ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
არ გამომდინარეობს
21
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
25
„კანონთან კონფლიქტში
მყოფ არასრულწლოვანთა
რეაბილიტაციისა და
მხარდაჭერის თაობაზე“
საკანონმდებლო
ცვლილებათა
პაკეტის
მიღებით
დარეგულირდება
იმ
არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის საკითხები, რომლებიც ასაკისა
თუ სხვა გარემოებების გამო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიღმა არიან
დარჩენილნი.
კანონპროექტის მიღება
არ იწვევს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
არ გამომდინარეობს
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღების მიზანია ისეთი სამართლებრივი
კანონპროექტის მიღება
არ იწვევს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების
გამოყოფას
არ გამომდინარეობს
(ახალი კანონპროექტი)
26
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა
თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
„საერთაშორისო დაცვის
შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
(აუცილებლობის
შემთხვევაში სხვა
თანმდევ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
ერთად)
მექანიზმების
შემუშავება,
რომელიც
მაქსიმალურად
აღმოფხვრის
მოქმედი
კანონმდებლობის აღსრულებისას გამოვლენილ ხარვეზებს, ასევე, უზრუნველყოფს
რეგულაციების გამკაცრებას იმ პირთა მიმართ, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ
საქართველოში არსებული თავშესაფრის სისტემით.
გარდა ამისა, კანონით განსაზღვრული ცალკეული ტერმინები და ცნებები
დაზუსტდება, შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის დირექტივებთან. ცვლილებათა
პაკეტით ქართული კანონმდებლობა დაუახლოვდება თავშესაფრის შესახებ
ევროკავშირის
კანონმდებლობას,
კერძოდ,
2011/95/EU
(ევროკავშირის
მაკვალიფიცირებელი დირექტივა) და 2013/32/EU დირექტივების (საერთაშორისო
დაცვის მინიჭებისა და მოხსნის ერთიანი პროცედურების შესახებ (განახლება))
რეგულაციებს.
22