საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ (ნინო წულაძე) მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№1-15503/23; 04.12.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-17
ბიუროს ნომერი 383
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-12354/24
09-09-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა 2024 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე განიხილა მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანება „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ (ნინო წულაძე) მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის
კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან
დაკავშირებით (№1-15503/23; 04.12.2023).
კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ
იქნა შემდეგი მიზეზების გამო:
წინადადების ავტორი ითხოვს, რომ შრომის კოდექსის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტში
შევიდეს ცვლილება და ნორმა ჩამოყალიბდეს შემდეგნი რედაქციით: „დამსაქმებელი
ვალდებულია ქალი და მამაკაცი დასაქმებულების მიერ თანაბარი ღირებულების სამუშაოს
შესრულების შემთხვევაში უზრუნველყოს მათთვის თანაბარი ღირებულების შრომის
ანაზღაურების გადახდა.“ შრომის კოდექსის მოქმედი ნორმის თანახმად: „დამსაქმებელი
ვალდებულია ქალი და მამაკაცი დასაქმებულების მიერ თანაბარი სამუშაოს შესრულების
შემთხვევაში უზრუნველყოს მათთვის თანაბარი შრომის ანაზღაურების გადახდა.“
აღსანიშნავია, რომ წინადადებით წარმოდგენილი ფორმულირება, კერძოდ ფრაზა
„თანაბარი ღირებულების შრომის ანაზღაურება“ არცერთ საერთაშირისო სამართლებრივ
აქტში და ევროკავშირის დირექტივაში არ არის მოცემული.
საერთაშირისო სამართლებრივ აქტებთან შრომის კოდექსის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის
შესაბამისობის დასადგენად საჭიროა მისი ნორმატიული შინაარსის სწორად გაგება, რაც
რთული იქნება თუ არ გავითვალისწინებთ შრომის კოდექსის მე-2 თავში მოცემული
დისკრიმინაციის ამკრძალავი მუხლების შინაარსს. დისკრიმინაციის ამკრძალავი მუხლების
მიზანია არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა;
დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი ვრცელდება შრომის ანაზღაურების პირობებზეც,
მიუხედავად იმისა სახეზეა ერთი და იგივე სამუშაო თუ სხვადასხვა სახის მაგრამ ერთნაირი
ღირებულების სამუშაო - დისკრიმინაცია არცერთ შემთხვევაში არაა დაშვებული. აქედან
გამომდინარე, არ არსებობს საკმარისი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ შრომის კოდექსის მე-4
მუხლის მე-4 პუნქტის ნორმატიული შინაარსი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
საერთაშორისო სამართლებრივი აქტები და ევროკავშირის დირექტივები, როგორც
წესი არ მოითხოვენ, რომ მათი დებულებები აუცილებლად სიტყვასიტყვით იყოს ასახული
კანონში. შესაძლებელია კანონში განსხვავებული ფორმულირება იყოს მოცემული, მაგრამ
მთავარია კანონი აღსრულდეს იმგვარად, როგორც მოთხოვნილია ამ საერთაშორისო
სამართლებრივ აქტში/დირექტივაში. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2024
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
წლიდან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სამინისტროში მუშაობა
მიმდინარეობს შემდეგ დოკუმენტებზე: 1. მეთოდოლოგიური დოკუმენტი შრომით
ურთიერთობებში თანაბარი ანაზღაურების პრინციპის შესახებ; 2. დეტალური ინსტრუქცია
შრომის უთანასწორო ანაზღაურების პრევენციის, დადგენისა და მასზე რეაგირების შესახებ.
დასახელებული დოკუმენტები დაეფუძნება შრომის კოდექსის მოცემული დებულების
სწორედ იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის მიხედვითაც თანაბარ შრომაში მოაზრებული
იქნება ერთი და იგივე ღირებულების მქონე განსხვავებული სამუშაოც.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე